26 მაისი 2013

print

სამკურნალო საშუალება

  • სავაჭრო სახელწოდება - კამელინფლუ ⁄ CAMELYNFLU
  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება) - camelinum
  • ათქ.კლასიფიკაციის კოდი -
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი -
    ჯგ: იმუნომოდულატორები >> ცხოველური წარმოშობის პრეპარატები
  • მწარმოებელი ფირმა - შპს კამელინი
  • მწარმოებელი ქვეყანა - საქართველო
კამელინი

კამელინი

ინსტრუქცია

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

კამელინი M 1,5მლ.
დამხმარე ნივთიერებები:
8,5 მლ. (პოლივინილპიროლიდონი, პოლიეთილენგლიკოლი 400, საინექციო წყალი.)
აღწერა:
გამჭვირვალე, ქარვისფერი სითხე, დამახასიათებელი სუნით.

ფარმაკოლოგიური თვისებები
„კამელინფლუ“-ს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. აგრეთვე ანტიბაქტერიული, ანტივირუსული და სოკოვანი ინფექციების საწინააღმდეგო მოქმედება.

ჩვენებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო.
პირის ღრუსა და ყელის ინფექციები: ფარინგიტი, ლარინგიტი, (კატარალური ანგინა), სტომატიტი, წყლულოვანი გინგივიტი. როგორც დამხმარე საშუალება-ქრონიკული ტონზილიტის დროს.

მიღების წესები და დოზები
ფლაკონს იკავებთ ვერტიკალურ მდგომარეობაში და აფრქვევთ პირის ღრუში-ყელში.
მოზრდილებში, ყოველი პროცედურის დროს კეთდება 4 გაფრქვევა, 3-6 ჯერ დღე-ღამეში. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მკურნალობის გახანგრძლივება.

გვერდითი მოვლენები
თერაპიულ დოზებში არატოქსიკურია, არ ახასიათებს გვერდითი მოვლენები, შესაძლებელია ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის გამოვლენა სამკურნალო საშუალების კომპონენტების მიმართ.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია
არ არის შესწავლილი

განსაკუთრებული მითითებები
ზეგავლენა მანქანა დანადგარებთან მუშაობის დროს: არ ახდენს ზეგავლენას

ჭარბი დოზირება
გადაჭარბებული დოზირების შემთხვევაში უკუჩვენებები არ არის გამოვლენილი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
„კამელინფლუ“ თავსებადია ყველა სამკურნალო საშუალებასთან, რომელიც გამოიყენება ზემოთდასახელებული დაავადების სამკურნალოდ.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება ოთახის პირობებში, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ვიზუალურად დათვალიერების შემდეგ აღმოჩენილი რაიმე დეფექტის შემთხვევაში პრეპარატი არ მიიღება.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი

აფთიაქში გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III – (გაიცემა ურეცეპტოდ).

print