Nuk
გროპრინოსინი® ფორტე / GROPRINOSIN ® FORTE

  • მწარმოებელი კომპანია: GEDEON RICHTER POLAND
  • მწარმოებელი ქვეყანა: პოლონეთი
  • გამოშვების ფორმა: გრანულები შინაგანად მისაღები ხსნარის მოსამზადებლად
  • გაცემის რეჟიმი: I ჯგუფი (გაიცემა ფორმა N1 რეცეპტით)

 

საერთაშორისო არაპატენტირებული  დასახელება (სად) : ინოზინ პრანობექს (inosine pranobex)

 

 

შემადგენლობა

თითოეული პაკეტი შეიცავს:

აქტიური ნივთიერება: 1000 მგ ინოზინ პრანობექსი .

დამხმარე ნივთიერებები: პოვიდონი K-30, იზომალტი (E953), სუკრალოზა (E955), ლიმონის არომატიზატორი ( მალტოდექსტრინი , საქაროზა,  მოდიფიცირებული სახამებელი (E1450), ასკორბინის მჟავა (E300), გემოსა  და არომატის მიმცემი პრეპარატები და ბუნებრივი გემოსა და არომატის მიმცემი ნივთიერებები ).

 

აღწერა: გრანულები თეთრ ან  მოთეთრო-მოკრემისფრო ელფერით. წყალში გახსნის შემდეგ ხსნარს აქვს ლიმონის მოტკბო გემო და  ლიმონის სუსტი სუნი.

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სისტემური გამოყენების ანტივირუსული საშუალებები. პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული საშუალებები.

ათქ კოდი: J05AX05

 

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

ინოზინ პრანობექსი არის პურინის სინთეთიკური წარმოებული, და წარმოადგენს კომპლექს, რომელიც შეიცავს ინოზინს და 4-აცეტაინობენზოის მჟავას (PacBA) მარილს N, N-დიმეთილამინო-2-პროპანოლთან (DIP) მოლარული თანაფარდობით 1:3. მას გააჩნია იმუნომამოდულირებელი და ანტივირუსული თვისებები, რომლებიც განპირობებულია ორგანიზმში პრეპარატის მოქმედებით გამოწვეული  იმუნური პასუხის გაძლიერებით.
კლინიკურ კვლევებში
იყო ნაჩვენები, რომ,  ინოზინ პრანობექსი ახდენს უჯრედული იმუნიტეტის დეფიციტის ან დისფუნქციის ნორმალიზებას, იწვევს რა T-ლიმფოციტების 1 ტიპის  ჰეპერების  პასუხს, რომელიც აინიცირებს  T-ლიმფოციტების მომწიფებას და დიფერენციაციას და აპოტენცირებს მიტოგენ- ან ანტიგენ-გააქტიურებული უჯრედების ინდუცირებულ  იმუნურ პასუხებს. გარდა ამისა, პრეპარატი ამოდულირებს T-ლიმფოციტების და ბუნებრივი ქილერების ციტოტოქსიურობას, T8 სუპრესორების და T4 ჰელპერების ფუნქციებს, და ასევე ხელს უწყობს  IgG და იმუნოკომპეტენტური ზედაპირული მარკერების რაოდენობის მატებას. In vitro კვლევებში ინოზინ პრანობექს აძლიერებდა ციტოკინების ( ინტერლეიკინების ) IL-1 და IL-2 წარმოება, არეგულირებდა IL-2- ს მიმართ რეცეპტორის ექსპრესიას. ეს მნიშვნელოვნად ზრდიდა   ენდოგენური ინტერფერონ-γ-ს in vivo სეკრეციას  და ამცირებდა IL-4-ის წარმოქმნას. გარდა ამისა, იყო ნაჩვენები ნეიტროფილების, მონოციტების და მაკროფაგების ქემოტაქსისის და ფაგოციტოზის გაძლიერება.

