Nuk
ნექსიუმი / NEXIUM


შემადგენლობა
ერთი ფლაკონი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება:L
ეზომეპრაზოლ ნატრიუმი 42.5მგ; 40მგ ეზომეპრაზოლის ექვივალენტი. 
დამხმარე ნივთიერებები :დინატრიუმის ედეტატი დიჰიდრატი 1,5მგ. ნატრიუმის ჰიდროქსიდი 0,2-1მგ. 

აღწერა
თეთრი ან თითქმის თეთრი ლიოფილიზატი დაპრესილი მასის სახით.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: კუჭის ჯირკვლების სეკრეციის დამაქვეითებელი საშუალება, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორი. 
ათქ კოდი: А02ВС05

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ეზომეპრაზოლი წარმოადგენს ომეპრაზოლის შ-იზომერს და პროტონული ტუმბოს სპეციფიური ინჰიბირების გზით აქვეითებს კუჭის პარიესულ უჯრედებში  მარილმჟავას სეკრეციას. ომეპრაზოლის შ- და  ღ-იზომერებს ახასიათებს მსგავსი ფარმაკოდინამიური აქტივობა. 

მოქმედების მექანიზმი
ეზომეპრაზოლი წარმოადგენს სუსტ ფუძეს, რომელიც კუჭის ლორწოვანი გარსის პარიესული უჯრედების სეკრეტორული მილაკების ძლიერ მჟავა გარემოში აქტიური ფორმაში გადადის და აინჰიბირებს პროტონულ ტუმბოს-ფერმენტ Н+/К+- ატფ-აზას, ამასთან ხდება მარილმჟავას როგორც ბაზალური, ისე სტიმულირებული სეკრეციის დათრგუნვა. 

გავლენა კუჭში მარილმჟავას სეკრეციაზე
გასტროეზოფაგალური რეფლუქსური დაავადების (გერდ) მქონე სიმპტომურ პაციენტებში დღის უმეტეს ნაწლში კუჭში მარილმჟავას სეკრეციის დაქვეითება აღინიშნებოდა ეზომეპრაზოლის 20 ან 40მგ-ს 5 დღის განმავლობაში მიღების შემდეგ. ეფექტი ერთნაირი იყო ინტრავენური შეყვანისას და შიგნით მიღებისას. ფარმაკოკინეტიკური მონაცემების ანალიზმა გამოავლინა შიგნით მიღების შემდეგ ურთიერთკავშირი მარილმჟავას სეკრეციის ინჰიბირებასა და პლაზმაში ეზომეპრაზოლის კონცენტრაციას შორის (კონცენტრაციის შეფასებისთვის გამოიყენებოდა პარამეტრი AUC – “კონცენტრაცია-დროის” მრუდი). 
80მგ ეზომეპრაზოლის 30 წუთის განმავლობაში ინტრავენური შეყვანის ფონზე შემდგომი გახანგრძლივებული, 23,5 საათის განმავლობაში ინტრავენური ინფუზიით 8მგ/სთ დოზით კუჭის  рН მნიშვნელობა 4-ზე მაღალი იყო საშუალოდ 21 საათის განმავლობაში, ხოლო 6-ზე მაღალი საშუალოდ 11-13 საათის განმავლობაში. 
თერაპიული ეფექტი, მიღწეული მარილმჟავას სეკრეციის ინჰიბირების შედეგად. 40მგ დოზით ნექსიუმის მიღებისას რეფლუქს-ეზოფაგიტის შეხორცება ხდება დაახლოებით 78%-ში თერაპიის 4 კვირის შემდეგ და 93%-ში - 8 კვირის შემდეგ. ნაჩვენებია პრეპარატ ნექსიუმის ეფექტურობა ენდოსკოპიურად დადასტურებული პეპტიური წყლულიდან სისხლდენის დროს. 
მარილმჟავას სეკრეციის ინჰიბირებასთან დაკავშირებული სხვა ეფექტები. პრეპარატებით მკურნალობის დროს, რომლებიც აქვეითებს კუჭის ჯირკვლების სეკრეციას, პლაზმაში გასტრინის კონცენტრაცია იზრდება მჟავას სეკრეციის დაქვეითების შედეგად. მარილმჟავას სეკრეციის დაქვეითების შედეგად იზრდება ქრომოგრანინ А (CgA)-ს კონცენტრაცია. CgA კონცენტრაციის მომატება შეიძლება გავლენას ახდენდეს ნეიროენდოკრინული სისტემის სიმსივნეების გამოსავლენი გამოკვლევის შედეგებზე. მოცემული გავლენის პრევენციისთვის პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების მიღება აუცილებლად უნდა შეწყდეს CgA კონცენტრაციის გამოკვლევამდე 5-14 დღით ადრე. თუ ამ დროის განმავლობაში  ჩგA კონცენტრაცია ნორმალურ მნიშვნელობას არ უბრუნდება, გამოკვლევა უნდა განმეორდეს. ბავშვებში და მოზრდილ პაციენტებში, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში იღებენ ომეპრაზოლს, აღინიშნება ენტეროქრომაფინის მსგავსი უჯრედების რაოდენობის მომატება, რაც დაკავშირებულია პლაზმაში გასტრინის კონცენტრაციის მომატებასთან. მოცემულ მოვლენას კლინიკური მნიშვნელობა არ აქვს. პაციენტებში, რომლებიც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იღებდნენ კუჭის ჯირკვლების სეკრეციის დამაქვეითებელ პერორალურ პრეპარატებს, ხშირად აღინიშნება კუჭში ჯირკვლოვანი კისტების წარმოქმნა. ეს მოვლენები განპირობებულია მარილმჟავას სეკრეციის გამოხატული დაქვეითების შედეგად განვითარებული ფიზიოლოგიური ცვლილებებით. კისტები კეთილთვისებიანია და უკუგანვითარებას ექვემდებარება. იმ სამკურნალო საშუალებების, მათ შორის  პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების გამოყენებას, რომლებიც თრგუნავს კუჭში მარილმჟავას სეკრეციას, ახლავს კუჭში მიკრობული ფლორის შემცველობის გაზრდა, რომელიც ნორმაში არსებობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციური დაავადებების რისკის უმნიშვნელო ზრდა, რომლებსაც იწვევს შალმონელლა სპპ. და ჩამპყლობაცტერ სპპ ბაქტერიები, ხოლო ჰოსპიტალიზირებულ პაციენტებში სავარაუდოდ ჩლოსტრიდიუმ დიფფიცილე.
1 თვეზე ნაკლები ასაკის და 1-11 თვის ბავშვებში პერორალურად ეზომეპრაზოლის 0,5მგ/კგ და 1,0მგ/კგ დოზის მიღების ფონზე აღინიშნა კუჭის рН-ის 4-ზე დაბალი მაჩვენებლის საშუალო დროის შემცირება.
ბავშვებში ეზომპერაზოლის უსაფრთხოების პროფილი მოზრდილების მსგავსია. 

