Nuk
ფერო აივა / Ferro Aiwa


ფერო აივა® 100 მგ შემოგარსული ტაბლეტი

გამომშრალი რკინა (II)-სულფატი

გამოიყენება მოზრდილებში


რა
არის ფერო აივა® 100 მგ და რისთვის გამოიყენება

ფერო აივა® 100 მგ გამოიყენება რკინის დეფიციტის სამკურნალოდ.

რა უნდა იცოდეთ ფერო აივა® 100 მგ- მიღებამდე

არ მიიღოთ ფერო აივა® 100 მგ

თუ ხართ ალერგიული რკინის სულფატის ან პრეპარატში შემავალი ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (მოცემულია პუნქტში 6).

თუ გაწუხებთ ინფექციებით ან კიბოთი გამოწვეული ანემია, გარდა შემთხვევებისა, ღოდესავ ასევე გაქვთ რკინის დეფიციტი.

თუ სისხლში რკინის დონე მომატებულია და დარღვეულია რკინის უტილიზაცია

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ფერო აივა® 100 მგ მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

პირის ღრუს წყლულების და კბილების გაუფერულების საშიშროების გამო, ტაბლეტების მოწუწვნა, დაღეჭვა ან პირის ღრუში დიდხანს დატოვება არ შეიძლება. ისინი მთლიანად უნდა გადაიყლაპოს წყალთან ერთად. თუ თქვენ ვერ შეძლებთ ამ ინსტრუქციების შესრულებას ან გიჭირთ გადაყლაპვა, მიმართეთ ექიმს.

განსაკუთრებული სიფრთხილე ფერო აივა® 100 მგ-ით:

თუ გაწუხებთ კუჭ-ნაწლავის (კუჭის/ნაწლავის) ლორწოვანი გარსის ანთება ან წყლული. ფერო აივა® 100 მგ მიღებამდე გაესაუბრეთ ექიმს. ის ყურადღებით შეაფასებს მკურნალობის სარგებელს თქვენი კუჭ-ნაწლავის დაავადების გაუარესების რისკთან მიმართებაში.

თუ თქვენ ასევე იყენებთ დიეტურ ან სხვა რკინის მარილის დანამატებს. რკინის შესაძლო ჭარბი დოზირების რისკის თავიდან აცილების მიზნით, მიმართეთ ექიმს ფერო აივა®- 100 მგ მიღებამდე.

სხვა სამკურნალო საშუალებები და ფერო აივა® 100 მგ

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლახან იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემული მედიკამენტები.

რკინის მარილები, როგორიცაა ფერო აივა® 100 მგ

ამცირებენ შემდეგის ათვისებას

გარკვეული ანტიბიოტიკები (ტეტრაციკლინები),

პენიცილამინი (გამოიყენება რევმატული დაავადების სამკურნალოდ),

ლევოდოპა (გამოიყენება პარკინსონის დაავადების დროს),

მეთილდოპა (გამოიყენება მაღალი წნევის სამკურნალოდ),

თიროქსინი (ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონი) პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ თიროქსინით.

გავლენას ახდენს ქინოლონის ანტიბიოტიკების (მაგ. ციპროფლოქსაცინი, ლევოფლოქსაცინი, ნორფლოქსაცინი, ოფლოქსაცინი) ათვისებას.

შეიძლება გაზარდოს გამაღიზიანებელი ეფექტი კუჭ-ნაწლავის ლორწოვან გარსზე, როდესაც

მიიღება არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად (მაგალითად, რიგი მედიკამენტები, რომლებიც ჩვეულებრივ გამოიყენება ტკივილის, ცხელების და ანთების დროს).

რკინის მიტაცება მცირდება შემდეგი მედიკამენტებით, ერთად მიღების შემთხვევაში:

ქოლესტირამინი (გამოიყენება სისხლში ცხიმის მაღალი დონის შესამცირებლად),

ანტაციდები (კალციუმის, მაგნიუმის და ალუმინის მარილები, რომლებიც გამოიყენება კუჭის მჟავას დასაკავშირებლად),

ან კალციუმის და მაგნიუმის დანამატები.

თქვენ არ უნდა მიიღოთ ფერო აივა® 100 მგ ზემოაღნიშნული ნივთიერების მიღებიდან 2-3 საათის განმავლობაში.

