19 ივნისი 2013

GE
GE

სულ ბაზაშია 2572 ჩანაწერი

მოიძებნა 56 ჩანაწერი

კომპანია სავაჭრო სახელწოდება საერთაშორისო დასახ.(აქტიური ნივთ.)
კლინიკო - ფარმაკოლოგიური ჯგუფი
გამოშვების ფორმები ინსტრუქცია
1 Sanofi

სანოფი

პროფენიდი 100მგ

Profénid® 100 mg

კეტოპროფენი

სრული

მოკლე

2 Sanofi

სანოფი

პროფენიდი 100 მგ/2 მლ

Profénid® 100 mg/2 ml

კეტოპროფენი

  • 100მგ/2მლ (50მგ/მლ) 2მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №6

სრული

მოკლე

3 Sanofi

სანოფი

პროფემიგრი 150 მგ

Profémigr® 150 mg

კეტოპროფენი

  • 150მგ გასაყოფი ტაბლეტი №10

სრული

მოკლე

4 Sanofi

სანოფი

კოპლავიქსი

CoPlavix®

კლოპიდოგრელი, აცეტილსალიცილის მჟავა

  • 75მგ/100მგ შემოგარსული ტაბლეტი №30

სრული

მოკლე

5 Sanofi

სანოფი

ბი-პროფენიდი ლ.პ 100მგ

Bi-Profénid® L.P. 100 mg

კეტოპროფენი

  • 100მგ ტაბლეტი №20

სრული

მოკლე

6 Sanofi

სანოფი

ამარილი მ სრ

Amaryl® M SR

გლიმეპირიდი, მეტფორმინ

  • 2მგ/500მგ ტაბლეტი №30

ჰიპოგლიკემია: ამარილ M-ის სისხლში შაქრის დონის დამწევი ეფექტის გათვალისწინებით, შესაძლებელია თავი იჩინოს ჰიპოგლიკემიამ და იგი კვლავაც გაგრძელდეს.
ჰიპოგლიკემიის სავარაუდო სიმპტომებია: თავის ტკივილი, შიმშილის გრძნობა, გულისრევა, ღებინება, დაღლილობა, ძილიანობა, ძილის დარღვევა, შფოთვა, აგრესიულობა, ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა, დეპრესია, დაბნეულობა, მეტყველების დარღვევა და საერთოდ მოშლა, მხედველობის მოშლა, კანკალი, პარეზები, მგრძნობელობის დარღვევა, თავბრუსხვევა, უმწეობა, თვითკონტროლის დარღვევა, დელირიუმი, ცერებრალური კრუნჩხვები, ძილიანობა და ცნობიერების დაკარგვა-კომა, ზედაპირული სუნთქვა და გულის რიტმის შენელება (ბრადიკარდია). ამასთანავე შესაძლებელია შეინიშნოს ისეთი კლინიკური ნიშნები, როგორიცაა ოფლიანობა, კანის სისველე, შფოთვა, გულის რიტმის აჩქარება (ტაქიკარდია), ჰიპერტონია, გულის აჩქარება, სტენოკარდია და გულის არითმია. ჰიპოგლიკემიის მძიმე ფორმის კლინიკური სურათი გულის წასვლის მსგავსია. ჰიპოგლიკემიის სიმპტომები ქრებიან ჰიპოგლიკემიის კუპირებისთანავე.
ლაქტოაციდოზი: ზოგიერთ პაციენტს, განსაკუთრებით თირკმელების დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებს, აღენიშნებათ ეგრეთ წოდებული ლაქტოაციდოზი (სისხლში რძემჟავის ჭარბი რაოდენობა). მისი სიმპტომებია: სიცივის ან დისკომფორტის შეგრძნება, ძლიერი გულისრევა ან პირღებინება, აბდომინალური ტკივილი, წონის სწრაფი კლება ან გახშირებული სუნთქვა. თუ პაციენტს აღენიშნება ერთ-ერთი ზემოთ აღნიშნული სიმპტომი, აუცილებელია ამარილ M-ის შეწყვეტა და ექიმის ინფორმირება.
თვალები: განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში შეიძლება გამოვლინდეს მხედველობის დროებითი მოშლა, რაც განპირობებულია სისხლში შაქრის დონის ცვლილებით.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტი: ზოგჯერ კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებით თავს იჩენენ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა: გულისრევა, ღებინება, სიმძიმისა და დისკომფორტის შეგრძნება ეპიგასტრიუმის არეში, ტკივილი მუცლის არეში და დიარეა, ყველაზე ხშირ შემთხვევებაში ეს ხდება მკურნალობის კურსის დაწყებისას.
იშვიათ შემთხვევებში, მატულობს ღვიძლის ტრანსამინაზების დონე. განსაკუთრებულ შემთხვევებში ვლინდება ღვიძლის ფუნქციის მოშლა (მაგალითად, ქოლესტაზი და სიყვითლე) და ჰეპატიტი, რის შედეგადაც შეიძლება განვითარდეს ღვიძლის უკმარისობა.
სისხლი: სისხლში შეიძლება აღინიშნოს ცვლილებები: იშვიათად, თრომბოციტოპენია და განსაკუთრებულ შემთხვევებში - ლეიკოპენია, ჰემოლიზური ანემია, ერითროციტოპენია, გრანულოციტოპენია, აგრანულოციტოზი და პანციტოპენია (მაგალითად, ძვლის ტვინის ფუნქციის მოშლის მიზეზით). აღინიშნება B12 ვიტამინის დონეების დაქვეითება, აგრეთვე B12 შრატის დონეებზე შესაძლებელია დაკვირვება განხორციელდეს იგივენაირად.
სხვა გვერდითი ეფექტები: მკურნალობის კურსის დასაწყისში ზოგიერთი პაციენტი უჩივის არასასიამოვნო ან ლითონის გემოს, რაც ხშირად ქრება სპონტანურად. ზოგჯერ ვლინდება ალერგიული ან ფსევდოალერგიული რეაქციები, რომლებიც გამოიხატება ქავილის, ჭინჭრის ციების ან გამონაყარის სახით. ისინი ზომიერი ხასიათისაა, მაგრამ შესაძლებელია მათი პროგრესირება, რასაც თან ახლავს დისპნოე და არტერიული წნევის დაქვეითება, ზოგჯერ ვითარდება ანაფილაქსიური შოკი. ჭინჭრის ციების გამოხატვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ექიმს.
განსაკუთრებულ შემთხვევებში, შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს შრატში ნატრიუმის დონის შემცირებას, სისხლძარღვის კედლის ანთებასა (ალერგიული ვასკულიტი) და ფოტოსენსიბილიზაციას.
ვინაიდან ზოგიერთი გვერდითი მოვლენა (მაგალითად, მწვავე ჰიპოგლიკემია, სისხლის სურათის სერიოზული ცვლილება, მძიმე ალერგიული და ფსევდოალერგიული რეაქციები ან ღვიძლის უკმარისობა) ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება სიცოცხლისათვის საშიში აღმოჩნდეს, ამგვარი მოულოდნელი ან მწვავე რეაქციების არსებობის შემთხვევაში, საჭიროა ექიმის დაუყოვნებელი ინფორმირება და ექიმის რეკომენდაციამდე პრეპარატის მიღების შეწყვეტა.