ფარმაკოკინეტიკა
წონასწორული კონცენტრაციისას განაწილების მოცულობა ჯანმრთელ ადამიანებში შეადგენს დაახლოებით 0,22ლ/კგ-ს. ეზომეპრაზოლი 97%-ით უკავშირდება პლაზმის ცილებს. 
მეტაბოლიზმი და გამოყოფა. ეზომეპრაზოლი ექვემდებარება მეტაბოლიზმს ციტოქრომ Р450 სისტემის მონაწილეობით. ძირითადი ნაწილი მეტაბოლიზდება სპეციფიური პოლიმორფული იზოფერმენტის- СYР2С19 მონაწილეობით, ამასთან წარმოიქმნება ეზომეპრაზოლის ჰიდროქსილირებული და დესმეთილირებული მეტაბოლიტები. დარჩენილი ნაწილის მეტაბოლიზმი ხორციელდება იზოფერმენტ CYP3A4-ით; ამასთან წარმოიქმნება ეზომეპრაზოლის სულფოწარმოებული, რომელიც წარმოადგენს პლაზმაში განსაზღვრულ ძირითად მეტაბოლიტს. 
ქვემოთ მოყვანილი პარამეტრები ძირითადად ასახავს ფარმაკოკინეტიკის ხასიათს პაციენტებში იზოფერმენტ CYP2C19-ს მომატებული აქტივობით. საერთო კლირენსი შეადგენს დაახლოებით 17ლ/სთ-ს პრეპარატის ერთჯერადი მიღების შემდეგ და 9ლ/სთ-ს მრავალჯერადი მიღების შემდეგ. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 1,3 საათს სისტემური მიღებისას დღეში ერთხელ. “კონცენტრაცია-დროის” მრუდი  (AUC) იზრდება ეზომეპრაზოლის განმეორებითი მიღებისას. ეს ზრდა დროზე და დოზაზე დამოკიდებულია რაც წარმოადგენს ღვიძლში “პირველადი გავლისას მეტაბოლიზმის დაქვეითების,  აგრეთვე სისტემური კლირენსის დაქვეითების შედეგს რაც სავარაუდოდ გამოწვეულია ეზომეპრაზოლით და/ან მისი სულფოწარმოებულებით იზოფერმენტ CYP2C19 –ის ინჰიბირებით. დღეში ერთხელ ყოველდღიური მიღებისას ეზომეპრაზოლი სრულად გამოიყოფა სისხლის პლაზმიდან მიღებებს შორის შესვენების დროს და არ გროვდება. 
ეზომეპრაზოლის 40მგ-ს განმეორებითი ინტრავენური შეყვანისას პლაზმაში საშუალო მაქსიმალური კონცენტრაცია შეადგენს დაახლოებით 13,6მკმოლ/ლ-ს. ანალოგიური დოზების შიგნით მიღებისას პლაზმაში საშუალო მაქსიმალური კონცენტრაცია შეადგენს 4,6მკმოლ/ლ-ს. ეზომეპრაზოლის ინტრავენური შეყვანისას პერორალურ მიღებასთან შედარებით რამდენადმე მცირედ იზრდება საერთო ექსპოზიცია (დაახლოებით 30%-ით). ეზომეპრაზოლის 40, 80 და 120მგ დოზების ინტრავენური შეყვანისას 30 წუთის განმავლობაში და შემდეგ 23,5 საათის განმავლობაში 4მგ/სთ ან 8მგ/სთ შეყვანისას ნაჩვენები იყო შეყვანილ დოზაზე  AUC- ს ხაზოვანი დამოკიდებულება. 
ეზომეპრაზოლის ძირითადი მეტაბოლიტები გავლენას არ ახდენს კუჭში მარილმჟავას სეკრეციაზე. 
პერორალური გამოყენებისას დოზის 80%-მდე გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით შარდით, დანარჩენი რაოდენობა გამოიყოფა ფეკალურ მასებთან ერთად. შარდში ისაზღვრება უცვლელი ეზომეპრაზოლის 1%-ზე ნაკლები. 
ფარმაკოკინეტიკის თავისებურებები პაციენტების ზოგიერთ ჯგუფში. 
მოსახლეობის დაახლოებით 2,9±1,5% -ში შემცირებულია იზოფერმენტ CYP2C19-ის აქტივობა. ამგვარ პაციენტებში ეზომეპრაზოლის მეტაბოლიზმი ძირითადად ხორციელდება CYP3A4-ის საშუალებით. 40მგ ეზომეპრაზოლის განმეორებითი მიღებისას დღეში ერთხელ საშუალო АUС მნიშვნელობა 100%-ით აჭარბებს ამ პარამეტრის მნიშვნელობას პაციენტებში, რომლებშიც იზოფერმენტ  CYP2C19-ის აქტივობა მომატებულია. პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაციის მნიშვნელობა პაციენტებში იზოფერმენტის აქტივობის დაქვეითებით მომატებულია დაახლოებით 60%-ით. მსგავსი განსხვავებები გამოვლენილია ეზომეპრაზოლის ინტრავენური შეყვანისას. აღნიშნული თავისებურებები გავლენას არ ახდენს ეზომეპრაზოლის დოზაზე და გამოყენების მეთოდზე. ხანდაზმული ასაკის პაციენტებში (71-80 წელი) ეზომეპრაზოლის მეტაბოლიზმი მნიშვნელოვან ცვლილებებს არ განიცდის. ეზომეპრაზოლის მეტაბოლიზმი შეიძლება დაირღვეს პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ღვიძლის ფუნქციის ზომიერი დარღვევა. ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში მეტაბოლიზმის სიჩქარე დაქვეითებულია, რაც იწვევს ეზომეპრაზოლის “კონცენტრაცია-დროის” მრუდის გაორმაგებას. პრეპარატის დღეში ერთხელ შეყვანის დროს არ აღინიშნება ეზომეპრაზოლის და მისი ძირითადი მეტაბოლიტების კუმულაციის ტენდენცია. თირკმლის დაქვეითებული ფუნქციის მქონე პაციენტებში ფარმაკოკინეტიკა შესწავლილი არ არის. 
რადგან თირკმელებით ხორციელდება არა უშუალოდ ეზომეპრაზოლის, არამედ მისი მეტაბოლიტების გამოყოფა შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამგვარ პაციენტებში ეზომეპრაზოლის მეტაბოლიზმი არ იცვლება. 

