Nuk
ფალსიგრა / Falsigra


1. რა არის ფასლიგრა და რისთვის გამოიყენება იგი?

ფალსიგრა გამოიყენება მამაკაცის ერექციული დისფუნქციის დროს. იგი აღადგენს პენისის ერექციას და უზრუნველყოფს სექსუალური აქტის დაკმაყოფილებას.

ფალსიგრა მიეკუთვნება ფოსფოდიესთერაზა 5-ის(PDE) სელექციური ინჰიბიტორების ჯგუფს, რომელიც ხელს უწყობს პენისის ერექციას სისხლმომარაგების გაუმჯობესების ხარჯზე.

ფალსიგრა არ გამოიყენება რეპროდუქციული დისფუნქციის დროს. არ შეიძლება მისი გამოყენება, თუ არ გაწუხებთ ერექციული დისფუნქცია.

ექიმი განსაზღვრავ ერექციული დისფუნქციის არსებობას და მის გამომწვევ ფაქტორებს.

პრეპარატის მოქმედების ეფექტი აღინიშნება მხოლოდ დამაკმაყოფილებელი სექსუალური ლტოლვის დროს. ფალსიგრა არ გამოიყენება ქალებში.

 

2. რა უნდა გავითვალისწინოთ ფალსიგრა მიღებამდე:

ფალსიგრა არ გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:

- თუ თქვენ ბრძანდებით ალერგიული ფალსიგრას შემადგენელი აქტიური სუბსტანციის და სხვა კომპონენტების (იხ. პუნქტი #6)  მიმართ.

- გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებების: ( სტენოკარდიის  დროს როდესაც გამოხატულია ვარჯიშისას ტკივილი მკერდის არეში),

-  თუ თქვენ გაქვთ გულის უკმარისობა.

-  თუ ახლო წარსულში გადაიტანეთ გულის შეტევა.

-  ჰიპოტენზიის დროს (როდესაც წნევა 90/50-ზე ნაკლებია)

-  თუ გაქვთ უკონტროლო ჰიპოტენზია (როდესაც წნევა 140/90-ზე მაღალია)

-  თუ ახლო წარსულში გადაიტანეთ ინსულტი.

-  თუ თქვენ დაკარგეთ მხედველობა არა არტერიული თვალის იშემიური ოპტიკური ნევროპათიის გამო

- თუ თქვენ გაქვთ თვალის დაავადების იშვიათი ფორმა რომელმაც გამოიწვია მხედველობის დაქვეითება (როგორიცაა რეტინიტის პიგმენტოზა)

- ღვიძლის უკმარისობის დროს

 

სიფრთხილის ზომები:

აუცილებლად შეატყობინეთ ექიმს,  ფარმაცევტს ან მედდას სანამ დაიწყებთ ფალსიგრას მიღებას.

 

აცნობებთ თქვენს ექიმს:

- თუ თქვენ გაქვთ ანემია, (წითელი უჯრედების ანომალური რაოდენობა)

- თუ თქვენ გაქვთ მიელომური დაავადება (ძვლის ტვინის სიმსივნე)

- თუ თქვენ გაქვთ ლეიკემია (სისხლის წითელი უჯრედების დაავადება)

- თუ გაქვთ სისხლის შედედაბა.

- სასქესო ორგანოს ანატომიური დეფექტი ან  პერიონის დაავადება  (გამრუდება ან მტკივნეული ერექცია)

- პეპტიური წყლული

- თირკმლის ან ღვიძლის დისფუნქციის დროს შესაძლოა ექიმმა შეამციროს დოზა

 

სხვა მედიკამენტები და ფალსიგრა.

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებდით, იღებთ ან აპირებთ რომ მიიღოთ სხვა პრეპარატები.

 

არ მიიღოთ ფალსიგრა შემდეგ მედიკამენტებთან ერთად:

- ნიტრატების ჯგუფის პრეპარატებთან ერთად (იზოსორბიდის დინიტრატი, იზოსორბიდის მონონიტრატი, ნიტროგლიცერინი) ან სხვა მედიკამენტები რომლებიც ათავისუფლებენ აზოტის ოქსიდს. (ამილნიტრინი) - გამოიყენება სტენოკარდიული დაავადებების სამკურნალოდ.(„სტენოკარდია“). ფალსიგრა აძლიერებს ამ პრეპარატების მოქმედებას. თუ იღებთ ნიტრატებს ან თუ არ ხართ დარწმუნებული, თუ თქვენს მიერ მიღებული პრეპარატები შეიცავს ნიტრატებს, მიმართეთ თქვენს ექიმს.

- ამლოდიპინი (კალციუმის არხების ბლოკატორი) - მედიკამენტი რომელიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ. ფალსიგრას შეუძლია გამოიწვიოს არტერიული წნევის დაქვეთიება.

