Nuk
სორბიფერ დურულესი / Sorbifer Durules


1. რას წარმოადგენს პრეპარატი სორბიფერ დურულესი გარსით დაფარული ტაბლეტები და რისთვის გამოიყენება

• პრეპარატი გამოიყენება ორგანიზმში რკინის ნაკლებობის აღმოსაფხვრელად. 

•  ორსულ ქალებსა და სისხლის დონორებში რკინის დეფიციტის პროფილაქტიკისთვის, როდესაც კვების რაციონი ვერ უზრუნველყოფს რკინის ადეკვატურ მიღებას.

 

2. რა უნდა იცოდეთ პრეპარატ  სორბიფერ დურულესი  გარსით დაფარული ტაბლეტების  მიღებამდე

არ მიიღოთ  პეპარატი სორბიფერ დურულესი გარსით დაფარული ტაბლეტები თუ:

• თქვენ გაქვთ ალერგია მოქმედი ნივთიერების ან  პრეპარატის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია მე-8 პარაგრაფში.

•  გაწუხებთ დაავადება, რომელსაც თან ახლავს რკინის გაზრდილი დეპონირება (მაგალითად, ჰემოქრომატოზი, ჰემოსიდეროზი).

• შევიწროებული გაქვთ საყლაპავი და/ან აღგენიშნებათ ცვლილებები (შევიწროება) საჭმლის მომნელებელ ტრაქტში. 

• რამდენჯერმე გადაგისხეს სისხლი.

•  გაწუხებთ ანემიის სხვა ტიპები, რომლებიც არ არიან რკინადეფიციტურები,  გარდა იმ დაავადებებისა, რომელთა დროსაც ვითარდება  რკინის უკმარისობაც.

სიფრთხილის ზომები სამედიცინო გამოყენებისას

პრეპარატ სორბიფერ დურულესი გარსით დაფარული ტაბლეტების გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.

აღნიშნული პრეპარატი ეფექტურია მხოლოდ იმ დაავადებებისას, რომელთაც თან ახლავს რკინის დეფიციტი. მკურნალობის დაწყებამდე, საჭიროა რკინადეფიციტური მდგომარეობის  დადასტურება. სხვა, არა-რკინადეფიციტური ანემიის ტიპების შემთხვევაში (ანემია ინფექციის გამო, ქრონიკული დაავადებების თანმხლები ანემია), პრეპარატის დანიშვნა ზედმეტია.

აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ გაქვთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებითი ან წყლულოვანი დაავადება, რადგან შიგნით მისაღები რკინის პრეაპარატებით მკურნალობის დროს შეიძლება გამწვავდეს ეს დაავადებები.

პირის ღრუში წყლულების გაჩენის და კბილების შეღებვის რისკის გამო, არ შეიძლება ტაბლეტების ჩაწუწვნა, ჩაღეჭვა ან პირში გაჩერება.  ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, წყლის დაყოლებით. თუ არ შეგიძლიათ აღნიშნული რეკომენდაციის დაცვა ან გაქვთ გადაყლაპვის სირთულე, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.

ტაბლეტების სასუნთქ გზებში  შემთხვევითი მოხვედრის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. ეს აუცილებელია, ვინაიდან ტაბლეტების სასუნთქ გზებში მოხვედრის შემთხვევაში  არსებობს  ბრონქების წყლულების და სტენოზის (შევიწროება) განვითარების რისკი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს  პერმანენტული ხველა, სისხლიანი ნახველი და/ან ჰაერის უკმარისობის შეგრძნება, მაშინაც კი, თუ ტაბლეტი მოხვდა სასუნთქ გზებში რამდენიმე დღით ან რამდენიმე თვით ადრე ამ სიმპტომების გამოვლენამდე. ამიტომ, ექიმი სასწრაფოდ უნდა დარწმუნდეს, რომ ტაბლეტმა არ დააზიანა სასუნთქი გზები.

რკინის პრეპარატების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს განავლის შეღებვა შავ ფრად, რასაც არ აქვს  კლინიკური მნიშვნელობა.

ბავშვები და  18 წლამდე ასაკის მოზარდები

ტაბლეტების დანიშნვნა არ შეიძლება ახალშობილებისთვის და 12 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებისთვის.

სხვა სამკურნალო საშუალებები და პრეპარატი სორბიფერ დურულესი გარსით დაფარული ტაბლეტები

აუცილებლად აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს ყველა იმ სამკურნალო საშუალების შესახებ, რომელსაც იღებთ, ახლახანს იღებდით ან აპირებთ მიღებას, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემულ მედიკამენტები. 

