Nuk
ᲠᲐ ᲛᲝᲛᲪᲐ ᲛᲔ ᲞᲔᲠᲡᲝᲜᲐᲚᲣᲠᲛᲐ ᲒᲐᲜᲕᲘᲗᲐᲠᲔᲑᲐᲛ ᲓᲐ ᲘᲝᲒᲐᲛ

ადამიანი უხსოვარი დროიდან  ეძებდა საშუალებებს ეპოვა  უკვდავების წამალი, შემდეგ სილამაზის და დღეს კი გამალებული ეძებს გასაღებს, რომ სტრესისაგან გათავისუფლდეს,  რადგან სტრესი არის ის რაც სიცოცხლეს ასწრაფებს და ნაადრევად აბერებს კიდეც.

დღეს სტრესისაგან გასათავისუფლებლად უმრავი საშუალება არსებობს, არის ეს ტრადიციული მედიტაცია ან ალტერნატიული მედიცინა, ადამიანი დღეს სხვადასხვა გზას მიმართავს, ოღონდ რაიმე მარტივი საშუალება იპოვნოს და გათავისუფლდეს ყოველდღიური რუტინისაგან რომელსაც სტრესი, ნეგატიური ფიქრები და სხვა არასასიამოვნო მდგომარეობა მოაქვს.

არ დაგიმალავ და პირდაპირ გეტყვი იოგითა და პერსონალური ზრდით როდესაც დავკავდი ჩემი მიზანიც სწორედ ეს იყო – გავთავისუფლებულიყავი  ტკივილი და არასასიამოვნო მდგომარეობისგან.   მეც მეგონა რომ როგორც კი იოგას და მედიტაციას დავიწყებდი ყველა პრობლემა თავისით ამოიხსნებოდა და მეც მშვიდად  ვივარჯიშებდი იოგას პრობლემების გარეშე. პირველი იმედგაცრუება სწორედ აქ იყო, შედეგისათვის რომ მიმეღწიე იოგისა და მედიტაციის ერთჯერადი გაკეთება საკმარისი არ იყო, ის ყოველდღიურ რუტინაში, რომელიც ისედაც გადაჭედილი იყო, სადღაც უნდა მომეთავსებინა. ამისათავის რა თქმა უნდა დილით უფრო ადრე უნდა ავმდგარვიყავი. ჩემი დილა 7სთ- ზე იწყებოდა…  მეტი ადრე როგორღა უნდა ავდგე ვიფიქრე? მაგრამ ტრენინგებზე მიღებულ ინფორმაციისათვის დილით, ორი საათი მაინც მჭირდებოდა ყველაფერი რომ გამეკეთებინა.. ეს ძალიან გამაღიზინებელი იყო. არადა  იოგას და პერსონალურ ზრდას სიმშვიდე და ჰარმონია უნდა მოეტენა. დარწმუნებული ვარ აქ შენი თავი უკვე შეიცანი.

დროთა განმავლობაში მივხვდი მთავარს, შეუძლებელია გამოიყენო ყველა პრაქტიკა რასაც ვსწავლობთ, ამდენს იმიტომ ვსწავლობდი რომ უნდა შემერჩია ჩემი პრაქტიკა, რომელიც დილით ადგომის პრობლემას მომიხსნიდა და დილით პიქირით სიხარულით წამომაგდებდა ლოგინიდან..

ჩემი დილის საყვარელი პრაქტიკა ეხლა სამი არის და ის მხოლოდ 20 წთ იკავებს. შემდეგ 30-40 წთ იოგის ვარჯიშები და ჩემს დღეც ენერგიით და პოზიტივით ივსება. აქ იოგის და მედიტაციის დამსახურება ის არის რომ რეალურად ფიქრი და დროის განსაზღვრა მასწავლა. მედიტაციის დროს ფიქრები ლაგდება, სუნთქვა მშვიდი ხდება და ადამიანს რეალური აზროვნება და ფიქრი შეუძლია.

1იოგამ სხეული უფრო ძლიერი გახადა, იმუნიტეტი გააძლიერა და ჯანმრთელ სხეულში მოგეხსენება ჯამრთელი სულია. ამით იმის თქმა მინდა რომ ერთი უკვდავბის არც წყალი არსებობს და არც ერთი გასაღები არსებობს  რომელიც ყველა კარს გააღებს. ჩემმა პიროვნულმა განვითარებამ გასაღებების აცმაში, ერთი სწორი გასაღები ამორჩევა მასწავლა, იმიტომ კიარა რომ სხვა გასაღებები დაჟანგული იყო ან ცუდი, არა ის უბრალოდ ჩემს კარს არ აღებდა. ახლაც,  ყოველთვის სწორ გასაღებს ვირჩევ, ზოგჯერ პრიალა და ახალი გასაღები მიზიდავს, მაგრამ თუ ის შეცდომით შევარჩიე ვიცი პასუხისმგებელი მე ვარ და მისი შეცვალც შემიძლია.

პერსონალურმა ზრდამ, სადაც იოგა განუყოფელი ნაწილია მასწავლა რომ ცხოვრება გამოწვევაა და როდესაც ფიზიკურად და ფსოქოლოგიურად მუშაობ საკუთარ თავზე ეს გამოწვევა აღარ არის საშიში და  გამოწვევებს როგორც ცხოვრების განუყოფელ ნაწილს იღებ. აქვე დავამატებ რაც არ გკლავს გაძლიერებს. ჩემთან ხშირად მოდიან ქალები,  მეუბნებიან, მარინა რატო ხდება რომ ზოგჯერ ჩავარდნაა? ზოგჯერ ისევ მაღლა იწევს? მერე ისევ დაბლა და ასე შეუჩერებლად რატომ არ ჩერდება ცხოვრება ერთ ადგილზე?

მე ყოველთვის ერთსა და იმავეს ვიმეორებ,  როდესაც ცხოვრება ერთფეროვანი ხდება ეს სიკვდილის ტოლფასია, როგორ მუშაობს გულის კარდიოგრამა ხარ ? თუ ის ტალღოვანია ცოცოხლობ, როგორც კი ერთ ხაზზე გაჩერდება კვდები .. ესე არის სიცოცხლეც…  ძირს დავარდნა ძალას გაძლევს.  მე ამ პროცესს გადატვირთვასაც ვუწოდებ, დაფიქრებულხარ   ემოციური შეტევების შემდეგ რაღაც დიდი გადაწყვეტილებას იღებ და რამდენიმე წლის ან სულაც თვის შემდეგ ხვდები ამ გადაწყვეტილებამ რამდენად დადაბითად შემოატრიალა შენი ცხოვრება.

მაგრამ მთავარი არის რეგულარული პრაქტიკა. ყოველდღე გამოყავი დრო იოგისა და მედიტაციისათვის