ფრაზები რომლებიც სჯობს ბაღის პირველ დღეს არ ვუთხრათ ბავშვებს
არ იტირო - ამით ბავშვს სთხოვთ გადადოს მისი ემოციები გვერდზე. ტირილი ნორმალური რეაქციაა განცალკევებაზე ან გაურკვევლობაზე. ამ ფრაზით ეუბნებით რომ მისი ბუნებრივი გრძნობები არასწორია.
სჯობს უთხრათ :
ტირილი ნორმალურია, მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება, მე შენი მესმის და შენს გვერდით ვარ .
კარგად მოიქეცი - ეს ბუნდოვანი ფრაზა აყენებს ბავშვს წნეხს კონკრეტული მითითებების გარეშე.
სჯობს უთხრათ : უსმინე მასწავლებელს, ითამაშე თანატოლებთან და მსგავსი კონკრეტული ფრაზები.
ნუ გეშინია - ეს უჩვენებს, რომ შიში ცუდია ან გრძნობები არ არის რეალური.
სჯობს უთხრათ : ახალი რაღაცეები და გარემო ყოველთვის საშიში ჩანს, მაგრამ მასწავლებელი მოუთმენლად გელოდება და შენ უსაფრთხოდ იქნები.
მე გელოდები - არ მოატყუოთ ბავშვი, თუ თქვენ წასვლას აპირებთ აუცილებლად გააფრთხილეთ ის წინასწარ , წინააღმდეგ შემთხვევაში მეტად სტრესულ გარემოს შექმნით;
საუკეთესო დღე იქნება - ვცდილობთ ამით წავახალისოთ ბავშვი მაგრამ თქვენ მოლოდინს უქმნით მას, მაშინ როცა შეიძლება სულაც არ იყოს საუკეთესო დღე.
სჯობს უთხრათ: შენ გაიცნობ ახალ ბავშვებს, მასწავლებლებს, ითამაშებ ახალი სათამაშობით.