პრეპარატ სორბიფერ დურულესის მიღება არ შეიძლება შემდეგ პრეპარატებთან ერთად:

• ინფექციების სამკურნალო პრეპარატები, როგორიცაა ტეტრაციკლინი, ოფლოქსაცინი, ნორფლოქსაცინი, ლევოფლოქსაცინი, ციპროფლოქსაცინი, მოქსიფლოქსაცინი ან სხვა ანტიბაქტერიული პრეპარატები, რომლებიც შეიცავენ მსგავს მოქმედ ნივთიერებებს; 

• კაპტოპრილი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის და გულის უკმარისობის სამკურნალოდ); 

• დეფეროქსამინი;  

• თუთია; 

• ციმეტიდინი (პრეპარატი გულძმარვისა და კუჭის წყლულის სამკურნალოდ); 

• ქლორამფენიკოლი (პრეპარატი ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ); 

•  პარკინსონის დაავადების სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც შეიცავენ ლევოდოფას ან კარბიდოფას; 

• მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც შეიცავენ მეთილდოფას;  

• ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის შემცველი პრეპარატები (მაგალითად, თიროქსინი); 

• ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, შემაერთებელი ქსოვილის დაავადებებისა და მეტაბოლური დარღვევების სამკურნალო საშუალებები, რომლებიც შეიცავენ პენიცილამინს (შეიძლება შემცირდეს როგორც ამ პრეპარატების, ასევე  რკინის შეწოვა);

• საკვები დანამატები, რომლებიც შეიცავენ კალციუმის ან მაგნიუმის კარბონატს, აგრეთვე  ანტაციდური საშუალებები, რომლებიც შეიცავენ ალუმინის ჰიდროქსიდს ან კალციუმის ან მაგნიუმის კარბონატს, ქმნიან კომპლექსს რკინის მარილებით, რამაც შეიძლება შეამციროს როგორც ამ პრეპარატების, ასევე რკინის შეწოვა; 

• პრეპარატები ოსტეოპოროზის სამკურნალოდ, რომლებიც შეიცავენ კლოდრონატს ან რიზდრონატს (სორბიფერ დურულესი აფერხებს ამ პრეპარატების შეწოვას);

პრეპარატი  სორბიფერ დურულესი ამცირებს ასეთი პრეპარატების ეფექტურობას. თუ მაინც აუცილებელია სორბიფერ დურულესის კომბინირებული გამოყენება ზემოთ ჩამოთვლილ რომელიმე პრეპარატთან, მაშინ ორი პრეპარატის მიღებას შორის უნდა შენარჩუნდეს მაქსიმალური შესაძლო დროის ინტერვალი  - სულ მცირე 2 საათი მაინც.

ურთიერთქმედება, რომელიც დაკავშირებულია ასკორბინის მჟავასთან

ასკორბინის მჟავა, რომელიც შედის პრეპარატ სორბიფერ დურულესის შემადგენლობაში:

• აუმჯობესებს რკინის პრეპარატების შეწოვას ნაწლავში, აგრეთვე რკინის შეწოვას საკვები პროდუქტებიდან;

• ზრდის სალიცილატების კონცენტრაციას სისხლში (ზრდის კრისტალურიის განვითარების რისკს);  

• ზრდის ანტიბიოტიკების დონეს, როგორებიცაა ბენზილპენიცილინი და ტეტრაციკლინი;

• ამცირებს პერორალური კონტრაცეპტივების კონცენტრაციას (ეთინილესტრადიოლი);

• აცეტილსალიცილის მჟავა, პერორალური კონტრაცეპტივები, ახლად დაწურული წვენები და ტუტე სასმელები ამცირებენ ასკორბინის მჟავის შეწოვას და ათვისებას;

• ზრდის ნორადრენალინის აქტივობას;  

• ამცირებს კუმარინის, ჰეპარინის წარმოებულების ანტიკოაგულანტურ ეფექტს;

• აჩქარებს ეთილის სპირტის გამოყოფას ორგანიზმიდან. შეიძლება გავლენა იქონიოს დისულფირამის ეფექტურობაზე ქრონიკული ალკოჰოლიზმის მკურნალობისას.

აცეტილსალიცილის მჟავა, პერორალური კონტრაცეპტივები, ახლად დაწურული წვენები და ტუტე სასმელები ამცირებენ ასკორბინის მჟავის შეწოვას და ათვისებას.

მიმართეთ ექიმს რჩევისთვის მედიკამენტების კომბინირებულ გამოყენებასთან  დაკავშირებით!

