Nuk
არიპირონი / Aripiron


 

რა არის არიპირონი და რისთვის გამოიყენება

არიპირონის ტაბლეტები შეიცავს აქტიურ ნივთიერებას არიპიპრაზოლს და მიეკუთვნება ანტიფსიქოზური საშუალებების ჯგუფს. იგი გამოიყენება მოზრდილებსა და მოზარდებში 15 წლის ზემოთ, ისეთი დაავადების სამკურნალოდ, რომელიც ხასიათდება ისეთი საგნების დანახვით, მოსმენით ან შეგრძნებით, რაც არ არსებობს, ეჭვიანობით, მცდარი შეხედულებებით, არათანმიმდევრული მეტყველებითა და ქცევით და ემოციური უხალისობით. ამ მდგომარეობის მქონე პირებს შეიძლება ასევე აღენიშნებოდეთ დეპრესია, დანაშაულის გრძნობა, შფოთვა ან დაძაბულობა.

 

არიპირონი გამოიყენება მოზრდილებისა და 13 წელს ზემოთ ასაკის მოზარდების სამკურნალოდ, ისეთი სიმპტომების არსებობისას, როგორიცაა „ეიფორიის  მდგომარეობა“, მოზღვავებული ენერგია, ნაკლები ძილის მოთხოვნილება, ძალიან სწრაფი საუბარი და მწვავე გაღიზიანება. მოზრდილებში ის ასევე ხელს უშლის ამ მდგომარეობის განმეორებას პაციენტებში, რომლებმაც უკვე ჩაიტარეს არიპირონით მკურნალობა.

 

რა უნდა იცოდეთ არიპირონის მიღებამდე

არ მიიღოთ არიპირონი

თუ ალერგიული ხართ არიპიპრაზოლის ან ამ პრეპარატში შემავალი ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 პუნქტში).

 

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

არიპირონის მიღებამდე გაესაუბრეთ ექიმს.

 

არიპიპრაზოლით მკურნალობის დროს დაფიქსირდა სუიციდური აზრები და ქცევები. დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ ფიქრობთ ან გრძნობთ ზიანი მიაყენოთ საკუთარ თავს.

 

არიპირონის მკურნალობის დაწყებამდე აცნობეთ ექიმს, თუ გაწუხებთ

სისხლში შაქრის მაღალი დონე (ხასიათდება ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა ძლიერი წყურვილის შეგრძნება, დიდი რაოდენობით შარდის გამოყოფა, მადის მომატება და სისუსტის შეგრძნება) ან დიაბეტის ოჯახური ისტორია

კრუნჩხვები, რადგან ექიმმა შეიძლება საჭიროდ ჩათვალოს თქვენი ჯანმრთელობის უფრო დეტალური კონტროლი.

კუნთების უნებლიე, არარეგულარული მოძრაობები, განსაკუთრებით სახეზე

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები (გულის და სისხლის მიმოქცევის დაავადებები), გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ოჯახური ისტორია, ინსულტი ან "მინი" ინსულტი, არტერიული წნევის ცვლილებები.

სისხლის შედედება, ან სისხლის შედედების ოჯახური ისტორია, რადგან ანტიფსიქოზური საშუალებები ასოცირებული იყო სისხლში თრომბების წარმოქმნასთან.

აზარტული თამაშები გატაცება  წარსულში.

 

თუ შეამჩნევთ, რომ იმატებთ წონაში, ვითარდება უჩვეულო მოძრაობები, განიცდით ძილიანობას, რომელიც ხელს უშლის ნორმალურ ყოველდღიურ საქმიანობას, ყლაპვის გაძნელებას ან ალერგიულ სიმპტომებს, გთხოვთ მიმართეთ ექიმს.

 

თუ თქვენ ხართ ხანდაზმული პაციენტი, რომელსაც აწუხებს დემენცია (მეხსიერების და სხვა გონებრივი შესაძლებლობების დაკარგვა), თქვენ ან თქვენმა მომვლელმა/ნათესავმა უნდა აცნობოთ ექიმს, თუ ოდესმე გქონიათ ინსულტი ანმინიინსულტი.

 

დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ რამე ფიქრი ან გრძნობა საკუთარ თავზე ზიანის მიყენების შესახებ. არიპიპრაზოლით მკურნალობის დროს დაფიქსირდა სუიციდური აზრები და ქცევები.

