ყურადღების კონცენტრაციის გაუმჯობესების გზები არდადეგების შემდგომ
ზაფხულის არდადეგები ბავშვებისთვის თავისუფლების, თამაშისა და სიხარულის დროა. თუმცა, სწავლის პროცესში დაბრუნება ყოველთვის მარტივი არ არის.
ბავშვებს ხშირად უჭირთ ყურადღების მოკრება, დავალებებზე ფოკუსირება და ახალ რეჟიმთან შეგუება.
ეს არ არის სიზარმაცე — ეს ბუნებრივი პროცესია, რადგან ბავშვი ერთი რეალობიდან (თამაშისა და თავისუფლების სამყაროდან) გადადის მეორეში (წესებსა და ვალდებულებებში).
სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა მშვიდად და თანაგრძნობით დაუჭირონ მხარი შვილს.
რატომ უჭირთ ბავშვებს კონცენტრაცია არდადეგების შემდეგ?
რეჟიმის ცვლილება - არღვევს ძილისა და კვების ბალანსს, რაც პირდაპირ მოქმედებს კონცენტრაციაზე.
ემოციური დაძაბულობა - არდადეგების თავისუფლებიდან სასკოლო წესებში გადასვლა ბავშვებში ხშირად იწვევს შფოთვას და გაღიზიანებას.
მეხსიერებისა და ყურადღების დროებითი სირთულეები – ზაფხულში ბავშვი იშვიათად კითხულობს ან აკეთებს სასკოლო ტიპის დავალებებს. ამიტომ, სწავლის დაწყებისას, ტვინს დრო სჭირდება, რომ ისევ მიეჩვიოს სასწავლო რეჟიმს. ეს მოულოდნელი ცვლილება ხშირად იწვევს ყურადღების გაბნევას.
როგორ შეიძლება დაეხმაროს მშობელი?
რეჟიმის აღდგენა – რეგულარი ძილი და კვება ბავშვს ეხმარება ენერგიის შენარჩუნებაში.
პატარა ნაბიჯებით დაწყება – თავიდან სასურველია მოკლე დავალებები (15–20 წუთი), რათა ფოკუსი ნელ-ნელა გაიზარდოს.
ცვალებადობა - მოკლე დავალებების შესრულების შემდეგ, მნიშვნელოვანია შესვენება, რისი ყველაზე კარგი ფორმაც ფიზიკური აქტივობაა. შემდგომ ისევ მეცადინეობის პროცესში დაბრუნება.
ფიზიკური აქტივობა – მოძრაობა ამცირებს დაძაბულობას და აუმჯობესებს გონებრივ შესაძლებლობებს.
თამაშით სწავლა – ფაზლები, მეხსიერების თამაშები და კრეატიული აქტივობები კონცენტრაციის ბუნებრივ გაძლიერებას უწყობს ხელს.
ემოციური მხარდაჭერა – შექება, სიმშვიდე და გაგება ბავშვის მოტივაციას აძლიერებს.
თუ კონცენტრაციის სირთულე რამდენიმე კვირაზე მეტხანს გრძელდება, ან მას თან ახლავს შფოთვა, ქცევითი ცვლილებები, გაღიზიანება და სასწავლო პრობლემები, რეკომენდებულია ფსიქოთერაპევტთან ვიზიტი.
ჩვენ გეშტალტ კლინიკაში ბავშვებსა და ზრდასრულებს ვეხმარებით ამ სირთულეების ფსიქოლოგიური ასპექტების მოგვარებაში.
ქართული და ევროპული (EAGT) აკრედიტაციის მქონე პროფესიონალ ექსპერტებთან კონსულტაციასა და ფსიქოთერაპიაზე ჩაწერა შესაძლებელია ნებისმიერ დღეს(შაბათ-კვირის ჩათვლით). დაგვიკავშირდით
032 2 10 20 10