ხონდროქსიდი ® / CHONDROXID ®
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): chondroitin sulfate
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნივთიერებათა ცვლის დარღვევები → შემაერთებელ ქსოვილში ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედი საშუალებები → ხრტილის ქსოვილში ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედი პრეპარატები → პროტეოგლიკანების ბიოსინთეზის სტიმულატორები
- მწარმოებელი კომპანია: შტადა
- მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია
- გამოშვების ფორმა: 5% 30გ გარეგანი გამოყენების გელი ტუბში
- გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
 
    
                            შემადგენლობა
ქონდროიტინ სულფატი – ქონდროპროტექტორი
დიმეთილსულფოქსიდი – დერმატოპენეტრანტი
ქონდროიტინ სულფატი – ეს არის ბუნებრივი მაღალმოლეკულური პოლისაქარიდი, რომელიც მიიღება მსხვილფეხა რქოსანი საქონლის ხრტილისაგან.
ქონდროიტინ სულფატი – წარმოადგენს ძირითად “საშენ მასალას” სახსრების ხრტილოვანი ქსოვილისა და ხერხემლის დისკებისათვის
ქონდროიტინ სულფატი:
- ამცირებსCa+ დაკარგვას ძვლიდან
- ასტიმულირირებს გლიკოზამინოგლიკანების პროდუცირებას
- ახდენს ფოსფორ-კალციუმის ცვლის ნორმალიზებას
- აბლოკირებს ხრტილოვანი ქსოვილის დამაზიანებელი ფერმენტების სინთეზს
- აძლიერებს სახსარშიდა სითხის წარმოებას
ქონდროიტინ სულფატი:
- ამცირებს ძვლის რეზორბციის პროცესს
- აძლიერებს ხრტილოვანი ქსოვილის რეგენერაციას
- ამცირებს დეგენერაციულ პროცესებს ხრტილში
- ახდენს ხრტილოვანი და სასახსრე ჩანთის ქსოვილის რეგენერაციას.
დიმეთილსულფოქსიდი – დერმატოპენეტრანტი:
- აადვილებს ქონდროიტინ სულფატის შეტანას უჯრედში;
- გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება.
ფარმაკოლოგიური თვისებები
•	ანთების საწინააღმდეგო 
•	 რეგენერაციული 
•	 ანალგეზიური 
•	 ქონდროპროტექტორული
ჩვენებები
ხერხემლის ოსტეოქონდროზისა და პერიფერიული სახსრების ოსტეოართროზის პროფილაქტიკა და მკურნალობა.
ქონდროქსიდი – ის გელის ძირითადი თერაპიული ეფექტები
•	ამცირებს ტკივილს სახსრებსა და ხერხემალში; 
•	 აუმჯობესებს მოძრაობას სახსარსა და ხერხემალში; 
•	 ამცირებს რეციდივების სიხშირეს. 
ქონდროქსიდი გელის უპირატესობა
•	უზრუნველყოფს სამკურნალო ნივთიერების «მიტანას» უშუალოდ ანთებით კერაში. 
•	 უზრუნველყოფს ქონდროიტინ სულფატის შედარებით ინტენსიურ მიწოდებას, ვიდრე პერორალური ფორმები. ბიოშეღწევადობა ქონდროიტინ სულფატის პერორალური მიღებისას 13%, ხოლო გარეგანი გამოყენებისას 20-40% (1) 
•	 დიმეთილსულფოქსიდს, რომელიც შედის პრეპარატის შემადგენლობაში გააჩნია დამატებითი ადგილობრივი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება 
•	 მკურნალობა მოსახერხებელია მომხმარებლისთვის 
•	 უმტკივნეულოა და თან ახლავს უმნიშვნელო გვერდითი ეფექტები
მიღების წესები და დოზები
2-3 ჯერ დღეში კანზე უშუალოდ დაზიანების კერაზე და 2-3 წთ განმავლობაში შეზელვა სრულ შეწოვამდე.
მკურნალობის კურსი: – 2-3 კვირა
პროფილაქტიკური კურსი: 2-3 ჯერ წელიწადში.
ფასები
#რ-001026 12.08.2009
 
     
                     
                        