25 მაისი 2013
სულ ბაზაშია 310 ჩანაწერი
ბავშვთა კვება
თუ დარწმუნდით, რომ ბავშვს დედის რძე არ ყოფნის, დასამატებლად შეიძლება გამოვიყენოთ ხელოვნური საკვები ანუ დედის რძესთან მიახლოებული ადაპტირებული ნარევები. საქართველოში გავრცელებული ადაპტირებული ნარევებია: ფრისო, მალიუტკა, ჰუმანა, ნანი, ნუტრილონი, ნუტრილაკი, ლაქტოფიდუსი, ჰიპი და სხვა. ყველა სახის ადაპტირებული ნარევი ორ ჯგუფად იყოფა: 0-დან - 6 თვემდე გამოსაყენებელ და 6-დან - 12 თვემდე გამოსაყენებელ ნარევად
დაწვრილებით
იმ შემთხვევაში, თუ დედას რძე არა აქვს საკმარისი რაოდენობით, საჭირო ხდება ბავშვმა 6 თვის ასაკამდე დედის რძესთან ერთად ადაპტირებული საკვებიც მიიღოს. შერეული კვების დროს ბავშვმა ყოველ კვებაზე ორივე ძუძუ ბოლომდე უნდა დაცალოს, შემდეგ კი მიიღოს ხელოვნური საკვები საჭირო რაოდენობით.
შერეულ კვებაზე ბავშვის გადაყვანა უნდა მოხდეს აუცილებლად ექიმთან შეთანხმებით, რომელიც შეგირჩევთ საკვების სახეს და რაოდენობას
დაწვრილებით