Nuk
ტენიპრა 120 მგ / Tenipra 120 mg


ტენიპრა 120 მგ გასტრორეზისტენტული მყარი კაფსულა

 პერორალური გამოყენებისთვის.

აქტიური სუბსტანცია:  თითოეული კაფსულა შეიცავს 120 მგ დიმეთილ ფუმარატს.

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, სილიციფირებული მიკროკრისტალური ცელულოზა, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, მეთაკრილის მჟავა მეთილის მეთაკრილატის კოპოლიმერი (1:1), ტრიეთილის ციტრატი, ტალკი, მეტაკრილის მჟავა ეთილის აკრილატის კოპოლიმერი (1:1) დისპერსია 30%, ჟელატინი (მსხვილფეხა საქონლის ჟელატინი), ტიტანის დიოქსიდი,, bright blue FCF-FD&C blue 1, რკინის ოქსიდი შავი და რკინის  ოქსიდი ყვითელი.

 

 1. რას წარმოადგენს ტენიპრა და რისთვის გამოიყენება?

ტენიპრა 120 მგ წარმოდგენილია ბლისტერულ შეფუთვაში, რომელიც  შეიცავს 14 გასტრორეზისტენტულ მყარ კაფსულას.

კაფსულებს აქვთ გაუმჭვირვალე თეთრი კორპუსი და გაუმჭვირვალე ღია მწვანე თავსახური.

ტენიპრა შეიცავს დიმეთილ ფუმარატს, როგორც აქტიურ ნივთიერებას.

ტენიპრა გამოიყენება მორეციდივე-რემიტიული გაფანტული სკლეროზის (გს) სამკურნალოდ.

გს არის ხანგრძლივი დაავადება, რომელიც გავლენას ახდენს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე (ცნს), განსაკუთრებით თავის და ზურგის ტვინის ფუნქციაზე. გს–ის მორეციდივე-რემიტიულ ტიპს ახასიათებს ნერვული სისტემის მხრივ სიმპტომების განმეორებითი შეტევები. სიმპტომები ვარირებს პაციენტიდან პაციენტამდე, მაგრამ ჩვეულებრივ მოიცავს სიარულის სირთულეებს, წონასწორობის დარღვევებს და მხედველობის სირთულეებს (მაგ., მხედველობის დაბინდვა ან გაორება). ეს სიმპტომები შეიძლება მთლიანად გაქრეს შეტევის დასრულების შემდეგ, მაგრამ გარკვეული პრობლემები შეიძლება მუდმივი იყოს.

ითვლება, რომ ტენიპრა მოქმედებს დამცავი სისტემის დათრგუნვის გზით, რაც აზიანებს თავის ტვინს და ზურგის ტვინს. ეს ხელს შეუწყობს თქვენი დაავადების გაუარესების გადადებას.

 

2. რა უნდა იცოდეთ ტენიპრას გამოყენებამდე?

არ გამოიყენოთ ტენიპრა, თუ:

თქვენ ხართ ჰიპერმგრძნობიარე (ალერგიული) დიმეთილ ფუმარატის ან ამ პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ.

თქვენ გაქვთ ეჭვი, რომ გაქვთ თავის ტვინის იშვიათი ინფექცია, რომელსაც ეწოდება პროგრესირებადი მულტიფოკალური ლეიკოენცეფალოპათია (პმლ) ან თუ პმლ დადასტურებულია.

 

გამოიყენეთ ტენიპრა სიფრთხილით შემდეგი მდგომარეობებისას

 

თუ თქვენი სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობა დიდხანს რჩება დაბალი, ტენიპრას გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ინფექცია სახელწოდებით პმლ. თქვენი ექიმი შეგატყობინებთ პმლ-ის შესახებ და, საჭიროების შემთხვევაში, შეაფასებს თქვენს მკურნალობას ტენიპრათი.

 

ტენიპრამ შეიძლება გავლენა მოახდინოს სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობაზე, თირკმლებზე და ღვიძლზე. ტენიპრას მიღების დაწყებამდე თქვენი ექიმი გააკეთებს სისხლის ანალიზს თქვენი სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის განსასაზღვრად და რეგულარულად შეამოწმებს თქვენს თირკმლებსა და ღვიძლს. მკურნალობის განმავლობაში თქვენი ექიმი პერიოდულად ჩაგიტარებთ გამოკვლევებს. თუ თქვენი სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობა მცირდება მკურნალობის დროს, ექიმმა შეიძლება განიხილოს დამატებითი ანალიტიკური ზომები ან შეწყვიტოს მკურნალობა.

თუ,

გაქვთ თირკმლის მძიმე დაავადება.