 

დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ გაწუხებთ კუნთების დაჭიმულობა ან მოუქნელობა მაღალი ცხელებით, ოფლიანობა, ფსიქიკური მდგომარეობის ან ძალიან სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა.

 

აცნობეთ ექიმს, თუ თქვენ ან თქვენი ოჯახი/ომვლელი შეამჩნევთ, რომ გაქვთ სურვილი ან ლტოლვა, მოიქცეთ უჩვეულოდ, ამასთან ვერ ეწინააღმდეგებით იმპულსს, სწრაფვას ან ცდუნებას განახორციელოთ გარკვეული აქტივობები, რამაც შეიძლება ზიანი მოგაყენო თქვენ ან სხვებს. ამ მდგომარეობას უწოდებენ იმპულსების კონტროლის დარღვევას და შეიძლება მოიცავდეს ისეთ ქცევებს, როგორიცაა აზარტული თამაშებისკენ ლტოლვა, ჭამის ან ხარჯვის გადაჭარბებული მოთხოვნები, ზომაგადასული სექსუალური ლტოლვა ან სექსუალური აზრების და გრძნობების გაძლიერებით გამოწვეული შფოთვა.

ქიმმა შეიძლება საჭიროდ ჩათვალოს დოზირების კორექცია ან წამლის მიღების შეწყვეტა .

არიპიპრაზოლმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა, არტერიული წნევის ვარდნა ფეხზე წამოდგომისას, თავბრუსხვევა, მოძრაობისა და წონასწორობის  ცვლილება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს წაქცევა. სიფრთხილით გამოიყენება ხანდაზმულ ან უძლურ პაციენტებში.

 

ბავშვები და მოზარდები

არ გამოიყენოთ ეს წამალი ბავშვებში და 13 წლამდე მოზარდებში. უსაფრთხოების და ეფექტურობის შესახებ მონაცემები უცნობია.

 

სხვა მედიკამენტები და არიპირონი

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლახან იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემული პრეპარატები.

 

ჰიპოტენზიური მედიკამენტები: არიპირონის გამოყენები შესაძლოა გაძლიერდეს ჰიპოტენზიური მედიკამენტების ეფექტი. აუცილებლად აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ არტერიული წნევის მარეგულირებელ სამკურნალო საშუალებას.

 

სხვა პრეპარატებთან ერთად არიპირონის გამოყენებისას, ექიმმა შესაძლოა  შეცვალოს არიპირონის ან სხვა მედიკამენტების დოზა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ექიმს უთხრათ შემდეგი პრეპარატების მიღების შესახებ:  

 

მედიკამენტები გულის რითმის კორექციისთვის (როგორიცაა ქინიდინი, ამიოდარონი, ფლეკაინიდი)

ანტიდეპრესანტები ან მცენარეული საშუალებები, რომლებიც გამოიყენება დეპრესიისა და შფოთვის სამკურნალოდ (როგორიცაა ფლუოქსეტინი, პაროქსეტინი, ვენლაფაქსინი, კრაზანას პრეპარატები)

სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები (როგორიცაა კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი)

გარკვეული მედიკამენტები აივ ინფექციის სამკურნალოდ (როგორიცაა ეფავირენცი, ნევირაპინი და პროტეაზას ინჰიბიტორები, მაგ. ინდინავირი, რიტონავირი)

ანტიკონვულსიური პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ (როგორიცაა კარბამაზეპინი, ფენიტოინი, ფენობარბიტალი)

ტუბერკულოზის სამკურნალოდ გამოყენებული ზოგიერთი ანტიბიოტიკი (რიფაბუტინი, რიფამპიცინი)

 

ამ მედიკამენტებმა შეიძლება გაზარდონ გვერდითი მოვლენების რისკი ან შეამცირონ არიპირონის  მოქმედება; თუ თქვენ შენიშნეთ რამე უჩვეულო სიმპტომი რომელიმე ამ მედიკამენტის მიღებისას არიპირონთან ერთად, უნდა მიმართოთ ექიმს.

