წარსული ტკივილი და დაუმუშავებელი ემოციები
ადამიანი ხშირად ფიქრობს, რომ დრო ყველაფერს კურნავს. თუმცა ემოციები, რომლებიც დროულად ვერ იქნა გაცნობიერებული და გამოხატული, არ ქრება — მხოლოდ ფორმას იცვლის, ქვეცნობიერში განიდევნება.
ეს შეიძლება გამოვლინდეს გაღიზიანებად, შფოთვად, უძილობად ან ემოციური სიცარიელის განცდად — ზოგჯერ მაშინაც კი, როცა გარეგნულად ყველაფერი წესრიგში ჩანს.
ასეთი მდგომარეობა ხშირად წარმოიშობა წარსულში დაუმთავრებელი ემოციური გამოცდილების ფონზე, როცა ტკივილი თავის დროზე ვერ გამოიხატა და თითქოს „გადადებულად" დარჩა.
ფაქტობრივად, ეს არის ფსიქიკის მცდელობა, რომ დაუმთავრებელი განცდა კვლავ გააცნობიეროს, გამოხატოს და მშვიდად დახუროს.
დაუმუშავებელი ემოციები ხშირად იმალება ყოველდღიურ რეაქციებში, მაგ. როცა ადამიანი:
ზედმეტად მწვავედ რეაგირებს უბრალო შენიშვნაზე;
ურთიერთობაში მუდმივად უჩნდება მიტოვების შიში,
ვერ ისვენებს, მიუხედავად ფიზიკური დაღლილობისა.
ემოციური გადამუშავების პროცესი მოიცავს:
განცდების იდენტიფიცირებასა და მათთვის სახელის დარქმევას;
წარსულის მიღებასა და საკუთარი თავისადმი თანაგრძნობის განვითარებას;
შინაგანი სიმშვიდისა და ფსიქოლოგიური წონასწორობის აღდგენას.
როცა ტკივილი ცნობიერად მუშავდება, ის კარგავს დამანგრეველ ძალას და გარდაიქმნება პიროვნული ზრდისა და თვითშემეცნების რესურსად.
ეს აძლევს ადამიანს შესაძლებლობას იცხოვროს არა წარსულის ჩრდილში, არამედ აწმყოს სიმშვიდესა და სიძლიერეში.
წარსულ ტკივილთან შეხება შეიძლება აღძრავდეს შიშს ან წინააღმდეგობას, თუმცა სწორედ ამ შეხვედრით იწყება განკურნება.
ფსიქოთერაპია ქმნის უსაფრთხო და მხარდამჭერ გარემოს, სადაც ადამიანი სწავლობს საკუთარი ემოციების ამოცნობას, მათ მიღებას და თანდათან გათავისუფლებას წარსულის გავლენისგან.
ჩვენ ვეხმარებით ამ და სხვა სირთულეების ფსიქოლოგიური ასპექტების მოგვარებაში.
ქართული და ევროპული (EAGთ) აკრედიტაციის მქონე პროფესიონალ ექსპერტებთან კონსულტაციასა და ფსიქოთერაპიაზე ჩაწერა შესაძლებელია ნებისმიერ დღეს(შაბათ-კვირის ჩათვლით). დაგვიკავშირდით 032 2 10 20 10