Nuk
მაგნეს დენკი 150 / MAGNES DENKI 150


შემადგენლობა

აქტიური ინგრედიენტი:
აქტიური ინგრედიენტია მაგნიუმის ოქსიდი. ერთი მყარი კაფსულა შეიცავს 250მგ მაგნიუმის ოქსიდს, რაც ექვივალენტურია 150,8მგ მაგნიუმისა.
დამხმარე ნივთიერებები:
მიკროკრისტალური ცელულოზა, მაკროგოლი, მაკროგოლის სტეარატი, მაგნიუმის სტეარატი, ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი, ნატრიუმის დოდეცილის სულფატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
მაგნიუმი:
- მოქმედებს როგორც კალციუმის ფიზიოლოგიური ანტაგონისტი;
- ასევე ააქტიურებს ენერგიისთვის საჭირო ფერმენტებს, ასევე ქოლინესტერაზას და ქოლესტეროლის ესტერაზას;
- ასტაბილურებს უჯრედის მემბრანის ფოსფოლიპიდებს;
- თრგუნავს ნერვ-კუნთოვან გადაცემას.

ფარმაკოკინეტიკა
კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მაგნიუმის ოქსიდის უმეტესი ნაწილი გარდაიქმნება მაგნიუმის ქლორიდად. 
მაგნიუმი შეიწოვება ნელა და არასრულად, ძირითადად წვრილი ნაწლავიდან. პრეპარატის შეუწოველ ნაწილს გააჩნია შედარებით მცირე საფაღარათო თვისება, ვიდრე სხვა მაგნიუმის მარილებს. შეწოვილი მაგნიუმი ძირითადად გამოიყოფა თირკმელების გზით.
მთლიანი მაგნიუმის რაოდენობის მხოლოდ 1% იქნა ნანახი სისხლში, რაც შეადგენს 0,8-1.1 მმოლ/ლ (ექვივალენტური 1,6-2,2 მვალ/ლ-სი). აქედან დაახლოებით 45% არის ალბუმინთან ბმული. დაახლოებით 55% წარმოდგნილია თავისუფალი, იონიზებული სახით, რაც ახდენს მხოლოდ ფიზიოლოგიურ ეფექტს.
ინტრაუჯრედული მაგნიუმის მხოლოდ 40% აღინიშნება რბილ ქსოვილებში.
იგი აღინიშნება თითქმის ყველა ორგანოში, თუმცა განსაკუთრებულად გროვდება ჩონჩხის და გულის კუნთებში, ღვიძლში, ტვინში, ფარისებრ ჯირკვალში და თირკმელებში.
50-70% აღინიშნება ძვლებში, თუმცა მაგნიუმი მხოლოდ ნაწილობრივ არის იქ ბმული.
დაახლოებით 75% სწრაფად შეიწოვება და მაგნიუმისდეფიციტის შემთხვევაში სწრაფად გადადის ექსტრაუჯრედულ სივრცეში. შრატის მაგნიუმის დონე ცვალებადობს დღის განმავლობაში და კონცენტრაცია უფრო მეტია საღამოს, ვიდრე დილას. შრატის მაგნიუმსა და ძვალში დეპონირებულ მაგნუმს შორის არსებული ბალანსის გამო, მხოლოდ სისხლში არსებული მაგნიუმის დონით ვერ ხერხდება სხეულში არსებული მარაგის რეალური მონაცემების განსაზღვრა. შესაბამისად მაგნიუმის ზუსტი სტატუსის გასაგებად რეკომენდებულია ნერვ-კუნთოვანი აღგზნებადობის განსაზღვრა.

ჩვენებები
მაგნეზდენკი 150 წარმოადგენს მინერალურ პრეპარატს.
მაგნეზდენკი 150 გამოიყენება მაგნიუმის დეფიციტის სამკურნალოდ, როდესაც აღინიშნება კუნთოვანი სისტემის დარღვევები (ნერვ-კუნთოვანი სისტემის დარღვევები, კანჭის კუნთების სპაზმი).