სრული

მოკლე

7 Sanofi

სანოფი

ალგოფლექს ფორტე

ALGOFLEX FORTE

იბუპროფენი

  • 600მგ შემოგარსული ტაბლეტი №10

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ:
აღნიშნული პრეპარატის მიღების შემდეგ შეიძლება შეინიშნოს გულისრევა და ღებინება, ტკივილი მუცლის ღრუში, დისპეფსია, ყაბზობა, შებერილობა, დიარეა, ახალი ან შედედებული სისხლი განავალში, პირღებინება სისხლთან ერთად. ხანდახან, განსაკუთრებით ხანდაზმულებში, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაწყლულება/სისხლდენა ფატალური შედეგით სრულდება. უფრო მწვავე შემთხვევებში, შესაძლებელია თავი იჩინოს პირის ღრუს ლორწოვანი გარსის წყლულოვანმა ანთებამ და კრონის დაავადების გაუარესებამ.

გულის მხრივ:
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით შესაძლებელია გამოიხატოს შეშუპება, მაღალი სისხლის წნევა და გულის უკმარისობა.

ნერვული სისტემის მხრივ:
შუილი ყურებში, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სმენის დარღვევა.

სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ:
მომატებული მიდრეკილება სისხლდენისადმი, ანემია, ლეიკოციტების ან თრომბოციტების რაოდენობის შემცირება.

ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები:
გამონაყარი კანზე, ქავილი და კანის სხვა ალერგიული რეაქციები, ასთმური შეტევა.

თირკმლისა და შარდის გამომყოფი სისტემის მხრივ:
თირკმლის ფუნქციის დარღვევები, სისხლიანი შარდი, შარდის ბუშტის ანთება, თირკმელების ანთება და დისფუნქცია. შეშუპება, განსაკუთრებით ქვედა კიდურებში და სითხის შეკავების მომატება.

ლაბორატორიული ტესტირება:
ღვიძლის მოქმედების დარღვევები, ჰემოგლობინის, ჰემატოკრიტისა და სისხლის შრატში კალციუმის შემცველობის დონეების შემცირება.

მხედველობის მხრივ:
მხედველობის ისეთი დარღვევები, როგორიცაა მხედველობის დაბინდვა, ფერთა აღქმის დარღვევა. აღნიშნული რეაქციები ქრებიან პრეპარატის მიღების შეწყვეტისთანავე.
არასასურველი ეფექტების შემცირება შესაძლებელია მოკლე პერიოდის განმავლობაში უმცირესი ეფექტური დოზის გამოყენებით, რაც აუცილებელია მათ შესაჩერებლად.

სრული

მოკლე

8 Sanofi

სანოფი

ამარილი

AMARIL

გლიმეპირიდი

  • ტაბ.1 მგ:30 ც
  • ტაბ.2 მგ:30 ც
  • ტაბ.3 მგ:30 ც
  • ტაბ.4 მგ:30 ც

ცვლის პროცესების მხრივ: ჰიპოგლიკემია. ჰიპოგლიკემიის შესაძლო ნიშნები: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, შიმშილის გრძნობა, გაძლიერებული ოფლიანობა, ტრემორი, ტაქიკარდია, არტერიული ჰიპერტენზია, ტკივილი გულის არეში, არითმიები, გულისრევა, ღებინება, შფოთვა, ძილის დარღვევა, მოუსვენრობა, აგრესიულობა, ყურადღების კონცეტრაციის დარღვევა, ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფის დაქვეითება, აპათია, დეპრესია, ძილიანობა, მეტყველების დარღვევა, აფაზია, მხედველობის დარღვევა, მგრძნობელობის დარღვევა, პარეზები, ცენტრალური გენეზის კრუნჩხვები, ცნობიერების დაბინდვა და გონების დაკარგვა კომაში ჩავარდნამდე, ზედაპირული სუნთქვა და ბრადიკარდია. ჰიპოგლიკემიის მძიმე შეტევის კლინიკური სურათი წააგავს თავის ტვინში სისხლმიმოქცევის დარღვევის სურათს. ყველა აღწერილი ნიშანი თითქმის ყოველთვის ქრება ჰიპოგლიკემიის ნიველირების შემდეგ.
მხედველობის ორგანოს მხრივ: მკურნალობის დროს (განსაკუთრებით მის დასაწყისში) შეიძლება აღინიშნოს სისხლში შაქრის დონის ცვლილებით გამოწვეული მხედველობის ტრანზიტორული დარღვევები. კუჭ-ნაწლავის და ღვიძლის მხრივ: ზოგჯერ შეიძლება აღინიშნოს გულისრევა, პირღებინება, ეპიგასტრიუმში სიმძიმისა და დისკომფორტის შეგრძნება, ტკივილი მუცლის არეში, დიარეა, იშვიათ შემთხვევებში – ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის ამაღლება, ქოლესტაზი, სიყვით¬ლე, ჰეპატიტი (ღვიძლის უკმარისობის განვითარებამდე).
სისხლმბადი სისტემის მხრივ: იშვიათად შესაძლოა განვითარდეს თრომბოციტოპენია, გამონაკლის შემთხვევებში - ლეიკოპენია, ჰემოლიზური ანემია ან ერითროციტოპენია, გრანულოციტოპენია, აგრანულოციტოზი და პანციტოპენია (მიელოსუპრესიის შედეგად).
ალერგიული რეაქციების მხრივ: ზოგჯერ შესაძლოა აღინიშნოს ქავილი, ჭინჭრის ციება, გამონაყარი კანზე. ამგვარი რეაქციები, როგორც წესი, ზომიერად გამოხატულია, მაგრამ შესაძლოა მოხდეს პროგრესირებაც და თან დაერთოს არტერიული წნევის დაწევა, დისპნოე, ანაფილაქსიური შოკის განვითარებამდე. ჭინჭრის ციების გამოვლენის შემთხვევაში საჭიროა დაუყოვნებლივ მივმართოთ ექიმს.
სხვა გვერდითი მოვლენები: გამონაკლის შემთხვევებში – ალერგიული ვასკულიტი, ფოტოსენსიბილიზაცია, სისხლის შრატში ნატრიუმის დონის დაქვეითება. თუ ავადმყოფი შეამჩნევს ზემოთ ჩამოთვლილ გვერდითი მოვლენებს მან რჩევა უნდა ჰკითხოს მკურნალ ექიმს.
გამომდინარე იქიდან, რომ ცალკეულმა გვერდითმა მოვლენამ, როგორიცაა მძიმე ჰიპოგლიკემია, სისხლის სურათის მხრივ სერიოზული ცვლილებები, მძიმე ალერგიული რეაქციები, ღვიძლის უკმარისობა – შეიძლება გარკვეულ გარემოებაში ავადმყოფის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას, ასევე არასასურველი ან მძიმე რეაქციების განვითარების შემთხვევაში ავადმყოფმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს მათ შესახებ მკურნალ ექიმს და არავითარ შემთხვევაში არ გააგრძელოს პრეპარატის მიღება მისი რეკომენდაციის გარეშე.

