Nuk
დოპელჰერც აქტივი ომეგა-3 / Doppelherz aktiv Omega-3


შემადგენლობა
ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავების კომპლექსი ომეგა – 3 და ვიტამინი E E ავლენენ ზოგად მატონიზირებელ, მემბრანომასტაბილიზირებელ, ანტიაგრეგანტულ, ჰიპოტენზიურ, ანთების საწინააღმდეგო და იმუნომაკორეგირებელ თვისებებს.

ცხოვრების ჯანსაღი წესის ძირითად შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს საკმარისი ფიზიკური დატვირთვა და ჯანსაღი კვება. ჯანმრთელი გულისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწორი კვება, ცხიმებისა და ქოლესტერინის შეზღუდული რაოდენობით და აუცილებელი ცხიმოვანი მჟავების საკმარისი მიღებით. დღეისათვის ცნობილია, რომ ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავების კომპლექსი ომეგა – 3 წარმოადგენს მნიშვნელოვან კომპონენტს გულის ჯანსაღი კვებისათვის : ისინი ხელს უწყობენ ადამიანის ორგანიზმში ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების შემცველობას შორის ბალანსის შენარჩუნებას.

ნახევრადუჯერ ცხიმოვან მჟავებზე _ ომეგა-3 ყურადღება გაამახვილეს გრენლანდიის ფენომენის წყალობით. ვერ ვიტყვით, რომ ესკიმოსები იკვებებიან ოპტიმალურად, პირიქით ერთფეროვნად და ზედმეტად ნოყიერადაც კი, მაგრამ მიუხედავად ამისა, მათი გულ-სისხლძარღვთა სისტემა ღრმა მოხუცებულობამდე ჯანსაღი და შრომისუნარიანი რჩება.

მათი საკვების ძირითად ნაწილს წარმოადგენს თევზები, არქტიკული წყლებიდან, რომლებიც განსაკუთრებით მდიდარია ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავებით _ ომეგა-3.

შემადგენლობა:
1 კაფსულა შეიცავს: 800 მგ თევზის (ორაგულის) ქონი (18% ეიკოზაპენტაენოვის მჟავა და 12% დოკოზაჰექსაენოვის მჟავა, ცხიმოვანი მჟავები ომეგა – 3 - არანაკლებ 30%-ისა) და 16.22 მგ ვიტამინი E.

ფარმაკოლოგიური თვისებები
მრავალი კლინიკური კვლევის შედეგად ნაჩვენებია, რომ ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავები ომეგა – 3, წარმოადგენენ ჯანსაღი კვების საფუძველს გულის ცხოველქმედების უზრუნველსაყოფად და დადებითად მოქმედებენ დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების შემცირებაზე, ახდენენ ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების კავშირის ნორმალიზებას სისხლში.

ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავები ომეგა – 3, აფერხებენ თრომბის წარმოქმნის პროცესს, უზრუნველყოფენ ორგანიზმის იმუნური სტატუსის შენარჩუნებას, ახდენენ თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის ნორმალიზებას ჰიპოქსიისა და არტერიული წნევის დაქვეითების დროს.

ეიკოზაპენტაენის და დოკოზაჰექსაენის მჟავა არიან ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავების ომეგა – 3 მნიშვნელოვანი წარმომადგენლები.

ვიტამინი E ხელს უშლის ქოლესტერინის დალექვას სისხლძარღვის კედელზე, ახდენს უჯრედების დაცვას, ასევე იცავს გულს დაზიანებისაგან, რომელიც დაკავშირებულია მაგნიუმის დეფიციტთან ან ჟანგბადის უკმარისობასთან. ვიტამინი E დადებითად მოქმედებს სისხლძარღვებზე.


ჩვენებები
გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების და ათეროსკლეროზის პროფილაქტიკა და კომპლექსური თერაპია. ნერვული სისტემის დაავადებები, თვალის დაავადებები, რევმატოლოგიური დაავადებები, გამოიყენება ორსულებში (ხელს უწყობს ნაყოფის ნორმალურ განვითარებას).

მიღების წესები და დოზები
ყოველდღიურად 1 კაფსულა დაუღეჭავად, წყლის მიყოლებით.

უკუჩვენება
შემადგენელი კომპონენტების მიმართ ინდივიდუალური აუტანლობა.

განსაკუთრებული მითითებები
რეკომენდაციები დიაბეტის მქონე პირებისათვის:
1 კაფსულა შეესაბამება 8.3 კკალ/34.7 კჯ და 0.01 პურის ერთეულს.
აქვს ნეიტრალური გემო და სუნი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25oC ტემპერატურაზე.

სად შევიძინოთ?