გაქვთ ღვიძლის მძიმე დაავადება,

გაქვთ კუჭის ან ნაწლავის დაავადება.

თუ გაქვთ მძიმე ინფექცია (როგორიცაა პნევმონია).

 

ტენიპრათ მკურნალობისას შეიძლება განვითარდეს ჰერპეს ზოსტერი (სარტყლისებრი ლიქენი). ზოგიერთ შემთხვევაში, ვითარდება სერიოზული გართულებები. თუ თქვენ გაქვთ ეჭვი სარტყლისებრ ლიქენი რომელიმე სიმპტომზე, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ექიმს.

თუ ფიქრობთ, რომ გაფანტული სკლეროზის მიმდინარეობა უარესდება (როგორიცაა სისუსტე ან მხედველობის ცვლილებები) ან თუ შეამჩნევთ რაიმე ახალ სიმპტომს, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, რადგან ეს შეიძლება იყოს თავის ტვინის იშვიათი ინფექციის ნიშნები, რომელსაც ეწოდება პროგრესირებადი მულტიფოკალური ლეიკოენცეფალოპათია (პმლ). პმლ არის სერიოზული მდგომარეობა, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს მძიმე ინვალიდობა ან სიკვდილი. 

იშვიათი, მაგრამ სერიოზული თირკმლის  დარღვევა (ფანკონის სინდრომი) დაფიქსირდა დიმეთილ ფუმარატის შემცველი პრეპარატის მიღებისას  ფუმარის მჟავას სხვა ესტერებთან კომბინაციაში, რომლებიც გამოიყენება ფსორიაზის (კანის დაავადების) სამკურნალოდ. თუ შეამჩნევთ, რომ უფრო ხშირად შარდავთ, გრძნობთ ძლიერ წყურვილს და ჩვეულებრივზე მეტ წყალს სვამთ, კუნთები უფრო სუსტი გეჩვენებათ, გაქვთ ძვლების მოტეხილობები, ან უბრალოდ გაწუხებთ ყრუ და მწვავე ტკივილები, მიმართეთ ექიმს, რომ ეს რაც შეიძლება მალე იყოს გამოკვლეული.

ტენიპრას მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

თუ ეს გაფრთხილებები გეხებათ თქვენ წარსულის რომელიმე პერიოდში, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს.

 

ტენიპრას გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად.

ტენიპრას მიღებიდან ერთი საათის განმავლობაში თავიდან უნდა იქნას აცილებული მაგარი ალკოჰოლური სასმელების მცირეზე მეტი რაოდენობით (50 მლ-ზე მეტი) მოხმარება (მოცულობით 30%-ზე მეტი ალკოჰოლის შემცველი). ალკოჰოლს შეუძლია ურთიერთქმედება ამ პრეპარატთან და გამოიწვიოს კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება (გასტრიტი), განსაკუთრებით მიდრეკილ ადამიანებში.

მიიღეთ ტენიპრა ჭამის შემდეგ. ამან შეიძლება ხელი შეუწყოს ზოგიერთი ძალიან ხშირი გვერდითი ეფექტის შემცირებას (რომლებიც ჩამოთვლილია მე-4 ნაწილში).

 

ორსულობა

პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ ორსულად ხართ, ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ ან გეგმავთ დაორსულებას, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს სანამ გამოიყენებთ ამ პრეპარატს.

თუ ორსულად ხართ, არ გამოიყენოთ ტენიპრა ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

 

თუ მკურნალობის დროს აღმოაჩენთ, რომ ორსულად იყავით, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

ძუძუთი კვება

პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

უცნობია გადადის თუ არა ტენიპრას მოქმედი ნივთიერება დედის რძეში. ტენიპრა არ უნდა იქნას გამოყენებული ძუძუთი კვების დროს. თქვენი ექიმი დაგეხმარებათ გადაწყვიტოთ, უნდა შეწყვიტოთ ძუძუთი კვება თუ გამოიყენოთ ტენიპრა. ეს გულისხმობს თქვენი ბავშვისთვის ძუძუთი კვების სარგებლის და თქვენთვის მკურნალობის სარგებელის დაბალანსებას.

 

ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

ტენიპრას გავლენა ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე უცნობია. არ არის მოსალოდნელი, რომ ტენიპრა იმოქმედებს ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის თქვენს უნარზე.

 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ტენიპრას ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ

თუ თქვენ არ ხართ ჰიპერმგრძნობიარე ტენიპრაში შემავალი დამხმარე ნივთიერებების მიმართ, ამ ნივთიერებების გამო გვერდითი ეფექტები მოსალოდნელი არ არის.