გამოყენება ბავშვებში
0-18 წლის ბავშვებში ეზომეპრაზოლის ფარმაკოკინეტიკის შესწავლა ტარდებოდა დღეში ერთხელ 3 წუთიანი ინტრავენური ინექციის გამოყენებისას 4 დღის განმავლობაში. პლაზმაში პრეპარატის მაქსიმალურ წონასწორულ კონცენტრაციას (Сss,max) აფასებდნენ დოზის შეყვანიდან 5 წუთის შემდეგ ყველა ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებში, ხოლო მოზრდილ პაციენტებში 40მგ-ის შეყვანიდან 7 წუთის შემდეგ და 20მგ-ის ინფუზიის დასრულებისას. 
ცხრილში წარმოდგენილია ეზომეპრაზოლის სისტემური ექსპოზიციის შეფასების შედეგები გეომეტრიული საშუალოთი (დიაპაზონით). 

ასაკობრივი ჯგუფი

დოზა

AUC, მკმოლ სთ/ლ

Css,maxმკმოლ სთ/ლ

0-1 თვე*

0,5 mg/kg (n=6)

7,5 (4,5 – 20,5)

3,7 (2,7 – 5,8)

1-11 თვე*

1,0 mg/kg (n=6)

10,5 (4,5 – 22,2)

8,7 (4,5 – 14,0)

1-5 წელი

10 mg (n=7)

7,9 (2,9 – 16,6)

9,4 (4,4 – 17,2)

6-11 წელი

10 mg (n=8)

6,9 (3,5 – 10,9)

5,6 (3,1 – 13,2)

      20 mg (n=8)

20 mg (n=6)**

14,4 (7,2 – 42,3)

10,1 (7,2 – 13,7)

8,8 (3,4 – 29,4)

8,1 (3,4 – 29,4)

12-17 წელი

20 mg  (n=6)

8,1 (4,7 – 15,9)

7,1 (4,8 – 9,0)

40 mg (n=8)

17,6 (13,1 – 19,8)

10,5 (7,8 – 14,2)

მოზრდილები

20 mg (n=22)

5,1 (1,5 – 11,8)

3,9 (1,5 – 6,7)

40 mg (n=41)

12,6 (4,8 – 21,7)

8,5 (5,4 – 17,9)

* 0-1 თვის ასაკობრივი ჯგუფი მოიცავდა პაციენტებს კორექტირებული ასაკით (საშვილოსნოსშიდა ასაკის და დაბადების შემდგომი ასაკის ჯამი) 
≥ 32 სრული კვირა და < 44 სრული კვირა. 1 - 11 თვის ასაკობრივი ჯგუფი მოიცავდა პაციენტებს კორექტირებული ასაკით ≥ 44 სრული კვირა.
** ორი პაციენტი გამოირიცხა-ერთი იზოფერმენტ CYP2C19-ის აქტივობის დაქვეითების გამო, მეორე იზოფერმენტ CYP3A4-ის ინჰიბიტორის თანმხლები გამოყენების გამო. 
შედგენილი მოდელის თანახმად ეზომეპრაზოლის 10 წუთიანი, 20 წუთიანი და 30 წუთიანი ინტრავენური შეყვანის შემდეგ ჩსს,მახ საშუალოდ 37%-49%, 54%-66% და 61%-72%-ით შემცირდება ყველა ასაკობრივ ჯგუფში და დოზირების ჯგუფებში ჩსს,მახ მნიშვნელობასთან შედარებით 3 წუთიანი ინექციის შემდეგ. 

ჩვენება
მოზრდილები
-- პერორალური თერაპიის ალტერნატივის სახით მისი გამოყენების შეუძლებლობის შემთხვევაში: 
• გასტროეზოფაგალური რეფლუქსური დაავადებისას ეზოფაგიტით დაავადებულ პაციენტებში და/ან რეფლუქსური დაავადების გამოხატული სიმპტომებისას. 
• პეპტიური წყლულის შეხორცებისთვის, რომელიც დაკავშირებულია არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (აასს) გამოყენებასთან 
•  აასს-ს მიღებასთან დაკავშირებული პეპტიური წყლულის პროფილაქტიკისთვის რისკის ჯგუფის პაციენტებში 
--  პეპტიური წყლულიდან სისხლდენის რეციდივის პროფილაქტიკისთვის ენდოსკოპიური ჰემოსტაზის შემდეგ.  
ბავშვები (1-18 წლის ასაკში)
-- პერორალური თერაპიის ალტერნატივის სახით მისი გამოყენების შეუძლებლობის შემთხვევაში:
• გასტროეზოფაგალური რეფლუქსური დაავადებისას ეზოფაგიტით დაავადებულ პაციენტებში და/ან რეფლუქსური დაავადების გამოხატული სიმპტომებისას

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა ეზომეპრაზოლის, ჩანაცვლებული ბენზიმიდაზოლის ან პრეპარატის სხვა ინგრედიენტების მიმართ. 
ბავშვთა ასაკი 1 წლამდე ან ბავშვთა ასაკი 18 წლამდე სხვა ჩვენების დროს გარდა გასტროეზოფაგალური რეფლუქსური დაავადებისა. 
ეზომეპრაზოლი არ უნდა გამოიყენონ ატაზანავირთან და ნელფინავირთან ერთად (იხ. პარაგრაფი “ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და წამლისმიერი ურთიერთქმედების სხვა ფორმები”). 
სიფრთხილით-თირკმლის მძიმე უკმარისობით დაავადებული პაციენტები.  

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
ამ დროისთვის შეზღუდულია მონაცემები  ორსულობის დროს ეზოპემრაზოლის გამოყენების შესახებ. 
ცხოველების კვლევებში გამოვლენილი არ არის პრეპარატ ნექსიუმის® რაიმე პირდაპირი ან ირიბი უარყოფითი მოქმედება ემბრიონის ან ნაყოფის განვითარებაზე. პრეპარატის რაცემიული ნარევის შეყვანა აგრეთვე არ ახდენდა ცხოველებზე უარყოფით გავლენას მაკეობის პერიოდში, მშობიარობის დროს, აგრეთვე პოსტნატალური განვითარებისას.

ორსულებში პრეპარატის დანიშვნა უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს ნაყოფის პოტენციურ რისკს. არ არსებობს მონაცემები პრეპარატის გამოყენების შესახებ ლაქტაციის პერიოდში. უცნობია, გამოიყოფა თუ არა ეზომეპრაზოლი რძეში, ამიტომ ძუძუთი კვების პერიოდში ნექსიუმი არ უნდა დაინიშნოს. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატ ნექსიუმით® თერაპიის აუცილებლობისას უნდა განიხილონ ძუძუთი კვების შეწყვეტის საკითხი.  

