Nuk
ნივალინი / NIVALIN


რას წარმოადგენს ნივალინი და რისთვის გამოიყენება
ნივალინი – სამკურნალო პრეპარატია, რომელიც შეიცავს მოქმედ ნივთიერებას გალანტამინს, ალკალოიდს, რომელიც იზოლირებულია თოვლის თეთრყვავილადან. გალანტამინი განეკუთვნება აცეტილქოლინესთერაზის ინჰიბიტორების სამკურნალო პრეპარატების ჯგუფს. ის ზრდის აცეტილქოლინის დონეს, რომელიც მონაწილეობს თავის ტვინში და პერიფერიულ ნერვებში ნერვული იმპულსების გატარებაში. აუმჯობესებს ალცჰეიმერით დაავადებული პაციენტების მდგომარეობას, ანელებს მის განვითარებას.
გამოიყენება სუსტად გამოხატულიდან ზომიერად გამოხატული ალცჰეიმერის ტიპის დემენციისას, პერიფერიული ნერვების დაავადებებისას, რომლების დაკავშირებულია მოძრაობის დარღვევასთან (პოლირადიკულონევრიტი, ნევრიტი, პოლინევრიტი, პოლინევროპათიები), კუნთების სისუსტის (გრავის მიასთენია), კუნთების პროგრესირებადი დისტროფიის, პოლიომიელიტის, ბავშვთა ცენტრალური დამბლის დროს.

ნივალინის მიღებამდე
არ მიიღოთ ნივალინი
- თუ გაქვთ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) მოქმედი ნივთიერების გალანტამონის ჰიდრობრომიდის, ან ნივალინის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.
- თუ გაქვთ რომელიმე შემდეგი დაავადებებიდან: თირკმლის და/ან ღვიძლის მძიმე უკმარისობა; ბრონქული ასთმა; გულის რითმის სიხშირის მნიშვნელოვან შემცირებასთან, ან გამტარებლობის დარღვევასთან (წინაგულ-პარკუჭოვანი ბლოკადა) დაკავშირებული გულის დაავადება; სტენოკარდია; გულის მძიმე უკმარისობა (გულის კუნთის სისუსტე); ეპილეფსია; ჰიპერკინეზიები (თვითნებური მოძრაობები).

ნივალინის გამოყენებისას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ:
- გაქვთ გულის რითმის დარღვევა პულსის დაქვეითებით, ან იღებთ სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც იწვევენ მის შემცირებას;
- გაქვთ კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;
- გაქვთ ფილტვების ქრონიკული დაავადება ბრონქების სპაზმით;
- გაქვთ შარდის შეკავება, ან ახლახან ჩაიტარეთ წინამდებარე ჯირკვლის ოპერაცია;
ზოგადი ნარკოზით ქირურგიული ოპერაციის ჩატარებამდე, საჭიროა აცნობოთ მკურნალ ექიმს იმის შესახებ, რომ იღებთ ნივალინს.
პრეპარატით მკურნალობისას, რეკომენდებულია დიდი რაოდენობით სითხის მიღება.
პრეპარატით მკურნალობისას, შესაძლებელია წონის შემცირება. რეკომენდებულია წონის კონტროლი, განსაკუთრებით პაციენტებში დემენციით.

