Nuk
ნექსი ნაითი / Neksi Night


შემადგენლობა

ნექსი ნაითის ერთი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს: 

400 მგ მაგნიუმის (Mგ+) ექვივალენტური გრანულირებული მაგნიუმის ოქსიდი, 2.8 მგ B6 ვიტამინის ექვივალენტური პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი, მელატონინი – 5 მგ.

დამხმარე ნივთიერებებს: მიკროცელულოზა (E460), მაგნიუმის სტეარატი (E470ბ), ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა (E464), პოლიდექსტროზა (E1200), ტალკი (E553ბ), კალციუმის კარბონატი, Mჩთ ცხიმი.

 

მოქმედების მექანიზმი

ნექსი ნაითი წარმოადგენს მაგნიუმის, B6 ვიტამინისა და მელატონინის კომბინაციას, რომელიც აუმჯობესებს ორგანიზმში მიმდინარე მეტაბოლურ პროცესებს, ხელს უწყობს სწრაფ ჩაძინებას, ამცირებს ღამე ხშირად გამოღვიძების ეპიზოდებს და აქვს დამამშვიდებელი ეფექტი. 

მაგნიუმი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მონაწილეობს ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესებში და აუცილებელია უჯრედების ნორმალური ფუნქციონირებისთვის. იგი აუმჯობესებს ნერვული იმპულსების გატარებას კუნთებში. ორგანიზმში მაგნიუმი ხვდება საკვებთან ერთად. მაგნიუმის ნაკლებობას ორგანიზმში იწვევს კვების რეჟიმის დარღვევა (დიეტა), მაგნიუმზე მოთხოვნილების ზრდა, მაგნიუმის მეტაბოლოზმის და გამოყოფის პროცესების დარღვევა (მაგ., მომატებული ფიზიკური და გონებრივი დატვირთვის, სტრესის, ორსულობის, დიურეზული საშუალებების მიღების დროს). 

ვიტამინი B6 (პირიდოქსინი) მონაწილეობს მრავალ მეტაბოლურ პროცესში, ნერვული სისტემის მეტაბოლიზმის რეგულაციაში. ვიტამინი B6 აუმჯობესებს მაგნიუმის შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და მის შეღწევას უჯრედში. ვიტამინი B6 ზრდის მაგნიუმის აბსორბციას 20-40%-ით.

მელატონინი – ე.წ. "ძილის ჰორმონი", რომელიც არეგულირებს ცირკადულ რითმს და ბუნებრივად აწესრიგებს ძილის პრობლემებს  ზრდის ძილის ხანგრძლივობას, ხელს უწყობს სწრაფად ჩაძინებას და ამცირებს საათის სარტყლის ცვლილების გამოწვეულ ორგანიზმის სადღეღამისო რიტმის ცვლილებას. ამცირებს შფოთვას, აგზნებადობას, მოუსვენრობას, ასევე აქვს ანტიოქსიდაციური ეფექტი და დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა, იმუნური, ნერვული სისტემის მუშაობაზე.

 

ჩვენებები

ორგანიზმის ბიორითმის დარღვევა

საათის სარტყლის ცვლილებით გამოწვეული ორგანიზმის სადღეღამისო რიტმის დარღვევა

ჰიპერტენზიით ან ბეტა-ბლოკერების ხანგრძლივი გამოყენებით გამოწვეული ძილის დარღვევები

ნევროზულობა, გაღიზიანებადობა, მსუბუქი შფოთვა, დაღლილობა

შფოთვის ისეთი გამოვლინებები, როგორიცაა – კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ სპაზმი ან  პალპიტაციები (გულის დაავადების გარეშე)

კუნთების შეკუმშვა, ჩხვლეტის შეგრძნება, თვალის ქუთუთოების უნებლიე მოძრაობა

ფიზიკური და გონებრივი გადაძაბვით გამოწვეული მდგომარეობა

კუნთების ტკივილი და სპაზმი

ასთენია

 

უკუჩვენება

შემადგენელი კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობაNeksi Night

თირკმლის მძიმე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ) 

ჰიპერმაგნიემია, ჰიპერვიტამინოზი B6

ლევოდოპასთან ერთდროული გამოყენება;

ორსულობა, ლაქტაცია

 

უსაფრთხოების ზომები

სიფრთხილით გამოიყენება თირკმლის ზომიერი უკმარისობის დროს, ჰიპერმაგნიემის განვითარების რისკის გამო. ნექსი ნაითი არის ბიოლოგიურად აქტიური დანამატი და არ გამოიყენება სრულფასოვანი კვებითი რაციონის ჩასანაცვლებლად. 

დაუშვებელია რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება! 

 

ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა

არ არის რეკომენდებული ნექსი ნაითის მიღება ავტომობილის მართვისას.

 

მიღების წესი და დოზირება

მიიღება პერორალურად, მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ასაკიდან, 1 ტაბლეტი დაძინებამდე 30 წთ-ით ადრე, საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად.

 

გვერდითი მოვლენები

იშვიათად, შესაძლებელია ალერგიული რეაქციების გამოვლინება.

 

ვარგისობა და შენახვის პირობები

ვარგისობის ვადა - იხილეთ შეფუთვაზე.

ინახება დახურულ კონტეინერში, მშრალ, მზის სხივებისგან დაცულ ადგილას, 15-250ჩ ტემპერატურაზე. 

ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას!

 

გამოშვების ფორმა

შემოგარსული ტაბლეტი; 30 ტაბლეტი ბლისტერებში, მეორადი შეფუთვა - მუყაოს კოლოფში.

სად შევიძინოთ?