Nuk
მუცედოკელ D5 ამპულები (ნატუროპათი) / Mucedokehl D5 (Naturopath)

  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები
  • მწარმოებელი კომპანია: SANUM
  • მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია
  • გამოშვების ფორმა: 1.0 მლ ამპულა N10 და N50
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა
1 მლ შეიცავს: Mucor mucedo-ს 1 მლ წყალხსნარს HAB-ის 5ბ და 11 სტატიის მიხედვით (HAB – Homöopathisches Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა).
დამხმარე ნივთიერებები: საინექციო წყალი, NaCl
 
ჩვენება 
– ნეიროვეგეტატიური სინდრომი, ლიმბიური სისტემის რეგულაციური დისფუნქცია
– სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებები, სინუსიტი, ტონზილიტი, ბრონქიტი
– ოტიტი, ლიმფოსტაზი
– ფარისებური ჯირკვლის ფუნქციური დარღვევები
 
თვისებები 
იზოპათიური პრეპარატის სახით მომზადებულმა ობის სოკომ Mucor mucedo-მ გამოავლინა თავის არეში მოქმედებისადმი ძლიერი მიდრეკილება. Mucedokehl-ი წარმოადგენს ობის სოკოს Mucor mucedo-ს სხვადასხვა სახის მიცელიუმისაგან დამზადებულ პრეპარატს. ფარმაკოლოგიაში მისი ანალოგებია მარჯვნივ მბრუნავი
და მარცხნივ მბრუნავი თვისებების მქონე ნივთიერებები, რომლებიც ფიზიოლოგიურად სხვადასხვა მოქმედებას ავლენენ. Mucedokehl-ი აერთიანებს სხვადასხვა სახეობის შტამისაგან მიღებულ კომპონენტებს, რაც პრეპარატის შიგნით ცოცხალ ბიპოლარობას წარმოქმნის. აქედან გამომდინარე, მას მოქმედების გაფართოებული
სპექტრი გააჩნია.
 
მიღების წესი და დოზირება
1.0 მლ ინექცია კვირაში ორჯერ ი.მ., კანქვეშ ან ი.ვ. 5-დან 6 წლამდე ბავშვებში შეჰყავთ მოზრდილთა დოზის არაუმეტეს ნახევარი, 6-დან 12 წლამდე ბავშვებში კი – არაუმეტეს 2/3
 
გვერდითი მოქმედებები
ცნობილი არ არის
 
უკუჩვენებები
ობის სოკოების (Mucor mucedo) მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში არ გამოიყენება
 
სიფრთხილის ზომები
ორსულობის პირველ სამ კვირას პრეპარატის მიღება რეკომენდირებული არ არის, ორსულობის შემდგომი ვადები, ძუძუთი კვება, ბავშვთა ასაკი პრეპარატის მიღების უკუჩვენებას არ წარმოადგენს. ბავშვებში დოზის შერჩევა ხდება ასაკის შესაბამისად.
 
გამოშვების ფორმები
1.0 მლ მოცულობის ამპულა N10 და N50 შეფუთვაში
სად შევიძინოთ?