ბუნებრივ პირობებში ( in vivo ) ინოზინ პრანობექსი ხელს უწყობს ლიმფოციტებში რნმ-ის დაქვეითებული სინთეზს და ტრანსკრიფციის მაჩვენებლების პოტენცირებას, ამავდროულად  თავიდან იცილებს რა ვირუსული რნმ-ის სინთეზს  იმ ხარისხით, რომელიც ჯერ კიდევ საჭიროებს გარკვევას, შემდეგი  გზით:

(1) ინოზინგანპირობებული ოროტის მჟავის  პოლირიბოსომებში ჩართვით,

(2) ვირუსულ ინფორმაციულ რნმ-ზე  პოლიადენილის მჟავას მიმაგრების ინჰიბირებით,

(3) ლიმფოციტების შიდამემბრანული იმ ნაწილაკების (IMPs) მოლეკულური გადანაწილებით, რომლებიც იღებენ მონაწილეობას სიგნალების გამოსხივებაში სპეციფიკური T-უჯრედული რეცეპტორების ( TcR ) მეშვეობით, რაც იწვევს სიმკვრივის თითქმის სამჯერად ზრდას.

ინოზინ პრანობექსი in vitro აინჰიბირებს გმფ-ფოსფოდიესერაზას მხოლოდ მაღალ კონცენტრაციების დროს, ხოლო in vivo - ისეთიემადგენლობებით, რომელებიც არ იწვევენ იმუნოფარმაკოლოგიურ ეფექტებს.

ინოზინ პრანობექსი in vitro ავლენს დამთრგუნველ მოქმედებას 1 ტიპის ჰერპესის ვირუსის (HSV-1) რეპლიკაციაზე .

 

ფარმაკოკინეტიკა

პრეპარატის თითოეულ კომპონენტს გააჩნია საკუთარი ფარმაკოლოგიური თვისებები.

 

შეწოვა

ადამიანებში, შიგნით მიღებისას, ინოზინ პრანობექსი სწრაფად და მთლიანად შეიწოვება (≥ 90%) კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და აღწევს სისხლში. რეზუს- მაკაკებში, ინოზინ პრანობექსის პერორალურად შეყვანისას, თითქმის მთლიანად (სისხლში კონცენტრაციის 94%-100%) გამოიყოფოდა შარდში პრეპარატის ისეთი კომპონენტები, როგორიცაა DIP [N, N-დიმეთილამინო-2-პროპანოლი] და PAcBA [p- აცეტამინობენზოის მჟავა ] .

 

განაწილებ

მაიმუნებში შეყვანილი რადიოაქტიუ იზოტოპებით მონიშნული მასალა აღმოჩენილ იქნა შემდეგ ორგანოებში აქტივობის კლებადობის მიხედვით: თირკმელები, ფილტვები, ღვიძლი, გული, ელენთა, სათესლე ჯირკვლები, პანკრეასის ჯირკვალი, ტვინი და ჩონჩხის მუსკულატურა.

 

მეტაბოლიზმი

ადამიანის ორგანიზმში ძირითადი მეტაბოლიტებია N-ოქსიდი DIP-ისთვის და ო- აცილგლუკურონიდი PAcBA- სთვის . ვინაიდან ინოზინი მეტაბოლიზდება პურინების შარდმჟავამდე გარდაქმნის გზით, ადამიანებში ექსპერიმენტები რადიოაქტიური მარკირები  შეუძლებელია. 1 გ ინოზინის პრანობექსის პერორალური მიღების დროს პლაზმაში განისაზღვრებოდა  3,7 მკგ/მლ (2 საათი) DIP და 9,4 მკგ/მლ (1 საათი) PAcBA . ადამიანების მიერ ამტანობის უნარის კვლევებში შარდმჟავას კონცენტრაციის მატება ( რომელიც განიხილება, როგორც პრეპარატში შემავალი ინოზინის საზომი) მიღების შემდეგ ატარებდა არაწრფივ ხასიათს და იცვლებოდა ± 10% ფარგლებში 1-3 საათის განმავლობაში.

 

გამოყოფ

PAcBA-ს და მისი ძირთადი მეტაბოლიტის 24-საათიანი ექსკრეცია შარდით   დღეში 4 გ მუდმივი მიღებისას შეადგენდა შეყვანილი დოზის დაახლოებით 85%-ს. შარდში მონიშნული DIP-ის რადიოაქტიურობის 95% განპირობებული იყო იქ  DIP-ის არსებობით უცვლელი სახით და DIP N-ოქსიდის სახით. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენდა 3.5 საათი DIP-ისთვის და 50 წუთი PAcBA- სთვის. ცხოველებში პერორალურად შეყვანილი ინოზინის დაახლოებით 70% ტრანსფორმირდება შარდმჟავამდე შარდში, ხოლო დარჩენილი ნაწილი გარდაიქმნება ქსანთინისა და ჰიპოქსანთინის  ნორმალურ მეტაბოლიტებამდე.