- დოქსასოზინი (ალფა-ბლოკატორი) - მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევისა და პროსტატის ჰიპერპლაზიის სამკურნალოდ.(პროსტატიტი) ფალსიგრას შეუძლია გამოიწვიოს არტერიული წნევის დაქვეთიება.

- ნიკორანდილი - მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება სტენოკარდიული დაავადებების სამკურნალოდ. ფალსიგრამ შესაძლოა გამოიწვიოს მისი მოქმედების შესუსტება.

- რიტონავირი - ანტივირუსული პრეპარატი, რომელიც გამოიყენება აივ ინფექციის სამკურნალოდ.

 

არ შეიძლება ფალსიგრას გამოყენება სხვა ერექციული დისფუნქციის სამკურნალო პრეპარატებთან კომბინაციაში.

 

ფალსიგრას გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

ფალსიგრასთან ერთად არ შეიძლება გრეუფრუტის წვენის მიღება, რადგან მას შეუძლია პრეპარატის ფარმაკოლოგიური ეფექტის შემცირება. საკვებთან ერთად ფალსიგრას მიღება შესაძლოა დააყოვნოს მისი მოქმედება, ამიტომ რეკომენდებულია მისი გამოყენება კვებამდე ან და კვების შემდეგ ორი საათის ინტერვალით

 

იმისათვის რომ მიიღოთ ფალსიგრას მაქსიმალური ფარმაკოლოგიური ეფექტი, ნუ მიიღებთ ალკოლოჰოლის გადაჭარბებული დოზით (რეკომენდებულია ალკოჰოლის კონცენტრაციამ სისხლში არ გადააჭარბოს 0.08%ს)

 ავტომობილის ან სხვა ტექნიკური საშუალებების მართვაზე გავლენა

ფალსიგრამ შესაძლოა გამოიწვიოს თავბრუსხვევა და მხედველობის დაქვეითება. ასეთ შემთხვევაში უნდა შეწყვიტოთ ავტომობილის ან სხვა ტექნიკური საშუალების მართვა.

ფალსიგრა შეიცავს ლაქტულოზას.

 თუ თქვენ რომელიმე ტიპის შაქრის მიმართ არატოლერანტული ბრძანდებით, მიმარტეთ ექიმს სანამ დაიწყებთ ამ პრეპარატის გამოყენებას.

 

3. მიღების წესი და დოზირება

ყოველთვის მიიღეთ ფალსიგრა დანიშნულების შესაბამისად. თუ არ ხართ დარწმუნებული მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ფალსიგრა განკუთვნილია პერორალური მიღებისათვის.

რეკომენდებული დოზა 50 მგ მიიღება საჭიროების შემთხვევაში ერთი საათით ადრე გეგმიურ სექსუალურ აქტივობამდე. ეფექტურობისა და გადამტანუნარიანობის გათვალისწინებით დოზა შეიძლება გაიზარდოს 100 მგ-მდე ან შემცირებული იქნას 25 მგ -მდე.(1/2 ტაბლეტები 50მგ) მაქსიმალური მიღების რეკომენდებული სიხშირე შეადგენს ერთ მიღებას დღეში, ხოლო მაქსიმალური რეკომენდებული დოზა არის 100მგ დღეში.

არარის რეკომენდირებული ფალსიგრას დღეში ერთჯერ მიღებაზე მეტი.

შეიძლება აღმოაჩინოთ რომ ფალსიგრას მოქმედებისთვის უფრო დიდი დრო სჭირდება, როდესაც მას საკვებთან ერთად იღებთ. (იხ. ნაწილი ფალსიგრას გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად)

ფალსიგრას გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში.

ფალსიგრას მიღება არარის რეკომენდირებული 18 წლამდე ასაკის ბავშებში.

თუ მიიღეთ ფალსიგრას ჭარბი დოზა.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. 100 მგ-ზე მეტი დოზის მიღება არ ზრდის ფალსიგრას ეფექტურობას, იგი იწვევს მხოლოდ გვერდითი ეფექტების რისკის გაზრდას.(იხ. ნაწილი 4: შესაძლო გვერდითი ეფექტები) თუ გექნებათ დამატებითი კითხვები ფალსიგრას გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ ფალსიგრას მიღება.

არ მიიღეთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით.

თუ წყვეტთ ფალსიგრას მიღებას

თუ გექნებათ დამატებითი კითხვები პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

 

4.  შესაძლო გვერდითი ეფექტები:

როგორც ყველა მედიკამენტს, ფალსიგრასაც აქვს თავისი შესაძლო გვერდითი ეფექტები, რომლებიც შესაძლოა გამოვლინდეს ცალკეულ შემთხვევებში.

 აუცილებლად შეწყვიტეთ ფალსიგრას მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს

-  თუ მისი გამოყენებისას შენიშნეთ მხედველობის დაქვეითება და დაკარგვა,  

-  თუ იგრძენით ტკივილი მკერდის არეში, მოერიდეთ ნიტრატების გამოყენებას ამ დროს.

