რა არის მედიტაცია?
რა არის მედიტაცია?
მედიტაცია უძველესი პრაქტიკაა, რომლის ფესვები ათასობით წლის წინ, აზიაში იწყება.
ეს არის პრაქტიკა, რომელიც გეხმარება გაექცე ყოველდღიურ აურზაურს და დაუბრუნდე შინაგან სიმშვიდეს.
ეს არ არის რელიგიური რიტუალი – მედიტაცია არის გონების სიმშვიდის გზა.
საინტერესო ფაქტები მედიტაციაზე:
რეგულარული მედიტაცია ამცირებს სტრესის ჰორმონის- კორტიზოლის დონეს.
მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ მედიტაცია აძლიერებს გონებრივ კონცენტრაციას და მეხსიერებას.
8-კვირიანი მედიტაციის პრაქტიკა ამცირებს შფოთვის და დეპრესიის სიმპტომებს.
დღეში მხოლოდ 10 წუთიც კი საკმარისია დადებითი ეფექტისთვის.
მედიტაციას დღიურად მილიონობით ადამიანი იყენებს პროდუქტიულობის და შინაგანი ჰარმონიისთვის.