„ომიკრონი“ ფილტვებს ნაკლებად აზიანებს“
„ომიკრონი“ ფილტვებს ნაკლებად აზიანებს“
„ომიკრონით“ ინფიცირების კლინიკური ნიშნები ძირითადად ზედა სასუნთქ გზებზე მოდის. ის წინა შტამებისგან განსხვავებით, ფილტვებს ნაკლებად ერჩის. „ომიკრონის“ კლინიკურ ნიშნებზე „მედიაცენტრ მთავარში“ პედიატრმა, მედიცინის აკადემიურმა დოქტორმა, “ავერსის კლინიკის“ პედიატრიული სამსახურის უფროსმა თამარ ობგაიძემ ისაუბრა.
„ომიკრონი“ მეტად დაემსგავსა სხვა ვირუსებს, რომლებიც იწვევენ რესპირატორულ სიმპტომატიკას და რომელიც ხასიათდება ზედა სასუნთქი გზების დაზიანებით. სწორედ მსგავსი კლინიკური ნიშნები აქვს: ცხვირიდან გამონადენი, ცხვირით სუნთქვის გაძნელება, ხველა, ყელის ტკივილი, კრუპის შემთხვევები, პნევნომიის შემთხვევები. მეტწილად, რაც გამოხატულია როგორც მოზრდილებში ისე ბავშვებში, ეს არის ზედა სასუნთქი გზების სიმპტომები“ – აღნიშნა თამარ ობგაიძემ.
პედიატრის შეფასებით, ამ შემთხვევაში, ფილტვის დაზიანება ნაკლებად ხდება.
„ომიკრონმა“ მუტაცია ისე განიცადა, რო მას უჭირს დაკავშირება ფილტვის ქსოვილში ცილასთან, რომელსაც იყენებს შესაჭრელად. შესაბამისად, ამ არამყარი კავშირის გამო, ფილტვის ანთება ამ შტამში შედარებით ნაკლებია, ფილტვს ის ნაკლებად აზიანებს“ – განაცხადა პედიატრმა „მედიაცენტრ მთავარში“.
ბოლო სიახლეები
მიხეილ სარჯველაძე - „7 სექტემბერს, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის ცნობიერების ამაღლების დღეს, საქართველო მნიშვნელოვანი წარმატებით ხვდება“
120
დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები : მზით დამწვრობა და მისი პრევენციის გზები
136
როგორ დავადგინოთ ზაფხულის ალერგია?
287
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის ჯივინოსტატს შეიძენს
226
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს
349