Nuk
2023 წლის განმავლობაში ანტიბიოტიკების ჯგუფზე 41%-იანი ფასის კლება დაფიქსირდა ქვეყანაში
2023 წლის განმავლობაში ანტიბიოტიკების ჯგუფზე 41%-იანი ფასის კლება დაფიქსირდა ქვეყანაში


თარიღი: 06/02/2024

ზურაბ აზარაშვილი: „2023 წლის განმავლობაში ანტიბიოტიკების ჯგუფზე 41%-იანი ფასის კლება დაფიქსირდა ქვეყანაში“

 

ზურაბ აზარაშვილმა, პარლამენტში, კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ხარისხიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, გატარებულ რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, გასული 2 წლის განმავლობაში, ფარმაცევტულ სფეროში, უპრეცედენტო მასშტაბის და მნიშვნელობის რეფორმები გატარდა.

„2022 წლის დასაწყისში, თურქეთიდან პროაქტიული რეჟიმით გაიზარდა მედიკამენტების იმპორტი ქვეყანაში, რამაც გააუმჯობესა კონკურენცია ბაზარზე და შეამცირა მედიკამენტების ფასები. 2023 წლის იანვრიდან დღემდე, 6 000-ზე მეტ მედიკამენტზე უკვე დაწესდა რეფერენტული ფასი, რომელზე უფრო მაღალ ფასად მათი რეალიზაცია აეკრძალათ ფარმაცევტულ კომპანიებს. გატარებული რეფორმების შედეგად, საშუალოდ, 45%-ით შემცირდა ფასები მედიკამენტებზე, რასაც ასევე, მოწმობს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიც, 2023 წლის განმავლობაში, მაგალითად ანტიბიოტიკების ჯგუფზე 41%-იანი ფასის კლება დაფიქსირდა ქვეყანაში“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა.