Nuk
გენგიგელი ფორტე / Gengigel Forte


იდეალურია ჭრილობებისთვის და პოსტოპერაციულ პერიოდში.

სპეციალურად შექმნილია მარტივი, სწრაფი, ეფექტიანი გამოყენებისთვის.

 

მმწ (მაღალი მოლეკულური წონის) ჰიალურონის მჟავა განსაკუთრებით კონცენტრირებულია ჯანსაღი ღრძილის ქსოვილის გარე შრეებში, სადაც ის ხელს უწყობს როგორც ბარიერულ ფუნქციას, ასევე პერიოდონტალური იოგის დაჭიმვის სიძლიერეს. მისი არსებობა აუცილებელია ღრძილის ჯანსაღი ქსოვილის შესანარჩუნებლად.

ჰიალურონის მჟავას აქვს მთელი რიგი სასარგებლო თვისებები, რაც ხელს უწყობს სტომატოლოგიური მკურნალობისა და პირის ღრუს ჰიგიენის წარმატებულ პროგრამას.

კერძოდ, ჰიალურონის მჟავას შეუძლია შთანთქას თავის მშრალ წონაზე 50-ჯერ მეტი წყალი.

ეს მახასიათებელი თავის მოლეკულურ სტრუქტურასთან ერთად, წყალში გახსნის დროს საშუალებას აძლევს ჰიალურონის მჟავას იმოქმედოს როგორც ბარიერმა მიკროორგანიზმების და სხვა ტოქსინების შეღწევისას, რომლებიც, სავარაუდოდ, ხელს უწყობენ პაროდონტის დაავადების ეტიოლოგიას, რაც უზრუნველყოფს ძალიან ეფექტურ ბუნებრივ ბარიერს.

დამცავი ბარიერული მოქმედების წყალობით, გენგიგელი® ფორტე ხელს უწყობს ტკივილის შემცირებას, ქსოვილების ბუნებრივ რეკონსტრუქციას ტრავმული მოვლენების შემდეგ, როგორიცაა ქირურგია, იმპლანტაცია, კბილის ამოღება, ფესვის სკალირება და ა.შ. ხელს უწყობს წყლის შეწოვას, რითაც ამცირებს შეშუპებას და ამშვიდებს ანთებით პროცესს.

 

გენგიგელი® ფორტე

შეიცავს არაცხოველური წარმოშობის, მაღალი ხარისხის, მაღალი სისუფთავის ჰიალურონის მჟავას ბიოტექნოლოგიურად წარმოებულ წყაროს მაღალი მოლეკულური წონის ნატრიუმის მარილის სახით.
ქვს ხანგრძლივი ადგილობრივი მოქმედება.
პროდუქტის ფორმულირების განსაკუთრებული ბუნების გამო ეკვრის ლორწოვან გარსს.
შეუზღუდავად შეიძლება მისი გამოყენება ყველა პაციენტში, მათ შორის ბავშვებში, ორსულებში, მოხუცებსა და დიაბეტით დაავადებულებში.

 

ჩვენებები

მისი მახასიათებლების გათვალისწინებით, გენგიგელი® ფორტე სპეციფიურად არის ნაჩვენები ლორწოვანი გარსის დასაცავად შემდეგ შემთხვევებში:

ღრმა ჭრილობები ღრძილებზე
ანთებითი და/ან მტკივნეული უბნები ტრავმების, ქირურგიული ან პაროდონტალური სამუშაოების, კბილის ამოღების ან ღრძილისქვეშა ფესვის დამუშავების შემდეგ.

 

გამოყენების ინსტრუქცია

სტომატოლოგიური მკურნალობის შემდეგ დაუყოვნებლივ მცირე რაოდენობის გელი წაუსვით დაზიანებული უბნის ზედაპირს კანულის გამოყენებით ან ხელების დაბანის შემდეგ კარგად წაუსვით თითით და ნაზად შეაზილეთ ღრძილზე, სანამ დაზიანებული უბანი მთლიანად არ დაიფარება.

გამოიყენება დღეში ერთხელ ან ორჯერ, ან საჭიროებისამებრ, თუ სხვა რამ არ არის რეკომენდებული ჯანდაცვის სპეციალისტის მიერ.

 

შემადგენლობა

ძირითადი ინგრედიენტი: ნატრიუმის ჰიალურონატი

სხვა ინგრედიენტები: წყალი, ქსილიტოლი, ცელულოზის რეზინა, სპირტი, Peg-40 ჰიდროგენირებული აბუსალათინის ზეთი, გლიცეროფოსფოქოლინი, ნატრიუმის ფოსფატი, პოლივინილის სპირტი, კარბომერი (პოლიკარბოფილი), დიქლორბენზილის სპირტი, ტრინატრიუმის ფოსფატი, ნატრიუმის ლაქტატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი.

(შეიძლება შეიცავდეს ლიმონმჟავას).

 

შეფუთვა

გენგიგელი® ფორტე ორალური გელის ტუბი 8 მლ

 

უკუჩვენებები:
გენგიგელი® ფორტეს გამოყენება უკუნაჩვენებია მისი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.

 

სიფრთხილის ზომები და გაფრთხილებები:

არ გამოიყენოთ პროდუქტი, თუ შესამჩნევად დაზიანებულია. შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე; შეინახეთ სიცხის პირდაპირი წყაროებისგან დაცულ ადგილას. არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. გამოყენების შემდეგ კონტეინერის დახურვამდე მოაცილეთ პროდუქტის ყველა ნარჩენი. პროდუქტი მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

სიმპტომების შენარჩუნების შემთხვევაში, მიმართეთ ჯანდაცვის პროფესიონალს.

 

სად შევიძინოთ?