Nuk
დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრირებულ პაციენტებს სრულიად უსასყიდლოდ შეუძლიათ მიიღონ მათთვის საჭირო სამედიცინო მომსახურება
დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრირებულ პაციენტებს სრულიად უსასყიდლოდ შეუძლიათ მიიღონ მათთვის საჭირო სამედიცინო მომსახურება

ისანი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი №55
თარიღი: 13/04/2023

დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრირებულ პაციენტებს სრულიად უსასყიდლოდ შეუძლიათ მიიღონ მათთვის საჭირო სამედიცინო მომსახურება.

პროგრამის მიზანია შაქრიანი და უშაქრო დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის ამბულატორიული სერვისის ხელმისაწვდომობის გაზრდა და შესაბამისი მედიკამენტებით უზრუნველყოფა.

პროგრამაში ჩართული პაციენტებისთვის მედიკამენტებით უზრუნველყოფა ხდება უსასყიდლოდ.

პროგრამის ფარგლებში პაციენტს შეუძლია მიიღოს შემდეგი სპეციალისტების კონსულტაცია:
- ენდოკრინოლოგი
- ნევროლოგი
- კარდიოლოგი
- ოფთალმოლოგი
- ანგიოლოგი

პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ 18+ ასაკის შაქრიანი დიაბეტის მქონე ნებისმიერ პაციენტს, როგორც ინსულინდამოკიდებულ, ასევე ინსულინდამოუკიდებელს.

პაციენტებს, რომლებსაც აქვთ მხედველობის დაქვეითება (ან არიან უსინათლოები), აქვთ თანდაყოლილი ცერებრული დამბლა ან/და უშაქრო დიაბეტი, პროგრამის ფარგლებში გადაეცემათ:
- ინსულინი და მისი ანალოგები
- გლუკაგონი
- შპრიც-კალმისტრები და შესაბამისი ნემსები
- უშაქრო დიაბეტის მქონე პაციენტებზე გაიცემა ადიურეზული ჰორმონი.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 032 2 800 818; 591 882 144
ისანი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი №55