Nuk
ვიტაკომი B კომპლექსი / VITACOM B complex


1. რა არის ვიტაკომი B კომპლექსი და რისთვის გამოიყენება

ვიტაკომი B კომპლექსი არის B ჯგუფის ვიტამინების კომპლექსი, რომელიც წარმოდგენილია  ამპულებში, 5 ამპულა მუყაოს კოლოფში.

თითოეული ამპულა შეიცავს ვიტამინი B1 - 250 მგ, ვიტამინი B2 - 4 მგ, ვიტამინი B6  - 250 მგ და ვიტამინი B12  - 1500 მკგ. 

ვიტაკომი B კომპლექსი გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ: 

• B1, B2, B6, B12 ჰიპო- და ავიტამინოზები;

• ნერვული სისტემის სხვადასხვა ეტიოლოგიის დაავადებების სიმპტომური მკურნალობა: პერიფერიული ნევრიტი და პოლინევრიტი, ნევრალგია, პერიფერიული პარეზი და დამბლა, რადიკულიტი, ლუმბაგო, პლექსიტი, ნეკნთაშუა ნევრალგია, სამწვერა ნერვის ნევრალგია, სახის ნერვის პარეზი, ამიოტროფიული ლატერალური სკლეროზი, ბავშვთა ცერებრული დამბლა, პერიფერიული ნერვების ტრავმა;

• ენცეფალოპათია (დიაბეტური, ალკოჰოლური და სხვა);

• დერმატოლოგიური დაავადებები (ეგზემა და ნეიროგენული დერმატოზი, დერმატიტი და ნეიროდერმიტი, ფსორიაზი);

• ადისონ-ბირმერის ანემია, პარა-პერნიციოზული მეგალობლასტური ანემია გასტრექტომიის ან გასტრო-ენტერული დაავადების ფონზე, ანემია ჰეპატიტის მქონე პაციენტებში, ანემია ტოქსიკო-ინფექციის ფონზე, მედიკამენტოზური ანემია, აპლასტიური ანემია, მკურნალობისადმი (მათ შორის რკინით) რეზისტენტული ერითრობლასტური და ჰიპოქრომული ანემიები.

• სახსრების დაავადებები: ართრიტი, ოსტეოართრიტი, რევმატიზმი, რევმატოიდული ართრიტი;

• ოფთალმოლოგია (ჰემერალოპია, კონიუნქტივიტი, კერატიტი, ირიტი, კატარაქტა, რქოვანას წყლული);

• ჭარბი ფიზიკური აქტივობა;

• ტუბერკულოზის საწინააღმდეგო პრეპარატის, იზონიაზიდის და ანტიბიოტიკების მიღების დროს;

• ათეროსკლეროზის, კარნიტინის შეთვისების დეფექტის, სისხლის მიმოქცევის ქრონიკული დარღვევის, ჰეპატიტის, დიაბეტის და მულტილობულარული (მრავალ კეროვანი) სკლეროზის კომბინირებული თერაპია.

 

2. რისი ცოდნაა საჭირო ვიტაკომი B კომპლექსის მიღებამდე

ნუ მიიღებთ ვიტაკომი B კომპლექსს, თუ

• აღგენიშნებათ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) ვიტაკომი B კომპლექსის შემადგენელი რომელიმე კომპონენტის მიმართ

• ხართ მეძუძური დედა

• გაქვთ ჰიპერკალციემია

• გაქვთ ჰემოქრომატოზი

• აღგენიშნებათ რკინის შეკავშირების დეფექტი

ვიტაკომი B კომპლექსის მიღების დროს გამოიჩინეთ სიფრთხილე, თუ  

• გაქვთ პარკინსონის დაავადება, ტუბერკულოზი და იღებთ მათ სამკურნალო მედიკამენტებს, მოიხმართ ალკოჰოლს ჭარბი რაოდენობით, იღებთ ანტიკონვულსანტებს, ლევოდოფას, საგულე გლიკოზიდებს, ქლორამფენიკოლს, ანტიბიოტიკებს ან სხვა ვიტამინებს (ფოლიუმის მჟავა). ასეთ შემთხვევაში საჭირო ხდება დოზის კორექცია. კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს;

