Nuk
მეტფოგამა 1000 / Metfogamma 1000


შემადგენლობა
1 შემოგარსული ტაბლეტის შემადგენლობა:

აქტიური ნივთიერება: მეტფორმინის ჰიდროქლორიდი – 1000მგ
დამხმარე ნივთიერებები: ჰიპრომელოზა, პოვიდონი (K-25), მაგნიუმის სტეარატი, ტიტანის დიქოსიდი, მაკროგოლ 6000.

აღწერა: მოგრძო უფერო, უსუნო ტაბლეტები, აპკიანი გარსით დაფარული, ტეხილით

ფარმაკოლოგიური თვისებები

მეტფოგამმა 1000 აფერხებს გლუკოგენზს ღვიძლში, ამცურებს გლუკოზის აბსორბციას ნაწლავიდან, რითაც ზრდის გლუკოზის გამოყენებას, ამაღლებს ქსოვილების მგრძნობელობას ინსულინის მიმართ. ამასთან არ ახდენს გავლენას ინსულინის სეკრეციაზე კუჭქვეშა ჯირკვილის ბეტა-უჯრედების მიერ. სისხლში ამცირებს დაბალი სიმკვრივის ტრიგლიცერიდების და ლიპოპროტეინების დონეს. შტაბილურს ხდის ან ამცირებს სხეულის მასას. გააჩნია ფიბრინოლიზური მოქმედება, ქსოვილური ტიპის პლაზმინოგენის ინგიბიტორის დათრგუნვის ხარჯზე.


ფარმაკოკინეტიკა

შიგნით მიღების შემდეგ მეტფორმინი აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. სტანდარტული დოზის მიღების შემდეგ შეადგენს 50-60%. შიგნით მირების შემდეგ, მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში აღწევს 2სთ-ში. Pრაქტიკულად არ უკავშირდება სისხლის ცილებს. Gროვდება სანერწყვე ჯირკვლებში, კუნტებში, ღვიძლში და თირმელებში. Gამოიყოფა შეუცვლელი სახით თირმელების გზით. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 1.5-4.5 სთ. თირკმლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში, შესაძლებელია პრეპარატის კუმულაცია.

ჩვენებები

მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტი, მიდრეკილება კეტოაციდოზის მიმართ (განსაკუთრებით ავადმყოფებში, რომლებსაც აქვთ წონის სიჭარბე), დიეტოთერაპიის შემთხვევაში.

მიღების წესები და დოზები

მეტფოგამა 1000 პრეპარატის დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად, სისხლში გლუკოზის დონის განსაზღვრით. ჩვეულებრივ საწყის დოზას წარმოადგენს 500-1000მგ (1/2-1 ტაბლეტი) დრე-ღამეში, შესაძლებელი დოზის შემდგომი ზრდა ტერაპიის ეფექტურობის გათვალისწინებით.
შემანარჩუნებულ დღე-ღამურ დოზას შეადგენს 1-2 (1-2 ტაბლეტი). მაქსიმალური დღე-ღამური დოზა არის 3 (3 ტაბლეტი), უფრო მაღალი დოზების დანიშვნა ხელს არ უწყობს განხორციელებული მკურნალობის ეფექტის ზრდას.
მეტფოგამას ტაბლეტების მიღება უნდა მოხდეს საჭმლის დროს, საკმარისო რაოდენობის წყალთან ერთად (ერთი ჭიქა წყალი). Mკურნალობის კურსი არის ხანგრძლივი.
ლაქტოაქციდოზის განვითარების მომატებული რისკის გამო, პრეპარატის დოზა უნდა შემცირდეს მძიმე მეტაბოლური დარღვევების დროს.

გვერდითი მოვლენები

კუჭნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, რებინება, ტკივილი მუცლის არეში, დიარეა, უმადობა, “ლითონისგემო პირში. ა დროს მკურნალობის შეწყვეტა არ არის საჭირო, სიმპტომები თავისით ქრება დოზის ცვლილების გარეშე.
გვერდითი ეფექტების სიხშირე და სიმძიმე კუჭნაწლავის ტრაქტის მხრივ, შეიძლება შემცირდეს დოზის თანდათანობით გაზრდის დროს. იშვიათად შემთხვევაშიპათოლოგიური გადახრები თირკმლის სინჯების ან ჰეპატიტის, რომლებიც ქრება პრეპარატის მოხსნისთანავე.
ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე
ენდოკრინული სისტემის მხრივ: ჰიპოგლიკემია, (განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა ხდება დოზის არაადეკვაუტი გამოყენება).
ნივთიერებათა ცვლის მხრივ: იშვიათ შემთხვევებშილაქტოაციდოზი (საჭიროებს მკურნალობის შეწყვეტას), ხანგრძლივი მკურნალობის დროს- ვიტამინ B12-ის ჰიპოვიტამინოზი (შეწოვის დარღვევა).
სისხლმბადი სისტემის მხრივ: ცალკეულ შემთხვევებშიმეგალობლასტური ანემია

უკუჩვენება

- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ
-
დიაბეტური კეტოაციდოზი, დიაბეტური პრეკომა, კომა
-
თირკმლის გამოხატული დარღვევები, თირკმლის დაავადება
-
გულის და სასუნთქი სისტემის უკმარისობა, მიოკარდის ინფარქტის მწვავე ფაზა, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევები, დეჰიდრატაცია, ქრონიკული ალკოჰოლიზმი და სხვა მდგომარეობები, რომელბიც ხელს უწყობენ ლაქტოაციდოზის განვიტარებას.
-
ლაქტოაციდოზი და მისი არსებობა ანამნეზში
-
ორსულობა, ძუძუთი კვება
-
სერიოზული ქირურგიული ოპერაციები და ტრამვები, როდესაც ნაჩვენებია ინსულინოთერაპია
-
თირკმლის ფუნქციის დარღვევა, ალკოჰოლით მწვავე მოწამვლა
-
გამოყენება 2 დღით ადრე და 2 დღის შემდეგ, რადიოიზოტოპური და რენდგენოლოგიური გამოკვლევებისას, იოდშემცველი კონტრასტული ნივთიერებების შეყვანისას 
-
ჰიპოკალორიული დიეტის დაცვა (<1000კალ/დღერამეში).
P
რეპარატის მირება არ არის რეკომენდებული პაციენტებში 60 წლის ზევით, რომლიბიც ასრულებენ მძიმე ფიზიკურ სამუშაოს, რაც განაპირობებს ლაკტოაციდოზის განვითარების მაღალ რისკს.

