Nuk
ნუკლეო ც.მ.პ. ფორტე / NUCLEO CMF FORTE


ზოგადი დახასიათება:

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: თეთრი ფერის ფხვნილი.

შემადგენლობა: 1 ამპულა ლიოფილიზირებული ფხვნილით შეიცავს ციტიდინ-5-მონოფოსფატის დინატრიუმის მარილს 10 მგ, ურიდინ-5-ტრიფოსფატის ტრინატრიუმის მარილს,  ურიდინ-5-დიფოსფატის დინატრიუმის მარილს, ურიდინ-5-მონოფოსფატის დინატრიუმის მარილს  სულ 6 მგ-ს (შეესაბამება 2,660 მგ სუფთა ურიდინს).

დამხმარე ნივთიერებები: მანიტოლი.

გამხსნელი: წყალი, ნატიუმის ქლორიდი.

სამკურნალწამლო ფორმა: საინექციო ხსნარის მოსამზადებელი ლიოფილიზირებული ფხვნილი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დარღვევების სამკურნალო სხვა საშუალებები.

ათქ-კოდი: M09AX

ფარმაკოლოგიური თვისებები: ნუკლეო ცმფ ფორტე  უზრუნველყოფს ფოსფატურ ჯგუფებს, რომლებიც აუცილებელია  მონოსაქარიდების ცერამიდებთან გასაერთიანებლად ცერებროზიდებისა და ფოსფატური მჟავების წარმოსაქმნელად, რომლებიც წარმოადგენენ სფინგომიელინისა და გლიცეროფოსფოლიპიდების საფუძველს. სფინგომიელინი და გლიცეროფოსფოლიპიდები წარმოადგენენ მიელინის გარსის  ძირითად კომპონენტებს.  ამგვარად, ნუკლეო ცმფ ფორტე ავლენს ტროფიკულ თვისებებს და ხელს უწყობს ნერვული ქსოვილის აქსონების რეგენერაციას.

გამოყენების ჩვენებები: ნუკლეო ცმფ ფორტე ინიშნება  შემდეგი წარმოშობის ნევრალგიების სამკურნალოდ:  ძვალ-სახსროვანი  (რადიკულოპათიები:  ლუმბაგო, ლუმბალგია, ლუმბოიშიალგია), მეტაბოლური (ალკოჰოლური, დიაბეტური პოლინეიროპათია), ინფექციური წარმოშობის (სარტყლისებრი ლიქენი, განგლიონიტი), ასევე სამწვერა ნერვის, სახის  ნერვის ანთების დროს,  ნეკნთაშუა ნევრალგიის, ფლექსიტების დროს.

მიღების მეთოდი და დოზირება. ნუკლეო ცმფ ფორტეს ინექციები ინტრამუსკულარული გამოყენებისათვის.

გამოყენებამდე აუცილებელია გამხსნელის გადატანა ამპულაში, სადაც მოთავსებულია ლიოფილიზირებული ფხვნილი.

მოზრდილებში, ხანდაზმულ პაციენტებში და მოზარდებში 14  წლიდან ნუკლეო ცმფ ფორტე ინიშნება  შემდეგი დოზით: 1 ინექცია 1-ჯერ დღეღამეში.

ბავშვებში 2-დან 14 წლამდე ნუკლეო ცმფ ფორტე რეკომენდირებულია შემდეგი დოზით: 1 ინექცია ყოველ ორ დღეში ერთხელ.

მკურნალობის რეკომენდირებული კურსი: პრეპარატი ინიშნება დღეღამეში ერთი ინექციის სახით 3 ან 6 დღის განმავლობაში, შემდეგ გრძელდება 1-2 კაფსულის მიღება 2-ჯერ დღეღამეში 10 დღის განმავლობაში.

საჭიროების შემთხვევაში მიღება შესაძლებელია გაიზარდოს 20 დღემდე, თუ ეს აუცილებელია სამედიცინო ჩვენებებით.

გვერდითი მოვლენები აღწერილი არ ყოფილა.

უკუჩვენებები ცნობილი ალერგიული რეაქციები პრეპარეატის კომპონენტების მიმართ, 2 წლამდე ბავშვთა ასაკი.

დოზის გადაჭარბება პრეპარატის დაბალი ტოქსიკურობის  გათვალისწინებითმოწამვლის ალბათობა  დაბალია თერაპიული დოზის შემთხვევით გადაჭარბების დროსაც კი.

განსაკუთრებული მითითებები გამოყენებისათვის

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში უკუნაჩვენები არ არის, მაგრამ მიღების მიზანშეწონილობა დგინდება პოტენციურ რისკზე მიღების უპირატესობის გათვალისწინებით.

სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე გავლენა  ნუკლეო ცმფ ფორტე გავლენას არ ახდენს  სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან დადგენილი არ არის.

შენახვის პირობები და ვადები შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე, ოთახის ტემპერატურაზე (არა უმეტეს 30°C ტემპერატურაზე).

შენახვის ვადა - 2 წელი.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

 

შეფუთვა: 3 ამპულა ლიოფილიზირებული ფხვნილით და 3 ამპულა გამხსნელით მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

მწარმოებელი ფერრერ ინტერნაციონალ ს.ა.  

მისამართი: 08028 ბარსელონა, ესპანეთი, გრან ვია კარლოსი III, 94

 

სად შევიძინოთ?