 

სხვა მედიკამენტები და ტენიპრა

აცნობეთ ექიმს, თუ იყენებთ შემდეგ მედიკამენტებს:

ფუმარის მჟავას ესტერების (ფუმარატების) შემცველი პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ფსორიაზის სამკურნალოდ.

სხვა პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება გს-ის სამკურნალოდ, რომლებიც გავლენას ახდენენ იმუნურ სისტემაზე (როგორიცაა ფინგოლიმოდი, ნატალიზუმაბი, ტერიფლუნომიდი, ალემტუზუმაბი, ოკრელიზუმაბი ან კლადრიბინი) ან სხვა სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ზოგადად გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ (რიტუქსიმაბი ან მიტოქსანტრონი)

მედიკამენტები, რომლებიც გავლენას ახდენენ თირკმლებზე, მათ შორის გარკვეული ანტიბიოტიკები (გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ), დიურეზული საშუალებები, გარკვეული ტიპის ტკივილგამაყუჩებლები (იბუპროფენი და სხვა მსგავსი ანთების საწინააღმდეგო და ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტები) და ლითიუმის შემცველი მედიკამენტები.

ტენიპრას გამოყენებამ გარკვეული ტიპის ვაქცინებთან ერთად (ცოცხალი ვაქცინები) შეიძლება გამოიწვიოს ინფექციები. ამიტომ, თავიდან უნდა იქნას აცილებული ერთდროული გამოყენება. თუ სხვა ტიპის ვაქცინები (ინაქტივირებული ვაქცინები) უნდა იქნას შეყვანილი, თქვენი ექიმი მოახდენს თქვენს ინფორმირებას.

თუ ამჟამად იყენებთ რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებს ან იყენებდით ცოტა ხნის წინ, გთხოვთ, აცნობოთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

 

3. როგორ გამოიყენება ტენიპრა?

სათანადო გამოყენების ინსტრუქცია და დოზირება/შეყვანის სიხშირე:

ყოველთვის გამოიყენეთ ტენიპრა თქვენი ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

საწყისი დოზა

ტებიპრას საწყისი დოზა არის 120 მგ (2x120 მგ) ორჯერ დღეში. გამოიყენეთ საწყისი დოზა პირველი 7 დღის განმავლობაში. შემდეგ გამოიყენეთ შემანარჩუნებელი დოზა.

შემანარჩუნებელი დოზა

ტენიპრას შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 240 მგ (2x240 მგ) დღეში ორჯერ.

 

მიღების გზა და მეთოდი

ტენიპრა მიიღება პერორალურად. გადაყლაპეთ თითოეული კაფსულა მთლიანად ჭიქა წყლის მიყოლებით. არ გაყოთ, დააქუცმაცოთ, გახსნათ, ჩაწუწნოთ ან დაღეჭოთ კაფსულები. ამან შეიძლება გამოიწვიოს ზოგიერთი გვერდითი ეფექტის გაძლიერება.

 

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი:

გამოყენება ბავშვებში:

ბავშვებში და მოზარდებში ტენიპრას გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგან ამ პოპულაციაში ტენიპრას გამოყენების შეზღუდული გამოცდილება არსებობს.

 

გამოყენება ხანდაზმულებში:

ტენიპრას გამოყენების გამოცდილება 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში არ არის საკმარისი. აქტიური ნივთიერების მოქმედების მექანიზმის გათვალისწინებით, ხანდაზმულ პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.

 

გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობები:

თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა:

ტენიპრას გამოყენების გამოცდილება თირკმლის და ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში არასაკმარისა. მედიკამენტის კლინიკურ კვლევებზე დაყრდნობით, ამ პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის. ტენიპრას გამოყენებისას პაციენტებში თირკმლის ან ღვიძლის მძიმე უკმარისობით სიფრთხილე უნდა იქნას დაცული.

თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ ტენიპრას ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

 

თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი ტენიპრა:

თუ მიიღეთ ტენიპრას ჭარბი რაოდენობა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. თქვენ შეიძლება გამოგივლინდეთ გვერდითი ეფექტები, რომლებიც მე-4 ნაწილში აღწერილი გვერდითი ეფექტების მსგავსია.

 

თუ მიიღეთ ტენიპრას ჭარბი რაოდენობა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

თუ დაგავიწყდათ ტენიპრას მიღება:

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ გამოტოვებული დოზა მიღებებს შორის მინიმუმ 4 საათის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაელოდეთ დოზის შემდეგ დაგეგმილ მიღებას.

