Nuk
კალენდულას უნივერსალური ბალზამი - ველედა / Calendula Wind und Wetter balsam
  • აღწერა: უამინდობისაგან დამცავი სახისა და ხელის კრემი
  • მოცულობა: 25 გრ
  • დანიშნულება: ბავშვის კანის სიცივისგან დამცავი საშუალებები; ბავშვის მოვლის საშუალებები

წყლის, სპირტის & არომატიზატორების გარეშე

ჩვილებისა და ბავშვებისათვის

 

კალენდულას უნივერსალური ბალზამი ადვილად ნაწილდება კანზე და სწრაფად შეიწოვება. ინტენსიურად კვებავს და არბილებს კანს. კარნაუბას და კადელილას ცვილები კანის ბარიერს აძლიერებენ, ტენის ბალანსს არეგულირებენ და სიცივესა და ქარში კანს გამოშრობისგან იცავენ. კალენდულას ყვავილის ექსტრაქტი წმენდს და ამშვიდებს კანს. სეზამის, ავოკადოს, მზესუმზირას თესლის ზეთები და კაკაოს ცხიმი კვებავს გამომშრალ, გაუხეშებულ და დახეთქილ კანს. ფეტვის თესლის ექსტრაქტი აღადგენს და აწესრიგებს კანის სტრუქტურას. რეკომენდებულია მგრძნობიარე კანის მქონე ჩვილებისთვის, ბავშვებისთვის და ზრდასრულებისთვის.

ჭარბი ნერწყვის გამოყოფის გამო ჩვილებს/ განსაკუთრებით კბილების გამოჭრისას/  ნიკაპისა და პირის გარშემო კანი უღიზიანდებათ,  ტუჩები და ლოყები უშრებათ, ექერცლებათ და უსკდებათ. ასეთ დროს კალენდულას ბალზამი ეფექტური საშუალებაა კანის დასაცავდ და უკვე გაღიზიანებული კანის დასაამებლად. 

 

გამოყენება: ბავშვს წაუსვით გამომშრალ უბნებზე, დახეთქილ ან გაწითლებულ კანზე. გამოიყენეთ აგრეთვე, როგორც გამოშრობისგან დამცავი ფარი ხელებზე, ნიკაპსა და ტუჩებზე. კალენდულას უნივერსალური ბალზამი ადვილი სატარებელია და შეგიძლიათ სეირნობის დროს წაუსვათ ბავშვს სახესა და ხელებზე.

 

შემადგენლობა: მზესუმზირას თესლის ზეთი, კაკაოს ცხიმი, კანდელილას ცვილი, კარნაუბას ცვილი, ავოკადოს ზეთი, სეზამის თესლის ზეთი, კალენდულას ყვავილის ექსტრაქტი, ფეტვის თესლის ექსტრაქტი, ტოკოფეროლი.

 

 
სად შევიძინოთ?