 

მედიკამენტები, რომლებიც ზრდიან სეროტონინის დონეს, ჩვეულებრივ გამოიყენება დეპრესიის, გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის (OCD) და სოციალური ფობიის, ასევე შაკიკისა და ტკივილის დროს:

 

ტრიპტანები, ტრამადოლი და ტრიპტოფანი, რომლებიც გამოიყენება დეპრესიის, გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის (OCD) და სოციალური ფობიის, ასევე შაკიკისა და ტკივილის დროს.

სეროტონინის უკუმიტაცების შერჩევითი ინჰიბიტორები (SSRI) (როგორიცაა პაროქსეტინი და ფლუოქსეტინი) გამოიყენება დეპრესიის, OCD-ის, პანიკისა და შფოთვის დროს

სხვა ანტიდეპრესანტები (როგორიცაა ვენლაფაქსინი და ტრიპტოფანი), რომლებიც გამოიყენება მძიმე დეპრესიის დროს

ტრიციკლური ანტიდეპრესანტები (როგორიცაა კლომიპრამინი და ამიტრიპტილინი) გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ

კრაზანას პრეპარატები (Hypericum perforatum) გამოიყენება როგორც მცენარეული საშუალება მსუბუქი დეპრესიის სამკურნალოდ

ტკივილგამაყუჩებლები (როგორიცაა ტრამადოლი და პეტიდინი), რომლებიც გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად

ტრიპტანები (როგორიცაა სუმატრიპტანი და ზოლმიტრიპიტანი) გამოიყენება შაკიკის სამკურნალოდ

 

ამ მედიკამენტებმა შეიძლება გაზარდოს გვერდითი მოვლენების რისკი; თუ თქვენ გაქვთ რამე უჩვეულო სიმპტომი რომელიმე ამ მედიკამენტის მიღებისას არიპირონთან ერთად, უნდა მიმართოთ ექიმს.

 

არიპირონიმიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

ამ მედიკამენტის მიღება შესაძლებელია კვებისგან დამოუკიდებლად.

თავი შეიკავეთ ალკოჰოლის მიღებისგან.

 

ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა

თუ ხართ ორსულად ან მეძუძური დედა, გაქვთ ეჭვი ორსულობაზე ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს.

 

შემდეგი სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს იმ ახალშობილებში, რომელთა დედებიც იყენებდნენ არიპირონს ბოლო ტრიმესტრში (ორსულობის ბოლო სამი თვე): კანკალი, კუნთების დაჭიმულობა და/ან სისუსტე, ძილიანობა, აგზნებადობა, სუნთქვის პრობლემები და კვების გაძნელება. თუ თქვენს პატარას განუვითარდება რომელიმე ჩამოთვლილი სიმპტომი, შეიძლება დაგჭირდეთ ექიმთან კონსულტაცია.

 

თუ იღებთ არიპირონს, ექიმი განიხილავს  ძუძუთი კვების გაგრძელების შესაძლებლობას, თერაპიით მიღებული სარგებლისა და ბავშვისთვის ძუძუთი კვებით მიღებული  სარგებლის გათვალისწინებით. არიპირონის მიღებისას ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს. ექიმი შეგირჩევთ ბავშვის კვების საუკეთესო მეთოდს თუ იყენებთ არიპირონს.

 

ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

ამ მედიკამენტით მკურნალობის დროს შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა და მხედველობის პრობლემები (იხილეთ პუნქტი 4).

ეს გასათვალისწინებელია იმ შემთხვევებში, როდესაც საჭიროა სრული სიფხიზლე, მაგ. მანქანის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის დროს.

 

არიპირონი შეიცავს ლაქტოზას

თუ გაქვთ ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობა, პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს.

 

თითოეულ ტაბლეტ შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) ანუ არსებითად არ შეიცავს ნატრიუმს.

 

არიპირონის მიღების წესი

ყოველთვის მიიღეთ ეს წამალი ზუსტად ისე, როგორც ექიმმა ან ფარმაცევტმა გირჩიათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

 

რეკომენდებული დოზა მოზრდილებისთვის არის 15 მგ დღეში ერთხელ. თუმცა ექიმმა შეიძლება დანიშნოს უფრო დაბალი ან მაღალი დოზა მაქსიმუმ 30 მგ დღეში ერთხელ.

