Nuk
ტოქსივენოლი / TOXIVENOL


შემადგენლობა 

პრეპარატის 1 ამპულა (3 მლ) შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები: ტროქსერუტინი 150 მგ, კარბაზოქრომი 1,5 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების, ტროქსერუტინისა და კარბაზოქრომის, ოპტიმალური კომბინაცია განაპირობებს მის მაღალ ფარმაკოლოგიურ ეფექტურობას, რაც საშუალებას იძლევა მიზანმიმართულად ჩატარდეს სისხლძარღვოვანი დაავადებებისა და სისხლდენის სინდრომების მკურნალობა კაპილარების მომატებული სისუსტის დროს. ტროქსერუტინი, ვიტამინი P4, არის ბიოფლავონოიდი, რომელიც აძლიერებს სისხლძარღვოვან რეზისტენტობას (სისხლძარღვების დამცავი მოქმედება) და ამცირებს განვლადობას, ხელს უშლის რა სისხლის თხევადი კომპონენტის ჭარბ შეღწევას ქსოვილებში (გამავლობისა და შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედება). პრეპარატი აძლიერებს C ვიტამინის მოქმედებას, რაც გავლენას ახდენს მემბრანის განვლადობაზე და თრგუნავს ჰიალურონის სინთეზს, რომელიც აქტივაციის შედეგად გამოიმუშავებს მუკოპოლისაქარიდს - ჰიალურონის მჟავას, რომელიც, თავის მხრივ, პასუხს აგებს სისხლძარღვების კედლების სიმტკიცეზე. გარდა ამისა, აღინიშნება ჰისტამინის (პისტამინი აფართოებს სისხლძარღვებს და იწვევს შეშუპებას) გამოთავისუფლების შემცირება.
კარბაზოქრომი – ორთოქინონი, ადრენალინის დაჟანგვის პროდუქტი სიმპატომიმეტური აქტივობის გარეშე, მეორეხარსხოვანი ამინის ჯგუფისა და ო-დიფენოლის ჯგუფის არარსებობის გამო. სისხლმდენი ზონის წვრილ სისხლძარღვებზე ადგილობრივი სისხლძარღვთა შემავიწროვებელი მოქმედება ზეგავლენას ახდენს სისხლდენის ხანგრძლივობის შემცირებაზე. აღნიშნული ეფექტი ვითარდება არტერიული წნევის მომატებისა და გულის მუშაობაზე ზეგავლენის გარეშე. გამოვლინდა, რომ კარბაზოქრომი აშკარა ზეგავლენას ახდენს კაპილარების სიმტკიცესა და განვლადობაზე, ასევე სისხლძარღვთა ტონუსსა და შეკუმშვის ძალაზე. საინექციო ხსნარი გამოიყენება გადაუდებელ შემთხვევაში, როცა საჭიროა სწრაფი თერაპიული ეფექტი.

ჩვენებები
- ქრონიკული ვენური უკმარისობა, ვენების ვარიკოზული შეშუპება, ზედაპირული თრომბოფლებიტი, პერიფლებიტი, პოსტტრავმული შეშუპება, ჰემატომები, ტროფიკული დარღვევები ქრონიკული ვენური უკმარისობის დროს (დერმატიტები, ტროფიკული წყლულები);
- ჰემოროიდული კვანძები; 
- დიაბეტური ანგიოპათია;
- რეტინოპათია.

მიღების წესები და დოზები
დოზირების რეჟიმი და მკურნალობის კურსი ინდივიდუალურია: 3-9 მლ დღეში კუნთში.

გვერდითი მოვლენები
პრეპარატი კარგად გადაიტანება, გვერდითი მოვლენების გარეშე.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატის მიღება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული.

განსაკუთრებული მითითებები
გავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე: 
მკურნალობის პერიოდში პრეპარატი არ ახდენს გავლენას ფსიქომოტორული რეაქციების სიჩქარეზე.

ჭარბი დოზირება
პრეპარატის თვითნებური თუ უნებლიე ჰიპერდოზირების სიმპტომები არ აღინიშნება. ჰიპერდოზირების შემთხვევაში მკურნალობა სიმპტომურია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
აძლიერებს ასკორბინის მაჟავას მოქმედებას სისხლძარღვის კედლის სტრუქტურასა და განვლადობაზე. 
არ შეიძლება ამპულის შიგთავსის შერევა ასკორბინის მჟავას შემცველ ხსნარებთან.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არა უმეტეს 25°C ტემპერატურის პირობებში.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი წარმოების თარიღიდან.
ნუ გამოიყენებთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქში გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II - ექიმის რეცეპტით.

სად შევიძინოთ?