პრეპარატ სორბიფერ დურულესის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

პრეპარატ სორბიფერ დურულესის გამოყენებისას ჩაისთან, ყავასთან, კვერცხთან, რძის პროდუქტებთან, პურთან, რომელიც დამზადებულია მსხვილად დაფქვილი ფქვილისგან, მარცვლეულის ფანტელებთან ან ბოჭკოებით მდიდარ საკვებთან ერთად, შეიძლება შემცირდეს რკინის შეწოვა.

ფერტილობა, ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად, გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ, ან აპირებთ დაორსულებას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე აცნობეთ აღნიშნულის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. 

დანიშნული დოზებით, სორბიფერ დურულესის ტაბლეტების გამოყენება შესაძლებელია ორსულობის პერიოდში და ძუძუთი კვების დროს. 

თუ ხართ ორსულად ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან.

 

ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

სორბიფერ დურულესი არ ახდენს გავლენას ავტომობილის მართვასა და მექანიზმებთან მუშაობაზე - ასეთი მონაცემები არ არსებობს. 

 

3. როგორ უნდა მიიღოთ პრეპარატი  სორბიფერ დურულესი  გარსით დაფარული ტაბლეტები 

ეს პრეპარატი უნდა მიიღოთ ექიმის მითითებების მკაცრი დაცვით. თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს. 

დოზირების რეჟიმი 

ჩვეულებრივ რეკომენდებული დოზები:

რკინის დეფიციტის აღმოფხვრა:

მოზრდილები და 12 წელზე მეტი ასაკის მოზარდები:

ჩვეულებრივ რეკომენდებული დოზაა - 1 ტაბლეტი დღეში ორჯერ (დილით და საღამოს). გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში, დოზა შეიძლება შემცირდეს ნახევრით (1 ტაბლეტი/დღე-ღამეში).

საჭიროების შემთხვევაში, რკინადეფიციტური ანემიის დროს ექიმის რეკომენდაციით, დოზა შეიძლება გაიზარდოს 3-4 ტაბლეტამდე დღეში, ორ მიღებად (დილით და საღამოს). 

რკინის დეფიციტის პროფილაქტიკა ორსულობის დროს:

ორსულობის პირველი 6 თვის განმავლობაში რეკომენდებული დოზაა 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ.  ორსულობის ბოლო სამი თვის განმავლობაში და   ძუძუთი კვების დროს - 1 ტაბლეტი დღეში ორჯერ.

მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად, სისხლის განმეორებითი ლაბორატორიული ანალიზების საფუძველზე.

ბავშვები და  12 წლამდე ასაკის მოზარდები

ტაბლეტების დანიშნვნა არ შეიძლება ახალშობილებისთვის და 12 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებისთვის.

მიღების წესი

ტაბლეტები შიგნით მისაღებად.

არ შეიძლება ტაბლეტის დანაწევრება, ჩაღეჭვა, ჩაწუწვნა ან პირში გაჩერება. ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად წყლის დაყოლებით. ტაბლეტების მიღება უნდა მოხდეს ჭამამდე ან ჭამის დროს, ინდივიდუალური ტოლერანტობის გათვალისწინებით.

არ შეიძლება პაციენტისთვის ტაბლეტის მიცემა მწოლიარე მდგომარეობაში.

ტაბლეტების დანიშნვნა არ შეიძლება ახალშობილებისთვის და 12 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებისთვის.

თუ მიიღეთ დანიშნულ დოზაზე მეტი  სორბიფერ დურულესის ტაბლეტები, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას.

დოზის გადაჭარბება განსაკუთრებით საშიშია ბავშვებში.

 თუ თქენ დაგავიწყდათ სორბიფერ დურულესის ტაბლეტის მიღება

 არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზების სანაცვლოდ.

თუ დროზე ადრე წყვეტთ სორბიფერ დურულესის ტაბლეტების მიღებას 

 რ შეწყვიტოთ ტაბლეტების მიღება სისხლში რკინის დონის ნორმალიზების შემდეგ, თქვენს მკურნალ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. ორგანიზმში რკინის მარაგების შევსების მიზნით მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ექიმის დანიშნულების შესაბამისად (დაახლოებით 2 თვე). თუ რკინის უკმარისობას თან ახლდა კლინიკური სიმპტომები, მაშინ მკურნალობის საშუალო ხანგრძლივობა შეადგენს 3-6 თვეს. 

ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა სამკურნალო საშუალების მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ აღენიშნება.

ქვემოთ ჩამოთვლთაგან ნებისმიერი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან:

ხშირი (ვლინდება 100-დან 1-10 პაციენტში): 

- გულისრევა,

- მუცლის ტკივილი,

- დიარეა,

- ყაბზობა.

იშვიათი (ვლინდება 10 000-დან 1-10 პაციენტში): 

- საყლაპავში წყლულოვანი ცვლილებები, 

- საყლაპავის შევიწროება.

