Nuk

ექიმი-ოფთალმოლოგი, მედიცინის დოქტორი. 1974 წელს დაამთავრა ქ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1974-1976წ. გაიარა თბილისის  სახ. სამედიცინო ინსტიტუტის თვალის სნეულებათა კათედრის კლინიკური ორდინატურა. 1976-1978წ. იყო თბილისის მე-3 სამედიცინო სასწავლებლის თვალის სნეულებათა კურსის პედაგოგი. 1978-1981წ.  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის თვალის სნეულებათა კათედრის ასპირანტი. 1983-1998წ. მუშაობდა თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის თვალის სნეულებათა კათედრის ასისტენტის, ხოლო 1998-2006წ. - დოცენტის თანამდებობაზე. 2007 წლიდან დღემდე მუშაობს ექიმ-ოფთალმოლოგად თვალის კლინიკა „ახალ მზერაში“.

1983წ. მოიპოვა მედიცინის დოქტორის ხარისხი. 1984წ. გავლილი აქვს პედაგოგთა დახელოვნების ციკლი ქ. მოსკოვის მე-2 სამედიცინო ინსტიტუტში, 1994წ. გაიარა „ლაზერული ქირურგიის კურსი“ ქ. თბილისში, 2004წ. კი ქ. მოსკოვში რეტინოპათიის ლაზერული მკურნალობის კლინიკური ტრეინინგი. იგი არის 40 სამეცნიერო ნაშრომის თანაავტორი/ავტორი. ფლობს ქართულ (მშობლიური), რუსულ (თავისუფლად) და ინგლისურ (ლექსიკონის დახმარებით) ენებს.