 

ბიოშეღწევადობა ( AUC )

სტაბილურ პირობებშსი PacBA-ს ფრაგმენტის და მისი მეტაბოლიტის აღდგენა შარდში შეადგენდა მოსალოდნელი მნიშვნელობის ≥ 90%. DIP ფრაგმენტისა და მისი მეტაბოლიტის აღდგენამ შეადგინა ≥ 76%. სისხლის პლაზმაში  AUC -მა  DIP-სთვის შეადგინა ≥ 88%, PAcBA- სთვის ≥ 77%.

 

გამოყენების ჩვენებები
სუსტი იმუნიტეტის მქონე პირების მკურნალობის დამატებითი მეთოდი ზედა სასუნთქი  გზების მორეციდივე ინფექციების არსებობის დროს
მარტივი ჰერპესის (herpes simplex) ვირუსით გამოწვეული ტუჩების და სახის კანის ჰერპესის მკურნალობა .
ანოგენიტალური მიდამოს პაპილომავირუსული ინფექცი, მახვილწვეტიანი კონდილომები, როგორც დამხმარე საშუალება პოდოფილინი თერაპიისა და CO2 ლაზერული დესტრუქციის დროს .
სხვა ვირუსული ინფექციები (მაგალითად, ქვემწვავე მასკლეროზებელი პანენცეფალიტი).

 

უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია პუნქტში "შემადგენლობა".
პოდაგრის მწვავე შეტევა ან სისხლში შარდმჟავას მომატებული კონცენტრაცია.

 

გამოიყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს

ინოზინის გავლენა ნაყოფის განვითარებაზე ადამიანებში არ არის შეფასებული. ასევე უცნობია გადადის თუ არა ინოზინი დედის რძეში. ამრიგად, გროპრინოსინი ® ფორტე არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულ ქალებში ან ძუძუთი კვების დროს, თუ ექიმი არ გადაწყვეტს, რომ სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკს.

 

მიღების წესი და დოზები

დოზირების რეჟიმი

დოზა განისაზღვრება პაციენტის სხეულის წონისა და დაავადების სიმძიმის მიხედვით. სადღეღამისო დოზა უნდა დაიყოს თანაბარ ნაწილად  დღეში რამდენიმეჯერ მისაღებად. მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს, როგორც წესი, 5- 14 დღე. პრეპარატის მიღება უნდა გაგრძელდეს სიმპტომების გამოხატულების  შემცირების შემდეგ კიდევ 1-2 დღის განმავლობაში.

 

დოზირების რეჟიმი ზრდასრულ პაციენტებში, მათ შორის ხანდაზმულებში

50 მგ/კგ სხეულის მასაზე, ე.ი. 3-4 პაკეტი (3-4 გ, ე.ი. 1 პაკეტი 3-4-ჯერ დღე-ღამეში). მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 4 გ დღე-ღამეში (4 პაკეტი დღე-ღამეში).

 

დოზირების რეჟიმი 1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში

50 მგ / კგ სხეულის მასაზე დღე-ღამეში, რომელიც დაყოფილია რამდენიმე მიღებად (1 პაკეტი 20 კგ სხეულის მასაზე დღე-ღამეში).

60 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვებისა და მოზარდებისთვის, რომლებისათვისაც ზუსტი დოზირება არ შეიძლება მიღწეულ იქნას მოცემული სამკურნალო ფორმით, რეკომენდებულია გროპრინოსინის მიღება სიროფის სახით.

 

გამოყენების წესი

შიგნით მიღებისთვის. პაკეტის შიგთავსი უნდა იქნას გახსნილი ½ ჭიქა წყალში, აურიეთ და დალიეთ.

 

გვერდითი მოქმედება

ერთადერთი  მუდმივად გამოვლენადი არასასურველი მოვლენა, რომელიც დაკავშირებულია პრეპარატის გამოყენებასთან, როგორც ზრდასრულებში, ასევე პედიატრიულ პაციენტებში, არის შარდმჟავას კონცენტრაციის მომატება სისხლის შრატში და შარდში (რომლის მაჩვენებლებიც, ჩვეულებრივ, ნორმის  ფარგლებში რჩება). შარდმჟავას კონცენტრაცია ჩვეულებრივ ნორმალიზდება პრეპარატის მიღების შეწყვეტიდან რამდენიმე დღეში.