გამოყენების მეთოდი და დოზირება
მოზრდილები
პერორალური თერაპიის ალტერნატივის სახით მისი გამოყენების შეუძლებლობის შემთხვევაში:
პერორალური თერაპიის ჩატარების შეუძლებლობისას პაციენტებს შეიძლება ურჩიონ ეზომეპრაზოლის პარენტერული შეყვანა დღეში ერთხელ 20-40მგ დოზით.
• გასტროეზოფაგალური რეფლუქსური დაავადებით დაავადებულ პაციენტებში (რომლებსაც აღენიშნებათ ეზოფაგიტი) რეკომენდებულია 40მგ დღეში ერთხელ. გერდ-ის სიმპტომების მკურნალობისას ნექსიუმი® გამოიყენება დღეში 20მგ დოზით. 
• აასს-ს მიღებასთან დაკავშირებული პეპტიური წყლულის შეხორცებისთვის რისკის ჯგუფის პაციენტებში რეკომენდებულია დღეში 20მგ ეზომეპრაზოლის მიღება. 
• აასს-ს მიღებასთან დაკავშირებული პეპტიური წყლულის პროფილაქტიკისთვის რისკის ჯგუფის პაციენტებში რეკომენდებულია დღეში 20მგ ეზომეპრაზოლის მიღება. 
როგორც წესი, ინტრავენური ფორმით მკურნალობის პერიოდი ხანგრძლივი არ არის, პაციენტი რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადაიყვანონ პრეპარატის პერორალურ მიღებაზე. 
პეპტიური წყლულიდან სისხლდენის რეციდივის პროფილაქტიკისთვის ენდოსკოპიური ჰემოსტაზის შემდეგ:
ენდოსკოპიური ჰემოსტაზის შემდეგ რეკომენდებულია 80მგ ეზომეპრაზოლი ინტრავენური ინფუზიის სახით 30 წუთის განმავლობაში, შემდეგ 8მგ/სთ-ს გახანგრძლივებული ინტრავენური ინფუზია 3 დღის (72 საათის) განმავლობაში. პარენტერული თერაპიის დასრულების შემდეგ მჟავას სეკრეციის დათრგუნვისთვის რეკომენდებულია ანტისეკრეტორული თერაპია (მაგალითად, 40მგ ეზომეპრაზოლი დღეში ერთხელ 4 კვირის განმავლობაში).

ინექციები
დოზა 40მგ
ეზომეპრაზოლის მომზადებული ხსნარი (5მლ, 8მგ/მლ) შეყავთ ვენაში არანაკლებ 3 წუთის განმავლობაში. 
დოზა 20მგ
ეზომეპრაზოლის მომზადებული ხსნარის ნახევარი (2,5მლ, 8მგ/მლ) შეყავთ ვენაში არანაკლებ 3 წუთის განმავლობაში. საჭიროა ხსნარის გამოუყენებელი ნარჩენის უტილიზაცია.
ინფუზიები
დოზა 40მგ
ეზომეპრაზოლის მომზადებული ხსნარი შეყავთ ინტრავენური ინფუზიის სახით 10-30 წუთის განმავლობაში.
დოზა 20მგ
ეზომეპრაზოლის მომზადებული ხსნარის ნახევარი შეყავთ ინტრავენური ინფუზიის სახით 10-30 წუთის განმავლობაში. საჭიროა ხსნარის გამოუყენებელი ნარჩენის უტილიზაცია.
დოზა 80მგ
ეზომეპრაზოლის მომზადებული ხსნარი შეყავთ ინტრავენური ინფუზიის სახით 30 წუთის განმავლობაში.
დოზა 8მგ/სთ
ეზომეპრაზოლის მომზადებული ხსნარი შეყავთ გახანგრძლივებული ინტრავენური ინფუზიის სახით 71,5 საათის განმავლობაში (8მგ/სთ). (მომზადებული ხსნარის შენახვის პირობები და ვადა იხ. პარაგრაფში “ხსნარის მომზადება”).
ბავშვები (1-18 წლის ასაკში)
პერორალური თერაპიის ალტერნატივის სახით მისი გამოყენების შეუძლებლობის შემთხვევაში:
• გასტროეზოფაგალური რეფლუქსური დაავადებისას ეროზიული რეფლუქს-ეზოფაგიტით დაავადებულ პაციენტებში და/ან რეფლუქსური დაავადების გამოხატული სიმპტომებისას-ეზომეპრაზოლი პარენტერალურად დღეში ერთხელ როგორც გერდ-ის მკურნალობის კურსის ნაწილი (დოზირების რეკომენდაციები წარმოდგენილია ცხრილში).
როგორც წესი ინტრავენური ფორმით მკურნალობის პერიოდი არ უნდა იყოს ხანგრძლივი, პაციენტი რაც შეიძლება მალე უნდა გადავიყვანოთ პრეპარატის პერორალურ მიღებაზე. 

ასაკი

ეროზიული რეფლუქს-ეზოფაგიტის მკურნალობა

გერდ-ის სიმპტომური მკურნალობა

1-11 წელი

სხეულის წონა < 20კგ:

10მგ დღეში ერთხელ 

სხეულის წონა ³ 20კგ: 10მგ ან 20მგ

დღეში ერთხელ

 

10 მგ დღეში ერთხელ

12-18 weli

40 მგ დღეში ერთხელ

20 მგ დღეში ერთხელ

ინექციები
დოზა 40მგ
ეზომეპრაზოლის მომზადებული ხსნარი (5მლ, 8მგ/მლ) შეყავთ ვენაში არანაკლებ 3 წუთის განმავლობაში. 
დოზა 20მგ
ეზომეპრაზოლის მომზადებული ხსნარის ნახევარი (2,5მლ, 8მგ/მლ) შეყავთ ვენაში არანაკლებ 3 წუთის განმავლობაში. საჭიროა ხსნარის გამოუყენებელი ნარჩენის უტილიზაცია.
დოზა 10მგ
1,25მლ ეზომეპრაზოლის მომზადებული ხსნარი (8მგ/მლ) შეყავთ ვენაში არანაკლებ 3 წუთის განმავლობაში. საჭიროა ხსნარის გამოუყენებელი ნარჩენის უტილიზაცია.
ინფუზიები
დოზა 40მგ
ეზომეპრაზოლის მომზადებული ხსნარი შეყავთ ინტრავენური ინფუზიის სახით 10-30 წუთის განმავლობაში.
დოზა 20მგ
ეზომეპრაზოლის მომზადებული ხსნარის ნახევარი შეყავთ ინტრავენური ინფუზიის სახით 10-30 წუთის განმავლობაში. საჭიროა ხსნარის გამოუყენებელი ნარჩენის უტილიზაცია.
დოზა 10მგ
ეზომეპრაზოლის მომზადებული ხსნარის მეოთხედი შეყავთ ინტრავენური ინფუზიის სახით 10-30 წუთის განმავლობაში. საჭიროა ხსნარის გამოუყენებელი ნარჩენის უტილიზაცია.
მომზადებული ხსნარის შენახვის პირობები და ვადა იხ. პარაგრაფში “ხსნარის მომზადება”.