• იმყოფებით გესტაციის პერიოდში;

• იღებთ თეოფილინს;

• გაქვთ შიდა ფაქტორის დეფიციტი (კასლის ფაქტორი);

აცნობეთ ექიმს, თუ უჩივით ან წარსულში აღგენიშნებოდათ ჩამოთვლილი პრობლემებიდან რომელიმე.

 

ვიტაკომი Bკომპლექსის მიღება საკვებთან და სითხეებთან ერთად

განსაკუთრებული მითითებები არ არსებობს.

 

ორსულობა

პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

არ არსებობს ადეკვატური და მკაცრად კონტროლირებადი კვლევები ორსულ ქალებში. ვიტაკომი B კომპლექსის მიღება დასაშვებია მხოლოდ ექიმის რჩევით.

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს მკურნალობის პერიოდში დამდგარი ორსულობის თაობაზე.

ლაქტაციის პერიოდი

ვიტაკომი B კომპლექსის მიღება დაუშვებელია ლაქტაციის პერიოდში.

პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ავტომობილებისა და სხვა მექანიზმების მართვა

არ არსებობს მონაცემები ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე გავლენის შესახებ.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვიტაკომი B კომპლექსის შემადგენელი ზოგი დამხმარე ნივთიერების შესახებ

ვიტაკომი B კომპლექსის ყოველი ამპულა შეიცავს 60 მგ ბენზილის სპირტს. ვიტაკომი B კომპლექსი არ ინიშნება დღენაკლულ ჩვილებსა და ახალშობილებში. მან შეიძლება ტოქსიკური და ალერგიული რეაქციები გამოიწვიოს 3 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ვიტაკომი Bკომპლექსის ყოველი ამპულა შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს, აქედან გამომდინარე შეიძლება მიჩნეულ იქნას, რომ პრეპარატი პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს.

მედიკამენტებთან ურთიერთქმედება

თუ გაქვთ პარკინსონის დაავადება, ტუბერკულოზი და იღებთ მათ სამკურნალო მედიკამენტებს, მოიხმართ ალკოჰოლს ჭარბი რაოდენობით, იღებთ ანტიკონვულსან¬ტებს, ლევოდოფას, საგულე გლიკოზიდებს, ქლორამფენიკოლს, ანტიბიოტიკებს ან სხვა ვიტამინებს (ფოლიუმის მჟავა). ასეთ შემთხვევაში საჭირო ხდება დოზის კორექცია. კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს. 

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან იღებდით რომელიმე სხვა მედიკამენტს ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატის ჩათვლით.

 

3. ვიტაკომი B კომპლექსის მიღების წესი

მიღების წესი და დოზირება / მიღების სიხშირე

ვიტაკომი B კომპლექსი ინიშნება კუნთში ინექციის სახით. დოზა განისაზღვრება თერაპიული ან პროფილაქტიკური საჭიროების შესაბამისად. 

პრეპარატი ინიშნება ინტრამუსკულარულად. 3 მლ საინექციო ხსნარი (1 ამპულა) შეჰყავთ ღრმად კუნთში, ერთხელ დღეში.

სიმპტომების შესუსტების შემთხვევაში დასაშვებია დოზის შემცირება ექიმის რეკომენდაციით, 3 მლ რამდენიმე დღეში ერთხელ. 

მიღების წესი და გზა 

ვიტაკომი B კომპლექსი  ინიშნება ინტრამუსკულარულად. 

გამოყენება პედიატრიაში: უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვთა ასაკში დადგენილი არ არის.

გამოყენება გერიატრიაში: არ საჭიროებს დოზის კორექციას.

