ჰიპოთირეოზის ადენომის იშვიათი შემთხვევა
ჰიპოთირეოზის ადენომის იშვიათი შემთხვევა
პირველად საქართველოში კლინიკა „კონსილიუმ მედულა“ -ში გაკეთდა პარათიროიდული ადენომის ძალიან იშვიათი და რთული შემთხვევის ამოკვეთა თორაკოსკოპიით ანუ პრაქტიკულად არატრავმული მეთოდით.
45 წლის პაციენტს პარათიროიდული ჯირკვლის ადენომა აორტის რკალის დონეზე ჰქონდა განლაგებული, რაც პაციენტთა მხოლოდ 2-6 %-ში გვხვდება.
ამ დაავადებას აქვს მძიმე სიმპტომები: ოფლიანობა, ძლიერი სისუსტე, ტკივილი ძვლებში, მოძრაობის შეზღუდვა, წონაში კლება, გახშირებული შარდვა და ყაბზობა, მოტეხილობები. ადენომის იშვიათი მდებარეობა ქირურგიულ ჩარევას და შემდგომ გამოჯანმრთელებას კიდევ უფრო ართულებდა.
წინასაოპერაციო კვლევები და მომზადება პაციენტს კლინიკის მთავარმა ენდოკრინოლოგმა ლიკა პერტაიამ ჩაუტარა. ოპერაცია გააკეთა ენდოკრინული ქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელმა ბაკურ არაბულმა, რომელსაც მეთვალყურეობას უწევდა კლინიკის მთავარი თორაკალური ქირურგი დავით გიორგაძე.
თორაკოსკოპიით, ანუ მცირე ინვაზიური მეთოდით ადენომის ამოკვეთამ პაციენტს აარიდა მკერდის ძვლის ან ნეკნთაშორის ჭრილობით მძიმე და ტრავმული ჩარევა, რასაც ხანგრძლივი და სარისკო რეაბილიტაცია დასჭირდებოდა.
პაციენტი 2 დღეში გაეწერა კლინიკიდან და ამბულატორიულად მკურანლობს ანთების საწინააღმდეგო და კალციუმის შემავსებელი მედიკამენტებით.
ბოლო სიახლეები
მიხეილ სარჯველაძე - „7 სექტემბერს, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის ცნობიერების ამაღლების დღეს, საქართველო მნიშვნელოვანი წარმატებით ხვდება“
125
დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები : მზით დამწვრობა და მისი პრევენციის გზები
138
როგორ დავადგინოთ ზაფხულის ალერგია?
290
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის ჯივინოსტატს შეიძენს
227
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს
356