Tel:(995 32) 254 10 93; (995 32) 254 10 94
E-mail:marketing@vidal.ge
აღწერა
საბავშვო რძე პრებიოტიკებით
- სრულფასოვანი კვება
- კომფორტული საჭმლის მონელება
- რეგულარული კუჭის მოქმედება
პროდუქტი დამზადებულია ნედლეულისაგან, რომელსაც აწარმოებენ სპეციალურად შერჩეული მომწოდებლები გენეტიკურად მოდიფიცირებული ინგრედიენტების, კონსერვანტების, საღებავებისა და არომატიზატორების გამოყენების გარეშე.
შემადგენლობა
ცხიმგაცლილი რძე, მალტოდექსტრინი, ლაქტოზა, დემინერალიზებული შრატი, მცენარეული ცხიმები, გალაქტოოლიგოსაქარიდები (გოს), სოიოს ლეციტინი, კალციუმის ციტრატი, ფრუქტოოლიგოსაქარიდები (ფოს), მაგნიუმის ქლორიდი, ვიტამინები, რკინის სულფატი, თუთიის სულფატი, სპილენძის სულფატი, კალიუმის იოდიდი, ნატრიუმის სელენატი. დამზადებულია ცხიმგაცლილი რძისა და რძის შრატის გამოყენებით. Nestle Nutrition – 140 წლიანი გამოცდილება ბავშვთა კვებაში. შემუშავებულია ნესტლეს სამეცნიერო-კვლევით ცენტრში (შვეიცარია). ნესტოჯენ 3 - სრულად დაბალანსებული პროდუქტი, რომელიც ძროხის რძეს ცვლის ერთი წლიდან ასაკის ბავშვთა რაციონში. ნესტოჯენ 3 ბავშვის რაციონს ავსებს საკვები ნივთიერებებით, რომლებიც აუცილებელია მისი ოპტიმალური განვითარებისა და კომფორტული საჭმლის მონელებისთვის. ნესტოჯენ 3 გამოიყენება ჯანმრთელ ბავშვთა კვებისათვის 1 წლიდან და არ წარმოადგენს დედის რძის შემცვლელს. ნესტოჯენ 3 - საჭმლის კომფორტული მონელება: - ბუნებრივი საკვები ბოჭკოები (პრებიოტიკები – გოს/ფოს), რომლებიც აიოლებენ საჭმლის მონელებას და ხელს უწყობენ რეგულარული და რბილი განავლის ფორმირებას. - შეიცავს შეუცვლელ ცხიმოვან მჟავებს, ვიტამინებსა და მიკროელემენტებს, რომლებიც აუცილებელია ბავშვის ნორმალური ზრდისა და განვითარებისათვის 12 თვის შემდეგ. სასურველია, იცოდეთ, რომ: - იოდი და რკინა ხელს უწყობს ტვინის განვითარებას; - თუთია და სელენი უზრუნველყოფს ანტიოქსიდანტურ დაცვას; - კალციუმი – კბილებისა და ძვლის ქსოვილის ფორმირებისათვის.
| კვებითი ღირებულება | ერთეული | 100 გ. ფხვნილზე | 100 მლ. მზა ნარევზე |
|---|---|---|---|
| კალორიულობა | კჯ კკალ |
1960 468 |
280 67 |
| ცხიმები (მას. წილი %) | გ | 21.6 | 3.1 |
| ლინოლის მჟავა (ცმ %) | გ | 3.5 | 0.5 (17.4%) |
| a-ლინოლენის მჟავა | მგ | 433 | 62 |
| ცილები (კაზეინი/რძის შრატის ცილები: 65/35) | გ | 14.2 | 2.0 |
| ნახშირწყლები | გ | 54.2 | 7.7 |
| მალტოდექსტრინი | გ | 16 | 2.3 |
| ლაქტოზა | გ | 38. | 5.4 |
| პრებიოტიკები (გოს/ფოს) | გ | 2.8 | 0.4 |
| მინერალური ნივთიერებები (ნაცარი) | გ | 3.0 | 0.43 |
| ნატრიუმი | მგ | 188 | 27 |
| კალიუმი | მგ | 640 | 92 |
| ქლორიდები | მგ | 430 | 61 |
| კალციუმი | მგ | 628 | 90 |
| ფოსფორი | მგ | 366 | 52 |
| მაგნიუმი | მგ | 54 | 7.7 |
| ვიტამინი A | ME/MO მკგ რეტინოლის ექვ. |
1767 530 |
250 76 |
| ვიტამინი D | ME/MO მკგ |
324 8.1 |
46 1.2 |
| ვიტამინი E | ME/MO მგ |
12.5 8.3 |
1.8 1.2 |
| ვიტამინი K | მკგ | 42 | 6 |
| ვიტამინი C | მგ | 85 | 12 |
| ვიტამინი B1 | მგ | 0.69 | 0.1 |
| ვიტამინი B2 | მგ | 1 | 0.14 |
| ნიაცინი | მგ | 5 | 0.72 |
| ვიტამინი B6 | მგ | 0.58 | 0.08 |
| ფოლიუმის მჟავა | მკგ | 100 | 14 |
| პანტოტენის მჟავა | მგ | 3.5 | 0.5 |
| ვიტამინი B12 | მკგ | 1.7 | 0.24 |
| ბიოტინი | მკგ | 19.3 | 2.8 |
| რკინა | მგ | 7.3 | 1.0 |
| იოდი | მკგ | 82 | 12 |
| სპილენძი | მგ | 0.36 | 0.05 |
| თუთია | მგ | 5.5 | 0.8 |
| სელენი | მკგ | 9.7 | 1.4 |
| მანგანუმი | მკგ | 39 | 6 |
| ოსმოლარობა | მოსმ/ლ | 250 | |
| ოსმოლალობა | მოსმ/კგ | 280 | |
გამოყენების წესი
მომზადებამდე კარგად დაიბანეთ ხელები და გარეცხეთ ჭურჭელი.
