Tel:(995 32) 254 10 93; (995 32) 254 10 94
E-mail:marketing@vidal.ge
აღწერა
სოდერმიქსი SOD - ის შემცველი პირველი სტაბილიზებული კრემი.
სოდერმიქსი ამცირებს ანთებას და ხსნის ქავილს, აღადგენს კანის ნორმალურ ფერს, ასტიმულირებს ფიზიოლოგიური ნაწიბურის წარმოქმნას ადრეული გამოყენებისას, ამცირდება ნაწიბურის დაჭიმულობას და ზომას, მისი ზედაპირი სწორდება და გლუვდება.
ჩვენება
•პრურიტუსი (ქავილი)შემადგენლობა
• სუპეროქსიდ დისმუტაზა (SOD), მწვანე პომიდვრისგან მიღებული
• კატალაზა
მოქმედების მექანიზმი:
• სოდერმიქსის მოქმედება ანთებით პროცესებზე დაკავშირებულია მის შემადგენლობაში შემავალ ანტიოქსიდანტურ ფერმენტთან - SOD - ი. იგი კატალაზასთან ერთად ჟანგბადის ტოქსიური რადიკალებისგან იცავს ორგანიზმს. SOD - ი სუპეროქსიდს გარდაქმნის ჟანგბადად და წყალბადის ზეჟანგად.
• იგი ამგვარად ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს პრაქტიკულად ყველა უჯრედის ანტიოქსიდანტურ დაცვაში.
ფერმენტ სუპეროქსიდ დისმუტაზას მოქმედება:
• ნაწიბურის არეში აძლიერებს მიკროცირკულაციას და ოქსიგენიზაციას, რაც ხელს უწყობს კელოიდების და ჰიპერტროფიული ნაწიბურების გაწოვას.
• მელანოციტებში იზრდება ანტიოქსიდანტური ფერმენტების დონე.
• აუმჯობესებს უჯრედულ სუნთქვას ,აუმჯობესებს და უნარჩუნებს კანს ელასტიურობას და ხავერდოვნებას.
• SOD - ის შემცველი გარეგანი საშუალებები იცავს კანს სხვადასხვა ქიმიური გამღიზიანებლებისგან, როგორიცაა არაორგანული და ორგანული ზეჟანგები, ფუძეები,
• მჟავები, პარაამინობენზოისმჟავის წარმოებულები და ა.შ.
• SOD - ის გამოყენება შეიძლება , აგრეთვე ,თმის დასაცავად, მისი კერატინული სტრუქტურის მთლიანობის შესანარჩუნებლად კერატინის ჟანგვითი პროცესების დათრგუნვის ხარჯზე.
• ეპიდერმული ბარიერი ხდება შეუღწევადი.
• SOD - ის შემცველი კრემების გამოყენება კანს იცავს ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებისან.
გამოყენების წესი
წაისვით თხელი ფენა დღეში ორჯერ კანის დაზიანებულ უბანზე. სრულად შეწოვის შემდეგ შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი კოსმეტიკური საშუალება, მათ შორის, დეკორატიული. გამოიყენეთ სასურველი გაუმჯობესების მიღებამდე.
გაფრთხილება
• არ გამოიყენოთ ღია ჭრილობაზე;
• სიწითლის, ტკივილის და გაღიზიანების შემთხვევაში შეწყვიტეთ კრემის გამოყენება;
• პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის.
მოცულობა
ფასი
პროდუქტის შეძენა შეგიძლიათ ,,ფარმადეპო“–ს სააფთიაქო ქსელში