 

არასასურველი რეაქციები, რომლებსაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს სამკურნალო საშუალების გამოყენების დროს, ჩამოთვლილია ქვემოთ  განვითარების  სიხშირისა და ორგანოთა სისტემების  კლასიფიკაციის მიხედვით. სიხშირე განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥1/10); ხშირად (≥1/100-დან <1/10-მდე); არახშირად (≥1/1000-დან <1/100-მდე); იშვიათად (≥1/10000-დან <1/1000-მდე); ძალიან იშვიათად (<1/10000); სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემების საფუძველზე).

სისტემურ- ორგანული კლასი MedDRA-ს მიხედვით

სიხშირე

არასასურველი რეაქციები

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

სიხშირე უცნობია

ანგიონევროზული შეშუპება, ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია, ჭინჭრის ციება, ანაფილაქსიური რეაქცია, ანაფილაქსიური შოკი

ფსიქიკური  დარღვევები

არახშირად

მომატებული  აგზნებადობა

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

ხშირად

თავის ტკივილი , ვერტიგო

არახშირად

ძილიანობა , უძილობა

სიხშირე უცნობია

თავბრუსხვევა

კუჭ-ნაწლავის  დარღვევები

ხშირად

გულისრევა, ღებინება, დისკომფორტი ეპიგასტრიუმის არეში

არახშირად

დიარეა , ყაბზობა

სიხშირე უცნობია

ტკივილი ეპიგასტრალურ არეში

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ

ხშირად

კანისმიერი ქავილი , გამონაყარი

სიხშირე უცნობია

ერითემა

დარღვევები კუნთი, ჩონჩხის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ

ხშირად

ართრალგია

დარღვევები თირკმელებისა და შარდგამომყოფი გზების მხრივ

არახშირად

პოლიურია ( შარდის მოცულობის გაზრდა )

ზოგადი დარღვევები და რეაქციები შეყვანის ადგილზე

ხშირად

დაღლილობა , შეუძლოდ ყოფნა

ლაბორატორიული და ინსტრუმენტული მონაცემები

ძალიან ხშირად

სისხლში შარდმჟავას კონცენტრაციის მომატება, შარდში შარდმჟავას კონცენტრაციის მომატება

ხშირად

სისხლში შარდოვანას მომატება, ტრანსამინაზების და ტუტე ფოსფატაზის აქტივობის მომატება სისხლში

 

 

შეტყობინება არასასურველი რეაქციების შესახებ

შეტყობინება საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ  სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია. ეს იძლევა საშუალებას გაგრძელდეს სამკურნალო საშუალების სარგებელი/რისკის თანაფარდობის მუდმივი მონიტორინგი. ჯანდაცვის სპეციალისტებს სთხოვენ მიაწოდონ შეტყობინებები ნებისმიერი საეჭვო არასასურველი რეაქციის შესახებ ინფორმაციის შეგროვების ეროვნული სისტემის მეშვეობით.

 

დოზის გადაჭარბება

პრეპარატ გროპრინოსინი ®  ფორტე- ს დოზის გადაჭარბების არც ერთ შემთხვევაზე ცნობები არ მოუწოდებიათ.

ცხოველებში ტოქსიურობის კვლევების შედეგების გათვალისწინებით, სერიოზული გვერდითი ეფექტების განვითარება, გარდა შრატში შარდმჟავას კონცენტრაციის მნიშვნელოვანი ზრდისა, ნაკლებად სავარაუდოა.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში მკურნალობა უნდა იყოს სიმპტომური და სასიცოცხლო  მნიშვნელოვანი ფუნქციების შემანარჩუნებელი.

 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
გროპრინოსინი ® ფორტე სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებიც ამავდროულად იღებენ:
ქსანტინოქსიდაზას ინჰიბიტორები (მაგალითად, ალოპურინოლი პოდაგრის სამკურნალოდ);
პრეპარატები, რომლებიც აძლიერებენ შარდმჟავას გამოყოფას შარდში, მათ შორის დიურეზული საშუალებები და თიაზიდური დიურეზულები (მაგალითად, ჰიდროქლორთიაზიდი, ქლორტალიდონი, ინდაპამიდი), აგრეთვე მარყუჟოვანი შარდმდენები (ფუროსემიდი, ტორასემიდი , ეთაკრინის მჟავა).

