Nuk
სახელმწიფოს მიერ დაფინანსუბული ოფთალმოლოგიური ოპერაციები
სახელმწიფოს მიერ დაფინანსუბული ოფთალმოლოგიური ოპერაციები


თარიღი: 29/01/2024

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სასწრაფო ოფთალმოლოგიური ოპერაციები არ ფინანსდება, სიმართლეს არ შეესაბამება.

საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ  16 სახის  ოფთალმოლოგიური დიაგნოზისთვის, რომლებიც საჭიროებენ გადაუდებელ ჩარევას, ოპერაციები შეუფერხებლად მიმდინარეობს.

 

ფინანსდება შემდეგი დიაგნოზებისთვის საჭირო ქირურგიული ჩარევები:

პირველადი ღიაკუთხიანი გლაუკომა

სხვა გლაუკომა

ბადურის სხვა დაზუსტებული ავადმყოფობები

ბადურის გახლეჩები ჩამოცლის გარეშე

პირველადი დახურულკუთხიანი გლაუკომა

ავადმყოფობების შემდგომი მეორადი გლაუკომა

ბადურის ჩამოცლა ბადურის გახევით

ტრამვული კატარაქტა

ბადურის ტრაქციული ჩამოცლა

სხვა ბადურის ჩამოცლა

მინისებრი სხეული პროლაპსი

რქოვანას წყლული

ბადურის სისხლჩაქცევები

ჩირქოვანი ენდოფთალმიტი

ეჭვი გლაუკომაზე

პოსტტრავმული მეორადი გლაუკომა

 

საყურადღებოა, რომ შესაბამისი კატეგორიის ბენეფიციარებს, მთელი წლის განმავლობაში, სრულად დაუფინანსდებათ გლაუკომის სამკურალო მედიკამენტებიც.

რაც შეეხება კატარაქტას. უმეტეს შემთხვევაში, საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით,  იგი არ საჭიროებს გადაუდებელ ქირურგიულ ჩარევას, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთი დიაგნოზისთვის გათვალისწინებულია მხოლოდ გეგმური სახის ოპერაციები.

 

ჩვენი მოქალაქეებისთვის მაღალი ხარისხის ჯანდაცვაზე ფინანსური ხელმისაწვდომობა ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მთავარი პრიორიტეტია.  სახელმწიფო პროგრამები მუდმივად ფართოვდება და მიმდინარეობს აქტიური მუშაობა იმისთვის, რომ სახელმწიფო დაფინანსებამ მაქსიმალურად მეტი დაავადება