თირკმლის ფუნქციის დარღვევა
თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში პრეპარატ ნექსიუმის®  დოზის კორექცია საჭირო არ არის. თირკმლის მძიმე უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში პრეპარატ ნექსიუმის® გამოყენების შეზღუდული გამოცდილების გამო ამგვარი პაციენტების მკურნალობისას საჭიროა სიფრთხილე (იხ. პარაგრაფი “ფარმაკოკინეტიკა”).

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
გერდ: ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი და საშუალო დარღვევის დროს პრეპარატ ნექსიუმის®  დოზის კორექცია საჭირო არ არის. პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა, მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 20მგ-ს (იხ. პარაგრაფი “ფარმაკოკინეტიკა”). 
სისხლდენა პეპტიური წყლულიდან: ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი და საშუალო დარღვევის დროს პრეპარატ ნექსიუმის®  დოზის კორექცია საჭირო არ არის. პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა, რეკომენდებულია პრეპარატ ნექსიუმის®  შეყვანის შემდეგი რეჟიმი: 80მგ ინტრავენური ინფუზიის სახით 30 წუთის განმავლობაში, შემდეგ გახანგრძლივებული ინტრავენური ინფუზია მაქსიმალური დოზით 4მგ/სთ 71,5 საათის განმავლობაში (იხ. პარაგრაფი “ფარმაკოკინეტიკა”).

ხანდაზმული ასაკის პაციენტები
ხანდაზმული ასაკის პაციენტებში პრეპარატ ნექსიუმის® დოზის კორექცია საჭირო არ არის.  

ხსნარის მომზადება 
მომზადებული ხსნარის დეგრადაცია ძირითადად დამოკიდებულია рН მნიშვნელობაზე, რის გამოც პრეპარატის გახსნისთვის გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ ნატრიუმის ქლორიდის 0,9%-იანი ხსნარი ინტრავენური შეყვანისთვის. 
მომზადებული ხსნარი არ უნდა შეურიონ და არ უნდა შეიყვანონ სხვა საშუალებებთან ერთად. 
გამოყენებამდე ხსნარი ვიზუალურად უნდა შეფასდეს, არ უნდა აღინიშნებოდეს ხილული მექანიკური შენარევი და ფერის ცვლილება. შეიძლება მხოლოდ გამჭვირვალე ხსნარის გამოყენება. მომზადებული ხსნარის შეყვანა საჭიროა მაშინვე (მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით). 
მომზადებული ხსნარი უნდა გამოიყენონ 12 საათის განმავლობაში. 
ინახება არაუმეტეს 30°С-ზე. 
ხსნარის გამოუყენებელი ნარჩენის უტილიზაცია საჭიროა ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად. 
ინექცია 40მგ
საინექციო ხსნარი (8მგ/მლ) მზადდება ეზომეპრაზოლის 40მგ-იან ფლაკონში 5მლ ნატრიუმის ქლორიდის 0.9%-იანი ხსნარის დამატებით. ეზომეპრაზოლის განზავებული ხსნარი წარმოადგენს გამჭვირვალე უფერო-მკრთალ ყვითელ სითხეს.
ინფუზია 40მგ
საინფუზიო ხსნარი მზადდება ერთი ფლაკონის შიგთავსის 40მგ-ს გახსნით 100მლ ნატრიუმის ქლორიდის 0,9%-იან ხსნარში. 
ინფუზია 80მგ
საინფუზიო ხსნარი მზადდება ორი 40მგ ფლაკონის შიგთავსის გახსნით 100მლ ნატრიუმის ქლორიდის 0,9%-იან ხსნარში. ეზომეპრაზოლის განზავებული ხსნარი წარმოადგენს გამჭვირვალე უფერო-მკრთალ ყვითელ სითხეს.

გვერდითი მოქმედება
ქვემოთ წარმოდგენილია გვერდითი ეფექტები, რომლებიც აღინიშნება პრეპარატ ნექსიუმის® ინტრავენური და პერორალური გამოყენებისას კლინიკური კვლევების ჩატარების დროს და პერორალური პრეპარატის პოსტმარკეტინგული კვლევის დროს. 
გვერდითი ეფექტების სიხშირე წარმოდგენილია შემდეგი გრადაციით: ძალიან ხშირი  (≥1/10); ხშირი (≥1/100, <1/10); ნაკლებად ხშირი (≥1/1000, <1/100); იშვიათი (≥1/10000, <1/1000); ძალიან იშვიათი (<1/10000).
კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ
ხშირი: რეაქციები პრეპარატის შეყვანის ადგილას*
ნაკლებად ხშირი: დერმატიტი, ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება; 
იშვიათი: ალოპეცია, ფოტოსენსიბილიზაცია; 
ძალიან იშვიათი: მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიური ეპიდერმალური ნეკროლიზი.
ძვალ-კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ
იშვიათი: ართრალგია, მიალგია; 
ძალიან იშვიათი: კუნთების სისუსტე. 
ნერვული სისტემის მხრივ
ხშირი: თავის ტკივილი; 
ნაკლებად ხშირი: თავბრუსხვევა, პარესთეზია, ძილიანობა; 
იშვიათი: გემოს დარღვევა. 
ფსიქიკის დარღვევა
ნაკლებად ხშირი: უძილობა; 
იშვიათი: დეპრესია; აგზნება, შფოთვა; 
ძალიან იშვიათი: ჰალუცინაციები, აგრესიული ქცევა. 
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
ხშირი: მუცლის ტკივილი, შეკრულობა, დიარეა, მეტეორიზმი, გულისრევა/ღებინება; 
ნაკლებად ხშირი: პირის სიმშრალე;
იშვიათი: სტომატიტი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის კანდიდოზი; 
ძალიან იშვიათი: მიკროსკოპული კოლიტი (ჰისტოლოგიურად დადასტურებული).
ღვიძლის და ნაღვლის გამომყოფი გზების მხრივ
ნაკლებად ხშირი: “ღვიძლის” ფერმენტების აქტივობის მომატება; 
იშვიათი: ჰეპატიტი (სიყვითლით ან მის გარეშე); 
ძალიან იშვიათი: ღვიძლის უკმარისობა, ენცეფალოპათია ღვიძლის დაავადებების მქონე პაციენტებში.
სასქესო ორგანოების და სარძევე ჯირკვლების მხრივ: 
ძალიან იშვიათი: გინეკომასტია. 
სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ
იშვიათი: ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია; 
ძალიან იშვიათი: აგრანულოციტოზი, პანციტოპენია. 
იმუნური სისტემის მხრივ
იშვიათი: მომატებული მგრძნობელობის რეაქციები (მაგალითად, ცხელება, ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქსური რეაქცია/ანაფილაქსიური შოკი).
სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოების და შუასაყრის მხრივ
იშვიათი: ბრონქოსპაზმი. 
თირკმლის და შარდის გამომყოფი გზების მხრივ
ძალიან იშვიათი: ინტერსტიციალური ნეფრიტი. 
მხედველობის ორგანოების მხრივ
იშვიათი: არამკვეთრი მხედველობა. 
ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ
ნაკლებად ხშირი: პერიფერიული შეშუპება; 
იშვიათი: ჰიპონატრიემია; 
ძალიან იშვიათი: ჰიპომაგნიემია, ჰიპოკალციემია მძიმე ჰიპომაგნიემიის შედეგად, ჰიპოკალიემია ჰიპომაგნიემიის შედეგად. 
ზოგადი დარღვევები:
იშვიათი: თვითგრძნობის გაუარესება, ოფლიანობა.
* რეაქციები პრეპარატის შეყვანის ადგილას ძირითადად აღინიშნებოდა კლინიკურ კვლევებში ეზომეპრაზოლის მაღალი დოზის დანიშვნისას 3 დღის (72 საათი) განმავლობაში. ეზომეპრაზოლის ინტრავენური გამოყენების კლინიკამდელ კვლევაში გამაღიზიანებელი მოქმედება გამოვლენილი არ იყო, თუმცა პრეპარატის კანქვეშ შეყვანის დროს აღინიშნა ეზომეპრაზოლის კონცენტრაციაზე დამოკიდებული სუსტი ანთებითი რეაქცია. 
კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტებში ომეპრაზოლის ინტრავენური შეყვანისას აღწერილია მხედველობის შეუქცევადი დარღვევის ერთჯერადი შემთხვევები, განსაკუთრებით მაღალი დოზების გამოყენებისას. პრეპარატის მიღებასთან მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დადგენილი არ არის. 
ბავშვებში ეზომეპრაზოლის გამოყენების უსაფრთხოების მონაცემები მოზრდილების მსგავსია. 