 

გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში

ამ სამკურნალო პრეპარატის მიღება შესაძლებელია დაიწყოს დაბალი დოზით პერორალური ხსნარი (თხევადი) ფორმით.

დოზა შეიძლება თანდათან გაიზარდოს მოზარდებისთვის, რაც შეადგენს 10მგ-ს ერთხელ დღეში. თუმცა ექიმმა შეიძლება დანიშნოს უფრო დაბალი ან მაღალი დოზა მაქსიმუმ 30 მგ დღეში ერთხელ.

თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ არიპირონის  ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

 

შეეცადეთ მიიღოთ არიპირონის ტაბლეტები ყოველდღე ერთსა და იმავე დროს. არ აქვს მნიშვნელობა მიიღებთ მას საკვებთან ერთად თუ მის გარეშე. ყოველთვის მიიღეთ ტაბლეტი წყალთან ერთად და გადაყლაპეთ მთლიანად.

 

მაშინაც კი, თუ თავს უკეთ გრძნობთ, არ შეცვალოთ ან შეწყვიტოთ არიპირონის ტაბლეტების დღიური დოზა ექიმთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე.

 

თუ თქვენ მიიღეთ საჭიროზე მეტი არიპირონი

თუ ხვდებით, რომ მიიღეთ მეტი არიპირონი, ვიდრე ექიმმა გირჩიათ (ან სხვამ მიიღო თქვენი არიპირონი), დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. თუ ექიმთან დაკავშირება არ შეგიძლიათ, მიმართეთ უახლოეს კლინიკას და თან გქონდეთ შეფუთვა.

 

პაციენტებს, რომლებმაც მიიღეს არიპიპრაზოლის ჭარბი რაოდენობა, აღენიშნებოდათ შემდეგი სიმპტომები:

აჩქარებული გულისცემა, აგზნებადობა/აგრესიულობა, მეტყველების პრობლემები.

უჩვეულო მოძრაობები (განსაკუთრებით სახის ან ენის) და ცნობიერების დონის დაქვეითება.

 

სხვა სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს:

ცნობიერების მწვავე აშლილობა, კრუნჩხვები (ეპილეფსია), კომა, სიცხის, გახშირებული სუნთქვისა და ოფლიანობის კომბინაცია.

კუნთების დაჭიმულობა და ძილიანობა, სუნთქვის შენელება, მოხრჩობის შეგრძნება,     მაღალი ან დაბალი წნევა, გულის რიტმის დარღვევა.

ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან კლინიკას.

 

თუ დაგავიწყდათ არიპირონის მიღება

დოზის გამოტოვების შემთხვევაში გახსენებისთანავე მიიღეთ გამოტოვებული დოზა, მაგრამ არ მიიღოთ ორი დოზა ერთ დღეში.

 

არიპირონის მიღების შეწყვეტა

არ შეწყვიტოთ მკურნალობა მხოლოდ იმიტომ, რომ თავს უკეთ გრძნობთ. მნიშვნელოვანია, რომ გააგრძელოთ არიპირონის  გამოყენება ექიმის მიერ დანიშნული ხანგრძლივობით.

მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

შესაძლო გვერდითი ეფექტები

ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

 

ხშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 პაციენტში):

შაქრიანი დიაბეტიძილის დარღვევებიშფოთვის შეგრძნებამოუსვენრობა და ერთ ადგილზე გაჩერების შეუძლებლობაუკონტროლო კრუნჩხვა, უნებლიე მოძრაობები, მოუსვენარი ფეხებიკანკალითავის ტკივილიდაღლილობაძილიანობათავბრუსხვევაკანკალი და მხედველობის დაქვეითება ნაწლავების პერისტალტიკის დარღვევებისაჭმლის მონელების დარღვევაგულისრევაჰიპერსალივაციაღებინებადაღლილობის შეგრძნება.

 

იშვიათი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-მდე პაციენტში):

 

სისხლში პროლაქტინის დონის მომატებასისხლში შაქრის ჭარბი რაოდენობადეპრესიაშეცვლილი ან გაზრდილი სექსუალური ინტერესიპირის ღრუს, ენისა და კიდურების უკონტროლო მოძრაობები (გვიანი დისკინეზია) • კუნთების მოქმედების დარღვევა, რაც იწვევს უნებლიე შეკუმშვებს (დისტონია) • გაორებული მხედველობამომატებული მგრძნობელობა სინათლის მიმართაჩქარებული გულისცემაარტერიული წნევის ვარდნა ფეხზე წამოდგომისას, რაც იწვევს თავბრუსხვევას, ან გონების დაკარგვასსლოკინი.