სიხშირე უცნობია:

- მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, როგორიცაა: 

- კანისმიერი გამონაყარი. 

-  მწვავე ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსიური რეაქცია), რომელსაც თან ახლავს სუნთქვის გაძნელება ან თავბრუსხვევა. სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს!  

- მწვავე ალერგიული რეაქცია (ანგიონევროზული შეშუპება), რომელსაც თან ახლავს სახის ან ხორხის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება. სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს! 

-  წყლულები პირის ღრუში (არასათანადოდ გამოყენების შემთხვევაში, ტაბლეტების ჩაღეჭვისას, ჩაწუწვნისას ან პირში გაჩერებისას შეიძლება გაჩნდეს წყლულები პირის ღრუში). 

- ღებინება. 

-  ნებისმიერ პაციენტში, განსაკუთრებით კი ხანდაზმულებში და პაციენტებში, რომელთაც უჭირთ ყლაპვა, არსებობს ყელის, საყლაპავის ან ბრონქების დაწყლულების რისკი (თუ ტაბლეტი ხვდება სასუნთქ გზებში). ტაბლეტის სასუნთქ გზებში მოხვედრის შემთხვევაში, არსებობს  ბრონქებში წყლულების გაჩენის რისკი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მათი შევიწროება.

შეტყობინება შესაძლო გვერდითი მოვლენების შესახებ

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. აღნიშნული რეკომენდაცია ვრცელდება ყველა  შესაძლო გვერდით მოვლენაზე, მათ შორის იმ გვერდით მოვლენებზეც, რომლებიც არ არის მითითებული   ფურცელ-ჩანართში. ასევე, შეგიძლიათ გვერდითი მოვლენების შესახებ აცნობოთ სამკურნალო საშუალებების გვერდითი მოვლენების საინფორმაციო მონაცემთა ბაზას, მათ შორის სამკურნალო პრეპარატების არაეფექტურობასთან დაკავშირებითაც. გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თქვენ დაგვეხმარებით უზრუნველვყოთ მეტი ინფორმაცია პრეპარატის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

 

5. პრეპარატ  სორბიფერ დურულესი  გარსით დაფარული ტაბლეტების  შენახვის პირობები 

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

არ მიიღოთ პრეპარატ სორბიფერ დურულესის ტაბლეტები, თუ არსებობს ხარისხის გაუარესების აშკარა ნიშნები (მაგალითად, ფერის შეცვლა).

 

6. ვარგისიანობის ვადა

ვარგისიანობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.

არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადის გასვლის თარიღად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.

არ გადაყაროთ სამკურნალო საშუალებები საყოფაცხოვრებო ნარჩენებში ან ჩამდინარე წყლებში. თუ აუცილებელია პრეპარატის უტილიზაცია, რომელიც აღარ არის საჭირო, გაიარეთ კონსულტაცია ფარმაცევტთან. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაბინძურების თავიდან აცილებას.

 

7. აფთიაქიდან გაცემის პირობა

გაიცემა რეცეპტის გარეშე.

 

8. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს პრეპარატი  სორბიფერ დურულესი  გარსით დაფარული ტაბლეტები

მოქმედი ნივთიერება:

ყოველი ტაბლეტი შეიცავს 320 მგ რკინის (II) სულფატს (რაც შეესაბამება Fe (II)-ის 100მგ-ს).

ყოველი ტაბლეტი შეიცავს 60მგ  ასკორბინის მჟავას.

დამხმარე ნივთიერებები:

ტაბლეტის ბირთვი: პოვიდონი, პოლიეთილენის ფხვნილი, კარბომერი 934 P, მაგნიუმის სტეარატი.

გარსი: ჰიპრომელოზა, პარაფინი მყარი, მაკროგოლი 6000, ტიტანის დიოქსიდი, რკინის ოქსიდი ყვითელი.

 პრეპარატ  სორბიფერ დურულესი  გარსით დაფარული ტაბლეტების გარეგანი სახე და შეფუთვის შიგთავსი

გარეგანი სახე:

ოსპისებრი, ოდნავ ორმხრივამოზნექილი, მქრქალი ყვითელი-ყვითელი ფერის გარსით დაფარული ტაბლეტები, ერთ მხარეს გრავირებულია „Z“, აქვს დამახასიათებელი სუნი.

შეფუთვა

50 ან 30 ტაბლეტი შეფუთულია ყავისფერი მინის ფლაკონებში, პოლიეთილენის სახურავით. ერთი ფლაკონი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად შეფუთულია მუყაოს კოლოფში.

 

სად შევიძინოთ?