სრული

მოკლე

9 Sanofi

სანოფი

ამარილი მ

AMARIL M

გლიმეპირიდი, მეტფორმინ

  • ტაბ. 1 მგ+ 250 მგ: 30 ც
  • ტაბ. 2 მგ+ 500 მგ: 30 ც

როგორც ყველა პრეპარატს, amaril®მ-საც ახასიათებს გვერდითი ეფექტები:
- ჰიპოგლიკემია (იხილეთ აგრეთვე “გაფრთხილება”):
ამარილ®მ-ის სისხლში შაქრის დონის დამწევი ეფექტის გათვალისწინებით, შესაძლებელია თავი იჩინოს ჰიპოგლიკემიამ და იგი კვლავაც გაგრძელდეს. ჰიპოგლიკემიის სავარაუდო სიმპტომებია: თავის ტკივილი, შიმშილის გრძნობა, გულისრევა, ღებინება, დაღლილობა, ძილიანობა, ძილის დარღვევა, შფოთვა, აგრესიულობა, ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა, დეპრესია, დაბნეულობა, მეტყველების დარღვევა და საერთოდ მოშლა, მხედველობის მოშლა, კანკალი, პარეზები, მგრძნობელობის დარღვევა, თავბრუსხვევა, უმწეობა, თვითკონტროლის დარღვევა, დელირიუმი, ცერებრალური კრუნჩხვები, ძილიანობა და ცნობიერების დაკარგვა-კომა, ზედაპირული სუნთქვა და გულის რიტმის შენელება (ბრადიკარდია). ამასთანავე შესაძლებელია შეინიშნოს ისეთი კლინიკური ნიშნები, როგორიცაა ოფლიანობა, კანის სისველე, შფოთვა, გულის რიტმის აჩქარება (ტაქიკარდია), ჰიპერტონია, გულის აჩქარება, სტენოკარდია და გულის არითმია. ჰიპოგლიკემიის მძიმე ფორმის კლინიკური სურათი გულის წასვლის მსგავსია. ჰიპოგლიკემიის სიმპტომები ქრებიან ჰიპოგლიკემიის კუპირებისთანავე.
- ლაქტოაციდოზი (იხილეთ აგრეთვე “გაფრთხილება”):
ზოგიერთ პაციენტს, განსაკუთრებით თირკმელების დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებს, აღენიშნებათ ეგრეთ წოდებული ლაქტოაციდოზი (სისხლში რძემჟავის ჭარბი რაოდენობა). მისი სიმპტომებია: სიცივის ან დისკომფორტის შეგრძნება, ძლიერი გულისრევა ან პირღებინება, აბდომინალური ტკივილი, წონის სწრაფი კლება ან გახშირებული სუნთქვა. თუ თქვენ აღგენიშნებათ ერთერთი ზემოთ აღნიშნული სიმპტომი, შეწყვიტეთ ამარილ®მ-ის მიღება და მიმართეთ ექიმს.
- თვალები:
განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში შეიძლება გამოვლინდეს მხედველობის დროებითი მოშლა, რაც განპირობებულია სისხლში შაქრის დონის ცვლილებით.
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტი:
ზოგჯერ კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებით თავს იჩენენ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა: გულისრევა, ღებინება, სიმძიმისა და დისკომფორტის შეგრძნება ეპიგასტრიუმის არეში, ტკივილი მუცლის არეში და დიარეა, ყველაზე ხშირ შემთხვევებაში ეს ხდება მკურნალობის კურსის დაწყებისას.
იშვიათ შემთხვევებში, მატულობს ღვიძლის ტრანსამინაზების დონე. განსაკუთრებულ შემთხვევებში ვლინდება ღვიძლის ფუნქციის მოშლა (მაგალითად, ქოლესტაზი და სიყვითლე) და ჰეპატიტი, რის შედეგადაც შეიძლება განვითარდეს ღვიძლის უკმარისობა.
სისხლი:
სისხლში შეიძლება აღინიშნოს ცვლილებები: იშვიათად, თრომბოციტოპენია და განსაკუთრებულ შემთხვევებში - ლეიკოპენია, ჰემოლიზური ანემია, ერითროციტოპენია, გრანულოციტოპენია, აგრანულოციტოზი და პანციტოპენია (მაგალითად, ძვლის ტვინის ფუნქციის მოშლის მიზეზით). აღინიშნება B12 ვიტამინის დონეების დაქვეითება, აგრეთვე B12 შრატის დონეებზე შესაძლებელია დაკვირვება განხორციელდეს იგივენაირად.
- სხვა გვერდითი ეფექტები:
მკურნალობის კურსის დასაწყისში ზოგიერთი პაციენტი უჩივის არასასიამოვნო ან ლითონის გემოს, რაც ხშირად ქრება სპონტანურად. ზოგჯერ ვლინდება ალერგიული ან ფსევდოალერგიული რეაქციები, რომლებიც გამოიხატება ქავილის, ჭინჭრის ციების ან გამონაყარის სახით. ისინი ზომიერი ხასიათისაა, მაგრამ შესაძლებელია მათი პროგრესირება, რასაც თან ახლავს დისპნოე და არტერიული წნევის დაქვეითება, ზოგჯერ ვითარდება ანაფილაქსიური შოკი. ჭინჭრის ციების გამოხატვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
განსაკუთრებულ შემთხვევებში, შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს შრატში ნატრიუმის დონის შემცირებას, სისხლძარღვის კედლის ანთებასა (ალერგიული ვასკულიტი) და ფოტოსენსიბილიზაციას.
ვინაიდან ზოგიერთი გვერდითი მოვლენა (მაგალითად, მწვავე ჰიპოგლიკემია, სისხლის სურათის სერიოზული ცვლილება, მძიმე ალერგიული და ფსევდოალერგიული რეაქციები ან ღვიძლის უკმარისობა) ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება სიცოცხლისათვის საშიში აღმოჩნდეს, ამგვარი მოულოდნელი ან მწვავე რეაქციების არსებობის შემთხვევაში, საჭიროა ექიმის დაუყოვნებელი ინფორმირება და ექიმის რეკომენდაციამდე პრეპარატის მიღების შეწყვეტა.
იმ შემთხვევაში, თუ შენიშნავთ ისეთ გვერდით ეფექტს, რომელიც ამ ბროშურაში არაა მითითებული, გთხოვთ შეატყობინოთ ამის თაობაზე თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

სრული

მოკლე

10 Sanofi

სანოფი

აპიდრა

APIDRA

ინსულინ გლულიზინ

  • საინექციო ხსნარი 100 სე/1მლ,
  • საინექციო ხსნარი კარტრიჯებში 3 მლ 5 ც
  • საინექციო ხსნარი კალმებში "SoloStar" 3 მლ: 5 ც.

სრული

მოკლე

11 Sanofi

სანოფი

გლუკანტიმი

GLUCANTIME

მეგლუმინი

  • საინექციო ხსნარი 1.5გ/5მლ: ამპ. 5 ც.

ცალკეულ შემთხვევებში _ სხეულის ტემპერა¬ტურის მომატება, ხველა, ღებინება, მიალგიები. კანის ლეიშმანიოზის მკურნალობის დროს შესაძლებელია ადგილობრივი რეაქციები.