მიღების წესები და დოზები
მაგნეზდენკ 150 ყოველთვის მიიღება შეფუთვაში არსებული ინსტრუქციის შესაბამისად. თუ პაციენტი რაიმეში არ არის დარწმუნებული, მან უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევს.
მყარი კაფსულები მიიღება შიგნით.
თუ არ არის ექიმის განსხვავეული დანიშნულება, მაშინ მოზარდებისა და მოზრდილებისთვის ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 1 მყარ კაფსულას დილით და საღამოს.
მყარი კაფსულები მიიღეა დიდი რაოდენობით წყალთან ერთად, საკვებიდან ცოტა ხნის შემდეგ.
მაგნეზისდენკ 150-ის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში არ არის საჭირო განსაკუთრებული ზომების მიღება, თუ არ აღინიშნება თირკმლის ფუნქციის დაქვეითება. 
აქტიური ინგრედიენტი: მაგნიუმის ოქსიდი
საჭიროა ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან ის შეიცავს პაციენტისთვის საჭირო ინფორმაციას. ეს არის ურეცეპტოდ გასაყიდი პრეპარატი. თუმცა ოპტიმალური შედეგის მისაღწევად საჭიროა მაგნეზდენკის მიღება ინსტრუქციის შესაბამისად.
- საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის შენახვა, რადგან მისი წაკითხვა შესაძლებელია საჭირო გახდეს მოგვიანებით.
- დამატებითი შეკითხვების ან მითითებებისთვის უნდა მიემართოს ფარმაცევტს.
- თუ სიმპტომები გაუარესდა ან არ შემსუბუქდა, მაშინ საჭიროა ექიმის კონსულტაცია.

გვერდითი მოვლენები
ყველა სამკურნალო საშუალების მსგავსად, მაგნეზდენკ 150-საც შეუძლია გამოიწვიოს გარკვეული გვერდითი ეფექტები.

ძალიან ხშირი: 10 პაციენტში ერთ შემთხვევაზე ხშირად
ხშირი:1 /10-ზე იშვიათად, მაგრამ 1/100-ზე ხშირად
არა ხშირი:1/100-ზე იშვიათად, მაგრამ 1/1000-ზე ხშირად
იშვიათი:1/1000-ზე იშვიათდ, მაგრამ 1/10000-ზე ხშირად
ძალიან იშვიათად1/10000-ზე იშვიათად, მათ შორის ერთეული შემთხვევები


ძალიან იშვიათ შემთხვევებში დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს განავლოვანი მასის გათხელება, თუმცა ეს უვნებელია. ძალიან იშვიათ შემთხვევებში ხანგრძლივი პერიოდი განმავლობაში მაღალი დოზის მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს დაღლილობა. ეს შესაძლებელია იყოს იმის ნიშანი, რომ მაგნიუმის დონე უკვე მომატებულია სისხლში.

უკუჩვენება
- თირკმლის ფუნქციის ძლიერი დარღვევა და გულის გამტარებელი სისტემის დაზიანება. თუ საჭიროა, უნდა გადამოწმდეს უკუნაჩვენებია თუ არა პრეპარატის მიღება ელექტროლიტების სტატუსის გამო.
- მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) მაგნკუმის ოქსიდის ან მაგნეზდენკ 150-ში შემავალი ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში მაგნეზდენკი 150-ის გამოყენებისას არ გამოვლენილა რაიმე ტოქსიკური ეფექტი. თუმცა ადამიანებში ადრეული ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენების შესახებ ინფორმაცია შეზღუდულია. შესაბამისად უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს არის თუ არა საჭირო მაგნეზდენკი 150-ის მიღება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.
მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა:
არ არის საჭირო განსაკუთრებული სიფრთხილე.

ჭარბი დოზირება
მკურნალობა უნდა შეწყდეს ცოტა ხნის განმავლობაში, ხოლო სიმპტომების შემსუბუქების ან შეწყვეტის შემთხვევაში რეკომენდებულია მკურნალობის აღდგენა მცირე დოზით. ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი ღებულობს ან უახლოესი პერიოდის განმავლობაში ღებულობდა რაიმე პრეპარატს
ქვემოთ მოყვანილი პრეპარატების ეფექტი შესაძლებელია შეიცვალოს მაგნეზდენკი 150-თან ერთად კომბინირებული მიღების შემთხვევაში.
- ამინოგლიკოზიდის ანტიიოტიკებმა, ცისპლატინმა და ციკლოსპორინმა ა-მ შესაძლებელია დააჩქაროს მაგნიუმის ექსკრეცია.
- მაგნიუმი, რკინა, ფტორი და ტეტრაციკლინები აფერხეენ ერთმანეთის აბსორბციას. შესაბამისად არ შეიძლება მაგნეზდენკ 150-ის და ზემოხსენებული ნივთიერებების გამოყენება რომელიმე ერთერთის მიღებიდან სულ მცირე 2-3 საათის განმავლობაში.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება მშრალ ადგილას, 25oC - ზე დაბალ ტემპერატურაზე.
შენახვის ვადა მითითებული ბლისტერზე და შეფუთვაზე.
არ გამოიყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

რეგისტრაციის # და თარიღი
25.01.2010 - 25.01.2015

სად შევიძინოთ?