დოზის გადაჭარბება
ამ დროისთვის აღწერილია დოზის განზრახ გადაჭარბების უკიდურესად იშვიათი შემთხვევები. ეზომეპრაზოლის 280მგ დოზით პერორალური მიღებისას აღწერილი იყო საერთო სისუსტე და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სიმპტომები. 80მგ ეზომეპრაზოლის ერთჯერადი  მიღება და 308მგ-ს ინტრავენური შეყვანა 24 საათის განმავლობაში არ იწვევდა რაიმე უარყოფით შედეგს. ეზომეპრაზოლის ანტიდოტი უცნობია. ეზომეპრაზოლი კარგად უკავშირდება პლაზმის ცილებს, ამიტომ დიალიზი ნაკლებეფექტურია. დოზის გადაჭარბებისას აუცილებელია სიმპტომური და ზოგადი შემანარჩუნებელი მკურნალობის ჩატარება. 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და წამლისმიერი ურთიერთქმედების სხვა ფორმებ
ურთიერთქმედების შემსწავლელი კვლევები ტარდებოდა მხოლოდ მოზრდილი პაციენტების მონაწილეობით. 

ეზომეპრაზოლის გავლენა სხვა სამკურნალო პრეპარატების ფარმაკოკინეტიკაზე. 
კუჭში მარილმჟავას სეკრეციის დაქვეითებამ ეზომეპრაზოლით და პროტონული ტუმბოს სხვა ინჰიბიტორებით მკურნალობის ფონზე შეიძლება გამოიწვიოს სხვა პრეპარატების აბსორბციის შემცირება ან მომატება, რომელთა შეწოვაც დამოკიდებულია გარემოს მჟავიანობაზე. კუჭის წვენის მჟავიანობის დამაქვეითებელი სხვა პრეპარატების მსგავსად ეზომეპრაზოლით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს კეტოკონაზოლის, იტრაკონაზოლის და ერლოტინიბის აბსორბციის შემცირება და ისეთი პრეპარატების აბსორბციის მომატება, როგორიცაა დიგოქსინი. ომეპრაზოლის დღეში ერთხელ 20მგ-ს და დიგოქსინის ერთდროული მიღება ზრდის დიგოქსინის ბიოშეღწევადობას 10%-ით (დიგოქსინის ბიოშეღწევადობა იზრდებოდა 30%-მდე პაციენტების 20%-ში). 