სრული

მოკლე

12 Sanofi

სანოფი

დეპაკინი სიროფი

DEPAKINE SYRUP

ნატრიუმის ვალპროატი

  • სიროფი: ფლ. 150 მლ

- ღვიძლის დისფუნქციის იშვიათი შემთხვევები
- ტერატოგენური რისკი
- ნევროლოგიური დარღვევები: აზროვნების არევა ვოლპროატით მკურნალობის დროს ზოგიერთ შემთხვევებში აღწერილია სტუმორი ან ლეტარგია, კომა. ასეთი შემთხვევები გვხვდება კომპლექსური მკურნალობის დროს (განსაკუთრებით ფენობარბიტალთან) ან ვალპროატის დოზის უცაბედი გაზრდის დროს; ძალიან იშვიათად- დემენციის შემთხვევაში.
- მკურნალობის დასაწყისში ზოგიერთ პაციენტებს უვითარდებათ კუჭ-ნაწლავის ფუნქციის დარღვევები (გულისრევა, კუჭის ტკივილები), იგი თერაპიის შეწყვეტის გარეშე ქრება რამდენიმე დღეში.
- არსებობს საკმაოდ ხშირი ცნობები დროებითი და/ან დოზა დამოკიდებული გვერდითი მოვლენების შესახებ: თმის ცვენა, მსუბუქი პოსტურალური ტრემორი და ძილიანობა
- აღწერილია ფიბრონოგენის დონის შემცირების და სისხლდენის დროის გახანგძილევის ცალკეული შემთხვევები, ჩვეულებრივ მასთან დაკავშირებული კლინიკური სიპტომების გარეშე და მაღალი დოზირების დროს (ნატრიუმის ვალპროატს ახასიათებს ინჰიბირებითი მოქმედება თრომბოციტების აგრეგაციის მეორე სტადიაზე) (იხ. აგრეთვე “ორსულობა”)
- ჰემატოლოგიური გვერდითი ეფექტები ან პანციტოპენიის იშვიათი შემთხვევები
- აღინიშნება პანკრეატიტის იშვიათი შემთხვევები, რომლებიც ხშირად ფატალური შედეგით მთავრდება.
- ხშირად გვხვდება იზოლირებული და ზომიერი ჰიპერამონიემია ღვიძლის ფუნქციური სინჯების ცვლილებების გარეშე, რაც არ მოითხოვს პრეპარატის მიღების შეწყვეტას. ასევე აღწერილია ჰიპერამონიემია, დაკავშირებული ნევროლოგიურ სიპტომებთან
- არსებობს აგრეთვე ცნობები სხეულის წონის მომატების, ამენორეის და მენსტრუაციული ციკლის რეგულაციის დარღვევის შესახებ.
- აღწერილია სმენის დაკარგვის იშვიათი შემთხვევები, როგორც შექცევადი ასევე შეუქცევადი, მაგრამ მისი მიზეზები და დამოკიდებულება პრეპარატის მიღებისას არ არის დადგენილი.
- ვალპროატის მიღებისას აღინიშნება კანის რეაქციები, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, მრავალგვარი ერითემა.
- არსებობს ფანკონის შექცევადი სინდრომის მონაცემები, დაკავშირებული ვალპროატის მიღებასთან, მაგრამ მისი მოქმედების მექანიზმი ჯერ-ჯერობით უცნობია.

სრული

მოკლე

13 Sanofi

სანოფი

დეპაკინი 300 ენტერიკი

DEPAKINE 300 ENTERIC

ნატრიუმის ვალპროატი

  • შემოგარსული ტაბ. 300 მგ: 100ც.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა, ღვიძლის და კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა.
ცნს-ის მხრივ: სტუპოროზული მდგომარეობა, ატაქსია, ტრემორი.
ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ანგიონევროზული შეშუპება.
სისხლმბადი სისტემის მხრივ: ანემია, თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია.
სხვადასხვა: ალოპეცია, სხეულის მასის გაზრდა, სისხლდენის ხანგრძლივობის გაზრდას.

სრული

მოკლე

14 Sanofi

სანოფი

დეპაკინი ქრონო

DEPAKINE CHRONO

ნატრიუმის ვალპროატი

  • შემოგარსული ტაბ. 300 მგ: 100ც.
  • შემოგარსული ტაბ. 500 მგ: 30ც.

- პრეპარატის მიღების დროს ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნებოდა შემდეგი გვერდითი ეფექტები:
- გულისრევა ან ტკივილები მუცელში (მკურნალობის დაწყების დროს)
- მადის და წონის მომატება
- მენსტრუალური დაღრვევები
- კანის რეაქციები, თმის ცვენა
- ხელების მსუბუქი კანკალი, ძილიანობა
- ღვიძლის ან პანკრესასის ფუნქციის დარღვევა
- სისხლის შედედების დარღვევა
- სმენის დაკარგვა ან თირკმლის ფუნქციის დროებითი დარღვევა
- ამ გვერდითი ეფექტების განოვლენისთანავე დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
- ღვიძლის (სიყვითლე) ან თირკმელების ფუნქციის დარღვევა
- საჭმლის მონელების მოშლა (მადის დაკარგვა, გულრევა, განმეორებითი ღებინებით, ტკივილი მუცელში და კუჭში)
- ნერვული მოშლილობა აზროვნების არევით ან განმეორებითი გულყრების
- კანის რეაქციები
- სხვა გვერდითი ეფექტების გამოვლენისას ასევე საჭიროა ექიმის ინფორმირება მათ შესახებ

სრული

მოკლე

15 Sanofi

სანოფი

ეგლონილი

EGLONYL

სულპირიდი

  • ტაბ. 200 მგ: 12 ც.
  • კაფს. 50 მგ: 30 ც.
  • საინექციო ხსნარი 100 მგ/2 მლ: ამპ. 6 ც.

ენდოკრინული სისტემის და ნივთიერებათა ცვლის მხრივ:
- ჰიპერპროლაქტინემია, რომელიც არის დროებითი მოვლენა და გაივლის პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ;
- ჰიპერპროლაქტონემიამ შეიძლება გამოიწვიოს ამენორეა, გინეკომასტია, იმპოტენცია და ფრიგიდულობა;
- სხეულის მასის გაზრდა.
ცნს-ის მხრივ: რეკომენდებულ დოზებში სულპრიდის დანიშვნის შემთხვევაში იშვიათად აღინიშნება: - ადრეული დისკინეზიები (სპასტიური კისერმრუდობა, თვალის მამოძრავებელი აქტივობის დარღვევები, ტრიზმი), რომლებიც შეიძლება იყოს კუპირებული ქოლინერგიული გადაცემების დამთრგუნველი პარკინსონის საწინააღმდეგო საშუალებებით;
- ექსტრაპირამიდული დარღვევები, რომლებიც ნაწილობრივ მცირდება ქოლინერგიული გადაცემების დამთრგუნველი პარკინსონის საწინააღმდეგო საშუალებებით;
- გვიანი დისკინეზიები, რომლებიც შეიძლება გამოწვეული იყოს ნებისმიერი ნეიროლეფტიკების ხანგრძლივი გამოყენებით. ამ მოშლილობების თავიდან აცილება შეუძლებელია ქოლინერგიული გადაცემების დამთრგუნველი პარკინსონის საწინააღმდეგო საშუალებებით, რომლებსაც შეუძლიათ გააუარესონ ავადმყოფის მდგომარეობა.

