Nuk
ბოვისან D6 (ნატუროპათი) / Bovisan D6 (Naturopath)

  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები
  • მწარმოებელი კომპანია: SANUM
  • მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია
  • გამოშვების ფორმა: წვეთები 5 მლ
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

 

შემადგენლობა
1 მლ შეიცავს: Mycobacterium bovis (BCG) 1 მლ ხსნარს, HAB-ის 5ა სტატიის მიხედვით (HAB – Homöopathisches Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა) დამხმარე ნივთიერება: გამოხდილი წყალი

 

ჩვენება 

– BCG ვაქცინაციის შემდგომი ანთებები 

– ნუშურების ჰიპერტროფია 

– კვანძოვანი ერითემა, ტუბერკულოზური ართრიტი – PONCETLERICHE- ის, 

   სახსრების რევმატიული ხასიათის დაავადებები 

– ქრონიკული ჰიპოტონიით მიმდინარე ასთენია 

– იმუნომოდულატორის სახით

 

თვისებები
1911-1914 წლებში ა.კალმეტმა და გ.გუერინმა აღწერეს Mycobacterium tuberculosis var. Bovis-ისაგან კონცენტრირებული ხსნარის მიღება. განსაკუთრებული ხერხით ხანგრძლივი მომზადების შემდეგ ეს ხსნარი ავირულენტური ხდებოდა, თუმცა ანტიგენურ თვისებებს არ კარგავდა. დასუსტებული მიკობაქტერიების აღნიშნული სუსპენზია ვაქცინაციისათვის გამოიყენება და კანზე დადებით რეაქციას იწვევს. ჰომეოპათიურად მზადდება ბაქტერიული შტამების ექსტრაქტზე, რომელსაც, ერთის მხრივ, ჩვეულებრივი ვაქცინის ვირულენტობა არ გააჩნია, მეორეს მხრივ კი გამოხატულ იმუნომოდულაციურ თვისებებს ავლენს

 

მიღების წესი და დოზირება

შიგნით მისაღებად: 5-10 წვეთი დღეში ერთხელ, საკვების მიღებამდე შესაზელად: 5-10 წვეთი დღეში ერთხელ, შეიზილება იდაყვის ფოსოში. 8 კვირის ხანგრძლივობის თერაპიის შემდეგ აუცილებელია მრავალთვიანი პაუზის გაკეთება

 

გვერდითი მოქმედებები

Bovisan D6-ში სპეციფიური ორგანული კომპონენტების შემცველობის გამო, იშვიათად, შეიძლება გამოვლინდეს მომატებული მგრძნობელობის რეაქცია 

 

უკუჩვენებები 

ცნობილი არ არის

 

სიფრთხილის ზომები

ორსულობის პირველ სამ კვირას პრეპარატის გამოყენება რეკომენდირებული არ არის, ორსულობის შემდგომი ვადები, ძუძუთი კვება, ბავშვთა ასაკი, პრეპარატის გამოყენების უკუჩვენებას არ წარმოადგენს. ბავშვებში დოზის შერჩევა ხდება ასაკის შესაბამისად.

 

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება

იმუნოსუპრესიულმა თერაპიამ ან პრეპარატებმა შესაძლოა Bovisan D6-ის ეფექტურობა შეზღუდოს. პერორალური ცოცხალი ვაქცინებით მკურნალობამდე და მკურნალობის შემდეგ აუცილებელია 4-კვირიანი ინტერვალის დაცვა.

 

გამოშვების ფორმები

წვეთები 5 მლ მოცულობის საწვეთურიან ფლაკონში

 

სად შევიძინოთ?