Nuk
პროგესტერონ დეპო / Progesteron Depo


რა არის პროგესტერონ დეპო და რისთვის გამოიყენება იგი

პროგესტერონ დეპო (Progesteron Depo) არის პროდუქცია, რომელიც მსგავსია ქალის ბუნებრივად გამოყოფილი სქესობრივი ჰორმონის სახელწოდებით პროგესტერონი და განსხვავდება მოქმედების ხანგრძლივობით და სიძლიერით. პროგესტერონის მთავარი ეფექტები მოიცავს: თქვენი საშვილოსნოს მომზადება განაყოფიერებული კვერცხუჯრედის მიღებისთვის, მენსტრუალური ციკლის ხელშეწყობა, კვერცხუჯრედის მომწიფების ხელშეწყობა და ორსულობის შენარჩუნება.

პროგესტერონ დეპო (Progesteron Depo) გამოიყენება გინეკოლოგიაში, როდესაც არსებითად მნიშვნელოვანია ინექციის გამოყენება (პარენტერალური მეთოდით):

- პროგესტერონის ნაკლებობასთან დაკავშირებული მდგომარეობები (პრემენსტრუალური სინდრომი, ტკივილები მენსტრუაციის დროს, არარეგულარული ციკლი, ტკივილი გულმკერდის არეში)

- არაფერტილურობა ყვითელი სხეულის ნაკლებობის (უკმარისობის) გამო (სტრუქტურა, რომელიც ფორმირდება კვერცხუჯრედის გამოყოფის შემდეგ, აწარმოებს პროგესტერონს და ესტროგენს)

- ხელოვნური ციკლი, დაკავშირებული ესტროგენთან.

 პროგესტერონ დეპო გამოიყენება მეანობაში, როდესაც არსებობს მუცლის მოშლის რისკი, ან მუცლის მოშლის განმეორების პრევენციისთვის ან ნაადრევი მშობიარობის რისკის დროს.

 

რა უნდა იცოდეთ პროგესტერონ დეპოს მიღებამდე

არ გამოიყენოთ პროგესტერონ დეპო:

არ გამოიყენოთ პროგესტერონ დეპო, თუ:

- თუ გაქვთ ალერგია (გადამეტებული მგრძნობელობა) ჰიდროქსიპროგესტერონის კაპროატის ან ამ პრეპარატის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 პარაგრაფში)

- გაქვთ თრომბოფლებიტი (ვენის ანთება, რომელსაც თან ახლავს სისხლის შედედება) ან პულმონარული ემბოლიზმი,

- გაქვთ ან გქონდათ გულის ან სისხლძარღვების დაავადება (სისხლძარღვები ბლოკირებულია შედედებული სისხლით, გულის შეტევა, სტენოკარდიის შეტევა

- გაქვთ შაქრიანი დიაბეტი (სისხლში მომატებული შაქარი) სისხლძარღვების დაზიანებით

- თქვენ გაქვთ ან გქონდათ ნებისმიერი ღვიძლის დაავადება, რომლის შემდეგაც ღვიძლის ფუნქცია არ დაუბრუნდა ნორმას.

- გაქვთ ან გქონდათ ღვიძლის სიმსივნე.

- გაქვთ ჰორმონზე დამოკიდებული სიმსივნე ან ეჭვობთ ასეთი სიმსივნის არსებობაზე

თუ არ ხართ დარწმუნებული, გეხებათ თუ არა ზემოთჩამოთვლილთაგან ნებისმიერი, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას პროგესტერონ დეპოს მიღებამდე.

 

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

პროგესტერონ დეპოს გამოყენება არ არის რეკომენდირებული ორსულობის 36-ე კვირის შემდეგ, ბავშვის დაბადების შემდეგ მენსტრუალური ციკლის დარღვევების გამო (მენსტრუაციის არარსებობა, მენსტრუაციის პერიოდებს შორის საშვილოსნოს სისხლდენა).

პროგესტერონ დეპოს შეუძლია გაზარდოს თრომბოემბოლიზმის რისკი.

 

ორსულობა ან ლაქტაცია

თუ თქვენ ხართ ორსულად ან მეძუძური დედა, ან ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ დაორსულებას, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ რჩევისთვის თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა

კონტროლირებულმა კლინიკურმა ცდებმა არ გამოავლინეს რაიმე გვერდითი ეფექტი, დაკავშირებული ორსულობასთან ან ნაყოფის/ ახალშობილის ჯანმრთელობასთან, ჰიდროქსიპროგესტერონ კაპროატის გამო.

ორსულობის დროს ექიმმა შეიძლება გამოგიწეროთ პროფესტერონ დეპო. 

ლაქტაცია

პროგესტერონ დეპო არ არის რეკომენდირებული ლაქტაციის დროს.

 

როგორ უნდა გამოიყენოთ პროგესტერონ დეპო

პროდუქცია განკუთვნილია მოზრდილებისთვის.

პროგესტერონ დეპო მიიღება ღრმა ინექციით კუნთში (კუნთში). დოზირება დამოკიდებულია ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაზე.

პრეპარატი მიღებული უნდა იყოს დაუყოვნებლივ შპრიცის ავსების შემდეგ.

