Nuk
ვაზელინი / Vaseline

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): vaselinum
  • მწარმოებელი კომპანია: Moscow pharmaceutical factory
  • მწარმოებელი ქვეყანა: რუსეთი
  • გამოშვების ფორმა: 25გ გარეგანი გამოყენების მალამო მინის ქილა N1
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა: ვაზელინი 25 გ და 30 გ.
აღწერა:ერთგვაროვანი ძაფისებურად წელვადი მაზისმაგვარი მასა, უსუნო, თეთრიდან ყვითელ ფერამდე. მინისებურ ფირფიტაზე წასმისას ქმნის სწორ, არაჩამოცურებად აპკს. გალღობისას წარმოქმნის გამჭირვალე სითხეს პარაფინის ან ნავთობის მსუბუქი სუნით.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
დერმატოპროტექტორული საშუალება, ახდენს დამარბილებელ მოქმედებას.

მიღების ჩვენებები:
კოტოშების დადების წინ, კანის სიმშრალე (მათ შორის ბუნებრივი ხვრელების გარშემო), სამკურნალო პროცედურების ჩატარების წინ (უსვამენ ოყნის, გაზგამომტანი მილის წვერს).

უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა.

მიღების წესი და დოზები:
გარეგანად, დაიტანენ წინასწარ გასუფთავებულ კანზე.

გვერდითი მოვლენები:
ალერგიული რეაქციები. ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია დატანის ადგილას კანის გაღიზიანება.

შენახვის პირობები:
შეინახეთ სინათლისგან დაცულ ადგილას არა უმეტეს 20 c ტემპერატურის პირობებში.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა
3 წელი.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები
გაიცემა ურეცეპტოდ.

მწარმოებელი/პრეტენზიების მიმღები ორგანიზაცია:
დსს “მოსკოვის ფარმაცევტული ფაბრიკა”
სად შევიძინოთ?