Nuk
ცევიკაპი / Cevicap


შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება - 1 მლ შეიცავს 100 მგ ასკორბინის მჟავას (ვიტამინი C) 
დამხმარე ნივთიერებები: უწყლო გლიცერინი, გასუფთავებული წყალი. 

აღწერილობა
გამჭვირვალე, ღია-ყვითელი ან ყვითელი, მჟავე-მოტკბო გემოს სითხე. 
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ვიტამინური პრეპარატი 

ფარმაკოლოგიური თვისებები
ძლიერი აღმდგენი თვისებების გამო ვიტამინი C მონაწილეობს ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე მეტაბოლური ცვლის მთელ რიგ პროცესებში. ასკორბინის მჟავას აქვს უნარი გადაიტანოს ელექტროლიტები და ფერმენტები. ასკორბინის მჟავა მოქმედებს იმუნიტეტზე, დეტოქსიკაციის პროცესებზე, ფოლიუმის მჟავას გარდაქმნაზე მის აქტიურ ფორმაში – ფოლინის მჟავაში,  ქოლესტერინის მეტაბოლიზმში, რკინის ათვისებაში, ასევე ხელს უშლის პეროქსიდაციის პროცესებს. კოლაგენის, ელასტინის და პროტეოგლიკანების ბიოსინთეზში მონაწილეობის გამო, ასკორბინის მჟავა მონაწილეობს ასევე შემაერთებელი ქსოვილის წარმოქმნაში; რის ხარჯზეც აერთიანებს და ინარჩუნებს ორგანიზმის მთელი ქსოვილების უჯრედშიდა სტრუქტურას. კოლაგენი, რომელიც ორგანიზმის ცილების 30-40% შეადგენს, არის შემაერთებელი ქსოვილის ძირითადი საშენი კომპონენტი. შედის კანის, სისხლძარღვის ენდოთელიუმის, იოგების, მყესების, ძვლების, კბილების, თვალის რქოვანი გარსის, ასევე უჯრედშორისი ნივთიერების შემადგენლობაში. გავლენას ახდენს ჭრილობის, გამოყელვის, ძვლის მოტეხილობების შეხორცებით პროცესებზე. 

ასკორბინის მჟავა – ვიტამინი C –  ეს არის წყალში ხსნადი ვიტამინი, რომელიც არ სინთეზირდება ადამიანის ორგანიზმში. ასკორბინის მჟავა ძალიან მგრძნობიეარეა სხვადასხვა ფაქტორების ზემოქმედების მიმართ. სინათლის, მაღალი ტემპერატურის და ჰაერში არსებული ჟანგბადის გავლენით იშლება. ორგანიზმის დამცავი სისტემის სწორი ფუნქციონირებისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქსოვილების ოპტიმალურ გაჯერებას ასკორბინის მჟავით. ლეიკოციტებით ასკორბინის მჟავის გაზრდილი მიტაცების გამო მისი შემცველობა სისხლში მცირდება. ვიტამინი C-ს გამოყენება გაცივების პირველივე სიმპტომების დროს იწვევს მისი კონცენტრაციის ზრდას სისხლში საიდანაც ხდება მისი მიტაცება ქსოვილებში, უჯრედი-ფაგოციტების მიერ. 
დამტკიცებულია, რომ ვიტამინი C-ს გამოყენება ამცირებს და ასუსტებს გაცივების მიმდინარეობას საშუალოდ 23%-ით.
ასკორბინის მჟავის ნაკლებობა იწვევს სურავანდის განვითარებას. ვიტამინი C-ს უკმარისობის სიმპტომები: მომატებული აგზნებადობა, ტაქიპნოე, დისპეფსია, მადის დაკარგვა, რაც იწვევს ფეხებისთვის დამახასიათებელ მდგომარეობას, შეშუპებას და სისხლჩაქცევას ძვლისაზრდელას ქვეშ; ღრძილების ანთებითი ცვლილებები, დენტინის არასწორი შენება, გრძელი ძვლების რადიოლოგიური ცვლილებები, რაც იწვევს ტკივილს, ეპიფიზების უბნებში ჰიპეროსტოზს (მელლერ-ბარლოიას დაავადება). ამ დროს ადგილი აქვს სუბფებრილურ მდგომარეობას, ანემიას, ჭრილობების და მოტეხილობების შეხორცების შენელებას. სიმპტომები წყდება ვიტამინი C-ს მიღების შემდეგ. 

