Nuk
ნაბიჯით იარ ფსიქიკური ჯანმრთელობისკენ
ნაბიჯით იარ ფსიქიკური ჯანმრთელობისკენ

მისამართი: თბილისი, ლისის ტბა
თარიღი: 14/10/2017

ჩაერთეთ სეირნობის აქციაში (Mental Health Walk) 14 ოქტომბერს, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე!

- ლისის ტბაზე მოეწყობა სასეირნო წრე, რომელზეც რამდენიმე სივრცე შეიქმნება
- გახა 'ლის' დით ფსიქიკური ჯანმრთელობის სტიგმის გარეშე და ჩაერთეთ აქტივობებში: 

- ივარჯიშეთ ტაიჩი, ციგუნი, სხვადასხვა იოგა 
- დააგემოვნეთ დეტოქს- ვეგანური საკვები
- იმღერეთ ორფის ხელოვნების ინსტრუქტორებთან ერთად
- დახატეთ, გააფერადეთ 
- მოუსმინეთ ბავშვთა პარაორკესტრს 

- ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა მხარდამჭერი აქცია “ნაბიჯით იარ ფსიქიკური ჯანმრთელობისკენ” მიმართულია ფსიქიკური ჯანმრთელობის სტიგმის წინააღმდეგ და მისი მიზანია სამუშაო გარემოსთან დაკავშირებული ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ მოსახლეობის გათვიცნობიერება.

- უკვე 25 წელია, რაც 10 ოქტომბერს ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო ფედერაციის (WFMH) ინიციატივით, ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე აღინიშნება. ამ დღის მიზანია საზოგადოებამ მეტი ინფორმაცია მიიღოს ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცალკეულ თემებთან ან/და გამოწვევებთან დაკავშირებით. ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო ფედერაცია (WFMH) ამ დღეს ყოველწლიურად სხვადასხვა თემატიკას უძღვნის. 2017 წლის მსოფლიო თემა- სამუშაო გარემოსთან დაკავშირებული ფსიქიკური ჯანმრთელობაა. 

- ღონიძიება პროექტი “ღიას” ფარლებში ტარდება. პროექტი “ღია” ფსიქიკური ჯანმრთელობის სტიგმის საწინააღმდეგო მოძრაობაა და ხორციელდება BBSA Georgia-ს მიერ.

- ჩვენი მისიაა ხელი შევუწყოთ საქართველოში ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ღია საუბრების წამოწყებას ინსტიტუციური სტიგმის დასაძლევად. 

- ღონისძიება 14 ოქტომბერს დილის 12:30 საათზე დაიწყება და შუადღის 4 საათამდე გაგრძელდება.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან: 
Radio GIPA / რადიო ჯიპა FM 94.3
Artinfo Georgia