Nuk
ქაფურის სპირტი / Spiritus Camphoratus

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): camphorae
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტისეპტიკური საშუალებები
  • მწარმოებელი კომპანია: Moscow pharmaceutical factory
  • მწარმოებელი ქვეყანა: რუსეთი
  • გამოშვების ფორმა: 10% 40 მლ გარეგანი გამოყენების სპირტხსნარი მინის ფლაკონიN1
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა 100 მლ:
მოქმედი ნივთიერება: ქაფური 2 გ. ან 10 გ.
დამხმარე ნივთიერება: ეთანოლი (ეთილის სპირტი) 70% 100 მლ-მდე
აღწერა: გამჭირვალე, უფერო სითხე კამფორის დამახასიათებელი სუნით.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ბუნებრივი წარმოშობის სამკურნალო საშუალება, ახდენს ადგილობრივ საანესთეზიო, ანტისეპტიკურ, ანთების საწინააღმდეგო და ანალგეტიკურ მოქმედებას. ახდენს მგრძნობიარე ნერვულ დაბოლოვებების აგზნებას, რეფლექტორულად აუმჯობესებს ქსოვილების და ორგანოების ტროფიკას.

ფარმაკოკინეტიკა:
კანის ზედაპირზე წასმისას ნაწილობრივ შეიწოვება, განიცდის დაჟანგვას. დაჟანგვის პროდუქტები უერთდება გლუკურონის მჟავას და გამოიყოფა თირკმელებით. კამფორის ნაწილი შეუცვლელი სახით გამოიყოფა ფილტვებით და ნაღველით.

ჩვენებები:
მიალგია, მიოზიტი, ართრალგია, იშიაზი, ნაწოლების განვითარების პროფილაქტიკა.

უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტისადმი, კანის საფარის მთლიანობის დარღვევა, ან დასატან ადგილებზე კანის ანთებითი დაავადებები (მათ შორის დერმატიტი, ეგზემა), ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი, ბავშვთა ასაკი (მონაცემების არარსებობის გამო).

მიღების წესი და დოზები:
გარეგანი გამოყენებისათვის. მიალგია, მიოზიტი, ართრალგია, იშიაზი: დაიტანება კანზე,  დაზიანებულ ადგილზე 2-3 ჯერ დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 7-10 დღეს. 
ნაწოლების განვითარების პროფილაქტიკა: კანის საფარის დამუშავება დღეში 2-3 ჯერ.

გვერდითი მოვლენები:
ალერგიული რეაქციები (ჭინჭრის ციება), კანის გაღიზიანება, თავის ტკივილი, 
თავბრუსხვევა.

დოზის გადაჭარბება:
სიმპტომები: აგზნებულობა, ტაქიკარდია, კრუნჩხვები.
მკურნალობა: სიმპტომური.

შენახვის პირობები:
შეინახეთ სინათლისგან დაცულ ადგილას 15 – 25 c ტემპერატურის პირობებში. 
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის დავა:
3 წელი.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:
გაიცემა ურეცეპტოდ.

მწარმოებელი/პრეტენზიების მიმღები ორგანიზაცია:
დსს “მოსკოვის ფარმაცევტული ფაბრიკა”
სად შევიძინოთ?