toto toto situs toto toto situs togel toto slot slot slot slot toto
კურაფლუქს რაპიდი / Curaflux Rapid | მედიკამენტები | vidal.ge
Nuk
კურაფლუქს რაპიდი / Curaflux Rapid


კურაფლუქს რაპიდი სუსპენზია

სწრაფი მოქმედების ანტაციდური საშუალება

 

შემადგენლობა 1 პაკეტში (10 მლ):

აქტიური ნივთიერებები: ნატრიუმის ალგინატი 500 მგ, ნატრიუმის ბიკარბონატი 267 მგ, კალციუმის კარბონატი 160 მგ. (sodium alginate, sodium hydrocarbonate, calcium carbonate).

დამხმარე ნივთიერებები: კარბოპოლი, პიტნის არომატი, ნატრიუმის მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი, სუკრალოზა, სტევია, გაწმენდილი წყალი.

 

რა არის კურაფლუქს რაპიდი?

კურაფლუქს რაპიდი არის სწრაფი, სამმაგი მოქმედების ანტაციდური საშუალება, პერორალური სუსპენზიის ფორმით, რომელიც წარმოდგენილია მონოდოზირებული პაკეტებით.

 

მოქმედების მექანიზმი

კურაფლუქს რაპიდი პერორალური სუსპენზიის მოქმედება განპირობებულია მასში ნატრიუმის ალგინატის, ნატრიუმის ბიკარბონატისა და კალციუმის კარბონატის არსებობით.

ნატრიუმის ალგინატი წარმოქმნის დამცავ აპკს, რომელიც ეკვრის კუჭისა და საყლაპავის ლორწოვან გარსს და იცავს მას კუჭის წვენის ზემოქმედებისგან.

კუჭის მჟავასთან კონტაქტისას ნატრიუმის ალგინატი შედის ურთიერთქმედებაში და წარმოქმნის გელს, ხოლო კარბონატები გამოყოფენ ნახშირორჟანგს (CO), რაც გელს საშუალებას აძლევს კუჭის შიგთავსის ზედაპირზე ტივტივებდეს. შედეგად წარმოიქმნება დამცავი ბარიერი, რომელიც ხელს უშლის კუჭის შიგთავსის საყლაპავში გადასვლას.

ნატრიუმის ბიკარბონატი და კალციუმის კარბონატი ანტაციდებია, რომლებიც კუჭის მჟავასთან რეაგირებენ, ანეიტრალებენ მას და ამცირებენ მაღალ მჟავიანობას.

 

ჩვენებები

კურაფლუქს რაპიდი პერორალური სუსპენზია ნაჩვენებია გასტროეზოფაგური რეფლუქსისა და კუჭის მომატებულ მჟავიანობასთან დაკავშირებული სიმპტომების პრევენციისა და მკურნალობისთვის, როგორიცაა:

მტკივნეული წვის შეგრძნება (გულძმარვა) გულმკერდის მიდამოში, რეფლუქსით გამოწვეული ტკივილი გულმკერდის მიდამოში, წვის ან ტკივილის შეგრძნება ეპიგასტრიუმში, ბოყინი, მჟავას რეგურგიტაცია, რეფლუქს-ეზოფაგიტი, სპაზმები, საჭმლის მონელების დარღვევა, ჭამის შემდეგ სისავსის შეგრძნება მუცელში, გამაღიზიანებელი ხველა, ლარინგო-ფარინგეალური ანთება, რასაც შეიძლება ახლდეს ხმის ჩახლეჩა/ხმის დაკარგვა (აფონია), ან ყლაპვის გაძნელების შეგრძნება (დისფაგია).

 

გამოყენების წესი

მოზრდილები და მოზარდები (12–18 წელი):

მიიღეთ 1 ან 2 პაკეტი (თითოეული 10 მლ) კურაფლუქს რაპიდი პერორალური სუსპენზია ძირითადი კვებების შემდეგ და ძილის წინ.

გამოყენებამდე პაკეტი კარგად შეანჯღრიეთ. გახსენით პაკეტი უშუალოდ გამოყენების წინ და სუსპენზია პაკეტის ძირიდან პირდაპირ პირში ჩაისხით და გადაყლაპეთ ან კოვზზე გადმოწურეთ და ისე მიიღეთ.