განსაკუთრებული შემთხვევები:

ღვიძლის/თირკმლის დაავადებები:

არ არსებობს განსაკუთრებული მითითებები ღვიძლის/თირკმლის დაავადებების მქო¬ნე პაციენტებისთვის. 

თუ ვიტაკომი B კომპლექსის მიღების პერიოდში მიგაჩნიათ, რომ პრეპარატი ხასიათდება ძალიან ძლიერი ან სუსტი მოქმედებით, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

საჭირო დოზაზე მეტი ვიტაკომი B კომპლექსის მიღების შემთხვევაში

B ჯგუფის ვიტამინებით დოზის გადაჭარბების შემთხვევები ძალიან იშვიათია. ისინი განეკუთვნება წყალში ხსნადი ვიტამინების ჯგუფს და მათი ჭარბი რაოდენობა გამოიდევნება შარდთან ერთად. პირიდოქსინის მაღალი დოზებით ხანგრძლივმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს პერიფერიული ნერვების მწვავე დაავადება. ვიტაკომი B კომპლექსის დოზის გადაჭარბებაზე მიუთითებს შემდეგი სიმპტომები: სპაზმები ან წვა, დაბუჟება, ჩხვლეტის შეგრძნება ფეხებში, ხელებში ან სხეულის სხვა ნაწილებში, შეხებისა და თერმული მგრძნობელობის ზღურბლის უმნიშვნელო გაზრდა ან დაქვეითება, ბალანსის დაკარგვა ან დაქვეითება, კოორდინაციის დარღვევა.

ვიტ. B6-ის მაღალი დოზების (2-6 გ/დღეში) რამდენიმე თვის განმავლობაში მიღების ფონზე იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს პერიფერიული მგრძნობიარე ნერვების დაავადება, რაც დოზის შემცირებით ან პრეპარატის მიღების შეწყვეტით კორექტირდება. 

მკურნალობა

პრეპარატის აბსორბციის შესამცირებლად საჭიროა:

1. ემეტურების დანიშვნა.

2. კუჭის ამორეცხვა, უკვე გახსნილი პრეპარატის გამოსადევნად. ამისთვის გამოიყენება დესფერიოქსამინის ხსნარი (2 გ/ლ). 50-100 მლ წყალში გახსნილი 5 გ დესფერიოქსამინის მიღების შემდეგ კუჭი იცლება. ნაღებინები მასების ასპირაციის პროფილაქტიკის მიზნით აუცილებელია პაციენტზე მუდმივი დაკვირვება.

3. ნებისმიერი შემთხვევისთვის გვერდით იქონიეთ ასპირატორი და ჟანგბადის ბალონი.

4. წვრილი ნაწლავის დასაცლელად გამოიყენება მანიტოლის ან სორბიტოლის ხსნარი.

5. მწვავე მოწამვლა: რკინის მაღალი დონის (>142 მკმოლ/ლ) ფონზე შოკის ან კომის დადგომის შემთხვევაში, ტარდება შემანარჩუნებელი თერაპია დესფერიოქსამინის ინტრავენურ ინფუზიასთან ერთად. დესფერიოქსამინის რეკომენდებული დოზა შეადგენს 5 მგ/კგ/სთ ნელი ი/ვ ინფუზიით. მაქს. დოზაა 80 მგ/კგ 24 საათის განმავლობაში. 

ყურადღებით: სწრაფი ინფუზიის შემთხვევაში შესაძლოა ჰიპოტენზიის განვითარება.

6. ნაკლებად მწვავე მოწამვლა: დესფერიოქსამინი 50 მგ/კგ, მაქს. 4 გ ი/მ.

7. საჭიროა შრატში რკინის კონცენტრაციის მუდმივი მონიტორინგი.

8. საჭიროა სითხისა და ელექტროლიტური დისბალანსის კორექცია. 

