Nuk
კარბიტუსი / Carbituss


საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: კარბოცისტეინი

წამლის ფორმა: 2% სიროფი 

 

შემადგენლობა:

ყოველი 5მლ შეიცავს

კარბოცისტეინი BP - 100მგ

არომატიზირებული სიროფის ფუძე - q.s.

საღებავი: Sunset Yellow FCF

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: მუკოლიზური საშუალება.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ათქ კოდი: R05CB03

კარბოცისტეინის სიროფი 100მგ/5მლ ამცირებს ნახველის სიბლანტეს გლიკოპროტეინების ჯაჭვის დისულფიდური  კავშირების რღვევის გზით. კარბოცისტეინის ზეგავლენით წარმოქმნილ ლოწროს გააჩნია სიალომუცინის გაზრდილი შემცველობა და ფუკომუცინის შემცირებული შემცველობა. სიალომუცინები გავლენას ახდენენ ლოწროს რეოლოგიურ თვისებებზე და ასევე კინინების ინჰიბირების გზით, ამცირებენ, ან თავიდან აცილებენ ბრონქულ ანთებას და ბრონქოსპაზმს.

 

ფარმაკოკინეტიკა: 

სისხლის შრატში და სასუნთქი გზების ლორწოვანში კარბოცისტეინის მაქსიმალური კონცენტრაციის პიკი აღინიშნება მიღებიდან 2-3 სთ-ის შემდეგ და რჩება სასუნთქი გზების ლორწოვანში 8 სთ-ის განმავლობაში. კარბოცისტეინი და მისი მეტაბოლიტები ორგანიზმიდან გამოიყოფა ძირითადად შარდით.

 

ჩვენება: 

მწვავე და ქრონიკული ბრონქო -პულმონალური დაავადებები, რომელიც მიმდინარეობს ბლანტი ძნელად ამოსახველებელი ნახველისა (ტრაქეიტი, ბრონქიტი, ტრაქეობრონქიტი, ბრონქული ასთმა, ბრონქოექტაზიური დაავადება) და ლორწოს  (შუა ყურის, ცხვირისა და მისი დანამატების ანთებითი დაავადებები - რინიტი, ოტიტი, სინუსიტი) გამოყოფით.  ბრონქოსკოპიისა და/ან ბრონქოგრაფიის მოსამზადებელ პერიოდში 

 

დოზირება და გამოყენების წესი: 

ბავშვები (2-5 წელი): ნახევარი, ან ერთი სავსე ჩაის კოვზი (2.5-5მლ) დღეში 2-ჯერ.

ბავშვები (5-12 წელი): 1  ჩაის კოვზი (5მლ) დღეში 3-ჯერ.

ზრდასრულები: 2-3  ჩაის კოვზი (10-15მლ) დღეში 3-ჯერ.

მკურნალობის ხანგრძლივობა ჩვეულებრივ არ აჭარბებს 8-10 დღეს.

 

წინააღმდეგჩვენებები:

კარბოცისტეინის სიროფი 100მგ/5მლ წინააღმდეგ ნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:

მომატებული მგრძნობელობა ნებისმიერი შემადგენელი ნივთიერებისადმი. აქტიური პეპტიური წყლული.

 

სიფრთხილის ზომები  :

ხანდაზმული პაციენტები, პაციენტები  კუჭ-ნაწლავის წყლულის ისტორიით, პაციენტები ,რომლებიც იღებენ  პრეპარატებს, რომლებიც იწვევენ სისხლდენას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.  კუჭ-ნაწლავიდან სისხდენის განვითარების შემთხვევაში, პაციენტებმა უნდა შეწყვიტონ პრეპარატის მიღება.

 

პაციენტები იშვიათი მემკვიდრული დაავადებებით, როგორებიცაა ფრუქტოზას აუტანლობა, გლუკოზო-გალაქტოზას მალაბსორბცია, ან საქაროზა-იზომალტაზას უკმარისობა.

 

 

გვერდითი მოვლენები: 

კუჭ-ნაწლავის მხრივ:  შესაძლოა ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, გილისრევა, ღებინება, დიარეა, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ერთეულ შემთხვევებში აღინიშნება ალერგიული რეაქცია (ქავილი, ჭინჭრის ციება, ეგზანთემა, ანგიონევროზული შეშუპება). თავბრუსხვევა, სისუსტე.

 

ორსულობა და ლაქტაცია

მიუხედავად იმისა, რომ ძუძუმწოვრებში ჩატარებულმა ტესტებმა არ გამოავლინა ტერატოგენული ეფექტები, კარბოცისტეინის სიროფის 100მგ/5მლ გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის პირველ ტრიმესტრში.

გამოყენება ლაქტაციის დროს: ეფექტები არ არის ცნობილი.

 

 

ჭარბი დოზირება: 

შესაძლოა  გამოვლინდეს გულისრევა, დიარეა და თავის ტკივილი. კარბოცისტეინის სიროფი 100მგ/5მლ სიფრთხილით გამოიყენება კუჭის, ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის  ისტორიის მქონე პაციენტებში.

 

წამლებთან ურთიერთქმედება:

არ არის ცნობილი რაიმე სახიფათო, ან თერაპიულად გამოსადეგი ურთიერთქმედების შესახებ.

 

შენახვის პირობები:

შეინახეთ 30oC დაბალ ტემპერატურაზე, მოარიდეთ სინათლეს.

ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

 

შეფუთვა:

100მლ გამჭვირვალე შუშის ბოთლი პლასტმასის თავსახურით და საზომი ჭიქით მოთავსებულია მუყაოს კოლოფში შეფუთვის დანართ ფურცელთან ერთად

 

 

სად შევიძინოთ?