სრული

მოკლე

16 Sanofi

სანოფი

ენზაპროსტ F

ENZAPROST F

დინოპროსტი

  • საინექციო ხსნარი 5 მგ/1 მლ: ამპ. 5 ც.

ხშირად შეინიშნება: კუჭის აშლა (დაახლოებით 16%), გულისრევა (დაახლოებით 25%), კუჭის სპაზმი ან ტკივილი (დაახლოებით 25%), ღებინება (დაახლოებით 57%).
იშვიათად შეინიშნება შემდეგი სახის გვერდითი ეფექტები:
გულ-სისხლძარღვთა სისტემა: ანაფილაქსიურიი შოკი, პერიფერიულ სისხლძარღვთა სპაზმი, ბრადიკადია, ტაქიკარდია, II ხარისხის წინაგულისა და პარკუჭის ბლოკადა, კუმშვის შეგრძნება ან გულმკერდის მიდამოში ტკივილი.
სასუნთქი სისტემა: ბრონქოსპაზმი
ცენტრალური ნერვული სისტემა: დიპლოპია, პარესთეზია.
კუჭ-ნაწლავთა სისტემება: კუჭის მიდამოში ძლიერი და ხანგძლივი ტკივილი. ნაწლავების დამბლა.
შარდ-სასქესო სისტემება: შარდის გამოყოფის დარღვევა, ჰემატურია, შარდის შეკავება, აბორტის დროს ტკივილი საშვილოსნოში, საშვილოსნოს ჰიპერტონუსი.
სხვა გვერდითი ეფექტები: თვალების წვა, ტკივილი ზურგის, ფეხის და მხრების არეში, სახსრების ტკივილი, ლეიკოციტების რაოდენობის მომატება.
იშვიათად შეიმჩნევა: (>1%)
სასუნთქი სისტემის მხრივ: ხანგრძლივი ხველა,
ცენტრალურ ნერვულ სისტემაში: თავის ტკივილები, მოთენთილობა, დაძაბულობის შეგრძნება.
სხვა გვერდითი მოვლენები: ჟრუანტელი, შეციება ან გაძლიერებული ოფლის გამოყოფა, დროებითი ციებ-ცხელება, კანის სიწითლე, სარძევე ჯირკვლების გადიდება, ძუძუს თავების წვის შეგრძნება, ინექციის ადგილის ტკივილი ან ანთება. წყურვილის გრძნობის გაძლიერება.

სრული

მოკლე

17 Sanofi

სანოფი

ესენციალე N

ESSENCIALE N

კომბინირებული ტაბლეტები

  • ფორტე კაფს. 300 მგ: 30 ც.
  • საინექციო ხსნარი 250 მგ/5 მლ: ამპ. 5 ც.

პრეპარატის მომატებული დოზებით მკურნალობისას იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს კუჭ-ნაწლავის მოშლილობა (დიარეა).

სრული

მოკლე

18 Sanofi

სანოფი

ესპერალი

ESPERAL

დისულფირამი

  • ტაბ. 500 მგ: 20 ც.

დისულფირამით გამოწვეული:
- პირში ლითონის გემოს შეგრძნება;
- არასასიამოვნო სუნი ავადმყოფებში კოლოსტომიით (გამოწვეული გოგირდნახშირბადით);
- ჰეპატიტის იშვიათი შემთხვევები;
- ქვედა კიდურების პოლინევრიტი, მხედველობის ნერვის ნევრიტი;
- ნეიროფსიქიკური მოშლილობები, მეხსიერების დაქვეითება, გონების დაბინდვა, დეზორიენტაცია, ასთენია,
- თავის ტკივილი;
- კანის ალერგიული რეაქციები.
დისულფირამ-ეთილის სპირტის კომბინაციით გამოწვეული:
აღწერილია სუნთქვის დათრგუნვის, დეპრესიის, გულ-სისხლძარღვთა კოლაფსის, გულის რითმის დარღვევის ან მწვავე სტენოკარდიის შემთხვევები, იშვიათად მიოკარდიუმის ინფარქტი ლეტალური გამოსავლით, აგრეთვე ნევრო¬ლო¬გიური დარღვე¬ვები:ტვი¬ნის შეშუპება, მენინგეალური სისხლდენები, კონვულსიები.

სრული

მოკლე

19 Sanofi

სანოფი

იმოვანი

IMOVANE

ზოპიკლონი

  • ტაბ. 7.5 მგ: 20 ც.

ზოპიკლონის დანიშვნისას ყველაზე გავრცელებული გვერდითი ეფექტია მწარე გემო პირის ღრუში. სხვა გვერდითი ეფექტებიდან აღსანიშნავია:
- თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, პოსტჰიპნოზური ეფექტი;
- საჭმლის მონელების დარღვევა: დისპეფსია, გულისრევა, პირის სიმშრალე;
- ალერგიული ან კანის რეაქციები ქავილისა და გამონაყარის სახით.
ამნეზია: შესაძლებელია აღინიშნოს ანტეგრადული ამნეზია.
რეაქციები ფსიქიური სფეროს მხრივ და პარადოქსული რეაქციები: ღამის “კოშმარები”, გაღიზიანებადობა, ჰალუცინაციები, აგრესიულობა, არაადექვატური ქმედებები, შემდგომი ამნეზიით გვხვდება იშვიათად. მოხსნის სინდრომი და უკუგების ფენომენი ზოგჯერ აღინიშნება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

სრული

მოკლე

20 Sanofi

სანოფი

იუმექსი

JUMEX

სელეგილინი

  • ტაბ. 5 მგ: 50 ც.

იმ შემთხვევაში, როდესაც პრეპარატი გამოყენებულია როგორც მონოთერაპიული საშუალება, მას ჩვეულებრივ კარგად იტანენ.
იშვიათად აღინიშნება პირის სიმშრალე; ძილის მსუბუქი ფორმით დარღვევა, რომელიც ადვილად ქრება. ასევე იშვიათად აღინიშნება ოფთალმოლოგიური გვერდითი მოვლენები (მაგ. მხედველობის სიმახვილის დაქვეითება).

სრული

მოკლე

21 Sanofi

სანოფი

კლაფორანი

CLAFORAN

ცეფოტაქსიმი

  • ფხვნილი ინექციისათვის 1 გ: ფლ.