თუ თქვენ გაქვთ რაიმე სხვა შეკითხვა ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

 

შესაძლო ეფექტები ტენიპრათი მკურნალობის შეწყვეტისას

არ შეწყვიტოთ ტენიპრას გამოყენება და არ შეცვალოთ დოზა ექიმთან საუბრის გარეშე.

 

4. რომელია შესაძლო გვერდითი ეფექტები?

ისევე როგორც ყველა მედიკამენტების შემთხვევაში, ადამიანებში, რომლებიც მგრძნობიარენი არიან ტენიპრაში შემავალი ნივთიერებების მიმართ, შეიძლება განვითარდეს გვერდითი ეფექტები.

 

თუ თქვენ გამოგივლინდათ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილიდან, შეწყვიტეთ ტენიპრას გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან ეწვიეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელ განყოფილებას:

 

მძიმე გვერდითი მოვლენები:

ტენიპრას შეუძლია შეამციროს ლიმფოციტების რაოდენობა (სისხლის თეთრი უჯრედების ტიპი). სისხლის თეთრი უჯრედების დაბალმა შემცველობამ დიდი ხნის განმავლობაში შეიძლება გაზარდოს ინფექციების რისკი, მათ შორის თავის ტვინის იშვიათი ინფექციის რისკი, რომელსაც ეწოდება პროგრესირებადი მულტიფოკალური ლეიკოენცეფალოპათია (პმლ).

პმლ–მ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ინვალიდობა ან სიკვდილი. პმლ ვლინდება მკურნალობის დაწყებიდან 1-დან 5 წლამდე და ამიტომ ექიმმა უნდა გააგრძელოს თქვენი სისხლის თეთრი უჯრედების მონიტორინგი მთელი მკურნალობის განმავლობაში და დააკვირდეს პმლ-ის შესაძლო სიმპტომებს, როგორც ეს აღწერილია ქვემოთ.  თქვენი პმლ-ის რისკი შეიძლება იყოს უფრო მაღალი, თუ ადრე იღებდით პრეპარატს, რომელიც აზიანებს თქვენი სხეულის იმუნური სისტემის ფუნქციონირებას.

პმლ–ის სიმპტომები შეიძლება იყოს მორეციდივე გს–ის მსგავსი. სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ახალ ან გაუარესებულ სისუსტეს, მოუხერხებლობას, მხედველობის, აზროვნების ან მეხსიერების ცვლილებებს სხეულის ცალ მხარეს, ან დაბნეულობას ან პიროვნულ ცვლილებებს, ან მეტყველებისა და კომუნიკაციის დარღვევებს, რომლებიც გრძელდება რამდენიმე დღეზე მეტი ხნის განმავლობაში.

ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რაც შეიძლება მალე ექიმთან მიმართვა, თუ ფიქრობთ, რომ თქვენი გაფანტული სკლეროზი (გს) უარესდება, ან თუ შეამჩნევთ რაიმე ახალ სიმპტომს ტექფიდერათი მკურნალობის დროს. ასევე ესაუბრეთ თქვენს პარტნიორს ან მომვლელებს და აცნობეთ მათ თქვენი მკურნალობის შესახებ. თქვენ შეიძლება განიცადოთ სიმპტომები, რომლებიც არ იცით.

თუ თქვენ გამოგივლინდათ რომელიმე ჩამოთვლილი სიმპტომი, შეწყვიტეთ ტენიპრას გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

მძიმე ალერგიული რეაქციები

სერიოზული ალერგიული რეაქციების (ანაფილაქსია) სიხშირის შეფასება არსებული მონაცემებით შეუძლებელია. (უცნობი).

სახის ან სხეულის წამოწითლება ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენაა. თუმცა, თუ გამონაყარს თან ახლავს წითელი გამონაყარი ან ჭინჭრის ციება და არსებობს რომელიმე შემდეგი სიმპტომი:

სახის, ტუჩების, პირის ღრუს და ენის შეშუპება (ანგიოედემა)

ხიხინი, სუნთქვის გაძნელება ან ქოშინი (დისპნოე, ჰიპოქსია)

თავბრუსხვევა ან გონების დაკარგვა (ჰიპოტენზია)

ეს ყველაფერი ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია. თუ თქვენ გაქვთ რომელიმე ამ გვერდითი ეფექტებიდან, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ მძიმე ალერგია ტენიპრას მიმართ. შეწყვიტეთ ტენიპრას მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.

გვერდითი ეფექტები ჩამოთვლილია როგორც აღწერილია შემდეგ კატეგორიებში.

ძალიან ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1 პაციენტში მაინც.

ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს 10-დან ერთზე ნაკლებ პაციენტში, მაგრამ 100-დან ერთზე მეტ პაციენტში.