გამოყენების ჩვენებები
ცევიკაპი – ვიტამინი C-ს ხსნარი წვეთების სახით შემუშავებულია სპეციალურად ბავშვებისთვის - იძლევა ასკორბინის მჟავას მცირე, საბავშვო დოზების გამოყენების საშუალებას. 
კომპლექსურ თერაპიაში: 
- ინფექციური დაავადებები მომატებული ტემპერატურით, ასევე ზედა სასუნთქი გზების ვირუსული მორეციდივე ინფექციები
- ანთებითი მდგომარეობები

ვიტამინი C-ში მოთხოვნილების მომატებული მდგომარეობები 
- რეკონვალესცენცია
- დაქვეითებული იმუნიტეტი
- სპორტი ან ინტენსიური ვარჯიში

ვიტამინ Cს ჰიპოვიტამინოზის პროფილაქტიკის მიზნით იმ შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს: 
- ბავშვების ხელოვნურ კვებას
- არასწორ კვებას
- ანორექსიას
- შეწოვის დარღვევას (კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროს). 

უკუჩვენება 
ჰიპერმგრძნობელობა ასკორბინის მჟავას ან/და პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ. 

უსაფრთხოების ზომები
მისი აღდგენითი თვისების გამო, არ შეიძლება რკინის და სპილენძის შემცველ  პრეპარატებთან შერევა. 
ასკორბინის მჟავას გამოყენება რეკომენდებულია არაუმეტეს 100მგ დოზით დღეში იმ პაციენტებში, რომელთაც აქვთ თირკმლის კენჭოვანი დაავადება, ჰიპეროქსალურია ან თირკმლის ქვების წარმოქმნისკენ მიდრეკილება (განსაკუთრებით ოქსალატური ან შარდმჟავა), ასევე ორგანიზმში რკინის ჭარბი შემცველობისას, ანუ იმ პაციენტებში, რომელთაც აქვთ ჰემოქრომატოზი,  ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია, თალასემია და რკინის პრეპარატებით მოწამლვა, იმ პირებში, რომელთაც უკვე აქვთ ჰიპეროქსალურია ამ მათი წარმოქმნისადმი წინასწარგანწყობა, ასევე მორეციდივე შარდ-კენჭოვანი დაავადების მქონე პირებში ან თირკმლის უკმარისობისას მჟაუნჟავას და ასკორბინის მჟავას გარდაქმნის მეტაბოლური დეფექტით. 
ასკორბინის მჟავამ, რომელიც გამოიყენება დიდი დოზებით, შეიძლება მოგვცეს ცრუ შედეგი იმ ლაბორატორიული კვლევებისას, რომლებიც ტარდება ოქსიდოაღდგენითი მეთოდებით (მაგ., განავალში ფარული სისხლის არსებობის დადგენა, გლუკოზის და კრეატინინის კონცენტრაციის განსაზღვრა სისხლში და შარდში).

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან
რკინა. ასკორბინის მჟავა 2-4-ჯერ ზრდის არაჰემური რკინის შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, განსაკუთრებით იმ პირებში, რომელთაც აღენიშნებათ ქსოვილებში რკინის მცირე მარაგი. 
დიფეროქსამინი. პაციენტებში რკინის ჭარბი შემცველობით, დიფეროქსამინის გამოყენებამ ასკორბინის მჟავასთან ერთად დეტოქსიკაციის საწყის ფაზაში ან მკურნალობის დროს, შეიძლება გააძლიეროს რკინის ტოქსიკურობა. 
აცეტილსალიცილის მჟავა. აცეტილსალიცილის მჟავას დიდი დოზები ამცირებენ ასკორბინის მჟავის ბიოშეღწევადობას. 
ვიტამინი E. ორივე ვიტამინი ავლენს სინერგიზმს ანტიოქსიდანტური მოქმედების მხრივ. ასკორბინის მჟავა ახდენს ტოკოფეროლის რეაქტივაციას, ხელს უშლის მის ინაქტივაციას, როგორც ინ ვიტრო ისე ინ ვივო.  
კო-ტრიმოქსაზოლი. ასკორბინის მჟავას დიდმა დოზებმა შეიძლება გააძლიეროს კო-ტრიმოქსაზოლის სულფომიდური კომპონენტის კრისტალურიის რისკი. 
მჟავა და ტუტე რეაქციის მქონე სამკურნალო საშუალებები. ასკორბინის მჟავას დიდი დოზები (2გ/დღეში და მეტი) ახდენენ შარდის მჟავიანობის გაზრდას, რამაც შესაძლოა მოახდინოს გავლენა მჟავე რეაქციის მქონე პრეპარატების შემცირებულ გამოყოფაზე შარდით, შესაბამისად, გააძლიეროს მათი მოქმედება (მაგ. ნიტროფურანტოინი, სალიცილატები), ასევე ამცირებს ტუტე რეაქციის მქონე სამკურნალო საშუალებების ეფექტს (მაგ. ანტიდეპრესანტები, ფენოთიაზინის წარმოებულები) მათი დაჩქარებული გამოყოფის გამო. 