ალერგიული და იმუნოპათოლოგიური რეაქციები: ურტიკარია, ანგიონევროზული შეშუპება, ბრონქოსპაზმი, ტემპერატურის მომატება; იშვიათად-ანაფილაქსიური შოკი, მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, კანის ტოქსიკური ნეკროზი.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და ღვიძლის მხრივ: იშვიათად-გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, დიარეა, ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის და/ან ბილირუბინის მაჩვენებლის ტრანზიტორული მომატება.
შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: სისხლის პლაზმაში კრეატინინის და შარდოვანას კონცენტრაციის მომატება; იშვიათად-ინტერსტიციული ნეფრიტი; ერთეულ შემთხვევებში-თირკმელების მწვავე უკმარისობა. სისხლის სურათის მხრივ: შესაძლებელია ნეიტროპენია; იშვიათად-აგრანულოციტოზი, ეოზი¬ნო¬ფილია, თრომბოციტოპენია; ერთეულ შემთხვევებში-ჰემოლიზური ანემია.
ცნს-ის მხრივ: ენცეფალოპათია (პრეპარატის მაღალი დოზებით შეყვანის დროს, განსაკუთრებით თირკმელების ფუნქციის უკმარისობით დაავადებულ ავადმყოფებში).
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ერთეულ შემთხვევებში-არითმია (ცენტრალური ვენური კათეტერით პრეპარატის ბოლუსური შეყვანის დროს).
პრეპარატის მოქმედებით გამოწვეული სხვა გვერდითი ეფექტები: სუპერინფექციები. დერმატოლოგიური რეაქციები: გამონაყარი, ჰიპე¬რემია.
ადგილობრივი რეაქციები: ტკივილი ინექციის ადგილას, ფლებიტი.

სრული

მოკლე

22 Sanofi

სანოფი

კლექსანი

CLEXANE

ენოქსაპარინ ნატრიუმი

  • 2000 ანტი/Xა სე/0.2 მლ (ექვივალენტ. 20 მგ/0.2 მლ),
  • 4000 ანტი/Xა სე/0.4 მლ (ექვივალენტ. 40 მგ/0.4 მლ),
  • 6000 ანტი/Xა სე/0.6 მლ (ექვივალენტ. 60 მგ/0.6 მლ),
  • 8000 ანტი/Xა სე/0.8 მლ (ექვივალენტ. 80 მგ/0.8 მლ),
  • 10000 ანტი/Xა სე/1.0 მლ (ექვივალენტ. 100 მგ/

სისხლდენა: ისევე როგორც სხვა ანტიკოაგულანტების გამოყე¬ნებისას, კლექსანით მკურნალობისას, რისკის ფაქტორების არსებობისას როგორიცაა: ორგანული დაავადებები, სისხლდენებისადმი მიდრეკილებით, ინვაზიური ჩარევები ან ჰემოსტაზზე მოქმედი პრეპარატების გამოყენება. შესაძლებელია განვითარდეს სისხლდენა. აუცილებელია სისხლდენის მიზეზის დადგენა და შესაბამისი მკურნალობის დაწყება. იშვიათად ადგილი ჰქონდა ჰემორაგიული სინდრომის განვითარებას, მუცლისშიდა და ქალასშიდა სისხლჩაქცევების ჩათვლით. ზოგჯერ ლეტარული გამოსავლით.
კლექსანის გამოყენებისას სპინალური/ეპიდურული ანესთეზიისა და ოპერაციის შემდგომ ინვაზიური კათეტერების გამოყენების ფონზე აღწერილია ზურგის ტვინის ჰემატომის ჩამოყა¬ლიბების იშვიათი შემთხვევები, რაც იწვევდა სხვადასხვა სახის ნევროლოგიურ დარღვევებს, მყარი ან შეუქცევადი დამბლის ჩათვლით.
თრომბოციტოპენია: მკურნალობის დაწყებიდან პირველი დღეების განმავლობაში ზოგჯერ აღინიშნება მსუბუქი, შექცევადი, უსიმპტომო თრომბოციტოპენია. Aაღწერილია იშვიათი შემთხვევები იმუნოალერგიული თრომბოციტოპენიის განვითარების, თრომბოზთან შეუღლებით. ზოგიერთ შემთხვევაში თრომბოზი რთულდებოდა ორგანოს ინფარქტით ან კიდურის იშემიით.
ადგილობრივი რეაქციები: კლექსანის კანქვეშ შეყვანისას შესაძლებელია აღინიშნოს მსუბუქი გაღიზიანება, ასევე, ძალზე იშვიათად, ტკივილი, ჰემატომა ინექციის ადგილზე. იშვიათ შემთხვევებში პრეპარატის შეყვანის ადგილზე შესაძლებელია მკვრივი ანთებითი კვანძების წარმოქმნა. იგი არ წარმოადგენს კლექსანის შემცველ კისტებს. ისინი ჩვეულებრივ ქრება რამდენიმე დღეში და არ წარმოადგენენ პრეპარატის მოხსნის მიზეზს. ძალზე გამონაკლის შემთხვევებში, ჰეპარინისა და დაბალმოლეკულური ჰეპარინის შეყვანის ადგილას, ვითარდებოდა კანის ნეკროზი, რასაც ჩვეულებრივ, წინ უსწრებდა პურპურა ან ერითემა¬ტოზული კვანძი (ინფილტრირებული და მტკივ¬ნეული). Aასეთ შემთხვევებში კლექსანით მკურნალობა უნდა შეწყდეს.
სხვადასხვა: იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია განვითარდეს კანის ან სისტემური ალერგიული რეაქციები. ზოგიერთი ავადმყოფისათვის შესაძლებელია აუცილებელი გახდეს მკურნალობის შეწყვეტა. აღწერილია ღვიძლის ფერმენტებისა და თრომბოციტების რიცხვის უსიმპტომო და შექცევადი მომატება.

სრული

მოკლე

23 Sanofi

სანოფი

კორდარონი

CORDARONEE

ამიოდარონი

  • ტაბ. 200 მგ: 30 ც.
  • საინექციო ხსნარი 150 მგ/3 მლ: ამპ. 6 ც.

- მკურნალობის პროცესში ადგილი აქვს სხვადასხვა სახის არასასურველ რეაქციებს, რომლებიც დამოკიდებულია პრეპარატის დოზაზე და მკურნალობის ხანგრძლივობაზე. ამ მოვლენების თავიდან ასაცილებლად, რეკომენდებულია პრეპარატის გამოყენება შედარებით დაბალ დოზებში;
- ზოგიერთ ავადმყოფებში ადგილი აქვს ბრადიკარდიის განვითარებას (55 დარტყმა წთ-ში);
- კანის მგრძნობელობის მომატება და პიგმენტაცია;
- იშვიათად-გულისრევა, ღებინება, დიარეა, გემოვნების შესუსტება ან დაკარგვა;
ნევროლოგიური დაავადებებით შეპყრობილ ავადმყოფებში-ძილის დარღვევა, თავის ტკივილი, კუნთებში სისუსტის შეგრძნება.

სრული

მოკლე

24 Sanofi

სანოფი

კორვატონი

CORVATON

მოლსიდომინი

  • ტაბ. 4 მგ: 30 ც.
  • ტაბ. რეტარდი 8 მგ: 30 ც.