არახშირი: შეიძლება გამოვლინდეს 100–დან 1-ზე ნაკლებ პაციენტთან, მაგრამ 1.000-დან ერთზე მეტ პაციენტში;

იშვიათი: შეიძლება გამოვლინდეს 1.000-დან ერთზე ნაკლებ პაციენტში, მაგრამ 10.000-დან ერთზე მეტ პაციენტში;

ძალიან იშვიათი: შეიძლება გამოვლინდეს 10.000-დან ერთზე ნაკლებ პაციენტში.

უცნობი: არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით.

ალიან ხშირი:

წამოწითლება, ცხელება, სახის წვა ან ქავილი

დიარეა

გულისრევა (ცუდად ყოფნის შეგრძნება)

კუჭის ტკივილი ან კუჭის სპაზმები

პრეპარატის საკვებთან ერთად მიღება ხელს უწყობს გვერდითი ეფექტების შემცირებას.

კეტონები, ორგანიზმში ბუნებრივად წარმოქმნილი ნივთიერებები, რომლებიც ყველაზე ხშირად ვლინდება შარდის ანალიზში ტენიპრას გამოყენებისას.

გაესაუბრეთ ექიმს ამ გვერდითი ეფექტების შესახებ. ექიმმა შესაძლოა შეამციროს  პრეპარატის თქვენი დოზა. არ შეამციროთ თქვენი პრეპარატის დოზა, სანამ ექიმი არ გეტყვით.

ხშირი:

ნაწლავის კედლის ანთება (გასტროენტერიტი)

ღებინება

საჭმლის მონელების დარღვევა (დისპეფსია)

კუჭის კედლის ანთება (გასტრიტი)

კუჭ-ნაწლავის სისტემის დარღვევები

ვის შეგრძნება

წამოხურება, სიცხის შეგრძნება

კანის ქავილი

გამონაყარი

ვარდისფერი ან წითელი ლაქები კანზე (ერითემა)

გვერდითი ეფექტები, რომლებიც ვლინდება სისხლისა და შარდის ანალიზებში:

სისხლის თეთრი უჯრედების დაბალი დონე სისხლში (ლიმფოპენია, ლეიკოპენია). სისხლის თეთრი უჯრედების დაქვეითება ნიშნავს, რომ თქვენს ორგანიზმს გაუჭირდება ინფექციასთან ბრძოლა. თუ გაქვთ სერიოზული ინფექცია (როგორიცაა ფილტვების ანთება), დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

ცილა შარდში (ალბუმინი)

სისხლში ღვიძლის ფერმენტების (ალტ, ასტ) მატება

არახშირი:

ალერგიული რეაქციები (ჰიპერმგრძნობელობა)

 

უცნობი (არ შეიძლება შეფასდეს ხელმისაწვდომი მონაცემებით).

პროგრესირებადი მულტიფოკალური ლეიკოენცეფალოპათია (პმლ)

ღვიძლის ანთება და ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება (ალტ ან ასტ ბილირუბინთან ერთად)

 

თუ აღგენიშნებათ რაიმე გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ფურცელ–ჩანართში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

 

შეტყობინება გვერდითი ეფექტების შესახებ

თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი ეფექტი, რომელიც ჩამოთვლილია ან არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ–ჩანართში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. გარდა ამისა, გთხოვთ, გვერდითი ეფექტების შესახებ, რომლებიც თქვენ გამოგივლინდათ,  შეატყობინოთ თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრს (TÜFAM), დაწკაპუნებით ღილაკზე „გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება” მისამართზე www.tick.gov.tr ​​ან დარეკოთ შეტყობინების ცხელ ხაზზე 0 800 314 00 08. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, თქვენ შეგიძლიათ დახმარების გაწევა ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდებაში.

 

5. როგორ ინახება ტენიპრა?

შეინახეთ ტენიპრა ბავშვებისთვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილას და თავის შეფუთვაში.

შეინახეთ ტენიპრა ოთახის ტემპერატურაზე 25ºC-ზე ქვემოთ.

 

გამოიყენეთ ვარგისობის ვადის შესაბამისად.

არ გამოიყენოთ ტენიპრა ეტიკეტზე ან შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

ვარგისობის ვადა ეხება თვის ბოლო დღეს. თუ შეამჩნევთ დეფექტს პროდუქტზე და/ან შეფუთვაზე, არ გამოიყენოთ ტენიპრა.

არ გადააგდოთ მედიკამენტები, რომლებსაც გაუვიდა ვადა ან არ გამოგიყენებიათ! გაანადგურეთ პროდუქტი გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრული შეგროვების სისტემის გამოყენებით.

 

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

სად შევიძინოთ?