ნაჩვენები იყო, რომ ომეპრაზოლი ურთიერთქმედებს რამდენიმე ანტირეტროვირუსულ პრეპარატთან. ამ ურთიერთქმედების მექანიზმი და კლინიკური მნიშვნელობა ყოველთვის ცნობილი არ არის. ომეპრაზოლით თერაპიის ფონზე рН მნიშვნელობის მომატება შეიძლება გავლენას ახდენდეს ანტირეტროვირუსული პრეპარატების შეწოვაზე. აგრეთვე შესაძლებელია იზოფერმენტ CYP2C19  დონეზე ურთიერთქმედება. ომეპრაზოლით თერაპიის ფონზე ომეპრაზოლის და ზოგიერთი ანტირეტროვირუსული პრეპარატის ერთად მიღებისას, როგორიცაა ატაზანავირი და ნელფინავირი აღინიშნება შრატში მათი კონცენტრაციის დაქვეითება. ამიტომ მათი ერთდროული გამოყენება რეკომენდებული არ არის. ჯანმრთელ მოხალისეებში ომეპრაზოლის (დღეში 40მგ) ატაზანავირთან 300მგ/რიტონავირთან 100მგ ერთად გამოყენება იწვევდა ატაზანავირის ბიოშეღწევადობის მნიშვნელოვან შემცირებას (“კონცენტრაცია-დროის” მრუდი, მაქსიმალური  (Cmax) და მინიმალური (Cmin) კონცენტრაციები მცირდებოდა დაახლოებით 75%-ით). ატაზანავირის დოზის გაზრდამ 400მგ-მდე არ მოახდინა ბიოშეღწევადობაზე ომეპრაზოლის მოქმედების კომპენსაცია. 
ომეპრაზოლის და სექვინავირის ერთად გამოყენებისას აღინიშნა შრატში სექვინავირის კონცენტრაციის მომატება, ზოგიერთ სხვა ანტირეტროვირუსულ პრეპარატთან ერთად გამოყენებისას მათი კონცენტრაცია არ იცვლებოდა. ომეპრაზოლის და ეზომეპრაზოლის მსგავსი ფარმაკოკინეტიკური და ფარმაკოდინამიური თვისებების გათვალისწინებით, ეზომეპრაზოლის ანტირეტროვირუსულ პრეპარატებთან ერთად გამოყენება, როგორიცაა ატაზანავირი და ნელფინავირი, რეკომენდებული არ არის.  
ეზომეპრაზოლი აინჰიბირებს CYP2C19 –ს, მის მეტაბოლიზმში მონაწილე ძირითად ფერმენტს. შესაბამისად ეზომეპრაზოლის გამოყენება სხვა პრეპარატებთან ერთად, რომელთა მეტაბოლიზმშიც მონაწილეობას იღებს იზოფერმენტი CYP2C19, როგორიცაა დიაზეპამი, ციტალოპრამი, იმიპრამინი, კლომიპრამინი, ფენიტოინი და სხვ. შეიძლება იწვევდეს პლაზმაში ამ პრეპარატების კონცენტრაციის მომატებას, რაც თავის მხრივ შეიძლება საჭიროებდეს დოზების შემცირებას. 30მგ ეზომეპრაზოლის და დიაზეპამის ერთად გამოყენებისას, 45%-ით ქვეითდება დიაზეპამის კლირენსი, რომელიც წარმოადგენს იზოფერმენტ CYP2C19-ის სუბსტრატს.
ეზომეპრაზოლის 40მგ-ს და ფენიტოინის ეპილეფსიით დაავადებულ პაციენტებში გამოყენებისას 13%-ით იზრდებოდა პლაზმაში ფენიტოინის ნარჩენი კონცენტრაცია. ამასთან დაკავშირებით ეზომეპრაზოლით მკურნალობის დასაწყისში და მისი მოხსნისას რეკომენდებულია პლაზმაში ფენიტოინის კონცენტრაციის კონტროლი. 
დღეში ერთხელ ომეპრაზოლის 40მგ-ს მიღება იწვევდა ვორიკონაზოლის (იზოფერმენტ CYP2C19-ის სუბსტრატი)   “კონცენტრაცია-დროის” მრუდის და Cmax –ის მომატებას 15% და 41%-ით შესაბამისად. 
პაციენტებში, რომლებიც ვარფარინით მკურნალობდნენ, 40მგ ეზომეპრაზოლის პერორალური მიღებისას კოაგულაციის შედედების დრო დასაშვებ ფარგლებში რჩებოდა. თუმცა ვარფარინის და ეზომეპრაზოლის ერთდროული გამოყენებისას აღინიშნა საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდების ინდექსის კლინიკურად მნიშვნელოვანი მომატების რამდენიმე შემთხვევა. ამასთან დაკავშირებით ამ პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას რეკომენდებულია პროთრომბინის დროის მონიტორინგი.  
კვლევების შედეგებით აღნიშნულია ფარმაკოკინეტიკური/ფარმაკოდინამიური ურთიერთქმედება კლოპიდოგრელს (დატვირთვის დოზა 300მგ და შემანარჩუნებელი 75მგ/დღეში) და ეზომეპრაზოლს (40მგ დღეში შიგნით) შორის, რაც იწვევს კლოპიდოგრელის აქტიური მეტაბოლიტის ექსპოზიციის შემცირებას საშუალოდ 40%-ით და ადფ-გამოწვეული თრომბოციტების აგრეგაციის მაქსიმალურ დაქვეითებას დაახლოებით 14%-ით. ამ ურთიერთქმედების კლინიკური მნიშვნელობა უცნობია. 
პაციენტების პროსპექტულ კვლევაში, რომლებიც  იღებდნენ პლაცებოს ან ომეპრაზოლს 20მგ/დღეში დოზით კლოპიდოგრელთან და აცეტილსალიცილის მჟავასთან ერთად და მასშტაბური რანდომიზებული კვლევების კლინიკური გამოსავლების ანალიზში ნაჩვენები არ იყო გულ-სისხლძარღვთა გართულებების რისკის მომატება კლოპიდოგრელის და პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების ერთდროულად გამოყენებისას ეზომეპრაზოლის ჩათვლით. რიგი  დაკვირვებითი კვლევების შედეგები წინააღმდეგობრივია და კლოპიდოგრელის და პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების ერთად გამოყენების ფონზე არ იძლევა ერთმნიშვნელოვან პასუხს გულ-სისხლძარღვთა თრომბოემბოლიური გართულებების მომატებული რისკის არსებობის ან არ არსებობის შესახებ. 
კლოპიდოგრელის გამოყენებისას 20მგ ეზომეპრაზოლის და 81მგ აცეტილსალიცილის მჟავას ფიქსირებულ კომბინაციასთან ერთად კლოპიდოგრელის აქტიური მეტაბოლიტის ექსპოზიცია დაქვეითდა თითქმის 40%-ით კლოპიდოგრელით მონოთერაპიასთან შედარებით, ამასთან ადფ გამოწვეული თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბირების მაქსიმალური დონეები ერთნაირი იყო, რაც სავარაუდოდ დაკავშირებულია აცეტილსალიცილის მჟავას დაბალი დოზის ერთდროულად გამოყენებასთან. 
ომეპრაზოლის გამოყენება დღეში 40მგ დოზით იწვევდა ცილოსტაზოლის Cmax და AUC  (“კონცენტრაცია-დროის” მრუდი) ზრდას 18%-ით და 26%-ით შესაბამისად. ცილოსტაზოლის ერთი აქტიური მეტაბოლიტისთვის ზრდამ შეადგინა 29% და 69% შესაბამისად. 
ჯანმრთელ მოხალისეებში ციზაპრიდის 40მგ ეზომეპრაზოლთან ერთად გამოყენება იწვევს ციზაპრიდის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების მნიშვნელობის მომატებას: AUC – 32%-ით და ნახევარგამოყოფის პერიოდის 31%-ით, თუმცა ამ შემთხვევაში პლაზმაში ციზაპრიდის მაქსიმალური კონცენტრაცია მნიშვნელოვნად არ იცვლება. QT ინტერვალის უმნიშვნელო გახანგრძლივება, რომელიც აღინიშნა ციზაპრიდით მონოთერაპიის დროს, ნექსიუმის დამატებისას არ გაზრდილა (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითებები”).   
ეზომეპრაზოლის და ტაკროლიმუსის ერთად გამოყენებისას აღინიშნა შრატში ტაკროლიმუსის კონცენტრაციის მომატება. 
ზოგიერთ პაციენტში აღინიშნა მეტოტრექსატის კონცენტრაციის მომატება პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებთან ერთდროული გამოყენებისას. მეტოტრექსატის მაღალი დოზების დანიშვნისას უნდა განიხილონ ეზომეპრაზოლის დროებით მოხსნის შესაძლებლობა. ნაჩვენებია, რომ ეზომეპრაზოლი არ იწვევს ამოქსიცილინის და ქინიდინის ფარმაკოკინეტიკის კლინიკურად მნიშვნელოვან ცვლილებას. 
არ ჩატარებულა ეზომეპრაზოლის სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების კვლევები მისი მაღალი დოზების (80მგ შემდეგ 8მგ/სთ) ინტრავენური გამოყენებისას. შესაძლებელია დოზირების ამგვარი რეჟიმის დროს ეზომეპრაზოლი ახდენდეს უფრო გამოხატულ გავლენას იზოფერმენტ CYP2C19-ის ფარმაკოკინეტიკაზე. ამიტომ ეზომეპრაზოლის ინტრავენური შეყვანისას პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ ინტენსიური დაკვირვების ქვეშ.