პროგესტერონ დეპო ყოველთვის მიიღება ღრმა ინექციით კუნთში (I.M.), ძალიან ნელა, გლუტეალურ ან დელტოიდურ კუნთში.

რეკომენდირებული დოზებია:

გინეკოლოგიური მდგომარეობების დროს, როდესაც ინექცირებული უნდა იყოს პრეპარატი (პარენტერალური მეთოდი):

- პროგესტერონის ნაკლებობასთან დაკავშირებული მდგომარეობები (პრემენსტრუალური სინდრომი, ტკივილები მენსტრუაციის დროს, არარეგულარული მენსტრუაცია, ტკივილი მკერდის არეში...)

- არაფერტილურობა ყვითელი სხეულის ნაკლებობის (უკმარისობის) გამო (სტრუქტურა, რომელიც ფორმირდება კვერცხუჯრედის გამოყოფის შემდეგ, აწარმოებს პროგესტერონს და ესტროგენს)

- ხელოვნური ციკლი, დაკავშირებული ესტროგენთან.

250 მგ დოზა ღრმა ინექციით კუნთში, ციკლის მე-16 დღეს (ესტროგენის იმპრეგნაციის დაწყებიდან 10 დღის შემდეგ ხელოვნური ციკლის შემთხვევაში).

თუ ვერ მოხერხდა მენსტრუალური სისხლდენის ნორმალიზება და თქვენი ციკლის რეგულირება, სავარაუდოა გქონდათ ესტროგენის უკმარისობა პროგესტერონ დეპოტის მიღების დაწყებამდე და ამიტომ უნდა მიიღოთ ესტროგენი. ამ შემთვევებში რეკომენდირებულია შემდეგი ციკლური თერაპია:

ესტრადიოლ ვალერატის 20 მგ კუნთში თქვენი მენსტრუალური ციკლის პირველ დღეს და პროგესტერონ დეპოტის 250 მგ და ესტრადიოლის ვალერატის 5 მგ მენსტრუალური ციკლის მეთხუთმეტე დღეს.

სამეანო ჩვენებებისთვის:

მუცლის მოშლის რისკი: სიმპტომების დაწყებიდან გაიკეთეთ კუნთში ღრმა ინექცია 500 მგ ოდენობით, შემდეგ ყოველ 2 დღეში, სანამ არ გაქრება მწვავე ნიშნები. ამას უნდა მოჰყვეს ერთი ინექცია კვირაში, ულტრახმოვანი მონიტორინგით.

მუცლის განმეორებით მოშლის პრევენცია ყვითელი სხეულის დადასტურებული უკმარისობის გამო: ორსულობის დიაგნოზის დადგენიდან, 500 მგ (ორი ამპულა) ღრმა ინექციით კუნთში, კვირაში ერთხელ; მკურნალობა ყველა შემთხვევაში გაგრძელდება კრიტიკული პერიოდიდან ერთი თვის ან ნაკლები ხნის განმავლობაში, გესტაციის მე-20 კვირამდე.

ნაადრევი მშობიარობის რისკი საშვილოსნოს ჰიპერმოტილურობის გამო: 500-1000 მგ კვირაში ერთხელ ან ყოველ მეორე დღეს.

თუ თვლით, რომ პროგესტერონ დეპოს გააჩნია ზედმეტად სუსტი ან ზედმეტად ძლიერი ზემოქმედება თქვენზე, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას

 

შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენა, თუმცა ისინი ყველასთან არ ვლინდება

არარეგულარული მენსტრუალური ციკლი

ალერგიული რეაქციები კანზე (გამონაყარი, ჭინჭრის ციებ-ცხელება, გასიება)

ანაფილაქტოიდური რეაქცია (მაგ. ხველება, სუნთქვის გართულება)

რეაციები ინექციის ადგილას (სიწითლე, გასიება, ტკივილი)

დიარეა 

 

როგორ უნდა შეინახოთ პროგესტერონ დეპო

შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ პროგესტერონ დეპო ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ, რომელიც აღნიშნულია შეფუთვაზე Exp.-ს  გვერდით. ვარგისიანობის ვადა გულისხმობს აღნიშნული თვის ბოლო დღეს.

შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში სინათლისგან დაცვის მიზნით. 

ვარგისიანობის ვადა ამპულის გახსნის შემდეგ:  გამოიყენეთ დაუყოვნებლივ. 

 

შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს პროგესტერონ დეპო

აქტიურ ინგრედიენტს  წარმოადგენს ჰიდროქსიპროგესტერონის კაპროატი.

საინექციო ხსნარის 1 მლ შეიცავს 250 მგ ჰიდროქსიპროგესტერონის კაპროატს.

სხვა ინგრედიენტებია: ბენზილის ბენზოატი; ბენზილის სპირტი; ზეთისხილის ზეთი, რაფინირებული.

 

როგორ გამოიყურება პროგესტერონ დეპო და შეფუთვის შიგთავსი

სუფთა, უფერო ან ყვითელი ან მომწვანო-ყვითელი ზეთიანი ხსნარი

სად შევიძინოთ?