გროპრინოსინი ® ფორტე არ უნდა იქნას გამოყენებული იმუნოსუპრესანტებით თერაპიის დროს (მხოლოდ შეწყვეტის შემდეგ) (გამოიყენება ორგანოს ტრანსპლანტაციის შემდეგ ან აუტოიმუნური დაავადებების დროს), ვინაიდანან იმუნოსუპრესანტებთან ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს პრეპარატ გროპრინოსინი ® ფორტეს- ს თერაპიულ ეფექტზე მისი ფარმაკოკინეტიკის შეცვლით .

პრეპარატ გროპრინოსინი ® ფორტე-სა და აზიდოთიმიდინის ერთდროული გამოყენების დროს (AZT - ზიდოვუდინი გამოიყენება აივ ინფექციის სამკურნალოდ), იზრდება ნუკლეოტიდების წარმოქმნა AZT-ს მოქმედების გაძლიერების ხარჯზე, მაგალითად, AZT-ს ბიოშეღწევადობის გაზრდის  და  მონოციტებში უჯრედშიდა ფოსფორილირების მატების გამო. როგორც შედეგ, ხდება  გროპრინოსინი ®  ფორტე-ს მიერ  AZT-ის მოქმედების გაძლიერება.

 

სიფრთხილის ზომები

გროპრინოსინი ®  ფორტე-მ შეიძლება გამოიწვიოს შარდმჟავას კონცენტრაციის დროებითი მატება სისხლის შრატში და შარდში, როგორც წესი, ნორმალურ დიაპაზონის ფარგლებში (0,18-0,42 მმოლ/ლ), განსაკუთრებით მამაკაცებში და ორივე სქესის ხანდაზმულებში. შარდმჟავას კონცენტრაციის მატება განპირობებულია ინოზინის მონაწილეობით მის ფორმირებაში, მაგრამ არ არის დაკავშირებული ფერმენტის ძირითადი ფუნქციების ცვლილებასთან ან თირკმლის კლირენსთან. ამიტომ, გროპრინოსინი® ფორტე სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში პოდაგრანამნეზში, ჰიპერურიკემიი, შარდკენჭოვანი დაავადებებით და თირკმების ფუნქციის დარღვევი. ამ პაციენტებში მკურნალობის დროს საჭიროა შარდმჟავას დონის გულდასმითი კონტროლი.

პაციენტებში, რომლებიც იღებენ ხანგრძლივ თერაპიას, არსებობს თირკმელებში კენჭების წარმოქმნის შესაძლებლობა.

ხანგრძლივი მკურნალობის დროს (3 თვე ან მეტი), თითოეულ პაციენტ რეგულარულად უნდა გაუკონტროლდეს შარდმჟავას დონე სისხლის შრატში და შარდში, სისხლის საერთო ანალიზის მაჩვენებლები, ღვიძლისა და თირკმელების ფუნქცია.

ზოგიერთ პაციენტს შეიძლება განუვითარდეს  ჰიპერმგრძნობელობის მძიმე რეაქციები (ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქსია). ასეთ შემთხვევებში პრეპარატ გროპრინოსინ® ფორტეთ მკურნალობა უნდა შეწყდეს.

გროპრინოსინი® ფორტე შეიცავს იზომალტს და საქაროზას. პაციენტებმა ფრუქტოზას აუტანლობის, გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციი ან საქარაზა- იზომალტაზას დეფიციტიიშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემებით არ უნდა მიიღონ ეს სამკურნალო პრეპარატი. ეს შეიძლება იყოს საზიანო კბილებისთვის.

 

გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

ინოზინ პრანობექსის ფარმაკოდინამიკის გათვალისწინებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ გროპრინოსინ˚ ფორტემ გავლენა  მოახდინოს ავტომობილის მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე.

 

გამოშვების ფორმა

პრეპარატის 1,8 გ (გრანულები შინაგანად მისაღები ხსნარის მოსამზადებლად) შეფუთულია  ქაღალდის/ პე /ალ/ პე ფოლგის   პაკეტში.

10 ან 30 პაკეტი მუყაოს კოლოფში სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

 

შენახვის პირობები

შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე ორიგინალ შეფუთვაში, ტენიანობისგან დაცვის მიზნით.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

 

ვარგისობის ვადა

2 წელი.

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

 

პრეპარატის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციისთვის, ისევე როგორც პრეტენზიების არსებობის შემთხვევაში, უნდა დაუკავშირდეთ სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელის წარმომადგენელს.