toto toto situs toto toto situs togel slot slot qris togel online toto togel
და-ძმა , ძმები, დები საუკეთესო მეგობრები თუ ,,დაუძინებელი მტრები"? | მენტალური ჯანმრთელობა | vidal.ge
Nuk
და-ძმა , ძმები, დები საუკეთესო მეგობრები თუ ,,დაუძინებელი მტრები"?

​ხშირად გვგონია, რომ თუ ჩვენი შვილები ჩხუბობენ, ჩვენ, როგორც მშობლებმა, რაღაც ვერ გავაკეთეთ სწორად. სინამდვილეში, კონფლიქტი ზრდის შემადგენელი ნაწილია.

 

​ბავშვები ერთმანეთთან ურთიერთობით სწავლობენ ყველაფერს, რაც შემდეგ დიდობაში დასჭირდებათ: მოლაპარაკებას, საკუთარი საზღვრების დაცვას და სხვისი ემოციების გაგებას.

 

​რას ,,ვაშავებთ&ქუოტ; ხშირად მშობლები?
​როცა ოთახიდან ყვირილი ისმის, ჩვენი პირველი ინსტინქტია შევიდეთ და ვიპოვოთ „დამნაშავე".მოვირგოთ მოსამართლის როლი („ვინ დაიწყო პირველმა?", „მიეცი სათამაშო, ის პატარაა").

 

​შედეგად კი ერთი ბავშვი თავს დაჩაგრულად გრძნობს, მეორე პრივილეგირებულად. ეს მათ შორის შურს აღვივებს.

 

​რეკომენდაციები მშობლებისთვის:
​გახდით ,,კომენტატორი" - უბრალოდ აღწერეთ, რას ხედავთ: „ოჰ, ვხედავ, რომ ორივეს ერთი და იგივე თოჯინა გინდათ. ორივე ძალიან გაბრაზებული ჩანხართ." ეს ბავშვებს ეხმარება, ემოციებიდან გამოსავლის ძიებაზე გადაერთონ.

 

​მიეცით პრობლემის გადაჭრის უფლება - იმის ნაცვლად, რომ უთხრათ „გაიყავით!", ჰკითხეთ: „როგორ ფიქრობთ, რა ვქნათ, რომ ორივე კმაყოფილი დარჩეთ?" გაოცდებით, ისეთ კრეატიულ გზებს შემოგთავაზებენ, რასაც თქვენ ვერც მოიფიქრებდით.

 

​„ინდივიდუალური დრო" თითოეულთან - ხშირად ჩხუბი მშობლის ყურადღების მოსაპოვებელი იარაღია. დღეში სულ რაღაც 15 წუთი, რომელიც მხოლოდ ერთ შვილს ეკუთვნის (სხვების გარეშე), საოცრებებს ახდენს.

 

​ნუ შეადარებთ მათ ერთმანეთს -

„შენი ძმა როგორ მალე იცვამს, შენ კი აგვიანებ" ეს ფრაზა მათ შორის კონკურენციას თესავს. შეაქეთ თითოეული საკუთარ მიღწევებზე და არა სხვის ფონზე.

 

ჩხუბის შემდეგ ემოციების ვალიდაცია - როცა სიტუაცია დამშვიდდება, მოუსმინეთ ორივეს ცალ-ცალკე. მათ უნდა იცოდნენ, რომ მათი ბრაზი თქვენთვის გასაგებია.

 

ჩვენი მიზანი არ არის იდეალურად მშვიდი სახლი, არამედ ბავშვები, რომლებმაც იციან, როგორ მოაგვარონ უთანხმოება.