სამკურნალო პრეპარატების გავლენა ნექსიუმის ფარმაკოკინეტიკაზე
ეზომეპრაზოლის მეტაბოლიზმში მონაწილეობს იზოფერმენტები CYP2C19 და CYP3A4. ეზომეპრაზოლის კლარითრომიცინთან ერთად მიღება (500მგ დღეში ორჯერ, რომელიც აინჰიბირებს იზოფერმენტ CYP3А4-ს, იწვევს ეზომეპრაზოლის AUC მნიშვნელობის ორჯერ გაზრდას. ეზომეპრაზოლის და იზოფერმენტ CYP3А4 და CYP2C19-ის კომბინირებული ინჰიბიტორების, მაგ. ვორიკონაზოლის გამოყენება შეიძლება იწვევდეს ეზომეპრაზოლის  AUC –ს ორჯერ და მეტად ზრდას. როგორც წესი, ამ შემთხვევებში ეზომეპრაზოლის დოზის კორექცია საჭირო არ არის. ეზომეპრაზოლის დოზის კორექცია შეიძლება საჭირო გახდეს პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევით და პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას. 
იზოფერმენტ  CYP2C19 და CYP3A4-ის მაინდუცირებელი პრეპარატები, როგორიცაა რიფამპიცინი და კრაზანას პრეპარატები, ეზომეპრაზოლთან ერთად გამოყენებისას შეიძლება იწვევდეს პლაზმაში მისი კონცენტრაციის დაქვეითებას მეტაბოლიზმის დაჩქარების ხარჯზე. პრეპარატის განზავებისთვის უნდა გამოიყენონ მხოლოდ საშუალებები, რომლებიც აღნიშნულია პარაგრაფში “ხსნარის მომზადება”. 

განსაკუთრებული მითითებები
ნებისმიერი შემაშფოთებელი სიმპტომის არსებობისას (მაგ, ისეთი როგორიცაა სხეულის მასის მნიშვნელოვანი სპონტანური დაქვეითება, განმეორებითი ღებინება, დისფაგია, სისხლიანი ღებინება ან მელენა), აგრეთვე კუჭის წყლულის არსებობისას (ან კუჭის წყლულზე ეჭვისას) უნდა გამოირიცხოს ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების არსებობა, რადგან ნექისუმით® მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს სიმპტომატიკის წაშლა და გადაავადოს დიაგნოზის დასმა. იშვიათ შემთხვევებში პაციენტებში, რომლებიც ხანგრძლივად იღებენ ომეპრაზოლს, კუჭის სხეულის ლორწოვანი გარსის ბიოპტატების ჰისტოლოგიური გამოკვლევისას ვლინდებოდა ატროფიული გასტრიტი. კვლევის შედეგებით აღნიშნულია ფარმაკოკინეტიკური/ფარმაკოდინამიური ურთიერთქმედება კლოპიდოგრელს (დატვირთვის დოზა 300მგ და შემანარჩუნებელი დოზა 75მგ/სთ) და ეზომეპრაზოლს (40მგ/დღეში, შიგნით) შორის, რაც იწვევს კლოპიდოგრელის აქტიური მეტაბოლიტისადმი ექსპოზიციის დაქვეითებას საშუალოდ 40%-ით და თრომბოციტების ადფ-ინდუცირებული აგრეგაციის მაქსიმალური ინჰიბირებას საშუალოდ 14%-ით. 
ამიტომ უნდა მოერიდონ ეზომეპრაზოლის და კლოპიდოგრელის ერთად გამოყენებას (იხ. პარაგრაფი “ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და წამლისმიერი ურთიერთქმედების სხვა ფორმები”). ცალკეული დაკვირვებითი კვლევები მიუთითებს, რომ პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებით მკურნალობამ შეიძლება უმნიშვნელოდ გაზარდოს ოსტეოპოროზთან დაკავშირებული მოტეხილობის რისკი, თუმცა სხვა მსგავს კვლევებში რისკის მომატება აღნიშნული არ არის. ომეპრაზოლის და ეზომეპრაზოლის რანდომიზებულ, ორმაგად ბრმა, კონტროლირებულ კლინიკურ კვლევებში ხანგრძლივი თერაპიის ორი ღია კვლევის ჩათვლით (12 წელზე მეტი) დადასტურებული არ იყო პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების მიღებასთან ოსტეოპოროზის ფონზე განვითარებული მოტეხილობის კავშირი. თუმცა ომეპრაზოლის/ეზომეპრაზოლის ოსტეოპოროზის ფონზე განვითარებულ მოტეხილობებთან კავშირი დადგენილი არ არის, ოსტეოპოროზის ან მის ფონზე მოტეხილობის რისკის მქონე პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ შესაბამისი კლინიკური დაკვირვების ქვეშ. 

გავლენა ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე
იმასთან დაკავშირებით, რომ პრეპარატ ნექსიუმით თერაპიის დროს შეიძლება აღინიშნოს თავბრუსხვევა, მხედველობის სიმკვეთრის დაქვეითება და ძილიანობა, ავტოტრანსპორტის და სხვა მექანიზმების მართვის დროს საჭიროა სიფრთხილის დაცვა.

გამოშვების ფორმა
ლიოფილიზატი ინტრავენურად შესაყვანი ხსნარის დასამზადებლად 40მგ. 
40მგ ეზომეპრაზოლი გამჭვირვალე მინის ფლაკონში მოცულობით 5მლ, დახურული ბრომბუთილის რეზინის საცობით, დახუფული ალუმინის რგოლით და პლასტმასის თავსახურით. 
10 ფლაკონი ქაღალდის შტატივში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში პირველადი გახსნის კონტროლით. 
კორდენ ფარმა გმბჰ, გერმანია შეფუთვისას: 10 ფლაკონი ქაღალდის შტატივში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში

შენახვის პირობები
ინახება სინათლისგან დაცულ ადგილას ორიგინალურ შეფუთვაში არაუმეტეს 
30°C ტემპერატურაზე. ინახება მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. 
ფლაკონი მუყაოს კოლოფის გარეშე ოთახის განათებაზე შეიძლება შეინახონ არაუმეტეს 24 საათის განმავლობაში. 

ვარგისობის ვადა
2 წელი. გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.  

გაცემის პირობები
რეცეპტით. 

სად შევიძინოთ?