კორვატონით მკურნალობის დაწყებისას იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია თავის ტკივილი, რომელიც როგორც წესი ქრება მკურნალობის გაგრძელების დროს. თავის ტკივილის შემცირება აგრეთვე შესაძლებელია პრეპარატის ინდივიდუალური დოზის შერჩევით. მკურნალობის დროს თუ განვითარდა სხვა დარღვევები აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
კორვატონით მკურნალობის დროს გათვალის¬წინებული უნდა იქნას, რომ მოსვენებულ მდგომარეობაში არტერიული წნევა მცირდება, პირველ რიგში კი მისი სისტოლური მაჩვენებლები. მომატებული წნევის დროს პრეპარატის ჰიპოტენზიური მოქმედება გამოხატულია უფრო მეტად, ვიდრე ნორმოტენზიის პირობებში. გულზე პრედატვირთვის მოხსნისას აღინიშნება გულის წუთმოცულობის შემცირება და აგრეთვე მცირდება გულის ინდექსი. კორვატონი ცვლის კონცენტრაციის უნარს და ამიტომ იგი სიფრთხილით გამოიყენება სატრანსპორტო საშუალებების მართვის დროს. აღნიშნული მდგომარეობა უპირატესად აღინიშნება მკურნალობის დასაწყისში ან ალკოჰოლის მიღების დროს.
კორვატონით მკურნალობის დროს ექიმის კონტროლის გარეშე შესაძლებელია არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება, კოლაფსის და შოკის განვითარებამდე. იშვიათ შემთხვევებში აღინიშნება თავბრუსხვევა, გულისრევა და მომატებული მგრძნობელობის რეაქციები (მაგ. გამონაყარი კანზე, ასთმა)

სრული

მოკლე

25 Sanofi

სანოფი

ლაზიქსი

LASIX

ფუროსემიდი

  • ტაბ. 40 მგ: 50 ც.
  • საინექციო ხსნარი 20 მგ/2 მლ: ამპ. 10 ც.

ძილიანობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, დეპრესია, ტრემორი, მეხსიერების დაქვეითება და კოორდინაციის დარღვევა, ღებინება, გულისრევა, პანკრეატიტი, იმპოტენცია, ჰიპერქოლესტერინემია, პარკუჭოვანი არითმია.

სრული

მოკლე

26 Sanofi

სანოფი

ლანტუსი

LANTUS

ინსულინ გლარგინი

  • ხსნარი კანქვეშა ინექციისათვის 100 სე/1 მლ: ფლ. 10 მლ
  • ხსნარი კანქვეშა ინექციისათვის კარტრიჯში 100 სე/1მლ - 3მლ 5ც
  • ხსნარი კანქვეშა ინექციისათვის 100 სე/1 მლ, კალმებში "SoloStar" 3 მლ: 5 ც.

ჰიპოგლიკემია, ინსულინით თერაპიის ყველაზე ხშირი არასასურველი შედეგი, შეიძლება განვითარდეს, თუ ინსულინის დოზა აღმოჩნდება ბევრად უფრო მაღალი, ვიდრე მისი საჭიროებაა.
მძიმე ჰიპოგლიკემიის შეტევებმა, განსაკუთრებით განმეორებადმა, შეიძლება გამოიწვიოს ნერვული სისტემის დაზიანება. ხანგრძლივი და გამოხატული ჰიპოგლიკემიის ეპიზოდები შეიძლება გახდეს პაციენტების ლეტალური გამოსავალის მიზეზი.
ჰიპოგლიკემიის ფონზე განვითარებულ ფსიქონევ¬როლოგიურ დარღვევებს (გონების ‘დაბინდვა~, ან მისი დაკარგვა, კრუნჩხვითი სინდრომი) ჩვეულებრივ წინ უსწრებს ადრენერგული კონტრრეგულაციის სიმპტომები (ჰიპოგლიკემიის საპასუხოდ), სიმპათო-ადრენალური სისტემის გააქტიურება): შიმშილის გრძნობა, გაღიზიანება, ‘ცივი ოფლი~, ტაქიკარდია (რაც უფრო სწრაფად და მნიშვნელოვნად ვითარდება ჰიპოგლიკემია, მით უფრო ძლიერადაა გამოხატუ¬ლი ადრენერგული კონტრრეგულაცია).
არასასურველი მოვლენები თვალების მხრივ: სისხლში გლუკოზის შემცველობის რეგულაციის მნიშვნელოვანმა ცვლილებებმა შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დროებითი დარღვევები, რომლებიც ქსოვილთა ტურგორისა და თვალის ბროლის გარდატეხის უნარის მაჩვენებლის ცვლილების შედეგია. სისხლში გლუკოზის შემცველობის ხანგრძლივი დროით ნორმალიზება აქვეითებს დიაბეტური რეტინოპათიის პროგრესირების საშიშროებას. ინსულინით თერაპიის დროს, როდესაც მას თან ახლავს სისხლში გლუკოზის შემცველობის მკვეთრი მერყეობა, შეიძლება აღინიშნოს დიაბეტური რეტინოპათიის მიმდინარეობის დროებითი გაუარესება.
პროლიფერაციული რეტინოპათიით დაავადებულ პაციენტებში, განსაკუთრებით რადესაც მათ არ უტარდებათ ფოტოკოაგულაციით მკურნალობა, მძიმე ჰიპოგლიკემიის ეპიზოდებმა შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის გარდამავალი დაკარგვა.
ლიპოდისტროფია: ინსულინის ნებისმიერი სხვა პრეპარატით მკურნალობის მსგავსად, ინექციის ადგილას შეიძლება განვითარდეს ლიპოდისტროფია და ინსულინის აბსორბციის/შეწოვის ლოკალური შეფერხება. ლანტუსის გამოყენებით ჩატარებული ინსულინით თერაპიის დროს ლიპოდისტროფია აღენიშნა ავადმყოფთა 1-2%. სხეულის სხვადასხვა ნაწილების ფარგლებში ინსულინის კანქვეშა შეყვანისათვის რეკომენდებული საინექციო ადგილების მუდმივ ცვლას შეუძლია ხელი შეუწყოს ამ რეაქციის გამოხა¬ტვის შემცირებას ან მისი განვითარების თავიდან აცილებას.
ადგილობრივი რეაქციები შეყვანის ადგილზე და ალერგიული რეაქციები:
ლანტუსით თერაპიის დროს კლინიკური დაკვირვებისას პაციენტების 3-4% აღენიშნა რეაქციები შეყვანის ადგილზე. ამგვარ რეაქციებს განეკუთვნება შეწითლება, ტკივილი, ქავილი, ჭინჭრის ციება, შეშუპება ან ანთება. ინსულინის შეყვანის ადგილზე უმნიშვნელო რეაქციების უმრავლესობა დასაშვებია რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე. დაუყოვნებლივი ტიპის ჰიპერმგრძნობელობის ალერგიული რეაქციები ინსულინზე იშვიათად ვითარდება. ინსულინზე (ინსულინ გლარგინის ჩათვლით) ან დამხმარე ნივთიერებებზე მსგავსი რეაქციები შეიძლება გამოვლინდეს კანის გენერალიზებული რეაქციების, ანგიონევროზული შეშუპების, ბრონქული სპაზმის, არტერიული ჰიპოტენზიის ან შოკის განვითარებით და ამდენად შეიძლება ავადმყოფის სიცოცხლისათვის საფრთხეს წარმოადგენდეს.
სხვა რეაქციები: ინსულინის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მისდამი ანტისხეულების წარმოქმნა. კლინიკური კვლევის დროს პაციენტთა ჯგუფებში, რომელთაც უტარდებოდათ მკურნალობა ინსულინ-იზოფანითა და ინსულინ გლარგინით, ერთნაირი სიხშირით ვლინდებოდა ანტისხეულების წარმოქმნა, ჯვარედინი რეაგირებით ადამიანის ინსულინთან. ინსულინის მიმართ ამგვარი ანტისხეულების არსებობამ იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს დოზირების კორექციის საჭიროება, რათა აცილებულ იქნას ჰიპო და ჰიპერგლიკემიის განვითარების ტენდენცია:
იშვიათად ინსულინმა შეიძლება გამოიწვიოს ნატრიუმის გამოყოფის შეფერხება და შეშუპების განვითარება, განსაკუთრებით მაშინ, თუ ინტენსიური ინსულინოთერაპია იწვევს მეტაბო¬ლური პროცესების მანამდე არასაკმაო რეგულაციის გაუმჯობესებას.