სხვა სამკურნალო პრეპარატების გამოყენება
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ:
- არითმიის, ან მომატებული არტერიული წნევის სამკურნალო პრეპარატებს (ქინიდინი, დიგოქსინი, ბეტა-ბლოკატორები, როგორიცაა ატენოლოლი, პროპრანოლოლი, მეტოპროლოლი);
- ანტიბიოტიკებს (გენტამიცინი, ამიკაცინი, ერითრომიცინი);
- ციმეტიდინს;
- დეპრესიის სამკურნალო პრეპარატებს, როგორიცაა პაროქსეტინი, ფლუოქსეტინი;
- კეტოკონაზოლი (სოკოს საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებები);
- რიტონავირი (შიდსის სამკურნალო პრეპარატი);
ამ სამკურნალო საშუალებებმა შეიძლება გააძლიერონ ნივალინის გვერდითი მოვლენები, ან შეცვალონ მისი სამკურნალო მოქმედება;
- ნივალინმა შეიძლება შეასუსტოს ისეთი სამკურნალო საშუალებების მოქმედება, როგორიცაა ატროპინი, ბენზოჰექსონიუმი და სხვა განგლიობლოკატორები, ტუბოკურარინი.
გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ, ან ახლახან იღებდით სხვა სამკურნალო საშუალებებს, იმათი ჩათვლით, რომლებიც გაიცემა ურეცეპტოდ.

ორსულობა და ძუძუთი კვება
ნივალინის გამოყენებამდე, მიმართეთ რჩევისთვის თქვენს ექიმს.
ორსულებში ნივალინის გამოყენების უსაფრთხოება დადგენილი არ არის, ამიტომ ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში მისი გამოყენება რეკომენდებული არ არის. 

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
ნივალინით მკურნალობისას, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში, შეიძლება განვითარდეს მხედველობის დარღვევა, ძილიანობა და თავბრუსხვევა. ასეთ შემთხვევაში, ამ სიმპტომების გაქრობამდე არ მართოთ სატრანსპორტო საშუალებები და არ შეასრულოთ სამუშაო, რომელიც მოითხოვს მომატებულ ყურადღებას.

განსაკუთრებული ინფორმაცია ნივალინის ზოგიერთ კომპონენტზე
სამკურნალო პრეპარატი დამხმარე ნივთიერების სახით შეიცავს ხორბლის სახამებელს. მისაღებია პაციენტებისათვის ცელიაკიით. პაციენტებმა ხორბალზე ალერგიით (რომელიც განსხვავდება ცელიაკიისაგან), არ უნდა მიიღონ ეს სამკურნალო საშუალება.
თუ გაქვთ ზოგიერთი გლუკოზის აუტანლობა, ნივალინით მკურნალობის დაწყებამდე აცნობეთ მკურნალ ექიმს ამის შესახებ, რადგან ტაბლეტების შემადგენლობაში დამატებითი ნივთიერების სახით შედის ლაქტოზა.

როგორ მიიღოთ ნივალინი
ნივალინი ყოველთვის მიიღეთ ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ არ ხართ დარწმუნებული რამეში, კითხეთ თქვენს ექიმს.
ნივალინის ტაბლეტებს იღებენ შიგნით, ჭამის დროს. მკურნალობის დროს აუცილებელია დიდი რაოდენობით სითხეების მიღება.
მკურნალი ექიმი ადგენს დოზას და მკურნალობის ხანგრძლივობას.

თუ მიიღეთ ნივალინის საჭიროზე მეტი დოზა 
შესაძლებელია გულისრევის, ღებინების, მუცელში კოლიკის მსგავსი სპაზმების, დიარეის, არტერიული წნევის დაქვეითების, გულის რითმის გაიშვიათების, სუნთქვის გაძნელების, ძლეირი ნერწყვდენის, ცრემლდენის განვითარება, ხოლო უფრო მძიმე შემთხვევებში – კრუნჩხვები და კომა. ასეთი სიმპტომების გამოვლენისას, დაუყოვნებლივ მიმართეთ მკურნალ ექიმს, ან სამკურნალო დაწესებულებას.

თუ გამოტოვეთ ნივალინის მიღება
თუ გამოტოვეთ ერთი დოზა, მიიღეთ ის რაც შეიძლება მალე. თუ უკვე თითქმის დადგა შემდეგი დოზის მიღების დრო, მიიღეთ ის ჩვეულებრივ, დავიწყებული დოზის გამოტოვებით. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ. გააგრძელეთ წამლის მიღება ისე, როგორც მკურნალმა ექიმმა დაგინიშნათ.
თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები, რომელიც დაკავშირებულია ამ სამკურნალო საშუალების გამოყენებასთან, მიმართეთ თქვენს ექიმს.