ვიტაკომი B კომპლექსის საჭიროზე მაღალი დოზით მიღების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ვიტაკომB კომპლექსის დოზის გამოტოვების შემთხვევაში

ნუ მიიღებთ გაორმაგებულ დოზას გამოტოვებულის სანაცვლოდ.

ვიტაკომB კომპლექსის მიღების შეწყვეტის შემთხვევაში

ვიტაკომი B კომპლექსის მიღების შეწყვეტის შემთხვევაში გვერდითი მოვლენები არ არის მოსალოდნელი. 

 

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები

ყველა პრეპარატის მსგავსად, ვიტაკომი B კომპლექსის მიმართაც შეიძლება გვერდითი ეფექტების განვითარება, მისი შემადგენელი კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობის მქონე პაციენტებში.

იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე გვერდითი ეფექტი, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ვიტაკომი B კომპლექსის მიღება. შესაძლოა საჭირო გახდეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, თუ აღინიშნება: 

• ალერგიული რეაქცია, რაც გამოვლინდება სუნთქვის გაძნელებით, სახის, ტუჩების, ენის ან ხორხის შეშუპებით, მწვავე ქავილით;

• ხველა ან სუნთქვის გაძნელება ცხელებასთან ერთად ან სუნთქვის გაუარესება;

ყველა ჩამოთვლილი სერიოზულ გვერდით ეფექტს წარმოადგენს. რომელიმე მათგანის გამოვლენის შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.

ყველა აღნიშნული სერიოზული გვერდითი მოვლენა ძალიან იშვიათად ვითარდება.

რომელიმე მათგანის გამოვლენის შემთხვევაში, თქვენ ალერგიული ხართ ვიტაკომი B კომპლექსის მიმართ და საჭიროებთ გადაუდებელ სამედიცინო მეთვალყურეობას ან ჰოსპიტალიზაციას.

სიხშირე

ძალიან ხშირი ( 1/10), ხშირი ( 1/100 და < 1/10), ნაკლებად ხშირი ( 1/1000 და < 1/100), იშვიათი ( 1/10000 და < 1/1000), ძალიან იშვიათი (< 1/10000), უცნობი (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის დადგენა შეუძლებელია).

საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მხრივ: სპაზმები (იშვიათი);

კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ: გულისრევა (ძალიან იშვიათი);

კანისა და კანქვეშა ქსოვილების დაზიანება: გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, ქვინკეს შეშუპება (იშვიათი);

ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, პერსპირაციები (გაძლიერებული ოფლდენა) (იშვიათი); პირიდოქსინის მაღალი დოზების ხანგრძლივად დანიშვნა იწვევს მწვავე პერიფერიული ნეიროპათიის განვითარებას;

იმუნური სისტემის მხრივ: ანაფილაქსიური რეაქციები (იშვიათი);

გულის ფუნქციის მხრივ: ტაქიკარდია, გულის რითმის შენელება, არითმია (ძალიან იშვიათი);

სუნთქვის ფუნქციის დარღვევა: სუნთქვის შემოკლება (ძალიან იშვიათი).

გარდა ამისა, ვიტაკომი B კომპლექსი იწვევს რძის სეკრეციის შემცირებას.

სერიოზული ან ისეთი გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, რომლებიც მოცემულ გამოყენების ინსტრუქციაში არ არის აღწერილი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

5. ვიტაკომი B კომპლექსის შენახვის პირობები

ვიტაკომი B კომპლექსი ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას ორიგინალ შეფუთვაში.

ინახება არა უმეტეს 25˚C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ ადგილას.

გამოიყენეთ ვარგისობის ვადის გათვალისწინებით.

ნუ გამოიყენებთ ვიტაკომი B კომპლექსს კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

პროდუქტის ან შეფუთვის დაზიანების შემთხვევაში ნუ მიიღებთ ვიტაკომი B კომპლექსს.

 

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

სად შევიძინოთ?