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში
პრეპარატი გამოიყენება ორსულობისას. რეკომენდებული დღიური დოზა ორსულ ქალებში (დიეტაში შემავალი დოზის ჩათვლით) შეადგენს 80მგ-ს. ვიტამინი C-ს დიდი რაოდენობით გამოყენება იწვევს ახალშობილებში მისი უკმარისობის სიმპტომების გამოვლენას, დიდი დოზებით გამოწვეული მეტაბოლური პროცესების ინდუქციის გამო. პრეპარატის გამოყენება შეიძლება ლაქტაციის პერიოდში. რეკომენდებული დღიური დოზა (დიეტაში შემავალი დოზის ჩათვლით) შეადგენს 100მგ-ს. ასკორბინის მჟავას შემცველობა ლაქტატში შეადგენს 30-55 მგ/ლ, რაც საკმარისია ახალშობილისთვის, რომელიც ძუძუთი იკვებება (Gოოდმან&Gილმან’ს 1996). ამ შენაერთის ჭარბი დოზირების რისკთან დაკავშირებით, საჭიროა თავი მოვარიდოთ ახალშობილებში ვიტამინი C-ს დიდი დოზებით გამოყენებას.
გავლენა ტრანსპორტის მართვაზე და მექანიკური ხელსაწყოების მომსახურების უნარზე არ მოქმედებს. 

გამოყენების გზა და დოზები
პერორალურად. 
წვეთების მიღება შეიძლება ერთ ან რამდენიმე დოზად, უმჯობესია ჭამის დროს. ახალშობილებში რეკომენდებულია წვეთების გახსნა წყალში, ჩაიში, წვენში ან საკვებში დამატება. 
ერთი წვეთი შეიცავს 5 მგ ვიტამინ C-ს. 
პროფილაქტიკური დოზები: 
- ბუნებრივ კვებაზე მყოფი და 1 წლამდე ბავშვები: 5-8 წვეთი (25-40მგ-მდე) დღეში; 
- 2 წლიდან 11 წლამდე ბავშვები: 10 წვეთი (50მგ-მდე) დღეში; 
- 12 წლიდან 17 წლამდე მოზარდები: 15-20 წვეთი (75-100მგ-მდე) დღეში. 
თერაპიული დოზები 2-5-ჯერ უფრო მეტია ვიდრე პროფილაქტიკური დოზები (ჩვენების მიხედვით). 

გვერდითი მოქმედება
პრეპარატი, რეკომენდებული დოზებით მიღებისას ხასიათდება კარგი ამტანობით. დიდი დოზების ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება გამოვლინდეს: 
- შარდში Mმჟაუნმჟავას მომატებული გამოყოფა, ურატების და ციტრატების კრისტალიზაცია, რაც ზრდის თირკმელში და საშარდე სისტემაში კენჭების წარმოქმნის რისკს
- გლუკოზო-6-ფოსფოდეჰიდროგენაზას დეფიციტის მქონე პირებში შესაძლებელია გამოვლინდეს ჰემოლიზი
- ჰიპერგლიკემია, გლუკოზურია
- დისპეფსიური მოვლენები (გულძმარვა, ღებინება)
- ჰემორაგიები
- ასკორბინის მჟავას ხანგრძლივი გამოყენება შესაძლებელია გახდეს შეჩვევის მიზეზი

ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირების მონაცემები არ არსებობს.
ვიტამინის C-ს დიდი დოზებით გამოყენებამ (1000მგ=200 წვეთი დღეში) შეიძლება
გამოიწვიოს ჭარბი დოზირება და გვერდითი მოვლენების გაძლიერება. მკურნალობა სიმპტომურია.  

გამოშვების ფორმა
შიგნით მისაღები წვეთები 100 მგ/მლ.
10 მლ ან 30 მლ მუქი შუშის ფლაკონებში, საწვეთურით, ხრახნიანი თავსახურით და “პირველი გახსნის” საგარანტიო რგოლით. 
1 ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს ყუთში. 

შენახვის პირობები
ინახება კარგად დახურულ ფლაკონში არაუმეტეს 25°ჩ-ს ტემპერატურაზე. დაიცავით სინათლისგან.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა
2 წელი. 
ფლაკონის გახსნის შემდეგ – 6 თვე.
არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის  შემდეგ. 

აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

სად შევიძინოთ?