Nuk
ქოლინარტი / CholinArt


 

შემადგენლობა

საინექციო ხსნარის ერთი ამპულა (4 მლ) შეიცავს:

აქტიური ნივთიერება: ქოლინის ალფოსცერატი – 1000 მგ

დამხმარე ნივთიერება: საინქეციო წყალი  4 მლ-მდე.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატის შემადგენლობაში შედის 40,5% მეტაბოლურად დაცული ქოლინი. მეტაბოლური დაცვა უზრუნველყოფს თავის ტვინში ქოლინის გამონთავისუფლებას.  ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ თავის ტვინის ფერმენტების მოქმედებით  ქოლინის ალფოსცერატი იშლება  ქოლინად და გლიცეროფოსფატად. ქოლინი მონაწილეობს ნერვული აგზნების ერთ-ერთი ძირითადი მედიატორის - აცეტილქოლინის ბიოსინთეზში  და აუმჯობესებს    ქოლინერგულ ნეირონებში ნერვული იმპულსების გადაცემას.  გლიცეროფოსფატი წარმოადგენს ფოსფოლიპიდების (ფოსფატიდილქოლინი) ნეირონული მემბრანის წინამორბედს. უზრუნველყოფს  ნეირონული მემბრანების ელსტიურობის   და რეცეპტორების ფუნქციის გაუმჯობესებას. 

ქოლინარტი აუმჯობესებს ცერებრალურ სისხლის ნაკადს, აძლიერებს თავის ტვინში მეტაბოლურ პროცესებს, ახდენს თავის ტვინის რეტიკულარული ფორმაციის სტრუქტურის აქტივაციას და აღადგენს ცნობიერებას თავის ტვინის ტრავმატული დაზიანებისას.

 

ფარმაკოდინამიკა

ქოლინარტი ადვილად გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს, გროვდება უპირატესად თავის ტვინში, ფილტვებში და ღვიძლში.  85% გამოიყოფა ფილტვებით ნახშირბადის დიოქსიდის სახით, 15% თირკმლებით და ნაწლავებიდან.

 

ჩვენებები:

თავის ტვინის იშემიური ინსულტი მწვავე და აღდგენითი პერიოდი, ჰემორაგიული ინსულტის აღდგენითი პერიოდი;

ქალა-ტვინის ტრავმა, მწვავე და აღდგენითი პერიოდი;

თავის ტვინის დეგენერაციული და ვასკულარული დაავადებებით გამოწვეული სენსიტიური, მოძრაობითი და კოგნიტური დარღვევები (მეხსიერების, ინიციატივის, მოტივაციის  და ყურადღების კონცენტრაციის უნარის დაქვეითება, ცნობიერების მოშლა,დეზორიენტაცია);

სხვადასხვა ფორმის დემენცია და მის ფონზე განვითარებული მსუბუქი დეპრესიული აშლილობები;

ემოციური და ქცევითი სფეროს დარღვევები.

 

მიღების წესი და დოზირება:

მწვავე მდგომარეობების დროს 1000 მგ/4 მლ (ერთი ამპულა) ი.ვ. ან ი.მ. 1-3-ჯერ დღეში , 10-15 დღე.

ქრონიკული ცერებროვასკულარული პათოლოგიების დროს 1000 მგ/4 მლ (ერთი ამპულა) ი.ვ. ან ი.მ. ერთხელ დღეში, 10-15 დღე.

ინტრავენური გამოყენებისათვის ერთი ამპულა უნდა გაიხსნას 50 მლ ფიზიოლოგიურ ხსნარში. ინფუზიის სიჩქარე 60-80 წვეთი წუთში.

 

გვერდითი მოვლენები:

ქოლინის ალფოსცერატი,  ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაშიც კი. შესაძლებელია,  გულისრევა (როგორც დოფამინერგული აქტივაციის შედეგი). საჭიროებს  პრეპარატის დოზის დროებითი შემცირებას. შესაძლებელია ალერგიული რეაქციები.

 

უკუჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;  18 წლამდე ასაკი; ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.

 

დოზის გადაჭარბება:

სიმპტომები: შეიძლება აღინიშნებოდეს გულისრევა,  თავის ტკივილი.

მკურნალობა: სიმპტომური თერაპია.

 

ურთიერთმოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

მნიშვნელოვანი ურთიერთმოქმედება სხვა პრეპარატებთან გამოვლენილი არ არის.

 

აფთიაქში გაცემის წესი:
რეცეპტით.

 

სად შევიძინოთ?