ფერო აივა® 100 მგ საკვებთან და სასმელთან ერთად

თქვენ უნდა მიიღოთ ფერო აივა®  100 მგ ჭამამდე 1 საათით ადრე ან შესაძლოა კვებას შორის, რადგან საკვებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს რკინის ათვისებაზე.

რკინის დამაკავშირებელი ნივთიერებები, როგორიცაა ფიტატები (მაგ. მარცვლეულიდან), ფოსფორმჟავას მარილები (მაგ. რძიდან), ოქსალის მჟავას მარილები (მაგ. ისპანახი ან რევანდი), ტანინის მჟავები (ჩაი) ან ყავა აფერხებენ რკინის შეწოვას ორგანიზმის მიერ.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან მეძუძური დედა, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ამ პრეპარატის მიღებამდე.

ფერო აივა® 100 მგ-ით მკურნალობა უნდა ჩატარდეს მხოლოდ სარგებლის/რისკის ფრთხილად შეფასების და ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. ორი ფერო აივა® 100 მგ შემოგარსული ტაბლეტის მაღალი დოზა დღეში არ უნდა დაინიშნოს ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

ძუძუთი კვება

ანალოგიურად, ძუძუთი კვების დროს, ფერო აივა® 100 მგ უნდა დაინიშნოს მხოლოდ სარგებლის/რისკის სათანადოდ შეფასების და ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

ავტომობილის მართვა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობა

ცნობილი ეფექტები არ არის.

ფერო აივა® 100 მგ შეიცავს ლაქტოზას და საქაროზას

თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ სამკურნალო პროდუქტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

ფერო აივა® 100 მგ-ის მიღების წესი

ეს წამალი ყოველთვის მიიღეთ ზუსტად ისე, როგორც ეს აღწერილია ამ ინსტრუქციაში ან როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

მოზრდილები იღებენ 1 ფერო აივა® 100 მგ შემოგარსული ტაბლეტი დღეში ორჯერ. ეს წამალი არ არის განკუთვნილი ბავშვებში და 18 წლამდე მოზარდებში გამოსაყენებლად.

შემოგარსული ტაბლეტები უნდა მიიღოთ დილით უზმოზე ან ჭამამდე 1 საათით ადრე. ისინი მთლიანად უნდა გადაიყლაპოს დიდი რაოდენობით სითხით, რათა თავიდან აიცილოთ ლორწოვანი გარსის შესაძლო დაზიანება, რომელიც გამოწვეულია ტაბლეტების გაჭედვით.

გადაყლაპეთ ტაბლეტი მთლიანად წყლის მიყოლებით. არ მოწუწნოთ ან დაღეჭოთ ტაბლეტი და არ გაიჩეროთ ტაბლეტი დიდხანს პირში.

ორგანიზმისთვის მიწოდებული რკინის რაოდენობა დამოკიდებულია თქვენი რკინის დეფიციტის სტადიაზე. გთხოვთ ჰკითხეთ თქვენს ექიმს.

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია თქვენი მდგომარეობის ბუნებასა და სიმძიმეზე. ზოგადად, წარმატებული მკურნალობის მისაღწევად საჭიროა რკინის თერაპია მინიმუმ 8 კვირის განმავლობაში. სისხლში (ჰემოგლობინის) ნორმალურ დონეზე დაბრუნების შემდეგ მკურნალობა უნდა გაგრძელდეს კიდევ 6-8 კვირის განმავლობაში თქვენი რკინის მარაგის შესავსებად.

თუ თქვენ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ ფერო აივა® 100 მგ ეფექტი ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტი, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თირკმელების ან ღვიძლის დაავადების მქონე ადამიანებისთვის

არ არსებობს ადეკვატური მონაცემები თირკმელების/ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე ადამიანებისთვის დოზის განსაზღვრის რეკომენდაციების გასაკეთებლად.

თუ თქვენ მიიღეთ ფერო აივა® 100 მგ იმაზე მეტი, ვიდრე საჭიროა

აცნობეთ ამის შესახბ ექიმს.

 

თუ დაგავიწყდათ ფერო აივა® 100 მგ- მიღება

ზოგადად, მედიკამენტები ყოველთვის უნდა მიიღოთ ექიმის დანიშნულებით. გთხოვთ ნუ მიიღებთ ორმაგ დოზას, გამოტოვებული დოზის კომპენსაციის მიზნით. ამ შემთხვევაში, განაგრძეთ დოზის მიღება.

