Nuk
თამარ გაბუნია ჰემოფილიის მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა
თამარ გაბუნია ჰემოფილიის მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა


თარიღი: 31/05/2023

ჯანდაცვის მინისტრის პირველი  მოადგილე თამარ გაბუნია ჰემოფილიის მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტ ცეზარ გარიდოს შეხვდა.

 

მხარეებმა, იმ სერვისებზე იმსჯელეს, რასაც საქართველო ჰემოფილიის დიაგნოზის მქონე პაციენტებს სთავაზობს.  აღინიშნა, რომ იშვიათი დაავადებების მქონე პაციენტთა მკურნალობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სრულად და თანაგადახდის გარეშე ხდება ჰემოფილიით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა, ასევე საჭირო ამბულატორიული და სტაციონარულ მომსახურებები.

 

მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, საქართველო რეგიონში მოწინავე ქვეყანაა ჰემოფილიის დაავადების მართვაში და ამ მიმართულებით, სხვა ქვეყნებისთვის გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია.

 

შეხვედრას ჰემოფილიის მსოფლიო ფედერაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის კოორდინატორი, საქართველოს ჰემოფილიისა და დონორობის ასოციაციის პრეზიდენტი და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.