Nuk
გინკობაკელ D1 წვეთები (ნატუროპათი) / Ginkgobakehl D1 (Naturopath)

  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები
  • მწარმოებელი კომპანია: SANUM
  • მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია
  • გამოშვების ფორმა: წვეთები 10 მლ, 30 მლ და 100 მლ
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა 
10 მლ Ginkcobakehl-ი შეიცავს: 10 მლ Ginkgo biloba D1 განზავებულ
ხსნარს, HAB-ის 4ა სტატიის მიხედვით (HAB – Homöopathisches
Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა).
დამხმარე ნივთიერებები:
გამოხდილი წყალი, 62.4% ეთანოლი
ჩვენება 
– ცირკულატორული დარღვევები (არტერიული და პერიფერიული)
– ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება
– სისუსტე და დაღლილობა
თვისებები 
უკვე 300 მილიონი წელია, რაც ხე გინკგო (Ginkgo biloba) დედამიწაზე
იზრდება. თავისი სიცოცხლისუნარიანობით და გამძლეობით
ცნობილი ამ მცენარის სამშობლოა აზიაა. ქრისტეს დაბადებამდე
ჯერ კიდევ 3000 წლის წინ ჩინელებმა გინკგოს ხისაგან მიიღეს წამალი,
რომელსაც, გადმოცემის თანახმად, ხანშიშესულ ასაკთან
დაკავშირებულ ჩივილებთან და დაავადებებთან ბრძოლისათვის
იყენებდნენ. Ginkgobakehl-ზე საუბრისას იგულისხმება პრეპარატი,
რომელიც HAB-ის წესების მიხედვითაა დამზადებული.
 
მიღების წესი და დოზირება
მწვავე მდგომარეობების დროს მიიღება 5 წვეთი ყოველ ნახევარ
საათში (2 საათის მანძილზე), დღეში არაუმეტეს 6-ჯერ. მიმდინარეობის
ქრონიკული ფორმების დროს მიიღება ყოველდღიურად
5 წვეთი 1-3-ჯერ დღეში.
 
გვერდითი მოქმედებები
Ginkgobakehl-ის მიღების შემდეგ ძალიან იშვიათად აღინიშნება
ჩივილები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, ტემპერატურა, თავის
ტკივილები ან კანის ალერგიული რეაქციები (სიწითლე, შეშუპება,
ქავილი). არსებობს ძალიან იშვიათი მონაცემები ხანგრძლივი მიღების
დროს განვითარებული სისხლდენის შესახებ, რომლის გამოვლენასა
და გინკგო-პრეპარატების მიღებას შორის მიზეზობრივი
კავშირი დადასტურებული არ არის.
 
უკუჩვენებები 
ალკოჰოლიზმისა და ღვიძლის დაავადებების დროს Ginkgobakehl-ის
მიღება შესაძლებელია მხოლოდ ექიმის კონსულტაციის შემდეგ
 
სიფრთხილის ზომები
ორსულობის პირველ სამ კვირას პრეპარატის მიღება რეკომენდირებული
არ არის, ორსულობის მომდევნო ვადები, ძუძუთი კვება,
ბავშვთა ასაკი პრეპარატის მიღების უკუჩვენებას არ წარმოადგენს.
ბავშვებში დოზის შერჩევა ხდება ასაკის შესაბამისად
 
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება
შეიძლება გაძლიერდეს ანტიკოაგულაციური პრეპარატების ეფექტი
 
სიფრთხილის ზომები
ორსულობის პირველ სამ კვირას პრეპარატის მიღება რეკომენდირებული
არ არის, ორსულობის მომდევნო ვადები, ძუძუთი კვება,
ბავშვთა ასაკი პრეპარატის მიღების უკუჩვენებას არ წარმოადგენს.
ბავშვებში დოზის შერჩევა ხდება ასაკის შესაბამისად
 
გამოშვების ფორმები
წვეთები 10 მლ, 30 მლ და 100 მლ საწვეთურიან ფლაკონში
სად შევიძინოთ?