 

ყველაზე ხშირ გვერდით ეფექტები (ვლინდება 10დან 1-ზე მეტ პაციენტში)  

-  თავის ტკივილი,

ძალიან იშვიათად ( ვლინდება 100  პაციენტში 1-დან 10-მდე)

-  ძილიანობა,

- სახის გაწითლება

მხედველობის გაუარესება (სინათლეზე მგრძნობელობის მომატება, მხედველობის გაორება, ვიზუალური ფერების აღქმის ცვლილება)

-   სახის უეცარი გაწითლება.

- ცხვირში არსებული სასუნთქი გზების ჩაკეტვა.

-  დისპესია

 

იშვიათ გვერდით ეფექტებს (1000-დან 1-10 შეიძლება გამოვლინდეს) 

-  ძილიანობა, დაღლა

-  ჰიპესთეზია (კანის მგრძნობელობის დაქვეითება)

-  მხედველობის გაორმაგება

-  თავბრუსხვევა

-  ყურებში შხუილი

-  ტახიკარდია (აჩქარებული გულისცემა)

-  აჩქარებული გულისცემა

-  გულისრევა, ღებინება, პირის სიმშრალე

-  გამონაყარი კანზე (კანის გაწითლება)

-  კუნთების ტკივილი

-  გულმკერდის ტკივილი

-  დაღლილობის შეგრძნება

 

ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები (10000-დან 1-10 შეიძლება გამოვლინდეს) 

- ინსულტი

- გამონაყარი

- სითბოს დაკარგვა

- მაღალი არტერიული წნევა

- დაბალი არტერიული წნევა

- გულის შეტევა

- წინაგულოვანი ფიბრილაცია (გამოიხატება როგორც აჩქარებული გულისცემა, არარეგულარული, სწრაფი გულისცემა)

- ცხვირიდან სისხლდენა

- გახანგრძლივებული და მტკივნეული ერექცია,

- მხედველობის მკვეთრი დაქვეითება ან სრული დაკარგვა,

- მხედველობის დაკარგვა ცალ ან ორივე თვალში

 

უცნობია სიხშირე გამოწვეული არითმიისა და პარკუჭოვანი არიითმიის დროს ასევე დაფიქსირებულია პაციენტის მოულოდნელი სიკვდილიც.

 

შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ:

თუ შენიშნეთ რომელიმე გვერდითი ეფექტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება იმ გვერდით ეფექტებსაც რომელიც არარის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ გვერდითი ეფექტების შეტყობინება პირდაპირ მედიკამენტის გვერდითი მოვლენების მონიტორინგის, მედიკამენტის რეგისტრაციის განყოფილებაში, პრეპარატები და ბიოციდური პროდუქცია:

181C Aleje Jerozolimskie, 02-222 Warsaw (Poland)

Tel: +48 (22) 49 21 301

Fax: (22) 49 21 309

e-mail: [email protected]

 გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ ხელს შეუწყობთ ამ პრეპარატის შესახებ მეტი ინფორმაციის მოგროვებას.

 

5.  შენახვის პირობები:

შეინახეთ ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

არ გამოიყენოთ ფალსიგრა კოლოფზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც განლაგებულია შეფუთვაზე და ბლისტერზე “EXP” ნიშნის შემდეგ.

მოქმედების ვადა განისაზღვრება მითითებული თვის ბოლო დღით.

შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში სინათლისგან დაცულ ადგილას. 

არ შეიძლება მისი გადაგდება საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ან გამდინარე წყალთან ერთად.

მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს მისი უტილიზაციის შესახებ. ამით ხელს შეუწყობთ გარემოს დაცვას.

6.  დამატებითი ინფორმაცია

ფალსიგრას შემადგენლობა:

-  ფასლიგრას მოქმედი ნივთიერება არის სილდენაფილი, თითოეული ტაბლეტი შეიცავს 100მგ სილდენაფილს.

დამატებითი ნივთიერების  სახით შეიცავს: მიკროკრისტალური ცელულოზა, კროსკალმელოზის სოდა, კალციუმ ჰიდროგენ ფოსფატ დიჰიდრატი, პოვიდონი, მაგნეზიუმ სტეარატი.

ტაბლეტის გარსი შეიცავს: ლაქტოზის მონოჰიდრატი, ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი 6000, ინდიგოტინი(E132).

როგორ გამოიყურება ფალსიგრა:

ფალსიგრა 50 მგ  არის ცისფერი, მრგვალის ფორმის 8 მმ დიამეტრის მქონე ტაბლეტი,

არსებობს 1,3,4,7 ან 8 ტაბლეტიანი შეფუთვები.

ფალსიგრა 100 მგ  არის ცისფერი, მრგვალის ფორმის 10 მმ დიამეტრის მქონე ტაბლეტი, არსებობს 1,3,4,7 ან 8 ტაბლეტიანი შეფუთვები.

სად შევიძინოთ?