ადაბლიქსი 20მგ / Adablix 20mg
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): bilastine
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ალერგოლოგია → ჰისტამინური H1 რეცეპტორების ბლოკატორები → სისტემური მოქმედების მედიკამენტები → მეორე თაობის პრეპარატები
- მწარმოებელი კომპანია: ADAMED
- მწარმოებელი ქვეყანა: პოლონეთი
- გამოშვების ფორმა: 20მგ ტაბლეტი №30
- გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
შემადგენლობა
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 20 მგ ბილასტინს (მონოჰიდრატის სახით).
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, კროსპოვიდონი (ტიპი A), მაგნიუმის სტეარატი, უწყლო კოლოიდური სილიციუმი.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტიჰისტამინური პრეპარატები- ჰისტამინური H1 რეცეპტორების ბლოკატორები
გამოყენების ჩვენებები:
თივის ცხელება (ცემინება, ქავილი, სურდო და თვალების სიწითლე და ცრემლდენა)
ალერგიული რინიტი
კანის ქავილით მიმდინარე გამონაყარის (ჭინჭრის ციება ან ურტიკარია)
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
თუ გაქვთ ალერგია ბილასტინზე ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტზე მიმართეთ ექიმს
ადაბლიქსის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს,თუ გაქვთ თირკმლის საშუალო ან მძიმე უკმარისობა და დამატებით იღებთ სხვა მედიკამენტებს
ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი დანიშნულების მიხედვით
დოზირება და მიღების წესი:
რეკომენდებული დოზა მოზრდილებში, მათ შორის ხანდაზმულებში და 12 წლის და უფროსი ასაკის მოზარდებში: 1 ტაბლეტი (20 მგ ბილასტინი) დღეში.
ტაბლეტი განკუთვნილია პერორალური გამოყენებისთვის.
ტაბლეტი უნდა მიიღოთ საკვების ან ხილის წვენის მიღებამდე ერთი საათით ადრე ან ორი საათის შემდეგ
ტაბლეტი გადაყლაპეთ ჭიქა წყალის მიყოლებით.
პრეპარატი არ უნდა მიიღოთ საკვებთან ან გრეიფრუტის წვენთან ან სხვა ხილის წვენებთან ერთად, რადგან ეს შეამცირებს ბილასტინის ეფექტს. ამის თავიდან ასაცილებლად, შეგიძლიათ:
მიიღოთ ტაბლეტი და დაიცადოთ ერთი საათი საკვების ან ხილის წვენის მიღებამდე
თუ მიიღეთ საკვები ან ხილის წვენი, დაიცადეთ ორი საათი ტაბლეტის მიღებამდე.
მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი დაავადების ტიპის მიხედვით
ბავშვები
არ მისცეთ ეს პრეპარატი 12 წლამდე ასაკის ბავშვებს.
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას.
სხვა მედიკამენტები და ადაბლიქსი
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან შეიძლება მიიღოთ სხვა მედიკამენტები, თუნდაც ეს იყოს ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატები. გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ რომელიმე შემდეგ პრეპარატს:
კეტოკონაზოლი
ერითრომიცინი
დილთიაზემი
ციკლოსპორინი
რიტონავირი
რიფამპიცინი
ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა
არ არსებობს ან შეზღუდულია მონაცემები ბილასტინის გამოყენების შესახებ ორსულ ქალებში და ძუძუთი კვების პერიოდში, ასევე ფერტილობაზე ზემოქმედების შესახებ.
ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
ბილასტინი გავლენას არ ახდენს მოზრდილებში ავტომობილის მართვის უნარზე. თუმცა, თითოეული პაციენტის რეაქცია პრეპარატზე შეიძლება განსხვავებული იყოს. ამიტომ, ავტომობილის მართვამდე ან მექანიზმებთან მუშაობამდე უნდა შეამოწმოთ, თუ როგორ მოქმედებს ეს პრეპარატი თქვენზე.
ალკოჰოლის მიღება
რეკომენდებული დოზით (20 მგ) გამოყენების შემთხვევაში ბილასტინი არ აძლიერებს ალკოჰოლით გამოწვეულ ძილიანობას.
თუ მიიღეთ ადაბლიქსის საჭიროზე მეტი დოზა
ადაბლიქსის ჭარბი დოზით მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს
თუ დაგავიწყდათ ადაბლიქსის მიღება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
თუ დაგავიწყდათ დოზის დროულად მიღება, მიიღეთ ის რაც შეიძლება მალე, და შემდეგ დაუბრუნდით თქვენს ჩვეულ დოზირების გრაფიკს.
თუ შეწყვეტთ ადაბლიქსის მიღებას
ადაბლიქსით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ არანაირი გვერდითი მოვლენა არ აღინიშნება.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს მოზრდილებსა და მოზარდებში:
ხშირი: შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1-მდე პაციენტს
თავის ტკივილი
ძილიანობა
არახშირი: შეიძლება აღენიშნებოდეს 100-დან 1-მდე პაციენტს
პათოლოგიური ელექტროკარდიოგრამის მაჩვენებელი
სისხლის ანალიზები, რომლებიც აჩვენებს ღვიძლის მუშაობის ცვლილებებს
თავბრუსხვევა
კუჭის ტკივილი
დაღლილობა
მადის მომატება
არარეგულარული გულისცემა
წონის მომატება
გულისრევა (ღებინების შეგრძნება)
შფოთვა
ცხვირის სიმშრალე ან დისკომფორტი
მუცლის ტკივილი
დიარეა
გასტრიტი (კუჭის კედლის ანთება)
ვერტიგო (თავბრუსხვევის ან ტრიალის შეგრძნება)
სისუსტის შეგრძნება
წყურვილი
დისპნოე (სუნთქვის გაძნელება)
პირის სიმშრალე
საჭმლის მონელების დარღვევა
ქავილი
ჰერპესული წყლულები (პირის ღრუს ჰერპესი)
ცხელება
ტინიტუსი (ყურებში შუილი)
ძილის გაძნელება
სისხლის ანალიზები, რომლებიც აჩვენებს თირკმლის მუშაობის ცვლილებებს
სისხლში ცხიმის მომატება
სიხშირე უცნობია: არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით
პალპიტაცია (გულისცემის შეგრძნება)
ტაქიკარდია (გულისცემის გახშირება)
ალერგიული რეაქციები: რომელთა სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს სუნთქვის გაძნელებას, თავბრუსხვევას, კოლაფსს ან გონების დაკარგვას, სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპებას და/ან კანის შეშუპებას და სიწითლეს. თუ შეამჩნევთ რომელიმე ამ სერიოზულ გვერდით ეფექტს, შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
ღებინება
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით ეფექტს, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
შენახვის პირობები:
მედიკამენტი ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფსა და ბლისტერზე EXP-ის შემდეგ. ვარგისობის ვადა ეხება მოცემული თვის ბოლო დღეს.
შეფუთვა:
ადაბლიქსი არის მრგვალი ფორმის თეთრი ტაბლეტები.
თითოეული შეფუთვა შეიცავს 30 ტაბლეტს.