განსაკუთრებული მითითებები

მკურნალობის პეროდში აუცილებელია თირკმლის ფუნქციის კონტროლი. რა ნაკლები 2-ჯერ წელიწადში, მალგიის განვითარებისას უნდა მოხდეს ლაქტატის შემცველობის განსაზღვრა პლაზმაში. შესაძლებელია პრეპარატი მეტფოგამას გამოყენება კომბინაციაში თიოშარდოვანას წარმოებულებთან და ინსულინთან. ამ დროს აუცილებელია გლუკოზის დონის კონტროლი სისხლში.
ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვაზე გავლენა
მონოთერაპიის შემთხვევაში, გავლენას არ ახდენს ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვაზე/ მეტფორმინის კომბინაციამ სხვა ჰიპოგლიკემიურ საშუალებებთან (თიოშარდოვანას წარმოებულები, ინსულინი და ..) შესაძლებელია ჰიპოგლიკემიური მდგომარეობის განვითარება, რის ფონზეც შესაძლებელია გაუარესდეს ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვის უნარი.

ჭარბი დოზირება

პრეპარატი მეტფოგამას დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს ლაქტოაციდოზს ფატალური გამოსავლით. ლაქტოაციდოზის განვითარების მიზეზი შეიძლება იყოს პრეპარატის კუმულაცია თირკმლის ფუნქციის დარღვევის გამო.  ლაქტოაციდოზის ადრეულ სიმპტომებს წარმოადგენს გულისრევა, ღებინება, დიარეა, სხეულის დაბალი ტემპერატურე, ტკივილი მუცლის არეში, კუნთების ტკივილი, შემდგომში შესაძლოა განვითარდეს სუნთქვის გახშირება, თავბრუსხვევა, ცნობიერების დარღვევა და კომის განვითარება. ლაქტოაქციდოზის ნიშნების წარმოჩენისთანავე, დაუყოვნებლი უნდა შეწყდეს მეტფოგამით მკურნალობა, მაშინვე უნდა მოხდეს ავადმყოფის ჰოსპიტალიზაცია და ლაქტატის დოზის დადგენა და დიაგნოსის დადასტურება. ლაქტატის ორგანიზმიდან გამოყვანის ყველაზე ეფექტური მეთოდი არის ჰემოდიალიზი. ასევე ხორციელდება სიმპტომური მკურნალობა. მეტფოგამას და სულფანილშარდოვანას კომბინირებული თერაპიის დროს, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ჰიპოგლიკემიის განვითარებას.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

ნიფედიპინი ზრდის აბსორბციას, Cmax, ანელებს გამოყოფის პროცესს. კათიონური სამკურნალო საშუალებები (ამილორიდი, დიგოქსინი, მორფინი, პროკაინამიდი, ქინიდიდნი, ქინინი, რანიტიდინე, ტრიამტერონი და ვანკომიცინი), რომლებიც განიცდიან სეკრეციას არხებში, აქვთ კონკურენცია ცალციუმის სატრანსპორტო სისტემისთვის და ხანგრძლივი თერაპიის დროს C max შესაძლოა გაიზარდოს 60%-ით.
სულფანილშარდოვანას წარმოებულებთან, აკარბოზას, ინსულინის, არასტეროიდულ ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებებთან, მონოამინოოქსიდაზების ინჰიბიტორებთან, ოქსიტეტრაციკლინებთან, , ანგიოტენზინგარდამქმნელი საშუალებების ინჰიბირებთან, კლოფიბრატის წარმოებულებთან, ციკლოფოსფამიდთან, ბეტა-ადრენობლოკატორებთან ერთად კომბინაციაში გამოყენებამ შესაძლოა მეტფორმინის ჰიპოგლიკემიური მოქმედების გაძლიერება. გლუკოკორტიკოსტეროიდებთან, პერორალურ კონტრაცეპტივებთან, ეპინეფრინთან, სიმპატომიმეტიკებთან, გლუკაგონთან, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებთან, თიაზიდურ დამარყუჟოვანდიურეტიკებთან, ფენოთიაზინის წარმოებულებთან, ნიკოტინის მჟავას წარმოებულებთან ერთად გამოყენებამ შესაძლოა შეამციროს მეტფორმინის ჰიპოგიკემიერი ეფექტი.
ციმეტიდინი ანელებს მეტფორმინის გამოყოფას ორგანიზმიდან, შესაბამისად იზრდება ლაქტოაციდოზის განვითარების რისკი. მეტფრორმინმა შესაძლოა შეამციროს ანიკოაგულანტების (კუმარინების წარმოებულები) მოქმედება. ალკოჰოლთან ერთად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ლაქტოაციდოზი

შენახვის პირობები და ვადები

არა უმეტეს 25oC.
შეინახეთ ბავშვებისთვის ხელმიუწვოდომელ ადგილას
ვარგისიანობის ვადა 4წელი

სად შევიძინოთ?