 

12 წლამდე ბავშვები:

პროდუქტის გამოყენება შესაძლებელია, თუმცა მკურნალობა უნდა შეფასდეს ინდივიდუალურად ექიმის ზედამხედველობის ქვეშ.

 

რჩევები გასტროეზოფაგური რეფლუქსის დროს

გასტროეზოფაგური რეფლუქსის დაავადება (GERD) გულისხმობს კუჭის წვენის საყლაპავში ამოსვლას. ეს იწვევს მჟავას შემცველი კუჭის წვენის რეგურგიტაციას, მკერდის ძვლის უკან წვის შეგრძნებას და სხვა თანმხლებ სიმპტომებს.

როდესაც ირღვევა ლორწოვანი გარსის დაცვისა და კუჭის მჟავიანობის ბალანსი, კუჭის წვენმა შეიძლება დააზიანოს კუჭის შიდა კედელი და გამოიწვიოს წვის შეგრძნება.

სტრესული ცხოვრების წესი და არასწორი კვება დაკავშირებულია კუჭის მჟავას ჭარბ სეკრეციასთან, ამიტომ პრობლემის კონტროლისთვის რეკომენდებულია:

მოერიდოთ კოფეინის/თეინის შემცველ (მაგ. ყავა, ჩაი), ალკოჰოლურ და გაზიან სასმელებს;
მოერიდოთ შოკოლადს, პიტნას, პომიდორს და პომიდვრის პროდუქტებს;

მოერიდოთ უხვ და ცხიმიან კვებას, განსაკუთრებით საღამოს ან ძილის წინ;

შეინარჩუნოთ ნორმალური სხეულის წონა და შეწყვიტოთ მოწევა.

 

გაფრთხილებები

კურაფლუქს რაპიდი პერორალური სუსპენზია გამოიყენება საჭიროებისამებრ. მისი უწყვეტი ყოველდღიური გამოყენების მაქსიმალური ხანგრძლივობაა 30 დღე.

მიმართეთ ექიმს, თუ სიმპტომები მძიმდება ან არ უმჯობესდება მკურნალობის დაწყებიდან 7 დღის შემდეგ, თუ პრობლემა ხშირად მეორდება ან შეამჩნევთ მის ხასიათში რაიმე ახალ ცვლილებას.

მიმართეთ ექიმს, თუ იცავთ მარილის შემცირებულ დიეტას (მაგალითად ჰიპერტენზიის, გულის, ღვიძლის ან თირკმლის დაავადებების შემთხვევაში), ასევე ჰიპერკალცემიის ან კალციუმის შემცველი თირკმლის განმეორებითი კენჭების არსებობისას.

 

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

 

შესაძლო არასასურველი ეფექტები

პროდუქტმა შეიძლება შეაფერხოს სხვა პერორალურად მიღებული მედიკამენტების შეწოვა. სხვა პერორალური მედიკამენტების ერთდროული მიღებისას მიმართეთ ექიმს. ნებისმიერ შემთხვევაში, მათი მიღება უნდა მოხდეს მინიმუმ 2-საათიანი ინტერვალით.

პროდუქტმა შეიძლება გამოიწვიოს შებერილობის შეგრძნება. გამოყენების ინსტრუქციის დაცვა ამ რისკს ამცირებს.

 

ორსულობა და ძუძუთი კვება

ალგინატზე დაფუძნებული პროდუქტები შეიძლება გამოყენებულ იქნას ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში. თუმცა რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია რისკისა და სარგებლის თანაფარდობის და თანმხლები დაავადებების შესაფასებლად.

 

უკუჩვენებები:

არ გამოიყენოთ შემდეგ შემთხვევებში:

რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა ან ალერგია;

მძიმე ფორმის თირკმლის უკმარისობა.

 

მიმართეთ ექიმს:

თუ პარალელურად იღებთ სხვა პერორალურ მედიკამენტებს;

თუ 7 დღის განმავლობაში გაუმჯობესება არ აღინიშნება.

 

შენახვა

არ გამოიყენოთ პროდუქტი შეფუთვაზე და პაკეტებზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

შეინახეთ სინათლისგან დაცულ და სითბოს წყაროებისგან მოშორებულ ადგილას.

არ შეინახოთ მაცივარში.

 

სად შევიძინოთ?