ეჭვიანობის პათოლოგიური ფორმა- როცა უნდობლობა ურთიერთობას ანგრევს
ეჭვიანობა ადამიანური ემოციაა და გარკვეული დოზით თითქმის ყველას გამოუცდია. ის ხშირად დაკავშირებულია სიყვარულთან, დაკარგვის შიშთან ან ურთიერთობის მნიშვნელობასთან.
თუმცა, როცა ეჭვიანობა ზღვარს სცილდება, იგი რეალობისგან მოწყვეტილი ხდება და ურთიერთობაში კონტროლის, უნდობლობისა და მუდმივი დაძაბულობის წყაროდ იქცევა.
როგორ ვლინდება პათოლოგიური ეჭვიანობა?
ტელეფონისა და პირადი სივრცის კონტროლის სურვილით;
მუდმივი გადამოწმებით - „სად ხარ?", „ვისთან ხარ?";
პარტნიორის ქცევების გადაჭარბებული ინტერპრეტაციით;
შფოთვით, ბრაზითა და ემოციური აფეთქებებით;
ურთიერთობაში უსაფრთხოების მუდმივი ნაკლებობის განცდით.
რა დგას ამ ყველაფრის უკან?
დაბალი თვითშეფასება;
მიტოვების ან ღალატის წარსული გამოცდილება;
ემოციური ტრავმები;
ძლიერი შფოთვა და დაუცველობის განცდა;
კონტროლის მოთხოვნილება.
ასეთ ურთიერთობაში ორივე მხარე ემოციურად იღლება — იკარგება ნდობა, სიმშვიდე და სიახლოვის განცდა.
გახსოვდეთ, სიყვარული კონტროლი არ არის. ჯანსაღ ურთიერთობას საფუძვლად ნდობა, ღია კომუნიკაცია და პირადი საზღვრების პატივისცემა უდევს.
ფსიქოლოგიური მხარდაჭერა ადამიანს ეხმარება ურთიერთობაში მეტი ნდობისა და ემოციური სტაბილურობის შექმნაში.
ქართული და ევროპული (EAGთ) აკრედიტაციის მქონე პროფესიონალ ექსპერტებთან ფსიქოთერაპიაზე ჩაწერა შესაძლებელია ნებისმიერ დღეს(შაბათ-კვირის ჩათვლით). დაგვიკავშირდით 032 2 10 20 10