სასმელი წყალი ადუღეთ 5 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი გააგრილეთ 37oC ტემპერატურამდე.
კვების ცხრილის მიხედვით ჭურჭელში ჩაასხით თბილი წყალი ზუსტად გაზომილი რაოდენობით.
გამოყენების წინ საზომი კოვზი კარგად გარეცხეთ და გააშრეთ, გამოიყენეთ მხოლოდ საზომი კოვზი, რომელიც შეფუთვაშია. კოვზი არ გადაავსოთ.
კვების ცხრილის მიხედვით დაამატეთ ფხვნილის საზომი კოვზების ზუსტი რაოდენობა ბავშვის ასაკის შესაბამისად.
მომზადების შემდეგ ფხვნილის პაკეტი მჭიდროდ დახურეთ და შეინახეთ მშრალ, გრილ ადგილას.
გახსნამდე და გახსნის შემდეგ პროდუქტი შეინახეთ ჰაერის არაუმეტეს 25°C ტემპერატურისა და არაუმეტეს 75% ფარდობითი ტენიანობის პირობებში. გახსნის შემდეგ გამოიყენეთ 3 კვირის განმავლობაში, არ შეინახოთ მაცივარში.
პარტიის ნომერი, დამზადებისა და შეფუთვის თარიღი (MAN) და ვარგისიანობის ვადა (EXP) იხილეთ შეფუთვის ძირზე.
გაფრთხილება
გაფრთხილება: ნარევის მომზადება სასურველია უშუალოდ თითოეული კვების წინ. ზუსტად დაიცავით ინსტრუქცია. კვების შემდეგ დარჩენილი განზავებული ნარევის შენახვა და შემდგომი გამოყენება დაუშვებელია.
| ბავშის ასაკი | რაოდენობა ერთ კვებაზე | კვებათა რიცხვი დღეში | ||
|---|---|---|---|---|
| ანადუღარი წყალი, მლ | ფხვნილის საზომი კოვზების* რაოდენობა | ნარევი | სხვა | |
| 12 თვიდან | 210 | 7 | 2 | 3** |
* შენიშვნა: ნარევის მოსამზადებლად გამოიყენეთ საზომი კოვზი, რომელიც ზომიერად უნდა იქნას შევსებული. ფხვნილის არასწორი რაოდენობის განზავება – ცხრილთან მითითებულ რაოდენობაზე მეტი ან ნაკლები – შეიძლება გახდეს ბავშვის ორგანიზმის დეჰიდრატაციის ან მისი კვების დარღვევის მიზეზი. მითითებული პროპორციების შეცვლა დაუშვებელია მედიცინის მუშაკის რჩევის გარეშე.
** ამ ასაკში ხშირად სასურველია ბავშვის რაციონში ფაფების, ბოსტნეულის, ხილის, ხორცისა და თევზის შეტანა. ბავშვთა ორგანიზმის მოთხოვნილებების ინდივიდუალური განსხვავებების გამო, რჩევისათვის მედიცინის მუშაკს მიმართეთ.
საზომი კოვზის მოცულობა: 4,77 გ.
100 მლ = 14.3 გ ფხვნილი (3 საზომი კოვზი) + 90 მლ წყალი
გაფრთხილება:
აუდუღარი წყლისა და არასტერილური ბოთლების გამოყენებამ, ასევე, არასწორმა შენახვამ, ტრანსპორტირებამ, მომზადებამ და კვებამ შეიძლება ბავშვის ჯანმრთელობაზე უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს.
მოცულობა
დამატებითი მონაცემები
მნიშვნელოვანი შენიშვნა: ჩვილი ბავშვისათვის იდეალურ საკვებს დედის რძე წარმოადგენს. ვიდრე გადაწყვეტილებას მიიღებდეთ ხელოვნური კვების შესახებ ბავშვთა ნარევების გამოყენებით, რჩევისათვის მედიცინის მუშაკს მიმართეთ.