 

შემდეგი გვერდითი ეფექტები დაფიქსირდა პერორალური არიპიპრაზოლის მიმოქცევაში ჩაშვების შემდეგ, თუმცა მათი გამოვლენის სიხშირე ცნობილი არ არის:

 

სისხლის თეთრი უჯრედების დაბალი დონესისხლში თრომბოციტების დაბალი დონეალერგიული რეაქცია (მაგ. პირის ღრუს, ენის, სახისა და ყელის შეშუპება, ქავილი, ჭინჭრის ციება) • დიაბეტის დაწყება გამოვლენა ან გაუარესება, კეტოაციდოზი (კეტონები სისხლში და შარდში) ან კომასისხლში შაქრის მატებასისხლში ნატრიუმის ნაკლებობამადის დაქვეითება (ანორექსია) • წონის დაკლებაწონის მატებაფიქრები თვითმკვლელობაზე, თვითმკვლელობის მცდელობაზე და თვითმკვლელობააგრესიულობის განცდააგზნებადობანერვიულობასიცხის მატება, კუნთების დაჭიმულობა, გახშირებული სუნთქვა ოფლიანობა, ცნობიერების დაქვეითება არტერიული წნევის და გულისცემის უეცარი ცვლილებები, სისუსტე (ავთვისებიანი ნეიროლეპტიური სინდრომი) კომბინაციაშიგულყრებისეროტონინის სინდრომი (რეაქცია, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს დიდი ბედნიერების განცდა, ძილიანობა, მოუხერხებლობა, მოუსვენრობა, სიმთვრალის შეგრძნება, ცხელება, ოფლიანობა ან კუნთების რიგიდულობა) • მეტყველების დარღვევათვალის კაკლების ფიქსაცია ერთ პოზიციაშიუეცარი აუხსნელი სიკვდილისიცოცხლისთვის საშიში არარეგულარული გულისცემაგულის შეტევაგულისცემის შენელებასისხლის კოლტები ვენებ განსაკუთრებით ქვედა კიდურებში (სიმპტომები მოიცავს შეშუპება, ტკივილსა და სიწითლე ფეხის არეში), რომელიც შეიძლება სისხლძარღვებით გადავიდეს  ფილტვებში და გამოიწვიოს გულმკერდის ტკივილი და სუნთქვის გაძნელება (თუ შეამჩნევთ რომელიმე ამ სიმპტომს, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს) • მაღალი არტერიული წნევაგონების დაკარგვასაკვების მოხვედრა სასუნთქ გზებში (ფილტვის ინფექცია) პნევმონიის განვითარების რისკითხმის იოგების გარშემო კუნთების სპაზმიპანკრეასის ანთებაყლაპვის გაძნელებაფაღარათიკუჭში დისკომფორტიდისკომფორტი მუცლის არეშიღვიძლის უკმარისობაღვიძლი ანთებაკანისა და თვალების თეთრი ნაწილის გაყვითლებაღვიძლის ფუნქციური სინჯების შეცვლაკანზე გამონაყარიკანის ფოტომგრძნობელობაგამელოტებაჭარბი ოფლიანობაკუნთოვანი ბოჭკოების განადგურება რაც იწვევს თირკმლის პრობლემებს კუნთების ტკივილიშებოჭილობაუნებლიე შარდვა (შეუკავებლობა) • შარდის გაძნელებამოხსნის სიმპტომები ახალშობილებში ორსულობის დროს მიღების შემთხვევაშიგახანგრძლივებული და/ან მტკივნეული ერექციასხეულის ტემპერატურის კონტროლის გაძნელება ან გადახურებაგულმკერდის ტკივილიხელების, ტერფების ან ფეხების შეშუპებასისხლის ანალიზის დროს: სისხლში შაქრის მომატება ან მერყეობა, გლიკოზირებული ჰემოგლობინის მომატებაიმპულსებისადმი წინააღმდეგობის გაწევის უუნარობა, ისეთი მოქმედების შესრულების სწრაფვა ან ცდუნება, რაც შეიძლება საზიანო იყოს თქვენთვის ან სხვებისთვის, რომელიც შეიძლება შეიცავდეს:

 

აზარტული თამაშების ძლიერი სურვილი, მიუხედავად მძიმე პირადი თუ ოჯახური შედეგებისა

შეცვლილი ან გაზრდილი სექსუალური ინტერესი და ქცევა, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს თქვენზე ან სხვებზე მაგალითად, გაზრდილი სექსუალური ლტოლვა

უკონტროლო გადაჭარბებული  სიარული საყიდლებზე

გადაჭარბებული კვება (დიდი რაოდენობით საკვების მიღება მოკლე დროში) ან კომპულსური კვება (ჩვეულზე მეტი საკვების მიღება და იმაზე მეტი, ვიდრე საჭიროა თქვენი შიმშილის დასაკმაყოფილებლად)

ხეტიალისკენ მიდრეკილება.

 

აცნობეთ მკურნალ ექიმს, თუ თქვენ გაქვთ რომელიმე ჩამოთვლილი ქცევა; ის განიხილავს სიმპტომების მართვის ან შემცირების გზებს.

 

დემენციის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში არიპიპრაზოლის მიღებისას უფრო მეტი ფატალური შემთხვევები დაფიქსირდა. გარდა ამისა, აღწერილია ინსულტის ანმინიინსულტის შემთხვევები.

 

დამატებითი გვერდითი ეფექტები ბავშვებსა და მოზარდებში

13 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებს აღენიშნებოდათ გვერდითი მოვლენები, რომლებიც სიხშირით და ტიპით მსგავსი იყო მოზრდილებისას, გარდა იმისა, რომ ძილიანობა, უკონტროლო კრუნჩხვა ან კრუნჩხვითი მოძრაობები, მოუსვენრობა და დაღლილობა იყო ძალიან ხშირი (10 პაციენტში 1-ზე მეტი) და ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში, პირის სიმშრალე, გულისცემის გახშირება, წონის მომატება, მადის მომატება, კუნთების კრუნჩხვა, კიდურების უკონტროლო მოძრაობები და თავბრუსხვევა, განსაკუთრებით მწოლიარე ან მჯდომარე პოზიციიდან ადგომისას იყო ხშირი (100-დან 1-ზე მეტ პაციენტში).

გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება

რომელიმე გვედითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში. ასევე შეგიძლიათ გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება პირდაპირ შეტყობინების ეროვნული სისტემის მეშვეობით. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით ხელს შეუწყობთ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.

 

არიპირონის  შენახვის პირობები

პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის შეუმჩნეველ ადგილას.

არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ (EXP), რომელიც მითითებულია ბლისტერსა და მუყაოს კოლოფზე. ვარგისობის თარიღი აღნიშნავს თვის ბოლო დღეს.

არ გადააგდოთ პრეპარატი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, როგორ უნდა მოხდეს გამოუყენებელი პრეპარატების განადგურება. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

 

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

 

რას შეიცავს არიპირონი 

არიპირონი 15 მგ ტაბლეტები

აქტიური ნივთიერება არის არიპიპრაზოლი. ერთი ტაბლეტი შეიცავს 15 მგ არიპიპრაზოლს.

სხვა ინგრედიენტებია ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა. მაგნიუმის სტეარატი, ყვითელი რკინის ოქსიდი (E172).

 

როგორ გამოიყურება არიპირონის ტაბლეტები და შეფუთვის შიგთავსი

არიპირონი 15 მგ ტაბლეტები არის მრგვალი და ყვითელი ტაბლეტები (შესაძლოა მუქი ლაქებით), მარკირებით "ARZ" და "15" ერთ მხარეს. მოწოდებულია პერფორირებული ერთეული დოზის ბლისტერებში, რომლებიც შეფუთულია მუყაოს კოლოფში, რომელიც შეიცავს 10, 14, 28, 30, 49, 50, 56, 98 ან 100 ტაბლეტს.

შეიძლება ყველა მოცულობი შეფუთვა არ იყოს ბაზარზე.

 

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

 

სად შევიძინოთ?