Nuk
ბონექსი / BONEX


შემადგენლობა

დოზირება 3 ტაბლეტზე: კალციუმი - 1000 მგ; ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) – 600 IU; მაგნიუმი (ოქსიდი) – 500 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები
ბონექსის ტაბლეტები წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს, რომელიც შეიცავს კალციუმს ვიტამინ D3 და მაგნიუმს. ამგვარი კომბინაცია უზრუნველყოფს კალციუმის ოპტიმალურ შეწოვას და ჩალაგებას ძვლებსა და სხვა ქსოვილებში, რაც ახდენს საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებათა პრევენციას, ხელს უწყობს ძვლების და კბილების გაძლიერებას, გულის, კუნთოვანი და ნერვული სისტემების ნორმალურ ფუნქციონირებას.

ჩვენებები
• სხვადასხვა გენეზის ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა და მკურნალობა
• კალციუმისა და ვიტამინ D3- ის დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა 
• ინტენსიური ზრდის პერიოდი; 
• მოტეხილობების კომპლექსური მკურნალობა; 
• ორსულობა და ლაქტაცია; 
• მენოპაუზა და შემდგომი პერიოდი;

მიღების წესები და დოზები
• 1-9 წელი - 1-2 ტაბლეტი დღეში 
• 9-14 წელი --------2-3 ტაბლეტი დღეში 
• 14-18 წელი-----------3 -4ტაბლეტი დღეში 
• 19-50 წელი -----2-3 ტაბლეტი დღეში 
• 50 ზე ზევით ----3 ტაბლეტი დღეში

სად შევიძინოთ?