შესაძლო გვერდითი მოვლენა
ნივალინმა სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველა შემთხვევაში არ ვლინდება.
გვერდითი მოვლენები უმთავრესად ვლინდება მკურნალობის დასაწყისში, ან დოზის მომატებისას და გაივლის თერაპიის პერიოდში. გულისრევა და ღებინება ჩვეულებრივ მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე დღეში ქრება. დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გაგინვითარდათ გულის რითმის დარღვევა, პალპიტაციები (უსიამოვნო შეგრძნება გულის არეში, რომელიც დაკავშირებულია გულის ცემასთან), ან გულის წასვლა.

გვერდითი მოვლენები კლაციფიცირდება სიხშირის მიხედვით და ორგანოების და ორგანოთა სისტემების დაზიანების შესაბამისად.
ძალიან ხშირი (1/10): გულისრევა, ღებინება.
ხშირი (1/100): მადის დაკარგვა, უმადობა; ჰალუცინაციები, დეპრესია;
თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ტრემორი, გულის წასვლა, ძილიანობა, ლეთარგია; გულის სიხშირის შენელება; არტერიული წნევის მომატება; ტკივილი მუცლის არეში, დიარეა, დისპეფსია, დისკომფორტი კუჭ-ნაწლავში; მომატებული ოფლიანობა; კუნთების სპაზმები; ნერვული გამოფიტვა, დაღლილობა, სისუსტე; სხეულის მასის შემცირება; დაცემა.
არახშირი (1/1 000): გაუწყლოვნება; მხედველობითი და სმენითი ჰალუცინაციები; სპონტანურად განვითარებული დაბუჟების, ჩხვლეტის, წვის, ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება, გემოს გაუკუღმართება, ჭარბი ძილიანობა დღის განმავლობაში და ძილის ხანგრძლივობის პათოლოგიური ზრდა; მხედველობის დაბინდვა; ხმაური ყურებში; გულის რითმის და გამტარებლობის დარღვევა (I ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადის ჩათვლით), არტერიული წნევის დაქვეითება, ალები; გულისრევის შეგრძნება; კუნთების სისუსტე; ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება.
იშვიათი (1/10 000): ჰეპატიტები.

თუ რომელომე გვერდითი მოვლენა ხდება სერიოზული, ან შენიშნეთ სხვა მოვლენა, რომელიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში, გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს.