თუ შეწყვიტეთ ფერო აივა® 100 მგ- მიღება

გთხოვთ, წინასწარ დაუკავშირდეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, რადგან მას შეუძლია შეაფასოს ნებისმიერი შესაძლო ეფექტი თქვენს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1 პაციენტში

პერორალური რკინის პრეპარატების მიღების შემდეგ ხშირად შეიმჩნევა განავლის მუქი შეფერილობა, მაგრამ სრულიად უვნებელია.

არახშირი: შეიძლება გამოვლინდეს 100-დან 1 პაციენტში

ზოგჯერ აღინიშნება კუჭ-ნაწლავის აშლილობა, მაგ. მადის დაკარგვა, კუჭის წნევა, შებერილობა და ყაბზობა.

შენიშვნა: ყაბზობის კორექცია შესაძლებელია დაბალანსებული დიეტით.

იშვიათი: შეიძლება გამოვლინდეს 1000-დან 1 პაციენტში,

იშვიათ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (მაგ. კანის ცვლილებები).

უცნობია: (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით)

პირის ღრუს წყლულები (არასწორი გამოყენების გამო, თუ ტაბლეტები დაღეჭეთ, მოწუწნეთ ან დიდი ხნის განმავლობაში გაიჩერეთ პირში). ხანდაზმული პაციენტები ან პაციენტები, ყლაპვის გაძნელებით, ასევე არიან ყელში, საყლაპავში (პირისა და კუჭის დამაკავშირებელი მილი) ან ბრონქებში (ფილტვების მთავარი სასუნთქი გზების ტოტები) წყლულების განვითარების რისკის ქვეშ, თუ ტაბლეტები მოხვდება სასუნთქ გზებში.

დაზიანების შემთხვევაში, უნდა შეწყვიტოთ ამ პრეპარატის მიღება და მიმართოთ ექიმს.

გვერდითი მოვლენების რეპორტინგი

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენების შესახებ პირდაპირ Bundesinstitut für Arzneimittel und Medizinprodukte (წამლებისა და სამედიცინო მოწყობილობების ფედერალური ინსტიტუტი), Abt. Pharmakovigilanz (ფარმაკოზედამხედველობის დეპარტამენტი), Kurt Georg-Kiesinger-Allee 3, D-53175 Bonn, ვებგვერდი: www.bfarm.de. გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.

ფერო აივა® 100 მგ- შენახვის პირობები

შეინახეთ ეს წამალი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს წამალი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ნიშნავს ამ თვის ბოლო დღეს.

არ შეინახოთ 30 °C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.

არ გადააგდოთ წამალი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ წამლები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს უწყობს გარემოს დაცვას.

შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს ფერო აივა® 100 მგ

აქტიური ნივთიერება: გამხმარი რკინის(II) სულფატი

ერთი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს: 302.237 - 309.106 მგ გამხმარი რკინის(II) სულფატს (ექვივალენტურია 100 მგ რკინის(II) იონებისა).

სხვა ინგრედიენტებია: მალტოდექსტრინი, კალციუმის სტეარატი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, კოპოვიდონი, მაკროგოლი 4000, ტალკი, კალციუმის კარბონატი E170, კაკაოს კარაქი, მაგნიუმის სტეარატი [მცენარეული], შელაკი, ტიტანის დიოქსიდი E171, ცელულოზას ფხვნილი,  სიმინდის სახამებელი, კარბოქსიმეთილის სახამებლის ნატრიუმი (ტიპი A), ნატრიუმის დოდეცილ სულფატი, საქაროზა, პოვიდონი K25, რკინის ოქსიდები და ჰიდროქსიდები (E172)

ფერო აივა® 100 მგ აღწერილობა და შეფუთვა

შემოგარსული ტაბლეტები არის მრგვალი, ამოზნექილი და ყავისფერი ფერის.

ორიგინალური შეფუთვა 20 შემოგარსული ტაბლეტით

ორიგინალური შეფუთვა 50 შემოგარსული ტაბლეტით

ორიგინალური შეფუთვა 100 შემოგარსული ტაბლეტით

შეიძლება ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.

 

სპეციალური შეფუთვა: 20 გარსით დაფარული ტაბლეტის შეფუთვა და მუყაოს კოლოფზე ანაბეჭდინიმუში: არ იყიდება“.

 

სად შევიძინოთ?