სრული

მოკლე

27 Sanofi

სანოფი

ლიბექსინი

LIBEXIN

პრენოქსდიაზინი

  • ტაბ. 100 მგ: 20 ც.

ობიექტური გვერდითი მოვლენები პრეპარატის მიღებისას (ღვიძლისა და თირკმელების, ასევე სისხლმბადი ორგანოების მხრივ) არ აღინიშნება.
პრეპარატის მიღების შემდეგ გასტროინტესტინური სახის ჩივილები (კუჭის არეში ტკივილი, ყაბზობისადმი მიდრეკილება) აღენიშნება პაციენტების დაახლოებით 10%-ს, თუმცა ყველა ჩივილი დიეტის შემდეგ ქრება. იშვიათად საჭიროა სუსტი მოქმედების საფაღარათო საშუალების მიღება.
პრეპარატის მაღალ დოზებში გამოყენებისას შესაძლებელია განვითარდეს სუსტად გამოხატუ¬ლი სედატიური ეფექტი და/ან გადაღლილობა.
ზემოთ აღნიშნული სიმპტომები ვითარდება პრეპარატის მაღალ დოზებში მიღების შემთხვევაში, რომლებიც მისი შეწყვეტიდან რამოდენი¬მე საათის შემდეგ ქრება.
იშვიათად აღინიშნება პირის ღრუს ან ყელის სიმშრალე, ალერგიული რეაქციები. ამ და სხვა გვერდითი მოვლენების შესახებ საჭიროა მკურნალი ექიმის ინფორმირება.

სრული

მოკლე

28 Sanofi

სანოფი

ლოკრენი

LOKREN

ბეტაქსოლოლი

  • შემოგარსული ტაბ. 20 მგ: 28 ც.


ნერვული სისტემის მხრივ:
მომატებული დაღლილობა, სისუსტე, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილიანობა ან უძილობა, ღამის კოშმარები, დეპრესია, მოუსვენრობა, გონების არევა ან მეხსიერების ხანმოკე დაკარგვა, ჰალუცინაციები, ასტენიური სინდრომი, კუნთების სისუსტე, პარესთეზიები კიდურებში, (“შენაცვლებითი” სიკოჭლის, რეინოს სინდრომის მქონე ავადმყოფებში), ტრემორი.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ:
სინუსური ბრადიკარდია, გულისცემა, ორტოსტატური ჰიპოტენზია, მიოკარდუმის გამტარობის დარღვევა, ატრიოვენტრიკულური ბლოკადა (გულის გაჩერებამდე), არითმიები, მიოკარდუმის შეკუმშვების დასუსტება, გულის უკმარისობის სიმპტომების განვითარება (ან გაღრმავება) (კოჭების, ტერფების, წვივების შეშუპება), არტერიალური წნევის გამოხატული შემცირება, ანგიოსპაზმის გამოვლენა (პერიფერიული სისხლმიმოქცევის შემცირება, ქვედა კიდურების გაცივება, რეინოს სინდრომი), ტკივილი მკერდში.
საჭმლის მონელების სისტემის მხრივ:
პირის ღრუს ლორწოვანი გარსის სიმშრალე, გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, ყაბზობა ან დიარეა, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (მუქი შარდი, სკლერების ან კანის სიყვითლე, ქოლესტაზი), გემოს შეცვლა.
სასუნთქი სისტემის მხრივ:
ცხვირის გაჭედვა, დიდი დოზების დანიშვნის დროს სუნთქვის გაძნელება (სელექტიურობის დაკარგვა) და/ან, მიდრეკილების მქონე პაციენტებში – ლარინგო- და ბრონქოსპაზმი.
მგრძნობელობის ორგანოების მხრივ:
მხედველობითი დარღვევა, საცრემლე ჯირკვლების სეკრეციის დაქვეითება, თვალების სიმშრალე და მტკივნეულობა, კონიუნქტივიტი.
კანის საფარი:
ოფლის გამოყოფის მომატება, კანის ჰიპერემია, ეგზანთემა, ფსორიაზის მსგავსი კანის რეაქციები, ფსორიაზის მიმდინარეობის გამწვავება.
ალერგიული რეაქციები:
კანზე გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის გამონაყარი.
ენდოკრინული სისტემის მხრივ:
ჰიპერგლიკემია ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტის მქონე ავადმყოფებში, ჰიპოგლიკემია ავადმყოფებში, რომლებიც იღებენ ინსულინს, ჰიპოთირეოიდური მდგომარეობა.
ნაყოფზე ზეგავლენა:
ზრდის შეჩერება მუცლად ყოფნის პერიოდში, ჰიპოგლიკემია, ბრადიკარდია.
სხვა:
ტკივილი ზურგში, არტრალგია, ლიბიდოს დასუსტება, პოტენციის დაქვეითება, “უარყოფის” სინდრომი (სტენოკარდიის შეტევების გამწვავება, არტერიალური წნევის მომატება).
ლაბორატორული ეფექტები
იშვიათ შემთხვევაში აღინიშნება ანტინუკლეარული ანტისხეულების გამოვლენა, რომელსაც მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში თან ახლავს სისტემური წითელი მჭამელის ტიპის კლინიკური გამოვლენები, რაც გადის მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

სრული

მოკლე

29 Sanofi

სანოფი

მაალოქსი

MAALOX

ალგელდრატი+მაგნეზიუმ ჰიდროქსიდი

  • საღეჭი ტაბ. 400 მგ+400 მგ: 40 ც.
  • სუსპენზია: ფლ. 250 მლ
  • სუსპენზია 15 მლ: პაკეტი 30 ც.

დაკავშირებულია ალუმინის ჰიდროჟანგთან: მაალოქსის მაღალი დოზებით ხანგრძლივად გამოყენების დროს შესაძლებელია ორგანიზმში ფოსფორის მარაგის მკვეთრი შემცირება.

სრული

მოკლე

30 Sanofi

სანოფი

მაგნე B6

MAGNE B6

მაგნიუმის ლაქტატი, მაგნიუმის პიდოლატე+პირიდოქსინი

  • შემოგარსული ტაბ., 470 მგ + 5 მგ: 50 ც.
  • დასალევი ხსნარი 186 მგ+936 მგ+ 10მგ/10მლ: ამპ 10 ც.

იშვიათად კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ტკივილი მუცლის არეში, დიარეა, გულისრევა, ღებინება, მეტეორიზმი.
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები პრეპა¬რატში შემავალი კომპონენტების მიმართ.

სრული

მოკლე