მიღების წესი
გალანტამინის დოზირება და მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია სიმპტომების სიმძიმეზე და მკურნალობისადმი პაციენტის ინდივიდუალურ მგრძნობელობაზე.
ნივალინის ტაბლეტებს იღებენ შიგნით, ჭამის დროს. მკურნალობის პერიოდში აუცილებელია საკმარისი რაოდენობის სითხის მიღება.
მოზრდილები:
ჩვეულებრივ დოზა შეადგენს 10-40 მგ, გაყოფილი 2-4 მიღებაზე.
ალცჰეიმერის დაავადება
რეკომენდირებული საწყისი დოზა შეადგენს 5 მგ 2 ჯერ დღეში, უკეთესია დილით და საღამოს საკვების მიღებისას. მკურნალობის 4-კვირიანი კურსის ჩატარების შემდეგ, შეიძლება დოზის გაზრდა შემანარჩუნებელ დოზამდე – 20 მგ დღეში, გაყოფილი 2 მიღებაზე (10 მგ 2 ჯერ დღეში). დოზას ზრდიან კლინიკური სურათიდან და პაციენტის ინდივიდუალური რეაქციიდან გამომდინარე.
ბავშვები:
რეკომენდირებული სადღეღამისო დოზა ბავშვებისთვის შეადგენს:
- 6-დან 8 წლამდე – 5-10 მგ დღეში;
- 9-დან 11 წლამდე – 5-15 მგ დღეში;
- 12-დან 15 წლამდე – 5-25 მგ დღეში.
პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით: პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის ზომიერი დარღვევით (7-9 ხარისხი ჩჰილდ-Pუგჰ) შესაძლებელია სისხლის პლაზმაში გალანტამინის კონცენტრაციის მომატება, ამიტომ რეკომენდირებულია სადღეღამისო დოზის 15 მგ-მდე შემცირება.
გალანტამინის გამოყენება პაციენტებში ღვიძლის მძიმე უკმარისობით (>9 ხარისხი ჩჰილდ-Pუგჰ) წინააღმდეგნაჩვენებია.
პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით: გალანტამინი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა თირკმლებით. პაციენტებში თირკმლის ზომიერი უკმარისობით, დოზა არ უნდა აჭარბებდეს 15 მგ დღეში. პაციენტებში თირკმლის მძიმე უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი ნალკები 10 მლ/წთ), გალანტამინის გამოყენება წინააღმდეგნაჩვენებია.
მკურნალობის ხანგრძლივობა
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა ვარირებს ფართო ფარგლებში – რამოდენიმე კვირიდან რამოდენიმე წლამდე და დამოკიდებულია დაავადებასა და სამკურნალო საშუალების პაციენტის ინდივიდუალურ ამტანობაზე. გვერდითი მოვლენების განვითარებისას, აუცილებელია დოზის შემცირება, ან მკურნალობის შეწყვეტა 2-3 დღით, ამის შემდეგ მკურნალობის გაგრძელება უფრო დაბალი დოზებით. მკურნალობის უფრო ხანგრძლივი დროით შეწყვეტის შემთხვევაში, ნივალინის განმეორებითი მიღების დაწყება საჭიროა უფრო დაბალი დოზით, ოპტიმალური შემანარჩუნებელი დოზის თანდათან მიღწევით.

როგორ შეინახოთ ნივალინი
შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში, მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 250ჩ ტემპერატურის პირობებში. 
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ნივალინი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
სამკურნალო საშუალებები არ გადააგდოთ კანალიზაციაში, ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერში. კითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გაანადგუროთ თქვენთვის არასაჭირო სამკურნალო საშუალებები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს ნივალინი
5 მგ ტაბლეტები
- მოქმედი ნივთიერება: გალანტამინის ჰიდრობრომიდი 5 მგ.
- დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, ხორბლის სახამებელი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა (ტიპი 101), კალციუმის ჰიდროფოსფატ დიჰიდრატი.

10 მგ ტაბლეტები
- მოქმედი ნივთიერება: გალანტამინის ჰიდრობრომიდი 10 მგ.
- დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი (ტაბლეტოზა 70), ხორბლის სახამებელი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა (ტიპი 101).

როგორ გამოიყურება ნივალინი და რას შეიცავს შეფუთვა
ბრტყელი, მრგვალი, ორმხრივ წაკვეთილი ბოლოებით და გამყოფი ხაზით, თითქმის თეთრი ფერის, უსუნო, 6 მმ დიამეტრის ტაბლეტი.
შესაძლებელია ტაბლეტის გაყოფა ორ ტოლ ნაწილად.
5 მგ ტაბლეტები
20 ტაბლეტი მყარ, უფერო გამჭირვალე პვქ გარსის/ალუმინის ფოლგის ბლისტერზე; 1 ბლისტერი დანართ ფურცელთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
10 მგ ტაბლეტები
10 ტაბლეტი მყარ, მწვანე, გამჭირვალე პვქ გარსის/ალუმინის ფოლგის ბლისტერზე; 2 ბლისტერი დანართ ფურცელთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

სააფთიაქო ქსელიდან გაცემის პირობები
ფარმაცეტული პროდუქტის ჯგუფი II – გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.
სად შევიძინოთ?